განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100115001122309
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4576-15

(092070715001)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ი-----–------–----–--ას,ბრალდებულ ზ------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-----------------------------------------------------------–--------–-–----------------–-------------–---------------------–------------–-----–--------------------------–---------------------–----------------------------------–------------–---–-------------ში, - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ზ------------ეს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ორი ეპიზოდი) და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით 2013-2014 წლების პერიოდში განხორციელებული იქნა საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები.

მითითებული სარემონტო სამუშაოების ნაწილი შესრულებულ იქნა ზ------------ის მიერ ი/მ ,,მ---------------ის“; ი/მ ,,ლ---–--------------ის“; ი/მ ,,ი-----------–---ის“; ი/მ ,,რ------------–-ას“; ი/მ ,,ნ-----–-------–---–ის“; ი/მ ,,მ-----–-------–---–ის“; ი/მ ,,რ-------------–-------ის“ და ი/მ ,,ე-----------------------ის“ სახელით.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად დამკვეთი სამუშაოების დაწყებამდე ანაზღაურებს სამუშაოთა მთლიანი ღირებულების 20 პროცენტს, ხოლო დარჩენილი 80 პროცენტი ანაზღაურდება გამგეობის მიერ, სამუშაოთა მიღება-ჩაბარების და სხვა ფინანსური დოკუმენტების ხელმოწერიდან 14 კალენდარულ დღეში.

სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ზ------------ემ განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შესრულებული სამუშაოების აქტებში, ფორმა #2-ში, შეიტანა ყალბი მონაცემები, კერძოდ გაზარდა სარემონტო სამუშაოებზე მომუშავე მუშების სახელზე გაცემული ხელფასების ოდენობა და მოტყუებით დაეუფლა საბურთალოს გამგეობების კუთვნილ ფულად თანხებს საერთო ოდენობით 88 018,15 ლარს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის გამგეობის დაფინანსებით 2013 წლის პერიოდში განხორციელებულ იქნა ვაკის რაიონის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ: სახურავების გადახურვა, სადარბაზოების რემონტი და განათება, ლიფტების შახტების აღდგენა-შეკეთება და სხვა სამუშაოები.

ზ------------ის მიერ ი/მ ,,ი-----------–---–ის“ და ი/მ ,,რ-------------–-------ის“ სახელით შესრულებულ იქნა ფ--–--–---–-----6-ში მდებარე კორპუსის და ჭავჭავაძის გამზირი #2--------ში მდებარე კორპუსის სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად დამკვეთი სამუშაოების დაწყებამდე ანაზღაურებს სამუშაოთა მთლიანი ღირებულების 20 პროცენტს, ხოლო დარჩენილი 80 პროცენტი ანაზღაურდება გამგეობის მიერ, სამუშაოთა მიღება-ჩაბარების და სხვა ფინანსური დოკუმენტების ხელმოწერიდან 14 კალენდარულ დღეში.

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ზ------------ემ განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შესრულებული სამუშაოების აქტებში, ფორმა #2-ში შეიტანა ყალბი მონაცემები, კერძოდ გაზარდა სამშენებლო სამუშაოებზე მომუშავე მუშების სახელზე გაცემული ხელფასების ოდენობა და მოტყუებით დაეუფლა ვაკის გამგეობების კუთვნილ ფულად თანხებს საერთო ოდენობით 14 570,25 ლარს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის დაფინანსებით 2013 წლის პერიოდში, ზ------------ის მიერ, ი.მ. ,,ი------------–---–ის“ სახელით, განხორციელებულ იქნა ქ-------–-----–---–-----ის პირველი შესახვევი, მეხუთე კორპუსის პირველი და მეორე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები, სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას ზ------------ემ შესრულებული სამუშაოების აქტებში, ფორმა #2-ში, შეიტანა არასწორი მონაცემები, კერძოდ გაზარდა მუშებზე გაცემული ხელფასების ოდენობა და მოტყუებით დაეუფლა ისნის გამგეობის კუთვნილ ფულად თანხებს საერთო ოდენობით 690 ლარს.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მოწმეთა ჩვენებები, დაზარალებულების ჩვენებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ამოღებული დოკუმენტაცია, თემატური რევიზიის ცნობა და საქმეში არსებული ყველა სხვა მასალა) ერთობლიობა ზ------------ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულებს ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურა, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (88 018,15 ლარის ოდენობის ზიანის ეპიზოდი), - ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (14 570,25 ლარის ოდენობის ზიანის ეპიზოდი), - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით, - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ------------ეს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით ბრალდებულ ზ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 15 000 ლარის ნაცვლად შესატან მარიკა კახიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, შესაბამისი ექვივალენტური თანაფარდობით, მდებარეს: ქ. თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩა #28, ს/კ 01.16.01.018.001.01.507.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი