გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
080210018002553598
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2417-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ბორენა იობიძე

მოსარჩელე - მ-----------–-–---–-

წარმომადგენელი - ე-----–-----–---–-

მოპასუხე - გ----------–---

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე მ-----------–-–---–- ითხოვს მოპასუხე გ----------–---ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების ა------------–---- (პ/ნ 6----------) და ბ--------------–---- (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულისათვის 250 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლიდან 2013 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე გ----------–---სთან. ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი: 1999 წელს დაბადებული ა------------–--- და 2008 წელს დაბადებული ბ--------------–---. 2013 წლიდან მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთად, მოპასუხე არანაირ ყურადღებას არ იჩენს შვილების მიმართ, არ ნახულობს მათ, არ ღებულობს მათ აღზრდაში არანაირ მონაწილეობას. ბავშვების აღზრდა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, ბავშვები ჩართული არიან სპორტში, ემზადებიან სხვადასხვა პედაგოგებთან და ა.შ. რისთვისაც საჭიროა გარკვეული თანხები. მოპასუხე ეწევა სხვადასხვა საქმიანობას და გააჩნია სოლიდური შემოსავლები. თხოვნის მიუხედავად მოპასუხე მონაწილეობას არ ღებულობს შვილების აღზრდაში და მას უნდა დაენიშნოს ალიმენტი გადასახდელად 250 ლარის ოდენობით თითო ბავშვზე, ჯამში 500 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ----------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი. ვინაიდან იმყოფება პატიმრობაში, ითხოვს შეუმცირდეს ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს მინიმალური ოდენობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 1998 წლიდან 2013 წლამდე მ-----------–-–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ----------–---სთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1999 წლის 19 დეკემბერს დაბადებული ა------------–--- და 2008 წლის 29 იანვარს დაბადებული ბ--------------–---;

 

3.1.2. მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა და მოსარჩელე მ-----------–-–---–- და მოპასუხე გ----------–--- ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მ-----------–-–---–- ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო მისი არასრულწლოვანი შვილები ბებიასთან ერთად ცხოვრობენ მისი მშობლების სახლში, მისამართზე ქ. ქ------------------–------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ა------------–---- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ტომი 1. ს.ფ. 13);

- ბ--------------–---- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ტომი 1. ს.ფ. 14);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მ-----------–-–---–-ს 2016 წლის 18 მაისის სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც მოპასუხე გ----------–---ს არასრულწლოვანი შვილების ა-------------–----- და ბ--------------–---- სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი თითოეულისათვის ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით. 2018 წლის 06 ივნისს მოპასუხე გ----------–---მ შემოიტანა განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 20 ივლისს მიღებულ იქნა განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც განახლდა საქმის წარმოება.

 

3.1.4. მოპასუხე გ----------–--- დაკავებულ იქნა 2016 წლის 07 იანვარს, ხოლო 2016 წლის 09 იანვარს იგი შესახლებულ იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება დღეის მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 35-40, ტ. 2).

- N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ცნობა (იხ. ს.ფ. 26, ტ. 2);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ არასრულწლოვან შვილებზე მზრუნველობასა და მათი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს მოსარჩელე მხარე. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მ-----------–-–---–- იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო არასრულწლოვანი შვილები დატოვებული ჰყავს დედამისთან. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა მოპასუხე მხარემაც, რომლის განმარტებითაც, მისი დაკავების დღიდან მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია შვილების აღზრდაში და არც მატერიალურად დახმარებია მათ, ვინაიდან მას საქართველოში არ ჰყავს ოჯახის წევრები, ხოლო თავად იმყოფება პატიმრობაში. მოპასუხის განმარტებით, არც მის ნათესავებს არ გაუწევიათ მატერიალური დახმარება ბავშვებისათვის, გამომდინარე იქედან, რომ მათთან ურთიერთობა არა აქვთ. მოპასუხემ მიუთითა ასევე, რომ თავისუფლების აღკვეთამდე ის დადიოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ და შესაბამისად ჰქონდა ანაზღაურება. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ფლობს წილებს საქართველოში, აღნიშნული ფაქტი უარყო მოპასუხე მხარემ. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხე გ----------–---მ 2018 წლის 03 სექტემბერს სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა კონკრეტული თანხა არ მიუთითებია. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან იმყოფება პატიმრობაში, ითხოვს ალიმენტის დაკისრებას მინიმალური ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე მ-----------–-–---–- რამდენიმე თვეა წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ, მაგრამ მისთვის უცნობია რა შემოსავლები აქვს მაკა თათელიშვილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთის მხრივ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში მამამ, მოპასუხე გ----------–---მ უნდა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვებისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური კვების ღირებულების ანაზღაურებით. შესაბამისად მისი საალიმენტო ვალდებულება შვილების სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს 80 ლარით თითოეულ ბავშვზე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს. ამასთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს მეორე მშობლის, მოსარჩელე მ-----------–-–---–-ს თანაბარ ვალდებულებასაც შვილების მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ნაწილობრივ საკუთარი მოწადინებით და შრომითაც მოუპოვოს არასრულწლოვან შვილებს საარსებო საშუალებები.

 

6.2. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ამირან და ბ--------------–---ები იზრდებიან დედასთან. მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს და ითხოვს ალიმენტის მინიმალური ოდენობის დაკისრებას, ვინაიდან ამჟამად პატიმარია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის მინიმალური ოდენობა კანონით განსაზღვრული არ არის და იგი დამოკიდებულია მშობლის გადახდისუნარიანობაზე, ასევე არასრულწლოვნის საჭიროებებსა და უპირატეს ინტერესებზე, რომელთა რჩენის ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

ვინაიდან ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხე გ----------–---ს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულისათვის 80 ლარის ოდენობით მისი შვილების ა------------–----ა და ბ--------------–---- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2016 წლის 18 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-----------–-–---–- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსკ-ის 46.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი). დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 57.6 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ-----------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე გ----------–---ს თავისი არასრულწლოვანი შვილების, ა------------–---- (დაბ. 1999 წლის 19 დეკემბერს, პ/ნ 6----------) და ბ--------------–---- (დაბ. 2008 წლის 29 იანვარს, პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, ჯამში 160 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2016 წლის 18 მაისიდან მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

 

3. მოპასუხე გ----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 57.6 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე