გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10151-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - ილ----------------–---–ი
მოპასუხე - ზურ--------–-–---–ი
შსს სა---------–-------–-–--------------------
სა---------–--------------------------------
წარმომადგენელი - აღს-----–---------------–----------
დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება და მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
გათავისუფლდეს ყადაღისაგან ავტოსატრანსპორტო საშუალება B--------- სანომრე ნიშნით A------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი WB--------------- და მოსარჩელე ილ----------------–---–ი ცნობილი იქნას ავტომანქანის მესაკუთრედ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღს-----–---------------–----------ს 2----–-–--------------ის #8-----–ერილით ირკვევა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია:
1. 0------------- სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 05.12.2--- წლის N1----- განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ-----------–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2. A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 06.12.2--- წლის N1-------- განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ-----------–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. A-------- სააღსრულებო საქმე, სა---------–-------–-–-ის მიერ 15.06.2----–-ლს გაცემული ე------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ-----------–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა და/ან საურავის სახით 1 000 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ასევე თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.04.2---–, 04.05.2---– და18.07.2---–- წერილებით. ამასთან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 03.04.2---–- #A---------0------ წერილით დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2----–-–---------–-სს, 2----–-–----------ს და 20---–-–---------–-სს ყადაღა დაედო და დაკავებაზე გადაეცა მოვალის - ზ-----------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა B--------- სახ. ნომრით A------ (ს.ფ. 27-31).
3.2.2. 1----–-–------------–ს ზურაბ აბელაშვილის მიერ ი-–-----------–---–-ს (იგივე ილ----------------–---–ი) სახელზე გაცემულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - B--------- სანომრე ნიშნით A------, ძრავა - 8------- შასი N41----------- მინდობილობა განკარგვის უფლებით. (ს.ფ. 18-19)
3.2.3. ის გარემოება, რომ ავტომანქანა შეძენილია ილ----------------–---–ის მიერ და იმყოფება მის მფლობელობასა და საკუთრებაში, დგინდება ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ფლობით, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მინდობილობით, საქართველოს შსს-ს მიერ გაცემული ცნობით და საშვით. ამასთან, სათანადო მტკიცებულება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სადავო ავტომობილზე მოსარჩელის კუთვნილების ფაქტს მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე და 44-ე მუხლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ამავე კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი. ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, იძულებით აღსრულება დასაშვებია მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით. განსახილველ შემთხვევაში, იძულებით მოვალეს წარმოადგენს ზ------------–-–---–ი, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად იმ პირების კუთვნილი ქონების აღწერასა და რეალიზაციას, რომლებიც სააღსრულებო ფურცელში არ არიან მითითებული მოვალეებად. სასამართლო განმარტავს, რომ ავტომობილის სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს ”საგზაო მოძრაობის უსაფრთოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.01.07წ. #150 ბრძანებით დამტკიცებული ”მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების” შესახებ ინსტრუქცია. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტების რეგულირების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული უზრუნველყოფის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის დადგენილი წესები. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს საკუთრების უფლება მყიდველს ქონებაზე, მიაწოდოს მასთან დაკავშირებული საბუთები და საქონელი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემებებიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ავტომობილის მესაკუთრე არის მოსარჩელე ილ----------------–---–ი, რომელიც არ აგებს პასუხს ზ------------–-–---–ის ვალდებულებებზე, რაც უკანონოს ხდის ყადაღას მის კუთვნილ ავტომობილზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ილ-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან ავტოსატრანსპორტო საშუალება B--------- სანომრე ნიშნით A------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი WB--------------- და მოსარჩელე ილ----------------–---–ი ცნობილი იქნას ავტომანქანის მესაკუთრედ.
3. მოპასუხეებს ილ-----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 100 ლარის გადახდა სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე