განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1034-18 (№076270518002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.12.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი ი---- ფ------–---–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული: ი-–-- გ---–---–ი
მამის სახელი: ტ------–-
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: კასპის რაიონი სოფელი ა-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
- ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ი-–-- გ---–---–მა, 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 09:25 საათზე, V-------- სანომრე ნიშნის მქონე „მერსედეს ბენცის“ მოდელის ავტომობილით აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობისას, ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულასთან, ცენტრალური ავტომაგისტრალის 183-ე კილომეტრზე, გადაკვეთა ღერძულა ხაზი და ისე წამოიწყო მის წინ თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.4 (გ) მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გასწრების მანევრის განხორციელება, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებდა გასვლას თავისუფალი იქნებოდა გასწრებისათვის საკმარის მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნიდა შემხვედრ და ამ ზოლზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, რის გამოც ვერ შეძლო მანევრის უსაფრთხოდ დასრულება და საპირისპირო ზოლზე გასული, ზოლის გვერდულაზე შეეჯახა საპირისპირო ზოლში მოძრავ, ა-------- მ----–----–--ის მართვის ქვეშ არსებულ R-------- სანომრე ნიშნის მქონე „მერსედეს ბენც“-ს მოდელის ავტომობილს. შედეგად ი-–-- გ---–---–ის მგზავრმა თ------ ჭ--–----, ასევე მძღოლმა ა-------- მ----–----–--ემ და მისმა მგზავრმა ლ--------- კ-------ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 29 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ი-–-- გ---–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ი-–-- გ---–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ი-–-- გ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმისა და დაზარალებულის - ლ. კ-------ის, ბ. კ-------ის, ა. მ----–----–--ის, თ. ჭ---–--ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ი-–-- გ---–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით, ფოტომასალით; სისხლის ნიმუშის აღების ოქმით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; შეტყობინებებით; განცხადებებით და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით;
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ი-–-- გ---–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია 3 პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ი-–-- გ---–---–ს პირველად დაედო მსჯავრი და ისიც გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება; ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით აუნაზღაურა მიყენებული ზიანი დაზარალებულებს, მათ შორის დაზიანებული მანქანის თანხა - 7300 ლარი. დაზარალებულთაგან პრეტენზია აქვს მხოლოდ ლ--------- კ-------ეს, რომელსაც სრულად ვერ აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში, ასევე, ზიანი აანაზღაურა სესხად აღებული თანხით, რომლის გადახდის ტვირთი ოჯახს დააწვება უახლოეს მომავალში, სასამართლოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა და სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა მიაჩნია მიზანშეუწონლად(გამოიწვევს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახის სარჩოს გარეშე დატოვებას).
ი-–-- გ---–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ი-–-- გ---–---–ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში, შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-- გ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
3. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-–-- გ---–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე