განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002432755
საქმე №1/161-18
(გამოძიების №082150118001)
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი - მერი შატაკიშვილი, ანა ტეტუნაშვილი, თ----- ხარიბეგაშვილი, თ----- მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ნანა გ--------–---–ი, ზ----აბ წ--------–ი, გიორგი ზ-----–---–ი, სალომე ჩ------ე, თეონა გ--------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გია რ----ის ძე ც-–--–---–ი - დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–-- განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, პირადი №-----------, მცხოვრები: ქ. ხ-–-----, მ–----ის ქუჩა №10-ში.
ადვოკატები - ნ---- ა-----–-----–ი, ლაშა ხ---–--–--ე, თორნიკე გ--------ე, ეკატერინე მ--–-----–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლი (დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია (ასევე, ნაწილობრივ დახურულ) სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „ხ-–------“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ-- ც-–--–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული ბასრი საგნის - დანის გამოყენებით ნუგზარ მ------–---–ს მიაყენა ჭრილობები - მუცლის წინა კედელზე მარცხნივ, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით, სწორკიდეებიანი ჭრილობა ქვედა ყბის არეში მარცხნივ და ორი ასეთივე ხასიათის ჭრილობა მარცხენა ბარძაყის მიდამოზე. გ-- ც-–--–---–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო გაზრახვის სისრულეში მიყვანა და დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ნ-------- მ------–---–ი გადარჩა.
სასამართლომ დაადგინა:
გ-- ც-–--–---–ის მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით) უტყუარად ვერ დადასტურდა.
1.2. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „ხ-–------“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ-- ც-–--–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული ბასრი საგნის - დანის გამოყენებით ნიკა რ----ეს განზრახ მიაყენა თეძოს მიდამოს და ბარძაყის ღია ჭრილობები, რამაც ნ--- რ----ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სასამართლომ დაადგინა:
გ-- ც-–--–---–ის მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით) უტყუარად დადასტურდა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. გ-- ც-–--–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას აღნიშნულ ნაწილში გ-- ც-–--–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-- ც-–--–---–ის მიმართ ხსენებული ქმედების (განზრახ მკვლელობის მცდელობის) დადასტურებისათვის.
2.2. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია ასევე იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის ფარგლებში, საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარე დამატებითი მტკიცების პროცედურისგან (მათ შორის ვალდებულებისგან) თავისუფლდება. აღნიშნულ გარემოებათა არსებობისას სასამართლო ვალდებულია განაჩენის დადგენისას სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში, რაც თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე და პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მტკიცებულების უპირობოდ მიღებას.
2.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით,“ ვინაიდან არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68; ასევე, 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32). აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის დადგენისას, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელ----ტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან.
2.4. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სათანადო ყურადღებით განიხილა და განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ძირითადი არგუმენტები (პოზიციები), კერძოდ:
განზრახ მკვლელობის მცდელობა
2.5 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახ მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობაც ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი შესაძლებელია წარმოიშვას სხვადასხვა გარემობებათა არსებობსას, მათ შორის შურისძიების ნიადაგზე.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია დანაშაულის მცდელობის ცნება, რომლის თანახმად, „დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.“ იგი დაუმთავრებელი დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება, ვინაიდან ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტი ბოლომდე არ არის მიყვანილი. ასეთ ქმედებათა ჩადენისათვის დამახასიათებელია სისხლის სამართლის კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთის ჩაყენება ზიანის მიყენების საფრთხის ქვეშ. განსახილველ საქმეში წარდგენილი ბრალდების თანახმად, ვინაიდან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გ-- ც-–--–---–მა ვერ შეძლო გაზრახვის სისრულეში მიყვანა და დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ნ-------- მ------–---–ი გადარჩა, ქმედება დაკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობის მცდელობად. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ გამოიკვლია და შეისწავლა საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები:
2.7. სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განიხილავს სხდომაზე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს და სისხლის სამართლის საქმესთან მათ რელ----ტურობას, კერძოდ: მოწმე თენგიზ კ-------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს დილიდან ღამემდე მუშაობდა ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „--–----–-“ მ---------–--------–---. ჩხუბის ან რაიმე უთანხმოების ხმა არ გაუგ--. დაახლოებით 23:00-24:00 საათზე, პოლიციის მოსვლის დროს გაიგო, რომ კაფეში სტუმრად მყოფ ბიჭებს შორის ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რა დროსაც სოფ. ო-------ის სკოლის ორი მოსწავლე დაიჭრა. ანალოგიური ინფორმაცია დგინდება მოწმე ზვიად ა------ის (ამავე კაფეში მუშაობს მ---------–---) და რამაზ მ------ის (ამავე კაფეში მუშაობს მ-----------) გამოკითხვის ოქმების მიხედვით, რომლებმა ინციდენტის დღეს დაახლოებით 21:00 საათზე დატოვეს კაფის ტერიტორია. სასამართლო სხდომაზე იდენტური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზაურ პ------–-–---–მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ გ-- ც-–--–---–ი შემთხვევის დღეს რესტორანში იმყოფებოდა და მუსიკის შესრულების თაობაზე მისგან შეკვეთაც მიიღო. ასევე, აღნიშნა, რომ კაფეს თავის განათება აქვს, რაც საკმარისია ადამიანის დანახვისათვის - ხილვადობისთვის, ხოლო ქუჩის მეორე მხარეს მდებარე მშენებარე შენობას განათება არ აქვს (14:53:11- 14:53:18 საათი; 14:54:59 საათი; - 2018 წლის 27 ივნისის სხდომის ოქმში მითითებული დროის მონაკვეთები).
2.8. მოწმე ბელა გ-----------–---–ის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ რომ მუშაობს ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „--–----–-“. ადასტურებს, რომ 2018 წლის 14 იანვარს, კაფის ტერიტორიაზე მოხდა ჩხუბი, რა დროსაც დაიჭრნენ სკოლის მოსწავლეები. თვითონ ინციდენტის შემსწრე არ არის, მისი განმარტებით, როცა გარეთ გავიდა, კონფლიქტი დასრულებული იყო. არ იცის კონფლიქტის მიზეზის შესახებ და ასევე მისთვის უცნობია დამზიანებლის ვინაობის შესახებ. აღნიშნა, რომ კაფის სტუმრები დაჭრილების დახმარების მიზნით „დარბოდნენ“, ხოლო პატრული და სასწრაფო როცა მოვიდა, გ-- ც-–--–---–ი იჯდა მ---------- - თ-------------–---–თან და საუბრობდა. მოწმე თ-------------–---–ის ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დღეს, შიგნიდან გარეთ დაინახა თუ როგორ ჩხუბოდნენ ტრასის შუა ნაწილში პირველი და მეხუთე კუპის სტუმრები, დაადასტურა დაჭრილების არსებობის ფაქტი და ასევე განმარტა, რომ კაფის ტერიტორია ნათდება ნათურით, არის ხილვადობა და შესაბამისი დაკვირვების შედეგად შესაძლებელია ადამიანის გარჩევაც, ხოლო მოწმე კლაუდია ღ---–--ის ჩვენების მიხედვით, რომელიც ასევე მიმტანად მუშაობს ამავე კაფეში, დგინდება, რომ პირველი კუპის ახალდაბელი სტუმრების მე-5 კუპეში შესვლისას, ხმამაღალ საუბარს ჰქონდა ადგილი, იცის სკოლის ორი მოსწავლის დაჭრის თაობაზე, თუმცა უშულოდ არ უნახავს დაზარალებულები. დაადასტურა, რომ კაფეს გარეთ აქვს ნათება, თუმცა ადამიანის სახის გარჩევა სუსტი ნათების პირობებში არ შეეძლო (ასევე განმარტა, რომ აქვს ცუდი მხედველობა).
2.9. მოწმე ქეთევან ლ-----ის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ინციდენტის შესახებ არაფერი გაუგ--, არც დაჭრილები უნახავს და ასევე მისთვის უცნობია დამზიანებლის ვინაობის შესახებ. აღნიშნა, რომ სამზარეულოდან გამოსვლისას მხოლოდ კაფის პერსონალი და პოლიცია ნახა, გ-- ც-–--–---–ი იქ არ იმყოფებოდა. მისი განმარტებით კაფის ტეროტორია ნათდება, თუმცა, როგორც იცის, ინციდენტი კაფის გვერდით განხორციელდა, სადაც განათება არ არის, ხოლო მოწმე ნ---- კ-----–---–ი-მ-------–---–ის ჩვენების მიხედვით, ინციდენტის დღეს ნახა გ-- ც-–--–---–ი, ხმაურის გამო სხვებთან ერთად გავიდა გარეთ და დაინახა, რომ დაახლოებით ხუთი ადამიანი გარბოდა. ასევე აღნიშნა, რომ კაფის მიმდებარე ტერიტორია ნათურით და ფანჯრებიდან გამომავალი შუქით ნათდება (კაფეს შესასვლელთან არსებული აბრა არ ანათებს), შუქი ტროტუარს მიღმა სავალი გზის ნაწილსაც ანათებს, რომლის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის გარჩევა.
2.10. მოწმე როინ ლ------ის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ იგი ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „ხ-–------“ მ------------. ინციდენტის დღეს თანამშრომლებისგან გაიგო სკოლის ორი მოსწავლის დაჭრის თაობაზე. უშუალოდ დამნაშავის შესახებ არაფერი იცის. მხარეთა შეკითხვებზე განმარტა, რომ კაფის მიმდებარე ტერიტორია ნათურით და ფანჯრებიდან გამომავალი შუქით ნათდება, რომლის საშუალებითაც ადამიანების გარჩევა შესაძლებელია. ასევე, აღნიშნა, რომ მისი მონაწილეობით და თანხმობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია.
2.11. მოწმე მირანდა ა---–--–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს იგი იმყოფებოდა ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „--–----–-“, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა თანაკლასელების - ნ--- რ----ის და ნ-------- მ------–---–ის მიმართ ჭრილობების მიყენების თაობაზე. ხსენებული პირების მიმართ ზიანის მიმყენებლის ვინაობა მისთვის უცნობია. მან ასევე, დაადასტურა კაფის წინ სუსტი განათების არსებობის ფაქტი.
2.12. მოწმე გ---–----ა ე-------ე-ძ---–--–---–ის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ დაზარალებულები - ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე მისი შვილის - რ--------- ზ-----–---–ის თანაკლასელები არიან. იცის დაზარალებულების დაჭრის თაობაზე, თუმცა დამზიანებლის ვინაობა მისთვის უცნობია. დაესწრო შვილის გამოკითხვის პროცესს გამოძიებაში, რა დროსაც რაიმე კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნონა წ--–---–-–---–მა.
2.13. მოწმე ანა მ------–---–ის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ დაზარალებულების - ნ-------- მ------–---–ის და ნ--- რ----ის თანაკლასელია. 2018 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „--–----–-“. დაადასტურა, რომ კაფის შესასვლელის წინ მოხდა ჩხუბი, თუმცა შიშის გამო გარეთ არ გასულა და არაფერი დაუნახავს. ნ--- რ----ის და ნ-------- მ------–---–ის მიმართ დაზიანებების მიყენების ფაქტის თაობაზე უშულოდ იცის, თუმცა დამზიანებლის ვინაობა მისთვის უცნობია (მხარეთა შეკითხვებზე განმარტა, რომ ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ს არ იცნობს). მიუხედავად სუსტი განათებისა ადამიანის დანახვა რამდენიმე მეტრში შეეძლო. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს რ--------- ზ-----–---–მა და განმარტა, რომ გარეთ სუსტი განათება იყო, გზას ტელეფონით ინათებდა. ასევე, მოწმე დავით ბ---------ემ დაადასტურა, რომ კაფის შესასვლელის წინ კონფლიქტურ სიტუაციას, კერძოდ, ჩხუბს ჰქონდა ადგილი დაახლოებით 20 ადამიანს შორის, რა დროსაც დაინახა ნ-------- მ------–---–ი, რომელიც მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა. ასევე, განმარტა, რომ მ------–---–ი მოჩხუბრებმა შეითრიეს, ხოლო ნ--- რ----ე იმავე ადგილას არ უნახავს, კაფის ტერიტორიას აბრა სუსტად ანათებდა, რის გამოც ადამიანთა გარჩევა სრულად არ შეეძლო. ნ--- რ----ის და ნ-------- მ------–---–ის მიმართ დაზიანებების მიყენების ფაქტის თაობაზე უშულოდ იცის, თუმცა დამზიანებლის ვინაობა მისთვის უცნობია (მხარეთა შეკითხვებზე განმარტა, რომ ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ს არ იცნობს). ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ----- მ------–---–მა და ასევე განმარტა, რომ ინციდენტის დროს დაინახა ნ--- რ----ე, რომელმაც უცნობს ხელი მოუქნია. კაფის ტერიტორიას აბრა სუსტად ანათებდა, თუმცა რ----ის პიროვნების გარჩევა 10 მეტრის მანძილზე შეძლო. მოწმე ზაურ მ------–---–მა განმარტა, რომ კაფის შესასვლელი კარებიდან 7-8 მეტრში დაინახა მოჩხუბრები, ნ--- რ----ე ამოიცნო ნათებიდან 1 მეტრში, მისი განცხადებით რესტორნის ფანჯრებიდანაც გამოდიოდა შუქი.
2.14. მოწმეების - მარიამ გ-----–--ის, მ------ მ------–---–ის, ც---- მ------–---–ის ჩვენებების მიხედვით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ კაფე-ბარ „--–----–-“. დაადასტურეს, რომ დაზარალებულებმა კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიღეს დაზიანებები. მ------ გ--–-----ემ აღნიშნა, რომ კაფეს მკრთალი განათება ჰქონდა, აქვე ანათებდა მაღაზიის აბრა და ასევე „კიდევ რაღაც შენობიდან გამოდიოდა შუქი“, ხოლო მ------ მ------–---–მა განმარტა, რომ მკრთალი განათების ფონზე სახის ნაკვთების გარჩევა შეეძლო თუ არა, არ იცის, ვინაიდან ამ მხრივ არავის დაკვირვებია. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ხატია თ----–---–მა და ქეთევან გ------–-–---–მა.
2.15. მოწმე გიორგი მ-----–----ის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „--–----–-“ თანაკლასელების დაბადების დღის აღსანიშნავად. ადასტურებს, რომ კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი და ნ--- რ----ესთან ერთად მათ გასაშველებლად გაემართა. გაშველების პროცესში ფიზიკურად არაერთი დარტყმა მიიღო, ახსოვს, რომ შალვა ჩ--------–მა პირადად მიაყენა ფიზიკურად ზიანი, რა დროსაც თავადაც რამოდენიმე დარტყმა განახორციელა მის მიმართ. ამ დროს გაიგო, რომ ნ--- რ----ე დაიჭრა და აღნიშნულის გარკვევის მიზნით ისევ კაფეში შებრუნდა. კაფეში ასევე გაიგო ნ-------- მ------–---–ის დაჭრის თაობაზეც. დამზიანებლის შესახებ თვითონ არაფერი იცის და აღნიშნულზე არც დაზარალებულებთან უსაუბრია. ადასტურებს, რომ კაფის ტერიტორია ნათურით ნათდებოდა, ფანჯრებიდანაც იყო გამომავალი შუქი, თუმცა ადამიანთა გარჩევა სრულყოფილად არ შეეძლო.
2.16. მოწმე გიორგი გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს იგი იმყოფებოდა ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „--–----–-“. დაახლოებით 21:30 საათზე, შ---- ლ-----ესთან და გ---- ბ-–-----თან ერთად დატოვა კაფის ტერიტორია. მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო სკოლის მოსწავლეების დაჭრის შესახებ. ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმებმა გ---- ბ-–---ემ და შ---- ლ-----ემ და ასევე, დაადასტურეს კაფის წინ ბუნდოვანი, სუსტი განათების არსებობის თაობაზე.
2.17. მოწმე ზაურ წ------–-–---–-- ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ კაფეში იმყოფებოდა ნიკოლოზ ქ--------ესთან, შ---- ლ-----ესთან, ვ--–---- ჩ--------–თან, შ--–-- ჩ--------–თან, გ---- ბ-–-----თან და გ------- გ--–-–---–თან ერთად. აღნიშნა, რომ ნ-----–---- ქ--------ეს კაფის ტერიტორიაზე, გარეთ, უცნობ პირთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც ხალხიც მიუახლოვდა მათ. ამ დროს გაიგო ყვირილი ბავშვების დაჭრის თაობაზე. თვითონ და ვ--–---- ჩ--------–ი დაზარალებულ ნ--- რ----ის დასახმარებლად შებრუნდნენ კაფეში, ხოლო შ--–-- ჩ--------–ი გარეთ წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ ნ-----–---- ქ--------ეს წამოდგომაში ეხმარებოდა. დაჭრილებს ზიანი ვინ მიაყენა არ დაუნახავს. კაფეს სუსტი განათება ჰქონდა. განმარტა, რომ პოლიციის მიერ შ--–-- ჩ--------–ის სახლიდან ამოღებული იქნა ნ-----–---- ქ--------ის სისხლიანი ტანსაცმელი. ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმებმა - შ--–-- ჩ--------–მა და შ---- ლ-----ემ.
2.18. მოწმე ნ-----–---- ქ--------ის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „--–----–-“ ნ-----–---- ქ--------ესთან, შ---- ლ-----ესთან, ვ--–---- ჩ--------–თან, შ--–-- ჩ--------–თან, გ---- ბ-–-----თან და გ------- გ--–-–---–თან ერთად. აღნიშნა, რომ იყო ძლიერ ნასვამი და დეტალები ზუსტად არ ახსოვს. კაფის გარეთ ტერიტორიაზე უცნობთან მოუვიდა შელაპარაკება - კამათი, რა დროსაც წაქცეულმა თავისა და თვალის არეში მიიღო დაზიანება. აღნიშნულის შემდეგ გაიგო, რომ სკოლის მოსწავლეებმა ჭრილობა მიიღეს, რის გამოც „სასწრაფო დახმარება“ იყო გამოძახებული და პოლიციაც მოვიდა. კაფის ნათებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ „არც ძალიან ბნელოდა და არც ძალიან ნათელი მდგომარეობა იყო“. ნათების აღქმაში ასევე ძლიერმა სიმთვრალემ შეუშალა ხელი. განმარტა, რომ კაფიდან წამოვიდა შ--–-- ჩ--------–ის სახლისკენ და მისი სისხლიანი ტანსაცმელი ამავე სახლიდან იქნა ამოღებული პოლიციის მიერ.
2.19. მოწმე შოთა ფ--–------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს იგი იმყოფებოდა ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში მდებარე კაფე-ბარ „--–----–-“. დაახლოებით 22:30 საათზე, დატოვა კაფის ტერიტორია მეგობრებთან ერთად, მისი წამოსვლის შემდეგ კაფეში დარჩნენ გ-- ც-–--–---–ი, დ------ ქ--------ე და შოთა დ----------–---–ი. მეორე დღეს ტელევიზიით შეიტყო ამავე კაფეში სკოლის მოსწავლეების დაჭრის შესახებ და ასევე, გაიგო, რომ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ დაკავებული იქნა გ-- ც-–--–---–ი. ანალოგიური ინფორმაცია დგინდება მოწმე ლ-–- გ--–-–---–ის, კახაბერ პ------------ის, ლ---- გ--–-–---–ის, გიორგი ც-–-----, ნიკა კ-–----–---–ის, მინდია გ-------–---–ის გამოკითხვის ოქმების მიხედვით, რომელიც ამავე კაფეში იმყოფებოდნენ გ-- ც-–--–---–ის დაბადების დღის აღსანიშნავად.
2.20. სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაიკითხა ნ--- რ----ე, რომლის ჩვენებითაც დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 იანვარს თანაკლასელებთან ერთად იმყოფებოდა ქ. ხ-–----–- მდებარე კაფე-ბარ ”ხ-–----–-“. მისი განმარტებით, დაახლოებით 23:30 საათზე, გ------- მ-----–----ესთან ერთად გავიდა გარეთ, რა დროსაც გაიგონეს ჩხუბისა და გინების ხმა. აღნიშნულის გამო, ორივემ სცადა მოჩხუბართა გაშველება, თუმცა მოჩხუბრები გახდნენ აგრესიულები და დაუწყეს ჩხუბი - პირველად დაარტყეს გ------- მ-----–----ეს, ხოლო შემდეგ მას დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რა დროსაც ასევე დაიანახა მისი თანაკლასელი ნუგზარ მ------–--–ი, რომელსაც გ-- ც-–--–---–მა - სახის, მუცლის და ფეხის არეში დაარტყა დანა. მოწმის განმარტებით, გ-- ც-–--–---–ს მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, რომლის პირი პრიალებდა და იყო დაახლოებით 7-10 სანტიმეტრის. ნ--- რ----ის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ, მან სცადა გ-- ც-–--–---–ის ხელის დაჭერა, რათა კიდევ სხვა დარტყმები არ განეხორციელებინა ნ-------- მ------–---–ის მიმართ, რა დროსაც ნ-------- მ------–---–მა შეძლო დაეტოვებინა ტერიტორია და კაფისკენ გაემართა.
2.21. სასამართლოს წინაშე მოწმის სახით ასევე დაიკითხა დაზარალებული ნ-------- მ------–---–ი, რომლის ჩვენებითაც დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 იანვარს თანაკლასელებთან ერთად იმყოფებოდა ქ. ხ-–----–- მდებარე კაფე-ბარ ”ხ-–----–-“. მისი განმარტებით, დაახლოებით 23:00 საათზე, გაიგონა ჩხუბის ხმა და გავიდა გარეთ, სადაც დაინახა რამდენიმე ადამიანის ჩხუბი. მისი ჩვენების მიხედვით, მოჩხუბრებს შორის გაარჩია ნ--- რ----ე, რომელიც მათ დამშვიდებას და გაშველებას ცდილობდა. ნ-------- მ------–---–მა მიმართა (დაუძახა) ნ--- რ----ეს, რათა გაერკვია თუ რა ხდებოდა, თუმცა აღნიშნულ პროცესში ნ--- რ----ემ მისი ხმა ვერ გაიგო. ამ დროს თვითონაც მოექცა მოჩხუბართა შორის და ფიზიკური შეურაცხყოფა დარტყმების სახით მის მიმართაც განხორციელდა. მისი განმარტებით, არ ახსოვს დარტყმების დროს დაეცა თუ არა, თუმცა ახსოვს, რომ დარტყმების შედეგად განიცდიდა ტკივილს. აღნიშნულის შემდეგ შებრუნდა კაფის ტეროტორიაზე და აღმოაჩინა, რომ აქვს ჭრილობები. დამზიანებლის ვინაობა მისთვის უცნობია, არ იცნობს ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ს. არ იცის კონკრეტულად რა პერიოდში მიიღო დაზიანება და არ დაუნახავს თუ ვინ მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები.
2.22. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №000955418 დასკვნის თანახმად, „წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მიხედვით, დასტურდება რომ ნ-------- მ------–---–ს 2018 წლის 14 იანვარს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს სწორკიდეებიანი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე მარცხნივ, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით. სწორკიდეებიანი ჭრილობა ქვედა ყბის არეში მარცხნივ და ორი ასეთივე ხასიათის ჭრილობა მარცხენა ბარძაყის მიდამოზე. ყველა ეს დაზიანებები მიყენებულია, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელის თვისებების მქონე საგნის მოქმედებით. აქედან მუცლის მიდამოს ჭრილობა, ვინაიდან იგი შემავალია მუცლის ღრუში და აზიანებს შინაგან ორგანოებს ეკუთვნის სიცოხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ყველა სხვა დაზიანებები როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. მუცლის წინა კედელზე არსებული ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ. ქვედა ყბის არეში არსებული ჭრილობის მიმართულებაა ზემოდან ქვემოთ. რაც შეეხება ბარძაყის არეში არსებული ჭრილობათა არხების მიმართულებას, მისი დადგენა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიხედვით ექსპერტიზას არ შეუძლია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა პაატა ჯ---–--ემ და ასევე განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები განლაგებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილებში და მათი განვითარება დანის ერთჯერადი მოქნევით შეუძლებელია, ყველა არის იზოლირებული ერთმანეთისგან და ადამიანი ერთი დარტყმის შედეგად აღნიშნულ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. ვინაიდან მუცლის არეში არსებული ჭრილობა მჩხვლეტავ მჭრელი საგნის ზემოქმედებითაა განხორციელებული, აღნიშნული პირს შესაძლოა გადაადგილების შედეგადაც მიეღო.
2.23. 2018 წლის 16 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, გამომძიებელ შ--------- კ------ის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიბო ექსპერიმენტი გ-- ც-–--–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეების დაკითხვით დადასტურდა, რომ გ-- ც-–--–---–ი მისივე თანხმობით დამცველთან ერთად მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ბრალდებულის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ-- ც-–--–---–მა მიუთითა ადგილი, სადაც ამოიღო დანა და ორ პირს მიაყენა დაზიანებები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დადასტურებული იქნა მოწმეების - შერმადინ კ------ის, როინ ნ------ის და მ-----– ლ-----ის მიერ.
2.24. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N006902018 დასკვნის თანახმად, 1 (27) ნ--- (ნ-----–----) რ----ის ტანსაცმლიდან (პერანგი, მაისური, ჯინსის შარვალი, ქამარი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი - ე. წ. ,,კედები“) მხოლოდ პერანგზე, მაისურზე და შარვალზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებში, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: პერანგზე ღილის აწყვეტით და ჭრით, მაისურზე და შარვალზე ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. ხსენებული თვისება ახასიათებს წარმოდგენილ დანასაც (FCI 540652), რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს დაზიანებების განვითარების შესაძლებლობას, როგორც გამოსაკვლევი დანის პირით (FCI 540652), ასევე მსგავსი კონსტრუქციის და თვისების მქონე საგნითაც. კატეგორიულად საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია, დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო ნიშანთა კომპლექსის არ არსებობის გამო. ნ--- რ----ის 27.02.2018 წ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N001300218 დასკვნის ქსეროასლში მითითებულ სხეულზე არსებული ჭრილობები, ლოკალიზაციის არით, შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას დინამიკით - ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით.
2.24. 2 (28) ნ-------- მ------–---–ის ტანსაცმლიდან (მაისური, ჯინსის შარვალი, სამი ცალი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ე. წ. ,,კედები“) მხოლოდ მაისურზე მუცლის არეში მარცხნივ და შარვალზე, მარცხენა ტოტზე, ბარძაყის მიდამოში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისააა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის მორფოლოგიური მახასიათებლები ემსგავსება წარმოდგენილი დანის (FCI 540652) პირის კონსტრუქციულ მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს როგორც წარმოდგენილი დანის პირით მათი განვითარების შესაძლებლობას, ასევე მსგავსი თვისების და კონსტრუქციის მქონე საგნითაც. საკითხის კატეგორიული გადაწყვეტა შეუძლებელია დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო ნიშანთა კომპლექსის არ არსებობის გამო. ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ლოკალიზაციის არით შეესაბამება ნ-------- მ------–---–ის სასამართლო სამედიცინო ესქპერტიზის N000955418 (13.02.2018) დასკვნის ქსეროასლში მითითებულ სხეულზე არსებულ ჭრილობებს. სხვაობა შესაძლებელია აიხსნას, როგორც ტანსნაცმლის სხეულთან გადაადგილებით - დინამიკაში, ასევე ადგილმდებარეობით (სახის არე).
2.25. 10 (38) გამოსაკვლევი დანა (FCI 540652), დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების დანას, რასაც გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები, რის გამოც, საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 18 ივნისის N35 განკარგულების შესაბამისად, მიჩნეულია ცივ იარაღად. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თამარ შ--–----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ ნ--- რ----ის და ნ-------- მ------–---–ის ტანსაცმელზე მიყენებული დაზიანებები განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანება შესაძლებელია მიყენებული იყოს გასმით, ზედაპირული ხასიათისაა, დაზიანებულია მხოლოდ ქსოვილი, არ არის ღრმად შესული. ეს დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს როგორც ამ დანით ასევე მსგავსი ხასიათის და კონსტრუქციის მქონე სხვა საგნებითაც.
2.26. 2018 წლის 15 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ ვითარებაში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ხ-–----–-, ლ----–---ს ქუჩა №7-ში, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი “ხ-–-----“. შენობის წინ, ქუჩის მეორე მხარეს განთავსებულია მშენებარე სავაჭრო ცენტრი. რესტორნის შენობამდე საავტომობილო გზა მოასფალტებულია. გზის მხარეს რესტორანს აქვს სამი დიდი ზომის მეტალოპლასტმასის ფანჯარა და შემინული რკინის კარი. აღნიშნული კარი შედის რესტორნის დარბაზში. დარბაზში არის ე. წ. ლამინატის იატაკი, რომლის შუა ნაწილში კარიდან მაგიდებამდე შეიმჩნევა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. კარის მარცხნივ, კედელზე არსებულ ელექტროჩამრთველზე ასევე შეიმჩნევა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. სიგრძეზე გაშლილ მაგიდებთან მდგარ ხის სკამზე დევს თეთრი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რომელზეც აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მოშავო და მორუხო ფერებში გაწყობილი ნაქსოვი ქუდი. საპირფარეშოს ჰოლში და მამაკაცების საპირფარეშოში, მეტლახის იატაკზე და ხელსაბან ნიჟარაზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქების დიდი ოდენობის კვლები. რესტორნის გარეთ, კარების მარცხენა მხარეს, ბორდიურზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების კვალი, რომელიც ზიგზაგისებურად მიემართება გზის სავალი ნაწილის სიღრმისაკენ, ალაგ - ალაგ წყდება, კვეთს ქუჩას და მთავრდება გზის მეორე მხარეს, მშენებარე სავაჭრო ცენტრის შენობის წინ არსებულ გვერდულზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა 1) სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375101; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 2) სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375102; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 3) თეთრი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რუხი ფერის ქუდი და ხელსახოცები, რომლებიც მოთავსდა NFCI413073; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 4) სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375103; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 5) სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375088; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 6) საპირფარეშოს კარების ზღურბლიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375089; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 7) საპირფარეშოს მეტლახიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375090; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 8) საპირფარეშოს მეორე კარებიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, ხოლო კარის სახელურებიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები რომლებიც მოთავსდა NFCI375091; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 9) საპირფარეშოს კარის ზღურბლიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375092; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 10) საპირფარეშოს მეტლახის იატაკიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქებით დასვრილი ქაღალდის ნაჭერი. 11) იმავე იატაკიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375094; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 12) საპირფარეშოს ხელსაბანი ნიჟარიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375095; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 13) რესტორნის დარბაზის ლამინატის იატაკიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375096; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 14) სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375097; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 15) სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375100; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 16) სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375099; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 17) სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375098; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 18) რესტორნის გარეთ არსებული ბორდიურიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375172; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. 19) გზის შუა ნაწილში, ასფალტიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI375173; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად და 20) გზის მეორე მხარეს, მშენებარე სავაჭრო ცენტრის წინ არსებული გვერდულიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც მოთავსდა NFCI376895; პაკეტში და დაილუქა ერთ ფუთად. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ მოხდა ფოტოგრაფირება, რომელიც ფოტოცხრილის სახით ერთვის ოქმს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ხსენებული ფოტო მასალა, საიდანაც ჩანს, რომ რესტონის შესასვლელში, შემინული კარის თავზე, არის ნათურა ანთებულ მდგომარეობაში, რომლითაც ტერიტორია ნათდება. გზის მეორე მხარეს ჩანს მშენებარე ობიექტი, რომლის გვერდზე არის მცირე ზომის შენობა, რომლის წინა მხარეს არის ნათურა ანთებულ მდგომარეობაში. მოწმის სახით დაკითხულმა გაგა ღ-------ემ დაადასტურა ხსენებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე, მან კონკრეტულად ისაუბრა დათვალიერების მიმდინარეობის, ნივთმტკიცებათა ამოღების, დალუქვისა და დასურათების შესახებ. აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შედგენა ადგილზე განხორციელდა, რა დროსაც საკმარისი განათება იყო შესაბამისი ხილვადობისთვის. აღნიშნული ასევე დადასტურებული იქნა მოწმეების ვეფხია ღ-------–---–ის და ვლადიმერ ჭ---------ის მიერ.
აღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის თვალსაზრისით, ვერ დადასტურდა ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა დაზარალებულ ნ-------- მ------–---–ის მიმართ. სამართლებრივი დასაბუთების თაობაზე, სასამართლო, მსჯელობას წარმართავს განაჩენის „სამართლებრივი შეფასების“ ველში.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი
ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2.28. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა უნდა გამოიწვიოს. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
2.29. ზემოთგანხილულ მტკიცებულებებთან ერთად, აღნიშნული ბრალდების ნაწილში (დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით), სასამართლომ სათანადო ყურადღებით გამოიკვლია დაზარალებულ ნ--- რ----ის ჩვენება, რომლის მიხედვით, ინციდენტის დროს გ-- ც-–--–---–მა მას ორჯერ დაარტყა დანა მუხლის ზემოთ და მენჯის არეში, რის გამოც დაეცა. შემდეგ თანაზ ბ-----ის დახმარებით შევიდა კაფის შენობაში ცენტრალური კარის გავლით.
2.30. სასამართლოს წინაშე გამოკვლეული იქნა 2018 წლის 16 იანვრის პირის ამოცნობის ოქმი, რომლითაც დადასტურდა, რომ ქალაქ ხ-–----–-, დროებითი მოთავსების იზოლატორში ნ--- რ----ეს ამოსაცნობად წარედგინა გ-- ც-–--–---–ი სხვა ორ პირთან ერთად, რა დროსაც ნ--- რ----ის მიერ მოხდა მარცხნიდან მესამე პირის - გ-- ც-–--–---–ის ამოცნობა. აღნიშნული დადასტურებული იქნა მოწმე გ---- ღ--------–---–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტების მიხედვით პირის ამოცნობა მიმდინარეობდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობიოთ. დაზარალებულმა ნ--- რ----ემ ამოიცნო გ-- ც-–--–---–ი, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი ოქმი და დადასტურებული იქნა მონაწილე პირთა ხელმოწერით, მათ შორის გ-- ც-–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ, რა დროსაც რაიმე სახის შენიშვნა ან განცახდება მონაწილე პირების მიერ, მათ შორის ბრალდებულის და დამცველის მხრიდან არ გამოთქმულა.
2.31. მოწმე მ--- რ----ის ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ მისი შვილისგან - ნ--- რ----ისგან იცის, რომ მას დაზიანებები გ-- ც-–--–---–მა მიაყენა. ასევე, განმარტა, რომ დაესწრო შვილის მიმართ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებს, კერძოდ გამოკითხვას და პირის ამოცნობას, რა დროსაც რაიმე კანონსწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია.
2.32. 2018 წლის 27 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო №001300218 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ--- (ნ-----–----) რ----ეს სამედიცინო დაწესებულებისათვის მიუმართავს 14.01.18 წელს და დატოვა 15.01.18 წელს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: თეძოს მიდამოს და ბარძაყის ღია ჭრილობები - განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. ორივე ჭრილობის არხის მიმართულებაა: უკნიდან - წინ.“ აღნიშნული დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურა მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მალხაზ მ----------მა და აღნიშნა, რომ ჭრილობათა ხასიათიდან გამომდინარე, ზიანი მიყენებულია რამდენიმე მოქმედებით ან შესაძლოა ყოფილიყო ისეთი იარაღი, რომელიც უნდა მისწვდომოდა ორივე ადგილს - როგორც თეძოს მიდამოს, ასევე ბარძაყს, რაც ჩვენებათა მოცემულობიდან გამომდინარე, დაუშვებელია, ხოლო რაც შეეხება დასკვნაში აღნიშნულ მოცემულობას, რომ ორივე ჭრილობის არხის მიმართულებაა - უკნიდან წინ, აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა მდგომარეობაში იყო მიმყენებელი საგანი და თვითონ როგორ პოზაში იყო დაზარალებული. მოძრაობაში იყო თუ არა ნ-----–---- რ----ე დაზიანების მიყენების დროს ამის განსაზღვრა არ შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტი ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციით. ამგვარი ჭრილობა შესაძლებელია მიყენებული იყოს დანით.
2.33. გ-- ც-–--–---–ის მიმართ ჩატარებული კომპლექსური ფსიქტრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით გ-- ც-–--–---–ი ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს გ-- ც-–--–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-- ც-–--–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ-- ც-–--–---–ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-- ც-–--–---–ი იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - დავით მ---------, აკაკი ტ-----–--ემ, მამუკა ფ------–--ემ და მანანა ბრეგაძემ.
2.34. გ-- ც-–--–---–ის განმარტებით, მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ადასტურებს, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა კაფე-ბარ „--–----–-“ და კონფლიქტის დროს ასევე იყო კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნა, რომ მისთვისაც უცნობია დაზარალებულების მიმართ ზიანის მიმყენებლის ვინაობის შესახებ. ინციდენტის ადგილას არ იყო განათება, სრულიად ბნელოდა, შოთა დ----------–--–ის დახმარებით (ხელჩაკიდებულ მდგომარეობაში) გაიკვლია გზა მოჩხუბართა მიმართულებით, სადაც თავად მიიღო დაზიანებები თავის არეში.
2.35. სასამართლოს წინაშე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებელები - მაკა კ------ე, აკაკი ხ------ე, დიმიტრი ქ-------ე, დავით ჩ----–---–ი, ალექსანდრე ხ------–--ე, დ----- კოშორიძე, თ------ ბერუაშვილი, თ---------- ქ----ე, დ----- მ------–---–ი,ზ------ ორჯონიკიძე, ზაურ ხ--------, ალექსანდრე თ------ე, ლევან ბ--–--ე, გ---- ღ--------–---–ი და ლავრენტი ი-------ე, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და სისწორე.
2.36. 2018 წლის 15 იანვრის გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახად, ამოღებული იქნა გ-- ც-–--–---–ის მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით, ხისტარიანი დანა, „სანტავიკის“ ქაღალდის ნაგლეჯები, ღუმელში ნანახი „სანტავიკის“ ქაღალდის შიგთავსი, საბნის გამოსაკრავი, ზეწარი და ბალიშის პირი, ჯემპრი, მონაცრიფრო ჯინსის შარვალი და ქურთუკი. ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა - თეიმურაზ ქ----ემ, რ---- ნ------ემ, დავით მ------–---–მა და გიორგი კ-----------ემ, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ რ---- ც-–--–---–ს, რომელიც ასევე დაესწრო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას, ვინაიდან იგი სხდომის დარბაზში არაერთხელ იმყოფებოდა (18:02:48, 2018 წლის 20 ივლისის სხდომის ოქმში მითითებული დროის მონაკვეთი), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე მისი დაკითხვა საქმის არსებითი განხილვისას არ განხორციელებულა.
აღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის თვალსაზრისით, დადასტურდა, რომ გ-- ც-–--–---–მა განზრახ მიაყენა დაზარალებულ ნ--- რ----ეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. სამართლებრივი დასაბუთების თაობაზე, სასამართლო, მსჯელობას წარმართავს განაჩენის „სამართლებრივი შეფასების“ ველში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
განსახილველ საქმეზე, ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის ნაწილში სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას გამოვლინდა განსხვავებული შინაარსის ინფორმაცია შემთხვევის ადგილის განათებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოწმეთა ნაწილმა (ზ----- პ------–-–---–მა, თ-------------–---–მა, ნ---- კ-----–---–ი-მ-------–---–მა, რ---- ლ------ემ, ანა მ------–---–მა, დ----- მ------–---–მა, ზ----- მ------–---–მა, გ------- მ-----–----ემ) მიუთითა, რომ კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმარისი განათებაა ხილვადობისთვის, ადამიანის გარჩევა შესაძლებელია და შუქი კაფის ფანჯრებიდანაც გამოდის, ხოლო მოწმეების ნაწილმა (მ-------- ა---–--–მა, რ--------- ზ-----–---–მა, დ----- ბ---------ემ, ზურ წ------–-–---–მა, გ------- გ--–-–---–მა, გ-- ც-–--–---–მა, შ---- ლ-----ემ, გ---- ბ-–---ემ) აღნიშნა, რომ მკთალი განათებაა, აბრა სუსტად ანათებს და ადამიანის ცნობა საერთოდ შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გამოკვლევის და თანდართული ფოტოილუსტრაციის შედეგად დადგინდა, რომ შესასვლელ კარებთან არსებული აბრა საერთოდ არ არის გამიზნული განათებისთვის და იგი ტერიტორიის მანათებლის ფუნქციას არ ასრულებს. კარებს ზემოთ დამონტაჟებულია ნათურა და ტერიტორია მისი საშუალებით ნათდება. სასამართლო, ჩვენებების დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ყურადღებას მიაქცევს მოწმეთა ვინაობას, კერძოდ, კაფის პერსონალის და ასევე კაფის დირექტორის რ---- ლ------ის ჩვენება კაფის განათების თაობაზე თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. შესაბამისად, მათი ჩვენება მეტად სარწმუნოა და დამაჯერებელი, ვინაიდან მათ ყოველდღიური შეხება აქვთ კაფის ადმინისტრაციულ შენობასთან (მით უფრო დირექტორისთვის ცნობილია განათების შესახებ ტექნიკური საკითხები), ვიდრე 2018 წლის 14 იანვარს კაფეში მყოფ სტუმრებს, რომელთა ჩვენებები არათანმიმდევრულია (კერძოდ, არაერთხელ აღინიშნა მათ მიერ, რომ აბრა სუსტად ანათებდა; ასევე, მარიამ გ--–-----ის ჩვენებით აბრასთან ერთად „კიდევ რაღაც შენობიდან გამოდიოდა შუქი“; რუსუდან ზ----–---–მა საერთოდ უარყო სუსტი განათებაც კი და განმარტა, რომ ტელეფონის საშუალებით იკვლევდა გზას და ა. შ.). სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განათებასთან დაკავშირებით განსხვავებული ჩვენებების არსებობა დაკავშირებულია მათ ინდივიდუალურ შეფასებასთან, რაც კავშირშია შესაბამის უნარ-ჩვევებთან, მხედველობასთან, აღქმასთან, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი იღებს ინფორმაციას გარემოში არსებულ ობიექტებზე (ზომა, ფორმა, ფერი, ნათება, სიბნელე და ა.შ.). ამდენად, სამართლებრივი გაგებით, აღნიშნული არ წარმოადგეს მტკიცებულების საფუძველზე გამოვლენილ ისეთი სახის მნიშვნელოვან ეჭვს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
ქმედების დისპოზიციური შემადგენლობის დადგენისათვის აუცილებელია ყველა ელემენტის დადასტურების აუცილებლობა. დანაშაულის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართალი ქმედების სამართალია - იკიცხება ქმედება და არა პიროვნება. ქმედება, თავის მხრივ, ადამიანის თავისუფალი, შეგნებული და მიზანდასახული ქცევაა, რომელიც შეფასების საფუძველზე, შესაძლოა, ადეკვატურ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს. სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, დანაშაულის შემადგენლობა, როგორც დანაშაულის ცნების პირველი კონსტიტუციური ნიშანი, უპირველესად მოიცავს ქმედების სუბიექტს, ქმედების ობიექტს, ქმედების შედეგად გამოვლენილ შედეგს და მიზეზობრივი კავშირის არსებობას. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ ნ-------- მ------–---–მა მიიღო სიცოხლისათვის სახიფათო დაზიანებები. შედეგობრივი თვალსაზრისით სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ერთ-ერთი ნიშანი, რაც ძირითადად დასტურდება ისეთი მტკიცებულებებით, როგორიცაა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები. ინციდენტის და აღნიშნულის შედეგად დაზარალებულის მიმართ ჭრილობების მიღების ფაქტი დადასტურებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით, თუმცა ქმედების სუბიექტის, კონკრეტულად დანაშაულის დამდენის შესახებ პირდაპირი მტკიცებულებები საქმეზე საკმარისად არ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნულ ნაწილში, სასამართლოს მხოლოდ მოწმე ნ--- რ----ის ჩვენება წარედგინა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებითი მნიშვნელობით უშუალოდ თანხვედრაში არ იყო სხვა მტკიცებულებებთან. შესაბამისად, ნ--- რ----ის ჩვენება - გ-- ც-–--–---–ის მიერ დაზარალებულ ნ-------- მ------–---–ის მიმართ ჭრილობების მიყენების თაობაზე სხვა პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებით ან სხვა ირიბი ჩვენებით არ დადასტურებულა, რაც აუცილებელია ქმედების სუბიექტის დადგენისათვის.
რაც შეეხება 2018 წლის 16 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შედეგად გამოვლენილ მტკიცებულებას, კერძოდ, ბრალდებულ გია ც-–--–---–ის მიერ კონკრეტული ადგილის მითითებას, სადაც დანის გამოყენებით ორ პირს დაზიანებები მიაყენა, სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ბრალდებულის მხრიდან მომდინარე მტკიცებულებას და მას აქვს უფლება სასამართლოს არ მისცეს თანხმობა განაჩენის დადგენისათვის ასეთი მტკიცებულების გამოყენების თაობაზე. თანხმობაზე უარი ბრალდებულმა შესაძლოა გამოხატოს დუმილის უფლების გამოყენებით ან წარდგენილი ბრალის მიმართ უარყოფითი პოზიციის დაფიქსირებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ ბრალდებული წინააღმდეგ--, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.“ აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებას მის წინააღმდეგ არ იქნეს ის მტკიცებულება გამოყენებული, რომელიც მისგან მომდინარებს თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგ-- (აღნიშნული რა თქმა უნდა არ ეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციას). აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენს, სადაც იდენტური შინაარსის მსჯელობაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში სახეზე არ არის პირდაპირ და უშუალო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას პირის დამნაშავედ ცნობის თაობაზე. საქმეში არ მოიპოვება სხვა კონკრეტული მტკიცებულება უშაულოდ გ-- ც-–--–---–ის მიმართ პირდაპირი მტკიცებულების (მოწმე ნ--- რ----ის ჩვენების) მხარდასაჭერად. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის სასარგებლოდ უნდა იქნა გადაწყვეტილი მტკიცებულებათა არასაკმარისობის საკითხი და იგი აღნიშნულ ნაწილში გამართლდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში სასამართლოს წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც გ-- ც-–--–---–ის ბრალეულობა უტყუარად დადასტურდა. სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულ ნ--- რ----ის ჩვენებას, სადაც იგი უშულოდ მიუთითებს ბრალდებულზე მის მიმართ ჭრილობების მიყენებასთან დაკავშირებით. დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ამოცნობის ოქმთან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბრალდებულის ადვოკატის და მისი კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით ამოიცნო გ-- ც-–--–---–ი, კერძოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორში მას ამოსაცნობად წარედგინა გ-- ც-–--–---–ი სხვა ორ პირთან ერთად, რა დროსაც ნ--- რ----ის მიერ მოხდა მარცხნიდან მესამე პირის - გ-- ც-–--–---–ის ამოცნობა. აღნიშნული დადასტურებული იქნა მოწმე გ---- ღ--------–---–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტების მიხედვით პირის ამოცნობა მიმდინარეობდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობიოთ. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ამოცნობის ღონისძიება კანონდარღვევით განხორციელდა, ვინაიდან ბრალედბულს ჰყავდა ინტერესების დამცველი ადვოკატი, ასევე განემარტა უფლება-მოვალეობები, რა დროსაც რაიმე შენიშვნის ან საპროცესო უფლების დარღვევის თაობაზე მოსაზრება არ გამოთქმულა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად სასამართლომ სატანადო ყურადღებით განიხილა ირიბი ჩვენება, კერძოდ, მოწმე მ--- რ----ის ჩვენება, რომლიც მიხედვით მან მისი შვილისგან - ნ--- რ----ისგან იცის, რომ მას დაზიანებები გ-- ც-–--–---–მა მიაყენა.
სასამართლო მხედველობაში იღებს 2018 წლის 27 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო №001300218 ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით ნ--- რ----ის მიმართ მიყენებული თეძოს მიდამოს და ბარძაყის ღია ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას.
რაც შეეხება მოცემულ საქმეზე დაკითხულ მოწმეებს - შ----- დ----------–---–ს და დ------ ქ--------ეს მათ სრულიად განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს, კერძოდ, მათ მიერ არ იქნა დადასტურებული გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია და განმარტეს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის, მუქარის და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს, რა დროსაც არ მიეცათ გამოკითხვის ოქმების გაცნობის შესაძლებლობაც. ბრალდების მხარის შეკითხვებზე თუ რა მდგომარეობაში განხორციელდა მათ მიმართ დანაშაულებრივი ქმედებები, უპასუხეს, რომ არ ახსოვთ. ასევე, განმარტეს, რომ არც პირთა სქესის, კონკრეტული ადგილდებარეობის და დროის დასახელება შეუძლიათ. მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე განაცხადეს, რომ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით „აქამდე არავისთან უსაუბრიათ.“ შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ არ იქნა დადასტურებული გ-- ც-–--–---–ის მიერ დანის საშუალებით ორი პირის მიმართ ზიანის (ჭრილობების) მიყენების ფაქტი. ასევე, უარყოფილი იქნა ფაქტი თავდაპირველად დ------ ქ--------ესა და ნ-----–---- ქ--------ეს შორის კონფლიქტის წამოწყების თაობაზეც. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო სრულიად იზიარებს ბრალდების მხარის შუამდგომლობის მოტივაციას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, „თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.“ სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოცემულობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს, რის გამოც აღნიშნული ჩვენებები დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ მოწმეების - შ----- დ----------–---–ის და დ------ ქ--------ის ჩვენებები მათ მიერ სხდომაზე წარმოჩენილი შინაარსის მიხედვით არათანმიმდევრულია, არასარწმუნოა და ნაკლებად დამაჯერებელი. სასამართლოს აღნიშნული დასკვნის საფუძველს აძლევს ხსენებულ მოწმეთა განმარტებები, რომ მხოლოდ ზეწოლის, მუქარის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ დეტალურად ფლობენ ინფორმაციას, ხოლო მათ მიმართ ამგვარ ქმედებათა განხორციელებელ პირთა შესახებ არაფერი ახსოვთ. ანალოგიურ მიდგომას განახორციელებს სასამართლო მოწმე თ----- ბ-----ის ჩვენებასთან მიმართებით, რის გამოც დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას მას.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-- ც-–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თ-----ომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, პრევენციის საშუალებაა. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-- ც-–--–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. დანაშაულის სპეციფიკიდან და ზიანის მიყენების (ჭრილობათა ხასიათის და სიმრავლის) გათვალისწინებით გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დადგენილი სანქციის მაქსიმალური ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-- ც-–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ-- ც-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ-- ც-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ გ-- ც-–--–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 იანვრიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „ხ-–-----“-ს მე-3 კუპეში სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები „04” ფუთა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „ხ-–-----“-ს საპირფარეშოს სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები „06” ფუთა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „ხ-–-----“-ს საპირფარეშოს კარიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქა და ანაწმენდი „01” ფუთა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „ხ-–-----“-ს შესასვლელ დარბაზში სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები „05” ფუთა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „ხ-–-----“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები „03” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ხისტარიანი დანა „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე. წ. „სანტავიკი“-ს ქაღალდი „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. „სანტავიკი“ „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ისგან აღებული ფრჩხილების ნიმუშები „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ისგან აღებული თმის ნიმუში „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში „01” ფუთა, ნ--- რ----ისგან აღებული სისხლის ნიმუში „01” ფუთა, ნ--- რ----ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები „01” ფუთა, ნ--- რ----ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, ნ-------- მ------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში „01” ფუთა, ნ-------- მ------–---–ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები „01” ფუთა, ნ-------- მ------–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, კ------- პ------------ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, შ----- ფ--–------–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, ლ-–- გ--–-–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, დ------ ქ--------ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, შ----- დ----------–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, ლ---- გ--–-–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, მ------ გ-------–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, გ------- ც-–-----გან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, ნ--- კ-–----–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები „01” ფუთა, შ----- დ----------–---–ისგან ამოღებული „ოპელ-ვექტრა“-ს მარკის, FF-830-GG სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები „01” ფუთა, რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოკლესახელოებიანი მაისური, რუხი ფერის ქუდი და ხელსახოცები „01” ფუთა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „ხ-–-----“-ს მე-5 კუპედან ამოღებული ჭიქები „10” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მოთეთრო ფერის მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საწოლიდან ამოღებული საბნის შალითა „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საწოლიდან ამოღებული ზეწარი „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საწოლიდან ამოღებული ბალიშის შალითა „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „LENOVO“-ს და „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონები „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მოწითალო ფერის ჯემპრი „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მოცისფრო ჯინსის შარვალი „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი „01” ფუთა, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ქურთუკი „01” ფუთა, მოწმე შ--–-- ჩ--------–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შარვალი და ქამარი „01” ფუთა, მოწმე შ--–-- ჩ--------–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი „01” ფუთა, მოწმე შ----- დ----------–---–ისგან ამოღებული „ოპელ-ვექტრა“-ს მარკის, FF-830-GG სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანა (ინახება შსს ხ-–------ რაიონული სამმართველოს ავტოსადგომზე), ნ--- რ----ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი „01” ფუთა, შ.პ.ს. „ახალი კლინ---“ ხ-–------ საავადმყოფოს მედდა თ----- თიგიშვილისგან ამოღებული ნ-------- მ------–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი „01” ფუთა, რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი