განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N010100118002609797
საქმე N1-786/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ნ--------------–---
ადვოკატი - ჯ----–--------
ბრალდებული: ზ---------------
მამის სახელი: ს---–----
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 05.04.1-----–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართი: ქ-------------------–----------------------
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ---------------მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 23 ივნისს, ქ. ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში, ზ---------------მ, რომელიც მართავდა ,,ჰუნდაი სონატას" მარკის ავტომობილს (-----–-–------------------- საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წარუდგინა უკრაინაში მის სახელზე გაცემული ყალბი N BXX 308649 მართვის მოწმობა.
სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ზ---------------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში
ზ---------------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმი, სასამართლოს განჩინება საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის თაობაზე, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების - ბ---------------------------–--------–---- გამოკითხვის ოქმები.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
ზ---------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
ზ--------------- აღიარებს დანაშაულს, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას (ნასამართლევია), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალდებული აღიარებს დანაშაულს), ასევე იმ გარემოებას, რომ მას ჰყავს ოჯახი, ბრალდებულმა სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და თვლის, რომ ზ---------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ზ---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. ნივთმტკიცება - ზ---------------- სახელზე დამზადებული მართვის მოწმობა - ნომრით B---------- რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი