განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
330100118002565334
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1--------

#(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ნ---- მ-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

ლ-–- კ--------ი - დაბადებული 1--- წლის 0-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ჟ-----–------------.

 

ადვოკატი - ნ---–- გ---–---–---–ი

 

კვალიფიკაცია:

ლ-–- კ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 17 ივნისს საღამოს საათებში, ქ. თბილისში ე-----–---------ს ქუჩაზე ლ-–- კ--------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ო-–-- ტ-----–-----ს კუთვნილ ,,Iphone8+“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 2 852 ლარს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო

მისაკუთრების მიზნით.

 

2.1. ბრალდებულმა ლ-–- კ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 17 ივნისს საღამოს საათებში, ქ. თბილისში ე-----–---------ს ქუჩაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ო-–-- ტ-----–-----ს ,,Iphone8+“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

2.2. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები - მოწმეების ი---- ხ-----------ის, ი----- მ-------ს, ო-–-- ტ-----–-----ს, ე-–--- ვ-----–----ს ჩვენებები და პირის ამოცნობის ოქმები მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.

 

2.3. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა შ--–-- დ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 17 ივნისს ე-----–--------ის ქუჩაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ო-–-- ო-–-- ტ-----–-----ს ძარცვის ფაქტზე ნაძარცვი მობილური ტელეფონი გადაადგილებული იქნა ,,ნისანის’’ ფირმის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით N--------- რომლის მეპატრონეც იყო 1--- წლის 5--------ს დაბადებული ო-–---, რომლის გვარი არ ახსოვს. ოპერატიული ინფორმაცია მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ძ---–-------–-----------------–----------------–ების თანამშრომელმა ვ------- მ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 18 ივნისს ე-----–---------ს ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის მიმართ ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ქონოდა საქართველოს მოქალაქე ლ-–-ს, ინფორმაცია მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ი-------- ს--------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სტაციონარული სასამართლო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც ლ-–- კ--------ი დაავადებულია შიზოტოპიური აშლილობით (კოდი F21; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს ლ-–- კ--------ი დაავადებული იყო შიზოტიპიური აშლილობით და მას არ შეუძლია სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ლ-–- კ--------ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომლიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის, მის ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა, მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას, ლ-–- კ--------ი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის

 

2.6. სასამართლომ მისცა რა შეფასება საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონით დადგენილი წესით არის მოპოვებული და სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ამასთანავე, ბრალდებულმა ლ-–- კ--------მა აღიარა ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მის მიერ მიცემული ინფორმაცია შეესაბამება სხვა მტკიცებულებებს.

 

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ძარცვის გზით ქონების დაუფლება გულისხმობს ნივთის აშკარა დაუფლებას, მესაკუთრის, მფლობელის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მფლობელ პირს ერთმევა საკუთარი ნივთის მიმართ უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ლ-–- კ--------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ო-–-- ტ-----–-----ს ,,Iphone8+“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს წაერთვა შესაძლებლობა ესარგებლა საკუთარი ნივთით.

 

2.8. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-–- კ--------ი 2018 წლის 17 ივნისს საღამოს საათებში, ქ. თბილისში ე-----–--------ის ქუჩაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ო-–-- ტ-----–-----ს ,,Iphone8+“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.9. კომპიუტერულ-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის N--------- 1----- დასკვნის თანახმად: მობილური ტელეფონის ,,Iphone 8 plus” საბაზრო ღირებულება (სრულად დაკომპლექტებული) ექსპლუატაციაში ყოფნის და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 1600 (ათასექვსასი) ლარს.

 

2.10. დაზარალებულ ო-–-- ტ-----–-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ მისი კუთვნილი ,,Iphone 8 plus”-ის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1000 ევროს.

 

2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

2.12. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ-–- კ--------მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ-–- კ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

3.2. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ-–- კ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ-–- კ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაავადებულია ფსიქიკურად, არის შეზღუდული ქმედუნარიანი.

 

4.2. ლ-–- კ--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ლ-–- კ--------ი არის ნასამართლობის არ მქონე პირი, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის ყოფაქცევაზე სასამართლო განხილვისას მის კონსტრუქციულ დამოკიდებულებაზე პროცესისადმი და სასამართლოსადმი გამოხატულ ნდობაზე.

 

5.2. სტაციონარული სასამართლო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ლ-–- კ--------ი დაავადებულია შიზოტოპიური აშლილობით. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს ლ-–- კ--------ი დაავადებული იყო შიზოტიპიური აშლილობით და მას არ შეუძლია სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).

 

5.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ლ-–- კ--------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

5.4. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციის, ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროების გათვალისწინებით, ასევე კანონიერი სასჯელის განსაზღვრის მიზნით, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია ლ-–- კ--------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

 

5.5. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ლ-–- კ--------მა აღიარა დანაშაულის ჩადენა, მისი დაკავება არ მომხდარა დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, დაკავების შემდეგ მან გულწრფელად აღიარა ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს საფუძველს ლ-–- კ--------ს სასჯელი განესაზღვროს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და სასჯელის ნაწილი ჩაეთვალოს პირობითად.

 

5.6. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვინაიდან, ლ-–- კ--------ს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაული, მას პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი.

 

5.7. სასამართლოს მიერ სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება მიზნად ისახავს დამნაშავის რესოციალიზაციას. მისჯილი სასჯელი სასამართლოს მიაჩნია პროპორციულად, რათა ლ-–- კ--------მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6.ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

6.1. ლ-–- კ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ,,აიფონ 8+“ მოდელის ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

 

6.2. მოწმე ო-–-- ტ-----–-----ს სასამართლოში დაკითხვის ოქმის ელექტრონული ასლი ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.3. მოწმე ე-–--- ვ-----–----ს სასამართლოში დაკითხვის ოქმის ელექტრონული ასლი ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.4. მოწმე ო-–-- ტ-----–-----სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნე საქმის შენახვის ვადით.

 

6.5. ბრალდებულ ლ-–- კ--------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–- კ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ლ-–- კ--------ი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

3. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ლ-–- კ--------ს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

4. საბოლოოდ, ლ-–- კ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5. ლ-–- კ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.

 

6. ლ-–- კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

8.ნივთმტკიცება:

8.1. ლ-–- კ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ,,აიფონ 8+“ მოდელის ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

8.2. მოწმე ო-–-- ტ-----–-----ს სასამართლოში დაკითხვის ოქმის ელექტრონული ასლი ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8.3. მოწმე ე-–--- ვ-----–----ს სასამართლოში დაკითხვის ოქმის ელექტრონული ასლი ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8.4. მოწმე ო-–-- ტ-----–-----სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნე საქმის შენახვის ვადით.

8.5. ბრალდებულ ლ-–- კ--------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/