განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/4703-18
(001050918014)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ა-–----------------ე,ბრალდებულ ზ-------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ--------------------------ის (პ/№2----------) - დაბადებულის 1----–-–------------------------------------–-------------------------–-------------------------------------------------–-------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ზ-------------ეს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:
2017 წლის 13 დეკემბერს ზ-------------ემ ქ-------–--–------------------------–------------ გ-ში მდებარე შპს „თ--–--------“ თითქოსდა დროებითი სარგებლობის მიზნით ერთი თვით, დღეში 10 თეთრად (1 სამშენებლო დგარის ქირის ღირებულება) იქირავა 130 ცალი სამშენებლო (საყალიბე) დგარი. ზ-------------ის მიერ ზემოთაღნიშნული დგარების ქირაობის ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი ხელშეკრულება, რითიც ქენქაძემ საბოლოოდ მოიპოვა შპს „თ--–----ს“ წარმომადგენლის ნდობა. იმავე დღეს ზ-------------ემ შპს „თ--–--------“ ნაქირავები 130 ცალი დგარი მიყიდა გ--–-------------ეს 1261 (ათას ორას სამოცდაერთი) ლარად. ზ-------------ის აღნიშნული ქმედებით შპს „თ--–---ს“ მიადგა 4550 (ოთხი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2017 წლის 23 დეკემბერს ზ-------------ემ ქ-------–--–------------------------–------------ გ-ში მდებარე შპს „თ--–--------“ თითქოსდა დროებითი სარგებლობის მიზნით ერთი თვით, დღეში 10 თეთრად (1 სამშენებლო დგარის ქირის ღირებულება) იქირავა 130 ცალი სამშენებლო (საყალიბე) დგარი. ზ-------------ის მიერ ზემოთაღნიშნული დგარების ქირაობის ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი ხელშეკრულება, რითიც ქენქაძემ საბოლოოდ მოიპოვა შპს „თ--–----ს“ წარმომადგენლის ნდობა. იმავე დღეს ზ-------------ემ შპს „თ--–--------“ ნაქირავები 130 ცალი დგარი მიყიდა გ--–-------------ეს 1261 (ათას ორას სამოცდაერთი) ლარად. ზ-------------ის აღნიშნული ქმედებით შპს „თ--–---ს“ მიადგა 4550 (ოთხი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი).
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: გ--–--------------------------------–---–--------------------–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ზ-------------ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გ--–-------------ისაგან დოკუმენტაციის ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტები, ზ-------------ესა და შპს „თ--–---ს“ შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებები, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ზ-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით (2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი).
ზ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით (2017 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი).
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან
ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, ზ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
ზ-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 06 ნოემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულები:
საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად გადაღებული ფოტომასალა 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი