გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210018002481656
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/16699-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - რა------------ი

წარმომადგენელი - სო-------–--ე

მოპასუხე - ნ----------–---–ი

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ნ----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე აბ-–--------------------–---------- დაზუსტებული ფართობი 4720 კვ.მ მასზე განთავსებული 2 სართულიანი შენობა-ნაგებობით, ფართით 94.3 კვ.მ, ს/კ 4-.0-.02.5-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს რა------------ს. 1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე აბ-–--------------------–---------- დაზუსტებული ფართობი 4720 კვ.მ მასზე განთავსებული 2 სართულიანი შენობა-ნაგებობით, ფართით 94.3 კვ.მ, მიწის ს/კ 4-.0-.02.5-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე რა------------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA----------------. (ს.ფ. 14-15) 3.2.2 სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მოპასუხეე ფლობს სადავო უძრავ ქონებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. უძრავი ქონების ფლობის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ წინა მესაკუთრეს წარმოდგენდა მოპასუხე. ეს უკანასკნელი კი განმარტავს, რომ იგი არასოდეს არ დაუფლებია სადავო ქონებას და მის ფლობას კვლავ აგრძელებს ყოფილი მესაკუთრე, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი ცხოვრობს თბილისში, სადაც ჩაიბარა სარჩელი და თანდართული მასალები. სასამართლო მიუთითებს, რომ თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთია იმის დადასტურება, რომ მოპასუხე ნამდვილად მოსარჩელის უძრავ ქონებას ფლობს არამართლზომიერად. მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოების დადასტურება, მას არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება, რაც ნათელს გახდიდა მოპასუხის მხრიდან N4-.0-.02.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფლობას, რაც გამორიცხავს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მისი კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხის მხრიდან ფლობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მან ვერ შეძლო მის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოების დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ნივთის მფლობელი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარი დარჩება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 60 ლარი დაუბრუნდება ბიუჯეტიდან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. რა------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. რა------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 120 ლარიდან ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი, რომელიც გადახდილია 06/06/2018, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება N0)

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე