განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100118002713860 №1/116
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11.12.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ----------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: კ--------–---------
დაბადებული: 06.02.1--- წ.
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ.აბაშა, კ.გ-------------ს ქ.№16
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.სენაკი, ლ----–---ს ქ.N13
ადვოკატი - ზ--------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე -ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 26 სექტემბერს, საღამოს საათებში, ლ----–---ს ქ.N13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ--------–--------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მის მეუღლეს ს-------------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბრალდებულმა კ--------–---------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. დაზარალებულმა, ს-------------–--ემ განაცხადა, რომ 4 თვეა ქირით ცხოვრობდა ქ.სენაკში, ლ----–---ს ქ.N13-ში, მეუღლესთან კ--------–---------სთან და შვილებთან ერთად. 2018 წლის 26 სექტემბერს სახლში იმყოფებოდნენ ის და მისი შვილები, რა დროსაც მოვიდა კახაბერი, რომელიც იყო ნასვამი, მან მოიძებნა თავისი ტელეფონი და რომ ვერ ნახა, გაბრაზებულმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგიდის ერთ მხარეს თვითონ მეორე მხარეს კი კახაბერი იყო, მაგიდის ირგვლივ ხდებოდა სირბილი, კახაბერი ემუქრებოდა თმით მიგაჭედებ ხეზე და ყელს გამოგჭრიო, ეს ესმოდა მის შვილებს ნ--------------–----------ს, რომლებიც არიან 11 და 12 წლის. აგინებდა, ლანძღავდა. არ უნდა დაკავებული იყოს, იცხოვროს გარეთ მისგან მოშორებით, სვა არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
5. არსებით სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული სხვა, არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სამართლებრივი შეფასება:
6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ--------–---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა კ--------–---------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს კ--------–---------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. კ--------–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
8. კ--------–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეზე დაზარალებულმა, ბრალდებულის მეუღლემ ს-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
11. ბრალდებულ კ--------–---------ს მიერ სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. კ--------–---------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
13. ბრალდებული კ--------–--------- სენაკის რაიონული სასამართლოს 02.08.2018 წლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათი) ლარი. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სს კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა კ--------–---------ს მიმართ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კვლავ ჩაეთვალა პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ კ--------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სს კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 59-ე, 67-ე მუხლით, სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ--------–--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განაჩენით კ--------–---------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი _თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით კ--------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ კ--------–---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
3. მსჯავრდებულ კ--------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 ოქტომბრიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე