მუხლი 2301. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს
თავი XXIII — საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
1. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანამდე თავისი ინიციატივით პერიოდულად, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილავს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხს. ეს ორთვიანი ვადა აითვლება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლოს მიერ ამ კოდექსის 225-ე მუხლის და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განსაზღვრული საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადა 2 თვეს აღემატება.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად განიხილება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით. თუმცა, ბრალდებულის სასარგებლოდ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2301 მუხლის თანახმად გადასინჯა აღკვეთი ღონისძიება, გამოიყენა გირაო და ასევე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დააყადაღა უძრავი ქონება.…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 2301, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-2301/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია