გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310118002599296
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/5333-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი

მოსარჩელე - ირ---–-----------ა

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მა-–-----–---–---ე

მესამე პირი - შპს ,,მო--–----“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2- ივლისის № SP---------------- ბრძანება.

 

1.2. მოსარჩელე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს, ვინაიდან მას შეტყობინება არ ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაკისრებული დავალიანება შეუსაბამოდ დიდია და მას ვალდებულებების გარკვეული ნაწილი შესრულებული აქვს, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული № SP---------------- ბრძანება ერთპიროვნულად არის მიღებული მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია - მესამე პირის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, სხდომის დღის შესახებ იგი გაფრთხილებულ იქნა კანონით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1 სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ ერთის მხრივ, სს „ლ----------------------სა'' (ს/კ 2--------) და მეორეს მხრივ, ირ---–-----------ას შორის გაფორმდა სესხის გაცემის ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ,,გამსესხებელი’’ თანახმაა მისცეს ,,მსესხებელს’’ დროებით მფლობელობაში ფულადი სახსრები 3-- ლარის ოდენობით. ხოლო მსესხებელმა აიღო ვალდებულება დააბრუნოს იმავე რაოდენობის სესხის თანხა იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც იქნა აღებული და გადაუხადოს სესხით სარგებლობისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი. ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანხმად, გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა მესამე პირებს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2016 წლის 2-----------ლს სს ლიბერთი ბანკის მიერ გაცემული ქვითარი (ს.ფ. 76)

- eL--- სესხის ელექტრონული ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ. 79-88)

 

3.1.2. 2016 წლის 3---------რის მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ ხელშეკრულებით, ერთის მხრივ, სს „ი--------–ი“ (ს/კ 4---------, წარმოდგენილი დირექტორის - თ--------–-–-ის (პ/ნ 0----------) სახით (შემდგომში უფლების მიმღები) და მეორეს მხრივ, სს „ლ--------------------იზ“ (ს/კ 2-------- ნომინალური მფლობელი), წარმოდგენილი დირექტორის თ-----------------–-ილის (პ/ნ 0---------2) სახით (შემდგომში - მოთხოვნის მფლობელი - თავდაპირველი კრედიტორი), მხარეები ადასტურებენ, რომ მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის (გასხვისების შესახებ), რის საფუძველზეც მოთხოვნის მფლობელმა უფლების მიმღებს სრულად დაუთმო (გაასხვისა) თავისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის უფლება იმ მოვალეთა (შემდგომში- მოვალე ან/და მოვალეები) მიმართ, რომელთანაც სასესხო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოთხოვნის მფლობელისა და მოვალე(ებ)ს შორის ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 105-108)

 

3.1.3 სს „ი--------–ი“ (ს/კ 4-------3) 2012 წლის 1-----–--იდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრში რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოებად, რომლის იურიდიული მისამართია თბილისი, ვ---------------–--- რაიონი, ილ---------------------------4, ხელმძღვანელი/ წარმომადგენელი თ--------–-–-ი, ხოლო 2017 წლის 0---------- იგი შეერწყა სს „ლ-----------------–ს“ (ს/კ 4-------3).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 96-97; 100-101)

 

3.1.4. საქმეზე წარმოდგენილია მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ შეთანხმება, ერთის მხრივ, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მ----–----ა“ (ს/კ 4--------, წარმოდგენილი დირექტორის - რ--------------------ს (პ/ნ 0----------) სახით) და მეორეს მხრივ, სს „ლ-----------------–ს“ (ს/კ 4-------3, წარმოდგენილი დირექტორის თ--------–-–-ის (პ/ნ 0----------) სახით) შორის, სადაც მხარეები ადასტურებენ, რომ 2017 წლის 1--------–- მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ, რის საფუძველზეც მოთხოვნის მფლობელმა უფლების მიმღებს სრულად დაუთმო (გაასხვისა) თავისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის უფლება იმ მოვალეთა (შემდგომში- მოვალე ან/და მოვალეები) მიმართ, რომელთანაც სასესხო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოთხოვნის მფლობელისა და მოვალე(ებ)ს შორის ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ შეთანხმება (ს.ფ 102-104)

 

3.1.5. 2018 წლის 1------- აპლიკანტმა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ირ---–-----------ას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2018 წლის 2--------ს შეტყობინებით აცნობეს, რომ 2018 წლის 1------- აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი: S----------. მას ასევე განუმარტეს, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა, წერილობით ეღიარებინა მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა, წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება.

 

აღნიშნული შეტყობინება ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ზ---------------–--------------------, ირ---–-----------ას გაეგზავნა 2018 წლის 2--------, შ.პ.ს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილის თანახმად, 2018 წლის 2-------- გაგზავნილ მისამართზე დახვდათ ადრესატის მამა ლ-------------ია, რომელმაც შეტყობინება ჩაიბარა პირადად და შესაბამისად, აიღო ვალდებულება ადრესატისათვის კორესპონდენციის გადაცემის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ დადგენილ 10 დღიან ვადაში ირ---–-----------ას პროტესტით აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ არ მიუმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის, არც რაიმე პოზიცია ყოფილა დაფიქსირებული მისი მხრიდან.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 2--------ს შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ (სფ.63-64)

- საფოსტო დასტური (სფ.65)

 

3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 2- ივლისს გაიცა №SP---------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. ბრძანების თანახმად ირ---–-----------ას დაეკისრა 2--7.00 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მო--–----ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ მოსარჩელეს გაეგზავნა იმავე მისამართზე, 2018 წლის 3-----–-სს გზავნილი ჩაიბარა ლ-------------იამ (მამამ) .

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 2- ივლისს გაცემული ბრძანება №SP---------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ (სფ.66)

- საფოსტო დასტური (სფ.67)

 

3.1.7. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მო--–----“ 2012 წლის 2----------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრში რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, რომლის იურიდიული მისამართია საქართველო, თბილისი, ვ---------------–--- რაიონში, ა-–---------------------- ფართი ა---- ხელმძღვანელი/ წარმომადგენელი ქ------------–---–---–ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (სფ.112-113)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ირ---–-----------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2- ივლისის №SP---------------- ბრძანების ბათილად ცნობას, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 912-ე მუხლი განსაზღვრავს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპებს, რომლის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააღსრულებო ბიურომ გამარტივებული საქმის წარმოება დაიწყო ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ აპლიკანტის შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მო--–----ს'' (ს/კ4--------) განცხადების საფუძველზე.

 

აღნიშნული კანონის 913 -ე მუხლის თანახმად მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.

 

ამავე კანონის 914-ე მუხლის თანახმად დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების სავალდებულო რეკვიზიტებს. მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური.

 

კანონის 917 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვარვს შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებს, რომლებიც არის: ა) გამარტივებული წარმოების ნომერი; ბ) აპლიკანტის დასახელება, დაყენებული მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი; გ) მითითება იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტება იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა, ანგარიშსწორების წესი და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტები. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს: ა)რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის დასახელებას; გ) პროტესტის შემთხვევაში – მოთხოვნის სრულ უარყოფას (თუ რესპონდენტის წინააღმდეგ მიმართულია რამდენიმე აპლიკანტის მოთხოვნა − აღნიშვნას იმის შესახებ, თუ რომელ მოთხოვნას უარყოფს რესპონდენტი); მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითებას მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ; მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობს რესპონდენტი; დ) რესპონდენტის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერას.

 

საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1------- განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აპლიკანტმა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მ----–---მა’’ (ს/ნ 4--------) დავალიანების გადახდევინების მოთხოვნის შესახებ, ირ---–-----------ას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2018 წლის 2--------ს შეტყობინებით აცნობეს, რომ 2018 წლის 1------- აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი: № S----------. მას ასევე განუმარტეს, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა, წერილობით ეღიარებინა მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა, წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება.

 

აღნიშნული შეტყობინება მისამართზე, ზ---------------–--------------------, 2018 წლის 2-------- ჩაიბარა ადრესატის მამამ ლ-------------იამ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, რომ შეტყობინებას გადასცემდა ადრესატს.

 

კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.

 

კანონის 917 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

 

კანონის 919--ე მუხლის .მე-4 პუნქტის თანახმად დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, ირ---–-----------ას მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე იქნა მოპასუხის მიერ გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც 2018 წლის 2-------- ჩაიბარა ადრესატის მამამ და შესაბამისად იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის მიღებული კორესპონდენციის გადაცემის შესახებ. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ხოლო მეორე წინადადება დაუშვებლად მიიჩნევს რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით შეტყობინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება გამარტივებული წარმოების შესახებ რესპონდენტ ირ---–-----------ას მიმართ 2018 წლის 2-------- ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - მამას ლ-------------იას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მოქმედებით სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცული იქნა მოცემული კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა თავად მას შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოში ვერ წარადგინა მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისაგან განსხვავებული ფაქტების ადეკვატური მტკიცებულებანი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები, რის გამოც ირ---–-----------ას სარჩელი მიჩნეული უნდა იქნას უსაფუძვლოდ და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ირ---–-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: მერი გულუაშვილი