განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 820100118002708406
1-291/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24.12.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი რ----- ბ---–----ე
ბრალდებული ა------ მ----–--ე
ადვოკატი ბ------ ბ------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
ბრალდებული: ა------ მ----–--ეს მიმართ
მამის სახელი: დ------
დაბადებული: 01.03.1---
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა:საქართველო
ოჯახური მდგომარეობა :დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მისამართი: შუახევი, სოფელი ბ----------–-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.2017 წლის 04 იანვრის განაჩენით ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევი ა------ მ----–--ე, 2017 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით, შუახევის მუნიცეპალიტეტის სოფელ ბარათაულში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თ-----, თ--------, თ----- და მ------ მ----–--ეების თანდასწრებით, მეუღლე დ--–- დ------ის მიმართ ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიეერ შეურაცხყოფასა, რამაც დ--–- დ------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, და დამცირება, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2 .ბრალდებულმა ა------ მ----–--ემ თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებული დ--–- დ------ის, არასრულწლოვანი მოწმეების თ-----, თ--------, და მ------ მ----–--ეების, მოწმეების გ------- მ----–--ის, ე---- მ----–--ის და სხვა პირთა ჩვენებებით, სასამართლო ფიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 2017 წლის 04 იანვრის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ა------ მ----–--ემ არაერთგზის ჩაიდინა ოჯახის წევრის, მეუღლის-დ--–- დ------ის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება არასრულწლოვნი შვილების თანდასწრებით, რამაც გამოიწვია დ--–- დ------ის ტანჯვა.
სამართლებრივი შეფასება:
6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ მ----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ " და "ე" ქ/პუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. ა------ მ----–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
8 .ა------ მ----–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულთან შერიგება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------ მ----–--ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს და მან აპატია დანაშაულის ჩადენა, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ამავდროულად, ვინაიდან მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67.5-ე მუხლის თანახმად უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ა------ მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს 2017 წლის 04 იანვრის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირიტად სასჯელს დაემატოს წინა , 2017 წლის 04 იანვრის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 /ოთხი/ თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ა------ მ----–--ეს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით.
2. ა------ მ----–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, 2018 წლის 27 სექტემბრიდა.
3 .გაუქმდეს მსჯავრდებულ ა------ მ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.
4. განაჩენი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი