გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.12.2018
საქმის ნომერი
120310018002631375
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2631375-3/149-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

24 დეკემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - ნ--------------------–-----------–----

წარმომადგენელი - ბ--------------–---–-

მოპასუხე - ბ-----------------–----–---------------

წარმომადგენელი - ნ-----–---------–---

მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–-------------- რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - ი------------–---–-

დავის საგანი: ქმედების განხორციელება, ადმინისტრაციული აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დაბა ბ---------ში, თ---------–---- ქუჩა N--ში მდებარე ს/კ----1-.0-.1-- მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის (ვირტუალური)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს ბ-----------------–----–---------------ს დაადგინოს საკადასტრო კოდით 6-.1-.0-.1-- წინა სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელეებმა ნ---------------მ და გ--–-----------–----მ 2002 წლის 5 აპრილს შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე ბ----------- რაიონი დაბა ბ----------, ს/კ----1-.0-.1--. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა საკუთრებად აღირიცხა 2007 წლის 28 სექტემბერს. 2018 წლის 10 აპრილს მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრს მიმართეს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციისათვის. 2018 წლის 24 აპრილს საჯარო რეესტრმა ბ----------- მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 30 დღისა, გადაწყვეტილება დღემდე მიღებული არ არის. ბ----------- მუნიციპალიტეტის მიერ არ მომხადარ საჯარო რეესტრისათვის ინფორმაციის მიწოდება.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ნორმებს, კერძოდ მოსარჩელე ითხოვს უფლებამოსილი პირის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის დავალდებულებას, მაშინ როდესაც ადმინისტარციული წარმოების შედეგად შესაძლოა არც დადგინდეს ზემოაღნიშნული. საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სცილდება კანონით დადგენილ ნორმებს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ი------------–---–-ა განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აპრილს განცახდებით მიმართა ნ------------–---მა, 18.04.2018წ. მის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა გ--–-----------–----ს მინდობილობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ ინფორმაცია. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით რეგისტრაცია მიიღება ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან პასუხის მიღებისთანავე.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 10 აპრილს ნ---------------მ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------ში თ---------–---- ქ. N--ში მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ----1-.0-.1--ა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ---------------ს 10.04.2018წ. განცხადება;

 

4.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 16 აპრილს მიიღო N8------------0- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ნ---------------ს ეცნობა, რომ ცვლილების განსახორციელებლად საჭირო იყო გ--–-------------–----ს თანხმობის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.04.2018წ. გადაწყვეტილება.

 

4.3. 2018 წლის 18 აპრილს ნ---------------ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა გ--–-----------–----ს მინდობილობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნ---------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნკავეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 24 აპრილს ბ----------- მუნიციპალიტეტში გადაგზავნა ნ---------------ს განცხადება და ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ს/კ----1-.0-.1--ა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 24.10.2018წ. N1----- მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტს.

 

4.5. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 აპრილს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------0- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 აპრილს N1----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.

 

გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 24 აპრილის წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2---------–. გადაწყვეტილება.

 

4.6. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, დაბა ბ---------ში, თ---------–---- ქ. N--ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ----1-.0-.1--, მესაკუთრეები არიან ნ--------------- და გ--–----------–----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2---------წ. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ს/კ----1-.0-.1--.

 

4.7. ბ-----------------–----–---------------ს ნ---------------ს განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და ბ-----------------–----–---------------ს უნდა დაევალოს გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ---------------ს და გ--–-----------–----ს მიმართ უძრავი ქონების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ნ---------------ს განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე მდებარე ქ. დაბა ბ----------, თ---------–---- ქ. N- (ზონა ბ---------ი, სექტორი დაბა ბ----------).

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნ---------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს ბ----------- მუნიციპალიტეტში გადაგზავნილი იქნა ნ---------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და გამგეობას ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ს/კN6-.1-.0-.1--ა, მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 აპრილს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------0- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 აპრილს N1----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.

 

გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 24 აპრილის წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

ბ-----------------–----–---------------ს ნ---------------ს განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, ნ---------------ს განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

შესაბამისად დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ნ---------------ს განცხადებისა და საქმის მასალების ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2018 წლის 24 აპრილს გადაგზავნის შემდეგ, მერიამ კანონით დადგენილ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ნ---------------ს და გ--–-----------–----ს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელეების ნ---------------ს და გ--–-----------–----ს კანონიერ უფლებას და ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ-----------------–----–---------------მ ნ---------------ს განცხადებაზე ისე მიიღო უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ-----------------–----–---------------ს ვირტუალური განკარგულება/უარი და მოპასუხე ბ-----------------–----–---------------ს უნდა დაევალოს ნ---------------ს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ---------------ს და გ--–-----------–----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ს/კ----1-.0-.1-- მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე ბ-----------------–----–---------------ს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ---------------ს და გ--–-----------–----ს მიმართ უძრავი ქონების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით.

 

2. ბ-----------------–----–---------------ს დაეკისროს მოსარჩელე ნ---------------ს და გ--–-----------–----ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი