გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.10.2018
საქმის ნომერი
010310017002146730
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017002146730

№3-743/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - საქართველოს სახალხო დამცველი

წარმომადგენელი - ქე------ შუ--–---–ი

მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თე---ა გე---ე

მოპასუხე - შპს „ქ------–------–---–ი“

წარმომადგენელი - და------- ბე–----ე

მესამე პირი - ა(ა)იპ ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობა

წარმომადგენელი - და---- ბე------–ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ქ------–------–---–ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

დაევალოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს სუ-–--- ევ-----ეს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, შპს „ქ------–------–---–ს“ ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება.

დაევალოს შპს „ქ------–------–---–ს“ ლე-----------ის ქ. №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება.

 

1.2. 20-- წლის 8------- განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მე-3 პირად იქნა ჩაბმული, ა(ა)იპ ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობა.

 

1.3. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

20-- წლის 2-----–--ს სახალხო დამცველს მიმართა ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), რომელიც წარმოადგენდა ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ ინტერესებს, სახალხო დამცველის აპარატში.

საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ქალაქ ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე, ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობა გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასწავლო მიზნებისათვის და ობიექტში იგეგმებოდა მუსლიმი ბავშვებისათვის პანსიონატის განთავსება. შენობის ჯეროვანი ფუნქციონირების მიზნით, შპს „ქ------–------–---–ს“ უნდა ჩაეტარებინა შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოები და აღნიშნული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 20-- წლის 2- ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება. შპს „ქ------–------–---–ს“ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების და აბონენტად აყვანის საზღაურის სახით, შპს „ე-------ის“ მიერ ჩაერიცხა ფულადი თანხა, 16-- ლარი.

20-- წლის 3----–--ს შპს „ქ------–------–---–ის“ ტექნიკური განყოფილების ბრიგადამ სცადა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება, თუმცა, ვინაიდან ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან ხელშეშლას ჰქონდა ადგილი, სამუშაოების ჩატარების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ხელშეშლის შესახებ ინფორმირებული იყო, სსიპ „1--“ და ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. აღნიშნული ინციდენტის შესახებ 20-- წლის 5------------ს შპს „ქ------–------–---–მა“ აცნობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

20-- წლის 3----–--ის შემდეგ, შპს „ე-------ის“ წარმომადგენელი, მე---- მი---–--ე წყალ-გაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების თაობაზე ხშირად უკავშირდებოდა შპს „ქ------–------–---–ს“, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად უსაფრთხოების არარსებობას ასახელებდნენ. ამასთან, მე---- მი---–--ის განცხადებით, მას შპს „ქ------–------–--–იდან“ შესთავაზეს, რომ 1 6-- ლარს უკან დაუბრუნებდნენ და ჩამოშორდებოდნენ საქმეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

20-- წლის გაზაფხულზე, როდესაც აღნიშნული ფაქტის შესახებ ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა აცნობა პოლიციასა და გამგეობას და მათგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია მიიღო, შპს „ქ------–------–---–ის“ წარმომადგენლები განმეორებით მივიდნენ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების მიზნით, რის შემდეგ, მალევე შეიკრიბა დაახლოებით 10-15 მართლმადიდებელი, რომლებიც შპს „ქ------–------–---–ს“ სამუშაოების ხელშეშლით დაემუქრნენ. ამის შემდეგ, შპს „ქ------–------–---–ს“ წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების მცდელობა აღარ ჰქონია. სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად მოპასუხეები ასახელებენ ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგობას, ვინაიდან მათ არ სურთ შენობა გამოყენებული იყოს მუსლიმთა პანსიონატად.

ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ მის მფლობელობაში არსებულ ობიექტში სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს საკუთრების უფლებით, დანიშნულებისამებრ გამოიყენოს ქონება და სწავლების გზით გამოხატოს რელიგია. ამდენად, ადგილი აქვს რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას, საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვის გზით. ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ მიმართ ხდება არათანასწორი, განსხვავებული მოპყრობა და ის არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩაყენებული, საქართველოში დომინანტი რელიგიის წარმომადგენლებთან შედარებით.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ქ------–------–---–მა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჩაიდინეს ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ მიმართ, პირდაპირი დისკრიმინაცია და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, 20-- წლის 1- ოქტომბერს რეკომენდაციით მიმართა შპს „ქ------–------–---–ს“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ დაუყოვნებლივ მოეხდინათ ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქ. №1--ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთება.

რეკომენდაციით შპს „ქ------–------–---–ს“ დაევალა, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაში ჩართვისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო აღნიშნულ საქმიანობაში ხელშეშლის გამოვლენის შემთხვევაში გამგეობის ინფორმირება, რათა სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით მოხდეს ხელშეშლის აღკვეთა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი, როგორც შპს „ქ------–------–--–ის“ 100% წილის მფლობელი და წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფის ექსკლუზიური უფლებამოსილების მატარებელი წარმოადგენს მხარეს, რომელმაც შპს „ქ------–------–--–ის“ ადამიანური და ტექნიკური რესურსის გამოყენებით უნდა აღმოფხვრას რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის შედეგები, სახალხო დამცველის რეკომენდაციის სრულყოფილი/ჯეროვანი შესრულებით.

მიუხედავად იმისა, მოპასუხე მხარემ 20-- წლის 9 ნოემბერს უპასუხა სახალხო დამცველის რეკომენდაციას და აცნობა, რომ შპს „ქ------–------–---–ს“ დაავალა ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება, დღემდე არ არის ჩატარებული ტექნიკური სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფდა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების რეალიზებას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრებათ უმნიშვნელოვანესი როლი, გააქარწყლონ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი ინფორმაცია და შექმნან თანასწორი გარემო სხვადასხვა რელიგიებისთვის, რაც რეალურად წარმოადგენს რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების ეფექტურ გზას.

სახალხო დამცველისათვის ბუნდოვანია, თუ, კონკრეტულად, რა სახის ღონისძიებები გაატარა მოპასუხე მხარემ და რა სახის ღონისძიებების გატარებას გეგმავს მომავალში დამატებით, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ დარღვეული უფლებრივი მდგომარეობის აღდგენისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქმედების განხორციელების დავალდებულება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა, ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ქ------–------–---–ის“ მიერ სარჩელი ნაწილობრივ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

საქართველოს სახალხო დამცველის 20-- წლის 1- სექტემბრის რეკომენდაციის საფუძველზე, შპს ,,ქ------–------–---–ს“ დაევალა ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ააიპ ,,ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ შეძლებოდა შენობით სარგებლობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ასევე, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით ხელი შეეწყო შპს ,,ქ------–------–---–ის“ მიერ ლე-----------ის №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველეყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.

ამ პერიოდის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, წარმოქნილი კონფლიქტური სიტუაციის დასამშვიდებლად, კონფლიქტის დეესკალაციისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, რელიგიური თანასწორობის საკითხებზე აქტიურად ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის მოსახლეობასთან შეხვედრებს. ყოველივე ხორციელდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღემდე არ არის დამთავრებული მხარეებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის საბოლოოდ განმუხტვა, რაც დამატებით საჭიროებს მუნიციპალიტეტის მიერ ღონისძიებების გატარებას, რათა მომავალში არ განმეორდეს და არ მიეცეს არცერთ მხარეს საშუალება სიტუაციის დაძაბვისა ან კონფლიქტური სიტუაციის შექმნისა. ამასთან, მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომელზეც მოცემულ ეტაპზე არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ატარებს ყველა შესაძლო ღონისძიებებს, რათა მოხდეს სიტუაციის საბოლოოდ დარეგულირება მშვიდობიანი გზით, სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე, ვინაიდან, აღნიშნული გამოიწვევს მხარეების უფრო მწვავე რეაქციას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მოახდენს სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ შენობა-ნაგებობა, რომლის წყალარინების სისტემაში ჩართვა არის მოთხოვნილი, მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში, ასევე შენობა ფუნქციური დანიშნულებით იყო საცხოვრებელი, მოსახლეობა და არამარტო სამეზობლო არეალში მცხოვრებლები გამოხატავენ პროტესტს აღნიშნულის თაობაზე, რაზეც მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები და მხარეებს შორის არსებულ სასამართლო დავაზე არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მუნიციპალიტეტის მიერ გასატარებელი ყველა შესაძლო ღონისძიებების რესურსების ამოწურვამდე მიიღოს, რაიმე სახის გადაწყვეტილება.

სანამ არ მოწესრიგდება კონფლიქტური საკითხი მხარებს შორის და ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა უფრო დაძაბავს სიტუაციას, არ არის მიზანშეწონილი ობიექტის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა.

ამასთან, მუნიციპალიტეტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მხარეებთან, რათა მშვიდობიან პირობებში მოხდეს საკითხის გადაწყვეტა.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-- წლის 2- ივნისს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით შპს „ქ------–------–---–ს“ განცხადებით მიმართა ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონების, შენობა-ნაგებობის მესაკუთრემ, შპს „ე-------იმ“ (წარმომადგენელი მე---- მი---–--ე).

20-- წლის 2- ივნისს შპს „ქ------–------–---–თან“ გაფორმდა ხელშეკრულება და შპს „ქ------–------–---–ს“ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების და აბონენტად აყვანის საზღაურის სახით შპს „ე-------ის“ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა, 16-- ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ 20-- წლის 2-

ივნისის განცხადება;

- 20-- წლის 2- ივნისის საგადასახადო დავალება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 20-- წლის 1-ელ აგვისტოს ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობის“ თავმჯდომარესა და შპს „ე-------ის“ შორის დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა მოიჯარეს, ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობას“, რომელიც გეგმავდა შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობას, სკოლა პანსიონის მოწყობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახალხო დამცველის რეკომენდაცია;

- უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 20-- წლის 3----–--ს შპს „ქ------–------–--–ის“ ტექნიკური განყოფილების ბრიგადამ სცადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, მაგრამ ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან ხელშეშლას და სამუშაოების ჩატარების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რის შესახებაც ინფორმირებული იყო საპატრულო სამსახური. ინციდენტის შესახებ შპს „ქ------–------–---–მა“ 20-- წლის 5------------ს წერილობით აცნობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ქ------–------–--–ის“ 20-- წლის 5 სექტემბრის №0-------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 20-- წლის 3----–--ის შემდეგ, შპს „ე-------ის“ წარმომადგენელი, მე---- მი---–--ე წყალ-გაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების თაობაზე ხშირად უკავშირდებოდა შპს „ქ------–------–---–ს“, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად უსაფრთხოების არარსებობას ასახელებდნენ.

20-- წლის გაზაფხულზე, როდესაც აღნიშნული ფაქტის შესახებ ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა - EMC-მ აცნობა პოლიციას და გამგეობას და მათგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია მიიღო, შპს „ქ------–------–--–ის“ წარმომადგენლები განმეორებით მივიდნენ პანსიონატის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების მიზნით. მათი მისვლის შემდეგ, ადგილზე მალევე შეიკრიბა დაახლოებით 10-15 მართლმადიდებელი, რომლებიც შპს „ქ------–------–---–ს“ სამუშაოების ხელშეშლით დაემუქრნენ, რის გამოც სამუშაოები აღარ შესრულდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. შპს „ე-------ის“ წარმომადგენელი, მე---- მი---–--ე ამის შემდეგ ხშირად მიმართავდა შპს „ქ------–------–---–ს“, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად მიუთითებდნენ კონფლიქტური სიტუაციის არსებობაზე, რომ სამუშაოების შესრულების მცდელობისას ადგილზე შეიკრიბნენ მართლმადიდებელი მოქალაქეები, რომლებიც ხელშეშლით ემუქრებოდნენ. 20-- წლის 2- აგვისტოს შპს „ქ------–------–---–მა“ წერილობით აცნობა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს, EMC-ს, რომ უსაფრთხოებისდ გარანტიების შექმნის შემდეგ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოებს განაახლებდა.

აღნიშნულის პასუხად 20-- წლის 2- სექტემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, EMC-მ შპს „ქ------–------–---–ს“ გაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-- წლის 1- აგვისტოს წერილი, რომლითაც სამინისტრო გამოთქვამდა მზადყოფნას, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მისაღებად.

შპს „ქ------–------–---–მა“ 20-- წლის 1- ოქტომბერს წერილობით აცნობა ა(ა)იპ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს - EMC-ს, რომ სამუშაოების შესრულების თარიღად განისაზღვრა 20-- წლის 23 ოქტომბერი, თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ, 1- ოქტომბრის წერილით EMC-ს აუწყა, ქ. ქობულეთში 20-- წლის 8 ოქტომბერს მომხდარი სტიქიის გამო, სამუშაოების ჩატარების გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-- წლის 6-----ის და შპს „ქ------–------–--–ის“ 10 მაისის წერილში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეშლას, რასთან დაკავშირებით გამგეობა მოსახლეობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-- წლის 1- აგვისტოს №1------ წერილი;

- შპს „ქ------–------–--–ის“ 20-- წლის 2- აგვისტოს №0-------- წერილი;

- შპს „ქ------–------–--–ის“ 20-- წლის 1- ოქტომბრის №0-------- წერილი;

- შპს „ქ------–------–--–ის“ 20-- წლის 1- ოქტომბრის №0-------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. 20-- წლის 5------------ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახალხო დამცველს წერილობით აცნობა, რომ შპს „ქ------–------–---–ი“ ჩაატარებს წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოებს, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლა აღიკვეთება, რაც გამგეობის უფლებამოსილებას აღემატება. მსგავსი შინაარსის წერილი მიიღო სახალხო დამცველმა შპს „ქ------–------–--–ისაგან“, 20-- წლის 1- სექტემბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის 20-- წლის 1-ლი სექტემბრის №0------ წერილი;

- შპს „ქ------–------–--–ის“ 20-- წლის 1- ოქტომბრის №0-------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. 20-- წლის 2-----–--ს სახალხო დამცველს მიმართა ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“, რომელიც წარმოადგენდა ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ ინტერესებს, სახალხო დამცველის აპარატში.

საქმის შესწავლის შედეგად, საქმეში არსებული მასალებისა და სამართლებრივი შეფასების, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ მიმართ და 20-- წლის 1- სექტემბერს ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ქ------–------–---–ს“ მიმართა რეკომენდაციით, რომლითაც შპს ,,ქ------–------–---–ს“ დაევალა ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ააიპ ,,ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ შეძლებოდა შენობით სარგებლობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ასევე, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით ხელი შეეწყო შპს ,,ქ------–------–---–ის“ მიერ ლე-----------ის №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველეყო, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახალხო დამცველის 20-- წლის 1- სექტემბრის რეკომენდაცია;

 

3.1.8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 20-- წლის 9 ნოემბერს წერილობით უპასუხა სახალხო დამცველის რეკომენდაციას და სახალხო დამცველს აცნობა, რომ შპს „ქ------–------–---–ს“ დაავალა ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება.

201- წლის 11 იანვარს სახალხო დამცველმა მოპასუხეებს მიმართა წერილობით, რომ ეცნობებინათ, მოხდა თუ არა, ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება, თუმცა აღნიშნულზე სახალხო დამცველს პასუხი არ მიუღია.

201- წლის 8 სექტემბერს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდების თაობაზე, თუმცა სახალხო დამცველს ოფიციალური პასუხი კვლავ არ ეცნობა.

დადგენილია, რომ დღემდე არ არის ჩატარებული ტექნიკური სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფდა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების რეალიზებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-- წლის 9---------ის №0------- წერილი;

- სახალხო დამცველის 201- წლის 1--------ის წერილი;

- სახალხო დამცველის 201- წლის 8-----------ის წერილი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, მოპასუხეებისათვის ქმედების დავალდებულების შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“.

_ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

_ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი.

_ საქართველოს ორგანული კანონი „თვითმმართველობის კოდექსი“.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-141 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა და „ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე, თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.

კონვენციის მე-9 მუხლი იცავს როგორც უფლებას სწამდეს, ასევე რელიგიის გამოხატვის უფლებას, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, მაგალითად, აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.

ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, აღნიშნული მუხლი იცავს არა მხოლოდ მესაკუთრეს, არამედ მფლობელსაც, მაშინაც კი, როდესაც შენობა-ნაგებობა საკუთრება არ არის და მხოლოდ სარგებლობაშია. საკუთრებით ეფექტური სარგებლობა მოიცავს არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში ჩაურევლობას, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, პირის მიერ საკუთრების უფლების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით მიიღოს შესაბამისი ზომები.

„თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები, რომლებიც ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს წარმოადგენს.

მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს დელეგირებული აქვს შპს „ქ------–------–---–ზე“ და ეს უკანასკნელი თავის მხრივ განახორციელებს ამ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, როგორც შპს „ქ------–------–---–ის“ წილის 100%-ის მფლობელი, მნიშვნელოვნად მონაწილეობს კომპანიის მართვაში.

 

6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე, ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ჯეროვანი ფუნქციონირების მიზნით, შპს „ქ------–------–---–ს“ უნდა ჩაეტარებინა შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოები და აღნიშნული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 20-- წლის 2- ივნისს მასთან გაფორმდა ხელშეკრულება. შპს „ქ------–------–---–ს“ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების და აბონენტად აყვანის საზღაურის სახით, შპს „ე-------ის“ მიერ ჩაერიცხა ფულადი თანხა, 16-- ლარი.

20-- წლიდან, ივლისიდან, 20-- წლების პერიოდში შპს „ქ------–------–---–ს“ სამჯერ ჰქონდა წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების მცდელობა, რაც ვერ განხორციელდა. სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად მოპასუხეები ასახელებდნენ, ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგობას, რომლებსაც არ სურდათ, შენობა გამოყენებული ყოფილიყო მუსლიმთა პანსიონატად.

ამას გარდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სამუშაოების შეჩერების მიზეზად მოსახლეობას შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას, საზოგადოებრივი წესრიგისა და სოციალური მშვიდობის შენარჩუნების მიზანს ასახელებდა.

სახალხო დამცველმა დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ქ------–------–---–მა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ მიმართ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია, რელიგიური ნიშნით და 20-- წლის 1- სექტემბერს მათ რეკომენდაციით მიმართა, რომლითაც შპს ,,ქ------–------–---–ს“ დაევალა ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ააიპ ,,ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ შეძლებოდა შენობით სარგებლობა, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით ხელი შეეწყო შპს ,,ქ------–------–---–ის“ მიერ ლე-----------ის №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისათვის, ასევე, უზრუნველეყო, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველისთვის მიწოდებულ მასალებში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

 

6.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, მოპასუხეთა ამგვარი უმოქმედობა განპირობებულია იმით, რომ ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ გეგმავს რელიგიური დანიშნულებით გამოიყენოს შენობა, ხოლო ქობულეთის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება ობიექტის სასწავლო მიზნებისთვის, კერძოდ, მუსლიმი ბავშვებისთვის პანსიონად გამოყენებას. შპს „ქ------–------–---–ისა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უმოქმედობა არის მართლმადიდებელი მოსახლეობის ამ ნაწილის მიერ ნაკარნახევი, ადგილობრივი ხელისუფლება მოქმედებს მათი ინტერესების გათვალისწინებით და არათანასწორი მოპყრობა ხორციელდება, რელიგიის უფლების სწავლებით გამოხატვის მიზნის მიუღებლობის გამო. ამის შედეგად, ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ არახელსაყრელ მდგომარეობაშია, საქართველოში დომინანტი რელიგიის წარმომადგენლებთან შედარებით.

მოპასუხეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლითა და განმარტებებით დასტურდება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტის გამწვავება და შუღლის ჩამოგდება სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის, სამუშაოების განხორციელებას ამჯობინა, წყალარინების სისტემაზე ობიექტის მიერთება განუსაზღვრელი ვადით გადადება.

შესაბამისად, ლე-----------ის ქ. №1--ში მდებარე ობიექტის მიზნობრივი გამოყენება დღემდე ვერ ხდება, ვინაიდან აღნიშნულ შენობაში ცხოვრების ან/და სასწავლო მიზნებით გამოყენებისთვის შეუსაბამო მდგომარეობაა. წყალარინების სისტემაზე მიერთების გარეშე შენობაში არ იქნება დაცული სანიტარიული პირობები, აღნიშნული კი ობიექტს, ფაქტიურად გამოუსადეგარს ხდის მოსარჩელისთვის.

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ ამით ადგილი აქვს რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას, საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვის გზით.

ამასთან, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ შპს „ქ------–------–---–ის“ მიერ აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობის გამომწვევ გარემოებად, ქ. ქობულეთში 2015 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი სტიქიური მოვლენის დასახელება, სამუშაოების გადადების ხელოვნურ მიზეზს წარმოადგენდა, რამდენადაც, ამ სტიქიური მოვლენის შემდეგ რამოდენიმე წელი გავიდა და დღემდე არ ყოფილა მცდელობა, უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით მომხდარიყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლის თავიდან აცილება და განმცხადებლის სარგებლობაში არსებული შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება.

ამას ხელს არაფრით უშლიდა სასამართლოში განსახილველი სარჩელის აღძვრაც, პირიქით, სასამართლოს მიერ მხარეებს მიეცათ საკმარისი დრო, დავის არსებითი განხილვის გარეშე, მორიგებით დასრულებისთვის, რაც გულისხმობდა მოპასუხეთა მიერ წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ნებაყოფლობით შესრულებას, თუმცა ეს არ მოხდა.

 

6.4. დავის სამართლებრივი რეგულაციისას სასამართლო აღნიშნავს, ევროპული სასამართლოს განმარტებით გადაწყვეტილებაში, საქმეზე №14307/88 25/05/1993, კოკინაკისი - საბერძნეთის წინააღმდეგ, განმარტებულია, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები უნდა მოარგოს ერთმანეთს, რათა ნეიტრალურად და მიუკერძოებლად დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა და ურთიერთგაგება.

სახელმწიფოს აღნიშნული როლი ხელს უწყობს დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო წესრიგის, რელიგიური მშვიდობისა და ტოლერანტული გარემოს შექმნას და არ შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც რწმენის ან იმ რელიგიის როლის დამაკნინებელი, რომელთანაც ამ სახელმწიფოს მოსახლეობა ისტორიულად და კულტურულად ასოცირდება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, საქმეზე - ბესარაბიის ეკლესია და სხვები, მოლდოვის წინააღმდეგ (საქმე N45701/99, 27/03/2002, &114), რელიგიურ ჯგუფებს აქვს უფლება, დააარსონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ან/და ასწავლონ თავისი რელიგია.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ უმცირესობა თავისი რელიგიის სწავლებით ვერ შეძლებს, მასშტაბური მავნე ზეგავლენა მოახდინოს უმრავლესობაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება), უმრავლესობის ინტერესები ყოველთვის ან ძირითადად უპირატესი ვერ იქნება. დემოკრატია ეყრდნობა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის არსებობას, რაც, მათ შორის, გულისხმობს სამართლიან მიდგომას უმცირესობების წარმომადგენლებისადმი. ეს თავისუფლება როგორც მინიმუმ, მოითხოვს სხვადასხვა რწმენის მიმდევართა ჰარმონიული თანაცხოვრების შესაძლებლობის გარანტირებას.

შპს „ქ------–------–---–ის“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელთა განმარტებით, მათი ამგვარი უმოქმედობა მოტივირებულია რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების თვიდან აცილებისა და სოციალური მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს მსგავსი ლეგიტიმური მიზანი, როგორც ევროპული სასამართლო აღნიშნავს თავის გადაწყვეტილებაში (ჰოფმანი - ავსტრიის წინააღმდეგ, საქმე №12875/87, 23/06/1993, &36), უფლების შეზღუდვა იქნება არაპროპორციული, თუკი ჩარევა განპირობებულია მხოლოდ პირთა განსხვავებული რელიგიისადმი კუთვნილებით.

 

6.5. როგორც განხილული ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობას შორის მშვიდობის შენარჩუნების არჩეული საშუალება არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება, რადგან აღნიშნულით მხოლოდ მუსლიმი თემის წარმომადგენლები ზარალდებიან, რამდენადაც, დომინანტი რელიგიური ჯგუფის სურვილის საფუძველზე, საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით, მუსლიმი თემი მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს რელიგიის თავისუფლების რეალიზაცია, მის მფლობელობაში არსებულ შენობაში პანსიონატის მოწყობის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხა სახალხო დამცველის რეკომენდაციას და დაავალა შპს „ქ------–------–---–ს“ შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება, დღემდე არ განხორციელებულა ქმედითი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა მუსლიმი თემის მიერ შენობის სურვილისამებრ გამოყენებას, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ რეკომენდაცია ვერ ჩაითვლება შესრულებულად, ვინაიდან შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება დღემდე არ მომხდარა და მუსლიმი თემი პრაქტიკულად მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების რეალიზება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიღების შემდეგ გასულია ის გონივრული ვადა, რაც შეიძლებოდა საჭირო ყოფილიყო ლე-----------ის №1--ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების უზრუნველსაყოფად. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდეგ, შპს „ქ------–------–---–ისთვის“ მხოლოდ სამუშაოების ჩატარების დავალება ვერ ჩაითვლება რეკომენდაციის გაზიარებად და შესრულებად, ვინაიდან, გამგეობის ქმედებას არ მოჰყვა რეალური შედეგი, რაც არის გადამწყვეტი ფაქტორი, მუსლიმი თემისთვის, დარღვეული თანასწორობის უფლების აღსადგენად. ადგილობრივ ხელისუფლებას (ქობულეთის მუნიციპალიტეტს) მოპასუხე მხარის მტკიცებით, ჰქონდა კონფლიქტის მოგვარების მიზნით პოზიტიური ღონისძიებების გატარების მცდელობა იმ ფორმით, რომ მართლმადიდებელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტიური მუშაობის შედეგად მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია, მუსლიმი თემის მიერ პანსიონის გახსნის შესახებ, აქტიური სამუშაოები გასწია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისათვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რამდენადაც შედეგი დღემდე ვერ იქნა მიღწეული. მოპასუხეს არ გამოუყენებია ის შესაძლებლობა, რომ წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისას მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლის შემთხვევაში, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და ამ გზით უზრუნველეყო სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება.

მუნიციპალიტეტის მიერ რეკომენდაციით განსაზღვრული ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, შპს „ქ------–------–---–ს“ გააჩნია შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსი იმისათვის, რომ ჩაატაროს სამუშაოები, ლე-----------ის ქ. №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების მიზნით.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის სარჩელი ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების შესახებ, პროცედურულად ემყარება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს და წარმოადგენს მოპასუხისათვის ქმედების დავალებულებას.

ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი განსაზღვრულია, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი და სწორედ აღნიშნული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის ის და ადგენს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო პირთა მიერ ჩადენილ დისკრიმინაციის ფაქტებს, რის შემდეგაც იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს, მის აღმოსაფხვრელად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახალხო დამცველს გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს და რაც საფუძველი გახდა რეკომენდაციის გამოცემისა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „თვითმმართველობის კოდექსი“ და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესიდან და მოპასუხე მხარე ვალდებულია, შეასრულოს სახალხო დამცველის მოთხოვნა, რეკომენდაციის გაზიარებისა და ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების თაობაზე.

მოპასუხეებს მოსალოდნელი წინააღმდეგობა არ ათავისუფლებს მოვალეობისაგან, უზრუნველყონ მოსარჩელის ლეგიტიმური მოთხოვნა, კანონისმიერი კომპეტენციის ფარგლებში წყალარინების სისტემაზე მიერთებით შენობის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მოსამზადებლად, თუნდაც, დაინტერესებული პირის რელიგიური უფლების რეალიზაციისათვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონეა, ის უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეები უნდა დავალდებულდნენ, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების სახით, ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების თაობაზე.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „ქ------–------–---–ს“ გადახდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე, 331-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია დავალდებულდეს, შპს „ქ------–------–---–ს“ დაავალოს ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება.

3. დაევალოს შპს „ქ------–------–---–ს“ ქ. ქობულეთში, ლე-----------ის ქუჩა №1--ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება.

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „ქ------–------–---–ს“ გადახდეთ თანაბარწილად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30)

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე