განაჩენი

სისხლის სამართლის 09.02.2018
საქმის ნომერი
130100118002262125
დავის ტიპი
19 - 177 2 ბ , 19 - 143 (2) 3 გ
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/13-2018

(038121217005)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 თებერვალი, 2018 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–-ა

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ზ---------------ე

 

ბრალდებული - მ---------------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1976 წლის 08 ივნისს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქარე-–--------------------–-------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით)

 

სხდომის სახე - ღია

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ მ---------------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, მ---------------ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ვაყაში მ---------------ე შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა „CAT“ ფირმის ექსკავატორის, რომელიც ეკუთვნის შპს ,,საქმილსადენმშენს“ და რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია CA890, საწვავის ავზიდან დიზელის საწვავს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ---------------ემ კუთვნილი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსიდან, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია „AGA-658“, ამოიღო პოლიმერული მასალისაგან დამზადებული მილი და ბიდონი, გატეხა ხსენებული ექსკავატორის საწვავის ავზზე დადებული ბოქლომი და ფარულად დაეუფლა ოცდაათ ლიტრ დიზელის საწვავს, რომლის ღირებულებამ შეადგინა 63 (სამოცდასამი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი. თუმცა მან განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

1.2. მ---------------ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2017 წლის 14 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის მერაბ ხელაძის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საწვავის ღირებულების თაობაზე წერილობითი ინფორმაციით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა მ---------------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2018 წლის 09 თებერვალს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ მ---------------ესა და ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2018 წლის 09 თებერვალს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა რ-----------–-ამ ბრალდებულ მ---------------ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც მ---------------ეს, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლება პირობითად ერთი წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

 

3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბიდონი და პოლიმერული მასალისგან დამზადებული მილი უნდა განადგურდეს; ბოქლომი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ მხარეს; მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს (მ---------------ეს). ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში.

 

რაც შეეხება ექსკავატორსა და ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს - გამოძიების ეტაპზევე დაუბრუნდათ მესაკუთრეებს. სათანადო ხელწერილები ერთვის საქმეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ასა და ბრალდებულ მ---------------ეს შორის 2018 წლის 09 თებერვალს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით.

 

3. მ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2017 წლის 12 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

 

4. დანიშნული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. დამატებითი სასჯელის სახით მ---------------ეს დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

7. მ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

8. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პოლიმერული მასალისგან დამზადებული მილი და ბიდონი, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

9. ბოქლომი დაუბრუნდეს დაზარალებულს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

10. მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს (მ---------------ეს) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

12. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი