გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210018002539515 (2/1374-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2--- წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - გა-–----------
მოპასუხე - მა-----------ია
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება, განსაკუთრებული გარემოების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. არასრულწლოვანი შვილის - ნი----–-----------იას (დაბადების თარიღი - 31.1------ წელი) რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხე მა-----------იასათვის ყოველთვიურად ალიმენტის 400 ლარის ოდენობით დაკისრება;
1.2.განსაკუთრებული გარემოების (ჯანმრთელობის მდგომარეობის) გამო, არასრულწლოვანი შვილის - ნი----–-----------იას (დაბადების თარიღი - 31.1------ წელი) სასარგებლოდ მა-----------იასათვის ორ თვეში ერთხელ დამატებითი ხარჯის - 490 ლარის დაკისრება ნი----–-----------იას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მა-----------იამ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მან განმარტა, რომ გადაიხდის მხოლოდ ალიმენტს 100 ლარის ოდენობით.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ნი----–-----------ია (დაბადების თარიღი - 31 დეკემბერი, 2--- წელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა №28--------4 (ს.ფ. 20);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
3.1.2.მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ნი----–-----------ია ცხოვრობს დედასთან ზუ--------------–----–---ეტის სოფელ ნა-------ში, ხოლო მოპასუხე ცხოვრობს ზუ--------------–----–---ეტის სოფელ ჭა------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-დაბადების მოწმობა №28--------4 (ს.ფ. 20);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.ცალ-ცალკე ცხოვრების განმავლობაში არასრულწლოვანი შვილს მამას - მა-----------იას ფინანსურად არ დახმარებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
3.2.2.ნ-----–-----------ა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე პირია. იგი დაავადებული იყო სხვადასხვა დაავადებებით, ჩაუტარდა გამოკვლევები და მის სამკურნალოდ დედამ - გა-–----------მ გაიღო არაერთი ხარჯი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქვითრები და სამედიცინო დოკუმენტაცია (ს.ფ. 24-25, 30-52);
-ცნობა №0352471;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
3.2.3. 17.02.2--- წელს გაცემული ცნობის თანახმად, ნ-----–-----------ა დაავადებულია სპასტიური დიპლეგიით. ექიმი გასცემს შემდეგი სახის სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციას: ,,საჭიროა გაგრძელდეს უწყვეტი ნეირორეაბილიტაცია მკურნალობა მინიმუმ 2 თვეში ერთხელ (წელიწადში 6-7 ჯერ). უწყვეტი კომბინირებული ანტიკონვულსიური თერაპიის ფონზე ტოპეფსისლი 150 მგ დღიური დოზა ეპიქსი 500 კგ. დღიური დოზა 6 თვეში ერთხელ ეეგ კვლევის კონტროლი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-17.02.2----–-–-ს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 26);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
3.2.4.ნ-----–-----------ასათვის შპს ,,სა--ი’’-ში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო პროცედურების ერთი კურსის საერთო ღირებულება შეადგენს 990 ლარს.
2----–-–-ს 02 თებერვლის----–---------ანახმად, ნ-----–-----------ამ გაიარა სარე----–----–---------–--------------------–----–----–-ნტ ,,სა--ი’’-ში 15.05.2--- წლიდან 23.06.2--- წლის ჩათვლით და მის მიერ ჩატარებული სარეაბილიტაციო პროცედურებისათვის გადახდილი თანხა შეადგენს 1400 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კალკულაცია (ს.ფ. 28);
-02.02.2----–-–-ს №--–----ა (ს.ფ. 29);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
3.2.5.დადგენილია, რომ მოპასუხე მა-----------ია მუშაობს სოფელ ჯუ--ს საჯარო სკოლაში და მისი თვიური ხელფასი შეადგენს 317 ლარს. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს აქვს სოფლის მეურნეობის შემოსავალი. კერძოდ, მას გააჩნია საკუთრებაში მიწის ნაკვეთი 6000 კვ.მ ოდენობით, სადაც გაშენებული აქვს თხილი 150 ძირი, მანდარინი 200 ძირი და ყავს ერთი ძროხა. სასამართლოს სხდომაზე თავად მოპასუხის განმარტების შესაბამისად, ნ-----–-----------ას თხილისაგან წლიური საშუალო შემოსავალი აქვს 450 ლარის ოდენობით, ხოლო მანდარინისაგან - 1200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-14.08.2----–-–-ს ცნობა №119;
-14.08.2--- წელს გაცემული ხელფასის ცნობა;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები).
3.2.6.მა-----------იას აქვს კრედიტი და იხდის მას სს ,,თი---------ში’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის დაფარვის გრაფიკი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
3.2.7. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით დადგენილია, რომ მოპასუხე არ არის შრომისუუნარო, მას შეუძლია გადაუხადოს ალიმენტი თავის არასრულწლოვან შვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოპასუხის ჯანმრთელობის ცნობები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
3.2.8.მოპასუხესთან ერთად ცხოვრობს თავის დედა - მე----------ა, რომელიც მა-----------იას კმაყოფაზე არ არის. მას გააჩნია პენსია 180 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
3.2.9.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სარჩელში მითითებული გარემოებების სრულყოფილად დასაბუთება, თავის მხრივ მოპასუხემაც ვერ გაართვა თავი დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ერთი მხრივ, ალიმენტი 100 ლარის ოდენობით არის საკმარისი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად და ვერ გადაიხდის უფრო მეტს, და მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ბავშვის სამედიცინო მომსახურებას ფინანსურად უზრუნველყოფს ზუ--------------–----–---ეტის გამგეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-16.05.2--- წლის №02/3--- ცნობა;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.11.2----–-–-ს, 26.11.2----–-–-ს და 24.1-------–-–-ს სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა განმარტებების და წერილობითი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5.კანონები (საერთაშორისო აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ; არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან; ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუ--ს უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობა, რადგან ალიმენტის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი.
საერთაშორისო სამართლებრივი აქტით - გაეროს კონვენციით ბავშვის უფლებათა შესახებ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომელიც ასევე საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია, რეგულირდება ბავშვის მიმართ მზრუნველობის საკითხები. კერძოდ:
კონვენციის მე-3.1. მუხლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
კონვენციის 27.2 მუხლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ბავშვის საჭიროებანი შეიძლება გამოხატებოდეს ფიზიკურ, სოციალური და ინდივიდუალურ ასპექტში, კერძოდ, ფიზიკური საჭიროებაა საკვები, ტანსაცმელი, უსაფრთხოება გარემოს უზრუნველყოფა და ა.შ, სოციალური საჭიროებაა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სულიერი სიახლოვე, სიყვარული და სხვა, ხოლო ინდივიდუალური საჭიროება გამოიხატება ცოდნის, თვითგამოხატვის და სხვა სახით. მშობლების მხრიდან აღნიშნულ საჭიროებებზე ფიქრი და შვილის მათით უზრუნველყოფა, წარმოადგენს მშობლების კანონისმიერ ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ, ვინაიდან ამ ოდენობით ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს არ იძლევა მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ ყოველთვიურად გადაიხდის მხოლოდ 100 ლარს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალები ცხადყოფენ, რომ მოპასუხეს აქვს უფრო მეტი ოდენობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა, უფრო მეტიც, მხოლოდ 100 ლარი არ არის საკმარისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ნ-----–-----------ას საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე შეეცადა მისი 100 ლარზე მეტი ალიმენტის გადახდისუუნარობა დაესაბუთებინა სასამართლოსათვის საბანკო ვალდებულებებზე მითითებით, თუმცა ამ კუთხით ყურადსაღებია საქართველოს საკასაციო სასამართლოს განჩინება, რომელშიც მიეთითა, რომ პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ქ.ყ-ანის მიერ კრედიტის გადახდა მეტყველებს არა მის გადახდისუუნარობაზე, არამედ მის ქონებრივ შესაძლებლობაზე (--------------------------------------------------–--–---
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული მოცემულობით, არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის და ალიმენტის გადამხდელის რეალური მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ბავშვზე ყოველთვიურად 130 ლარი.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლით, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს ალიმენტვალდებული პირისათვის ალიმენტის გარდა იმ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობის დაკისრებას, რომელიც გამომდინარეობს განსაკუთრებული გარემოებებით. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება ბავშვის მძიმე ავადმყოფობა და სხვა გარემოებები, რომლებსაც განსაკუთრებულობის ხასიათს ანიჭებს სასამართლო ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასების საფუძველზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, საერთაშორისო და საქართველოს შიდა კანონმდებლობა ორივე მშობელს ერთნაირად აკისრებს ვალდებულებას მონაწილეობა მიიღონ შვილის აღზრდაში. ეს პრინციპი იძლევა დამატებითი ხარჯების ნაწილის მეორე მშობლისათვის დაკისრების შესაძლებლობას. აქვე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, სარჩენის ინტერესებთან ერთად გასათვალისწინებელია მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა არასრუწლოვანი შვილი დაბადებიდან ავადმყოფობს, მას ჩაუტარდა არაერთი გამოკვლევა, როგორც ზემოთ აღინიშნა ნ-----–-----------ა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია და ჯერ-ჯერობით საჭიროებს მუდმივ დახმარებას.
ჯანმრთელობის ცნობის თანახმად, ნ-----–-----------ა დაავადებულია სპასტიური დიპლეგიით. მას ჭირდება უწყვეტი ნეირორეაბილიტაციის მკურნალობა მინიმუმ 2 თვეში ერთხელ (წელიწადში 6-7 ჯერ), უწყვეტი კომბინირებული ანტიკონვულსიური თერაპიის ფონზე ტოპეფსისლი 150 მგ დღიური დოზა ეპიქსი 500 კგ. დღიური დოზა 6 თვეში ერთხელ ეეგ კვლევის კონტროლი. აღნიშნული სარეაბილიტაციო პროცედურების ერთი კურსის საერთო ღირებულება შეადგენს 990 ლარს.
მოპასუხემ უარი განაცხადა დამატებით ხარჯებში მონაწილეობაზე და ამ კუთხით ფაქტობრივ საფუძვლად სასამართლოს წინაშე აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ცნობით ზუ--------------–----–---ეტის გამგეობა გამოთქვამს მზაობას აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურება (მექანოთერაპია, მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია) ნ-----–-----------ას 500 ლარით, თუმცა აღნიშნული ცნობა (საგარანტიო ფურცელი) გაცემულია 16/05/2--- წელს და მისი მოქმედების ვადა გასულია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–-----------ას მწვავე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სახეზეა მა-----------იას მიერ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობის ფაქტობრივი საფუძველი და ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესისა და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, წლიური შემოსავლის მხედველობაში მიღებით, მა-----------იას უნდა დაეკისროს ყოველწლიურად დამატებითი ხარჯის 825 ლარის (წლიური შემოსავლის ნახევარი) გადახდა შვილის - ნი----–-----------იას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 03 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, ვინაიდან, ნინო შედანიას მიერ მოთხოვნილი იქნა ალიმენტის გადახდევინება (ალიმენტის გაზრდა), რომელზეც დამოკიდებულია მეორე მოთხოვნა განსაკუთრებული გარემოების გამო დამატებითი ხარჯის დაკისრების თაობაზე, ნინო შედანია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნას ნინო შედანიას სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად და ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რაც შეადგენს 2385 ლარს (ალიმენტს 1560 ლარს + დამატებითი ხარჯი 825 ლარი = 2385 ლარს), შესაბამისად ბაჟი გაანგარიშებულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში დაკისრებული თანხიდან - 2385 ლარიდან, რომლის 03 პროცენტია 71,55 ლარი.
ვინაიდან გა-–----------ს სარჩელით დაყენებული მოთხოვნა წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობად უნდა განისაზღვროს 50 ლარით, რის გამოც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.გა-–----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1.მოპასუხე მა-----------იას (პირადი №1--------43) არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–-----------ას (დაბადების თარიღი - 31.1------ წელი) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 130 ლარის ოდენობით, 2----–-–-ს 11 ივლისიდან შვილის სრულწლოვანებამდე;
1.2.განსაკუთრებული გარემოების (მწვავე ჯანმრთელობის მდგომარეობის) გამო, მოპასუხე მა-----------იას არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–-----------ას (დაბადების თარიღი - 31.1------ წელი) სასარგებლოდ ყოველწლიურად დაეკისროს დამატებითი ხარჯის 825 ლარის გადახდა ნ-----–-----------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე;
2.მა-----------იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 50 ლარის ოდენობით;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა