გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2018
საქმის ნომერი
330210018002691209
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----20-8

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

5 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე - ვ--------------------.

წარმომადგენ--–- - მა---------ი.

მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო.

წარმომადგენ--–- - მა-------------ე.

მესამე პირი - ლი------------ა.

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ევ----------------ას საკუთრებად რიცხული 1/3 წილი უძრავი ქონებისა მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №---

1.2. უმკვიდროდ ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ევ----------------ას საკუთრებად რიცხული 1/3 წილი უძრავი ქონებისა, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №--, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ვახ------------–---–ს.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ვახ------------–---–მა 19-- წელს შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №--, რომელიც ტექ. ბიუროს მონაცემებით აღრიცხულია 1----–--–ს გარდაცვლილი ევ----------------ას სახელზე. აღნიშნულ მისამართზე აღრიცხული იყო სამი თანამესაკუთრე თანაბარ წილად და ერთ-ერთ ნაწილში უძრავი ქონებისა ცხოვრობდნენ გო--–---–--ის ოჯახი. 19-- წელს ევ----------------ას ნათესავებმა გადაწყვიტეს გაეყიდათ საცხოვრებელი სადგომი და იგი შეიძინა ვახ------------–---–მა, რომელიც ამ დროისათვის იყო დაოჯახებული და სურდა მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება. ვ-------------------- რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №-- და ამავე მისამართზე იგი აღრიცხულია როგორც აბონენტი, ამასთან მან წლების მანძილზე გაარემონტა და აწარმოა სამშენებლო სამუშაოები. ვა-----გ გო--–---–ი შეეცადა მოეძებნა ევ----------------ას მემკვიდრეები, მაგრამ მათი მოძიება ვერ მოხერხდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მესამე პირის პოზიცია.

3.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა ლი------------ამ სარჩელს მხარი დაუჭირა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები.

4.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

4.1.1. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №--, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 3868 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 1-7 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 76 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ლ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 46,76 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ს’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 61 კვ. მეტრი; ლიტერი ,,მ’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 33,70 კვ. მეტრი; ლიტერი ,,დ-გ-გ’-კ-ნ-ე-პ-ხ-ვ-ფ-ჟ-ტ-ვც-ვც-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 1-1 კვ. მეტრი - აღრიცხულია ნი----–----------–-ს ძე ტი------ს, ევ------ა ივ----------–ი კა-------ს და ივ----------ეს ძე კო---------ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა (ს.ფ. 63);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათება (ს.ფ. 18-20);

 

4.1.2. დადგენილია, რომ ევ----------------ა გარდაიცვალა 19---–-–---------–ისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 24);

 

4.1.3. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20---–-–------------ოს გაცემული №-------- ცნობის შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 19---–-–---------–ისს გარდაცვლილი ევ----------------ის სამკვიდრო ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20---–-–------------ოს №-------- ცნობა (ს.ფ. 26);

 

4.1.4. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20---–-–------------ოს გაცემული №-------- ცნობის შესაბამისად ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ევ------ა ივ----------–ი კაპეიკინის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20---–-–------------ოს №-------- ცნობა (ს.ფ. 25);

 

4.1.5. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20---–-–--------------ის №5----- ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №---ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.7--) ევ----------------ას ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20---–-–--------------ის №5----- მიმართვა (ს.ფ. 23);

 

4.1.6. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-------------ს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლი------------ას სარჩელი მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს მიმართ და ნი----–--ზ ტი------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ხე-------------ჩა №--, ცნობილი იქნა უმკვიდროდ და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ლი------------ას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-------------ს №2--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 65-70);

 

4.1.7. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №--, დაზუსტებული ფართობი 2857 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1-დან N1--მდე, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0-5.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლი-------------ას და სა---–-–---ოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21);

 

4.1.8. დადგენილია, რომ ვ-------------------- 199--–-–--------------იდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20---–-–---------–--ის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 15-17);

 

4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

4.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №--, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 3868 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 1-7 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 76 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ლ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 46,76 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ს’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 61 კვ. მეტრი; ლიტერი ,,მ’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 33,70 კვ. მეტრი; ლიტერი ,,დ-გ-გ’-კ-ნ-ე-პ-ხ-ვ-ფ-ჟ-ტ-ვც-ვც-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 1-1 კვ. მეტრი - აღრიცხულია ნი----–--ზ ვა---–---- ტი------ს, ევ------ა ივ----------–ი კა-------ს და ივ----------ეს ძე კო---------ს სახელზე.

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ასევე ის გარემოება, რომ ევ----------------ა გარდაიცვალა 19---–-–---------–ისს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ევ----------------ას სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ვ-------------------- 199--–-–--------------იდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ხ----------ს №---

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 19--, 19--- 199-- 20-- წლებით დათარიღებული გადახდის ქვითრები (ს.ფ. 64, 71-75, 27), რომლებითაც დასტურდება, რომ ხე-------------ჩა №---ში აბონენტად რეგისტრირებულია გო---–---–ი. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,თელასი’’-ს მიერ გაცემული ცნობა და აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 76-92), რომლითაც დასტურდება, რომ 1999 წლიდან მისამართზე ხე--------ს №-- რეგისტრირებულია აბონენტი №39-----, ნ--–- გო---–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნა----–ა თა-------ემ და მა---- კა-–------ემ განმარტეს, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე--------ს №--, მოსარჩელის მიერ არის შეძენილი ევ----------------ას ნათესავისაგან და აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელე უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ ბინას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ევ----------------ას საკუთრებად რიცხული 1/3 წილი უძრავი ქონებისა მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №-- არის უმკვიდრო და მოსარგებლე არის ვ--------------------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ ვ--------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

7. სამართლებრივი შეფასება.

7.1. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 19-- წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №--, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 3868 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 1-7 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 76 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ლ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 46,76 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ს’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 61 კვ. მეტრი; ლიტერი ,,მ’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 33,70 კვ. მეტრი; ლიტერი ,,დ-გ-გ’-კ-ნ-ე-პ-ხ-ვ-ფ-ჟ-ტ-ვც-ვც-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 1-1 კვ. მეტრი - აღრიცხულია ნი----–--ზ ვა---–---- ტი------ს, ევ------ა ივ----------–ი კა-------ს და ივ----------ეს ძე კო---------ს სახელზე.

 

ასევე დადგენილია, რომ ევ----------------ა გარდაიცვალა 19---–-–---------–ისს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ევ----------------ას სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სადგომი არ არის შეძენილი უშუალოდ ევ----------------ასაგან, არ ნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარგებლე პირს, ვინაიდან ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

7.2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ვ-------------------- 199--–-–--------------იდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №--, ხოლო 19--, 19--- 199-- 20-- წლებით დათარიღებული გადახდის ქვითრებით და სს ,,თელასი’’-ს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ხე-------------ჩა №---ში აბონენტად რეგისტრირებულია გო---–---–ი.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სა---–-–---ოზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №--, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 3868 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 1-7 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 76 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ლ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 46,76 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ს’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 61 კვ. მეტრი; ლიტერი ,,მ’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 33,70 კვ. მეტრი; ლიტერი ,,დ-გ-გ’-კ-ნ-ე-პ-ხ-ვ-ფ-ჟ-ტ-ვც-ვც-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 1-1 კვ. მეტრი - აღრიცხულია ნი----–--ზ ვა---–---- ტი------ს, ევ------ა ივ----------–ი კა-------ს და ივ----------ეს ძე კო---------ს სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ევ----------------ა გარდაიცვალა 19---–-–---------–ისს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ევ----------------ას სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ევ----------------ას საკუთრებად რიცხული 1/3 წილი უძრავი ქონებისა მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №-- ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.

 

7.4. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ევ----------------ას საკუთრებად რიცხული 1/3 წილი უძრავი ქონებისა მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №-- და უმკვიდროდ ცნობილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №-- უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს ვახ------------–---–ს.

 

8. საპროცესო ხარჯები.

მოსარჩელე გათავისუფლებულია სა---–-–---ო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სა---–-–---ო ბაჟის გადახდისაგან ,,სა---–-–---ო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვ--------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ევ----------------ას საკუთრებად რიცხული 1/3 წილი უძრავი ქონებისა მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №---

3. უმკვიდროდ ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ევ----------------ას საკუთრებად რიცხული 1/3 წილი უძრავი ქონებისა მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ხე-------------ჩა №--, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ვახ------------–---–ს.

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სა---–-–---ი ბაჟის გადახდისაგან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-1- კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე