გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210018002518245
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელეები - ნ--------------ი, ნ-------------ი

წარმომადგენელი - ე--------------ე

 

მოპასუხეები - გ-------------ა, ვ--------–----–-–---–ი

მოპასუხეების წარმომადგენლები - ლ--–--–---–-----ი, შ---------------–--ა

 

დავის საგანი - ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად ცნობა და ნაწილობრივ ურთიერთგაქვითვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ--------------ისა და ნ-------------ის მიერ მოპასუხე გ-------------ასთვის გადახდილი 27000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ჩაითვალოს ვ--------–----–-–---–ის მიმართ გადახდილად;

1.2. დარჩენილი დავალიანების 2300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში თანხის ფარგლებში ვ--------–----–-–---–ს დაევალოს უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნის რეგისტრაცია.

 

ნ--------------მა მოპასუხე გ-------------ასგან 2018 წლის 23 აპრილს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისში, კ----------------------. უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, ვ--------–----–-–---–ის სასარგებლოდ, 96000 ლარის სესხის უზრუნველსაყოფად. ნასყიდობის საგანი შეფასდა 162000 ლარად, საიდანაც ნ--------------მა გამყიდველს გადაუხდა 66000 ლარი, ხოლო დარჩენილი 96000 ლარი უნდა გადაეხადა იპოთეკარ ვ--------–----–-–---–ისთვის, რომელიც 2018 წლის 5 მაისამდე გააუქმებდა იპოთეკას.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ვ--------–----–-–---–ი ნოტარიუსთან არ იმყოფებოდა და გ-------------ამ განუცხადა ნ--------------ს, რომ ვინაიდან იგი იყო იპოთეკარის მინდობილი პირი, მისთვის გადაეცა 30000 აშშ დოლარი, თავის მხრივ გ-------------ა იღებდა ვალდებულებას, ვ--------–----–-–---–ის სახელით მოეხსნა იპოთეკა. აღნიშნული პირობით ნ--------------მა გ-------------ას გადასცა 15700 აშშ დოლარი და 12000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდის მიზნით შპს „ბ------–თან“ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით მიმართა ვ--------–----–-–---–ს. მოპასუხემ უარი განაცხადა იპოთეკის გაუქმებაზე, ვინაიდან მას გ-------------ასგან თანხა არ მიუღია და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით მიმართა ნოტარიუსს. სააღსრულებო ფურცლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 72126,72 ლარს

 

მოპასუხეები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და გამდიდრდნენ მოსარჩელეების ხარჯზე, რადგან აღებული აქვთ 27700 აშშ დოლარი და ვ--------–----–-–---–ი სააღსრულებო ფურცლით კვლავ ითხოვს თანხას და იპოთეკის საგნის რეალიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოითხოვდა 96000 ლარს და არა 72000 ლარს, როგორც ეს გამომდინარეობდა 15.08.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. იმ შემთხვევაში, თუკი 27700 შშ დოლარი ჩაითვლება გადახდილად, მოსარჩელეებს გადასახდელი დარჩებათ 2300 აშშ დოლარი, რის შემდგომაც შეძლებენ იპოთეკის მოხსნას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

გ-------------ას განმარტებით, მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობა სადავო გარიგებამდე არსებობდა, კერძოდ: 2017 წლის 30 მარტს ვ--------–----–-–---–მა ნ-------------ს ასესხა 75000 ლარი, ხოლო გ-------------ამ (როგორც მ-------------ას წარმომადგენელმა) – 25000 ლარი, სამი თვის ვადით, თვეში 3%-ის დარიცხვით. ამასთან იპოთეკით დაიტვირთა ნ-------------ის კუთვნილი ქონება, მდებარე თბილისში, კ--------------------ში. ვინაიდან ნ-------------ს სურდა დამატებით 10000 აშშ დოლარის სესხება, ხოლო დამატებით უძრავი ქონების კვლავ იპოთეკით დატვირთვა გაძნელდებოდა, ნ-------------სა და ნ---------------ს შორის 2017 წლის 24 აპრილს გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ნ---------------მა მოსარჩელეს გადასცა 10000 აშშ დოლარი, ხოლო გამოსყიდვა 2017 წლის 24 აგვისტომდე უნდა განხორციელებულიყო.

 

გამოსყიდვის ვადის დადგომამდე ნ-------------მა 2017 წლის 15 აგვისტოს ფორმალურად გამოისყიდა უძრავი ქონება, ვინაიდან იმავე რიცხვში გ-------------ასთან გაფორმდა ანალოგიური გამოსყიდვის ხელშეკრულება. გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა ორი თვე. გაუქმდა 30.03.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ვ--------–----–-–---–მა ნ-------------ს ასესხა უკვე 96000 ლარი, ხოლო გ---–--------–---ამ 16800 ლარი, რაც უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 15 ოქტომბრამდე. ვინაიდან ვალდებულება ნ-------------ს არ შეუსრულებია, გ-------------ა გახდა სრულუფლებიანი მესაკუთრე. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 23 აპრილს გაფორმდა ნ-------------ის დას - ნ--------------სა და გ-------------ას შორის გამოსყიდვით ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ მიზნით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან აღებული სესხით მოახდენდენ დარჩენილი 30000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ვ--------–----–-–---–ისთვის გადახდას.

 

მთლიანობაში ნ-------------ისგან მიღებული აქვს მხოლოდ ის თანხები, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებებით, კერძოდ მ-------------ასთვის გადასაცემი თანხა - 25000 ლარი, 2 თვის სარგებლის თანხასთან 1500 ლართან ერთად, გ---–--------–---ასთვის გადასაცემი თანხა - 16800 ლარი და ვ--------–----–-–---–ისთვის გადასაცემი თანხა 24000 ლარი, სწორედ აღნიშნული თანხით შემცირდა 96000 ლარი

 

ვ--------–----–-–---–ის განმარტებით, მოსარჩელეებს გ-------------ას საშუალებით, მისთვის გადახდილი აქვთ მხოლოდ 10000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. შესაბამისად სააღსრულებო ფურცლით ითხოვს შემცირებული დავალიანების - 72000 ლარის დაკისრებას. ხელწერილში გ-------------ას გარკვევით უწერია, რომ იპოთეკის გაუქმება შესაძლებელი იქნება კიდევ 30000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 30 მარტს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნ-------------მა ვ--------–----–-–---–ისგან ისესხა 75000 ლარი, ხოლო გ-------------ასგან - 25000 ლარი (ხელშეკრულების გაფორმებისას გ-------------ა წარმოადგენდა მ-------------ას). ორივე სესხი გაიცა 3 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის გადახდით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, კ----------- ქუჩა N19-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 30.03.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N---------;

- მოპასუხეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. 2017 წლის 24 აპრილს ნ-------------სა და ნ---------------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ-------------მა, გამოსყიდვის უფლებით, მყიდველს - ნ---------------ს მიყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, კ-----------------------ში. საგნის გამოსყიდვის უფლება შეადგენდა 4 თვეს, 2017 წლის 24 აგვისტომდე. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10750 აშშ დოლარით (ეროვნული ბანკის კურსით 25840,85 ლარი) და 100 000 ლარით. აღნიშნული თანხიდან ნ---------------მა 10750 აშშ დოლარი გადაიხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე, ხოლო დარჩენილი თანხის - 100000 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, თუკი ნ-------------ი გამოსყიდვის ვადაში უძრავ ქონებას არ გამოისყიდდა.

 

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო 30.03.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა.

 

გამოსყიდვის ვადაში, 2017 წლის 15 აგვისტოს ნ-------------სა და ნ---------------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების გამოსყიდვის ხელშეკრულება და ნ-------------მა (მყიდველმა) ნ---------------ს გადასცა გამოსყიდვის ფასი სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.04.2017 წლის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ N---------;

- 15.08.2017 წლის ხელშეკრულება უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ N---------;

- მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 15 აგვისტოს, ვ--------–----–-–---–ისა და მ-------------ას განცხადების საფუძველზე გაუქმდა 30.03.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა. სანოტარო აქტში მიეთითა, რომ გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა მსესხებლის მიერ ვალდებულებათა შესრულება. იპოთეკაზე უარის თქმის შესახებ სანოტარო აქტის შედგენისას მ-------------ას წარმოადგენდა გ-------------ა.

 

ამავე რიცხვში დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ-------------მა ვ--------–----–-–---–ისგან ისესხა 96000 ლარი, ხოლო გუ-–---- ალ-----გან - 16800 ლარი. ორივე სესხი გაიცა 2 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის გადახდით და ორივე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ-------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, კ-----------------------ში.

 

გარდა ამისა, 2017 წლის 15 აგვისტოსვე, ნ-------------სა (გამყიდველი) და გ-------------ას (მყიდველი) შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ-------------ს 2017 წლის 15 ოქტომბრამდე, გ-------------ასგან უნდა გამოესყიდა უძრავი ქონება (მდებარე თბილისში, კ-----------------------ში). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 20650 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (49343,18 ლარით) და ასევე 112800 ლარით.

 

მხარეთა შეთანხმებით მყიდველმა გამყიდველს 20650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (49343,18 ლარი) გადაუხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე, ხოლო დარჩენილი 112800 ლარის გადახდა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი გამოსყიდვის ვადაში არ გამოისყიდის ნასყიდობის საგანს. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო 15.08.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა.

 

შეთანხმებული ვადაში უძრავი ქონების გამოსყიდვა ნ-------------ის მიერ არ მომხდარა, რის გამოც გაუქმდა გამოსყიდვის შესახებ ვალდებულების ჩანაწერი, გ-------------ა გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე და რეგისტრირებული დარჩა ვ--------–----–-–---–ის სასარგებლოდ იპოთეკა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.08.2017 წლის სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ N---------;

- 15.08.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N---------;

- 15.08.2017 წლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N---------;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.

3.1.4. 2018 წლის 23 აპრილს გ-------------ასა და ნ--------------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ--------------მა იყიდა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, კ----------------ში. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ვ--------–----–-–---–ის სასარგებლოდ იპოთეკა რეგისტრირებული იყო უძრავ ქონებაზე.

 

ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 162000 ლარით, საიდანაც 66000 ლარი მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების დადასტურებამდე, ხოლო დარჩენილი 96000 ლარი უნდა გადაეხადა 2018 წლის 5 მაისამდე იპოთეკარისთვის - ვ--------–----–-–---–ისთვის, რის სანაცვლოდაც გაუქმდებოდა იპოთეკა.

 

უძრავი ქონება დარეგისტრირდა ნ--------------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 23.04.2018 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N---------;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. 2018 წლის 8 მაისს ნ--------------სა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ნ--------------მა აიღო სესხი 60000 ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა იგივე უძრავი ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 08.05.2018 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3.1.6. 2018 წლის 24 მაისს, კრედიტორის ვ--------–----–-–---–ის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალეები არიან ნ-------------ი და ნ--------------ი (როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრე).

 

სააღსრულებო ფურცელში აღნიშნულია, რომ ნ-------------ს კრედიტორის მიმართ გააჩნია 15.08.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულება, რაც შეადგენს სესხის ძირითადი თანხა 72000 ლარს. აღნიშნული თანხის გარდა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა არის სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი და 6,72 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცლით უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე

 

3.1.7. ნ---- და ნ-------------ები არიან დები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ--------–----–-–---–ის მიმართ ნ-------------ის ვალდებულება 2017 წლის 15 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 72000 ლარს, რაც არის სესხის ძირითადი თანხა.

 

მხარეებს შორის არაა სადავო, რომ 72000 ლარი არის 30000 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ მიერ სხვადასხვა დროს გადახდილია 15700 აშშ დოლარი და 12000 აშშ დოლარი, რომლითაც უნდა შემცირდეს 30000 აშშ დოლარი და საბოლოოდ შესასრულებელი ვალდებულება უნდა განისაზღვროს 2300 აშშ დოლარით. აღნიშნული გარემოების დასტურად მოსარჩელეები მიუთითებენ ხელწერილებზე. 23.02.2018 წლის ხელწერილში აღნიშნულია, რომ გ-------------ა ნ-------------ისგან იღებს 12000 აშშ დოლარს, ხოლო უთარიღო ხელწერილით გ-------------ა ადასტურებს ნ--------------ისგან 15700 აშშ დოლარის მიღებას და იმავდროულად იღებს ვალდებულებას, რომ დარჩენილი თანხის გადახდისთანავე გააუქმებს იპოთეკას (ხელწერილში არ არის სრულად აღნიშნული დარჩენილი თანხის ოდენობა).

 

აღნიშნული თანხებიდან ვ--------–----–-–---–მა დაადასტურა გ-------------ას საშუალებით მხოლოდ 10000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, რაც შეადგენდა ეროვნულ ვალუტაში 24000 ლარს და განმარტა, რომ სწორედ ამდენით შემცირდა შესასრულებელი ვალდებულება და დარჩა 72000 (96000-24000) ლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე: „ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა“ (იხ. სუსგ ას-988-1021-2011, 15.11.2011 წ.)

 

მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი ხელწერილებით 2018 წლის 23 თებერვლის რიცხვით შედგენილ ხელწერილით ირკვევა გ-------------ასთვის 12000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. აღნიშნული ვერ ჩაითვლება 2017 წლის 15 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებად, ვინაიდან 2018 წლის 23 აპრილის რიცხვით შედგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველი - ნ--------------ი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია საცხოვრებელი ბინის 15.08.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთვის შესახებ, საიდანაც ვ--------–----–-–---–ის მიმართ ნ--------------ის შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 96000 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებასაც თავის თავზე იღებს ნ--------------ი. ამდენად, თუკი 23.02.2018 ხელწერილში მითითებული თანხა წარმოადგენდა ვა------ წა---–-–--–--თვის გადასაცემ თანხას, ეს იმთავითვე ცნობილი იქნებოდა ნ--------------ისთვის და აღნიშნული თანხის გათვალისწინებით მოხდებოდა ვა------ წა---–-–--–--თვის გადასაცემი ვალდებულების აღნიშვნა ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

 

რაც შეეხება 15700 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ ხელწერილს, ხელწერილში არ არის აღნიშნული, რა პერიოდში მოხდა მისი შედგენა, რა პერიოდს ეხება მასში მითითებული გარემოება. აღნიშნული თანხიდან გ-------------ა ადასტურებს ვ--------–----–-–---–ისთვის 10000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 24000 ლარი) გადაცემის ფაქტს და განმარტავს, რომ დარჩენილი თანხა თავად ეკუთვნოდა, ვინაიდან თავის დროს სწორედ მან გაისტუმრა მერაბ ერქვანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის, ასევე მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოვალისთვის აუცილებია, ვინაიდან სწორედ მას აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი.

 

ამდენად, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მათ მიერ ვ--------–----–-–---–ისთვის ჯამში 27700 აშშ დოლარის გადახდა, რომლის მტკიცების ტვირთიც სწორედ მათ მხარესაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება, რაც ვერ განახორციელა მოსარჩელემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელწერილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.

 

მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს 10000 აშშ დოლარის ექვივალენტის 24000 ლარის გარდა სხვა თანხის გადახდის ფაქტი და აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს 27700 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების, შესაბამისად ამ თანხის ფარგლებში ვ--------–----–-–---–ის მოთხოვნის ნაწილობრივ გაქვითვის სამართლებრივი საფუძველი.

 

ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნები უსაფუძვლოა და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები, (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გაუქმებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--------------ისა და ნ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 2208.30 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე