განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: პროკურორი - გიორგი ღონღაძე
სტაჟიორ-პროკურორი - გაგა გელაშვილი
დაცვის მხარე: ბრალდებული - რ----–----------ი (დასწრების გარეშე), დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-----------------–----------------ში.
ადვოკატი რიმა გურგულია
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ----–----------მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------, 2018 წლის 01 თებერვალს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ. რ-------–---------------------ზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება - შეცვლილი, ნამდვილი არასწორად გაცემული ან ანალოგიური ან არაკანონიერად, ყალბი გზით მოპოვებული ან დამზადებული რაიმე უფლების ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი საბუთის (ამ შემთხვევაში მართვის უფლების (მძღოლის) მოწმობის) გამოყენება (პატრულ-ინსპექტორისთვის წარდგენა).
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ა-–----------------ი რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილესთან გ-----–------ესთან ერთად. ქ. რ-------–----------------------ზე, ღამის საათებში გაჩერებული იქნა ავტომანქანა ვაზ - 2---, რუსული სახელმწიფო ნომრით, მოძრაობის წესების დარღვევის გამო. მეწყვილე მივიდა მოქალაქესთან, რომელმაც მას წარუდგინა რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა და პირადობის მოწმობა, პირადობის მოწმობაში და მართვის მოწმობაში სახელის ერთ ასოში იყო ცდომილება, კერძოდ, ერთგან ეწერა რ---- მ--------ი, ხოლო მეორეგან რ----–----------ი. მათ ეჭვი შეეპარათ დოკუმენტის ნამდვილობაში, ამის გამო დოკუმენტაცია პატაკით გადაეგზავნა სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფში, სადაც გაარკვიეს, რომ აღნიშნული მართვის მოწმობა იყო ყალბი, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით დამზადებული. რამდენადაც ახსოვს მოქალაქეს რ. მ--------ს მათ მიმართ პრეტენზია არ ჰქონია, მას აუხსნეს, რომ მართვის მოწმობაში და პირადობის მოწმობაში სახელის ერთი ასოში იყო ცდომილება. მან ხელი მოაწერა დოკუმენტებზე. რ. მ--------ს გვერდით ეჯდა მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა მართვის მოწმობა და განმარტა რომ მანქანას გადააბარებდა აღნიშნულ პიროვნებას.
3.2 .სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- სამმართველოში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილესთან ერთად. ქ. რ-------–----------------------ზე, დაახლოებით 23:00 საათი იქნებოდა, გაჩერებული იქნა ავტომანქანა ვაზ - 2---, რუსული ნომრებით, მოძრაობის წესების დარღვევის გამო. იგი გამოცხადდა მძღოლთან, მას განუმარტა მისი უფლებები, აუხსნა რომ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, მოსთხოვა წარედგინა მართვის მოწმობა და ტექ. პასპორტი. მძღოლმა მას წარუდგინა რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა და პირადობის მოწმობა. როდესაც ჯარიმის დაწერა დააპირეს ნახეს, რომ პირადობის მოწმობაში და მართვის მოწმობაში სახელის ერთ ასოში იყო ცდომილება, კერძოდ, მართვის მოწმობაში ეწერა რ---- მ--------ი, ხოლო პირადობის მოწმობაში რ----–----------ი. მათ ეჭვი შეეპარათ დოკუმენტის ნამდვილობაში, ვინაიდან ხშირი იყო ასეთი შემთხვევები. რ----–----------ს განემარტა, რომ ვინაიდან სახელის ერთ ასოში იყო ცდომილება, უნდა გაერკვიათ და ამ მიზნით ჩამოართვეს მართვის მოწმობა, საუბარი მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, რ. მ--------ს ქართული ესმოდა, გვერდით მანქანაში მას ეჯდა პიროვნება, რომელსაც ჰქონდა მართვის მოწმობა და მას ხელწერილით გადაეცა ა/მანქანა. მართვის მოწმობა გადააბარეს ხელმძღვანელობას, შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული მართვის მოწმობა იყო ყალბი.
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- სამმართველოში გამომძიებლად. 2018 წლის 1 თებერვალს დაეწერა პატაკი ყალბი მართვის მოწმობასთან დაკავშირებით, რომელსაც თან ერთვოდა დალუქული სახით მართვის მოწმობა და თანდართული დოკუმენტები. აღნიშნული პატაკის საფუძველზე, მან დაიწყო გამოძიება რ----–----------ის მიმართ ყალბი მართვის მოწმობის გამოყენების ფაქტზე. მოწმის სახით გამოკითხა პატაკის ავტორი ა-–--------------------–--ა, რომელმაც მართვის მოწმობაზე დანიშნა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მართვის მოწმობა იყო ყალბი. ასევე გამოკითხნენ პატრულ-ინსპექტორები ა-–----------------ი და გ-----–------ე, რომლებმაც განმარტეს, რომ 2018 წლის 1 თებერვალს ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც ქ. რ-------–----------------------ზე, ღამის საათებში მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს ავტომანქანა, რუსული სახელმწიფო ნომრით. მოქალაქემ მათ წარუდგინა რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა და პირადობის მოწმობა, პირადობის მოწმობაში და მართვის მოწმობაში სახელის ერთ ასოში იყო ცდომილება, კერძოდ, პირადობის მოწმობაში ეწერა რ----–----------ი, ხოლო მართვის მოწმობაში რ---- მ--------ი. მათ ეჭვი შეეპარათ დოკუმენტის ნამდვილობაში, ამის გამო დოკუმენტაცია პატაკით გადააგზავნეს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფში. მის მიერ ასევე გაგზავნილი იქნა წერილები მომსახურების სააგენტოში, რუსეთში, ინტერპოლის ბიუროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, საიდანაც გამოთხოვილი იქნა დოკუმენტაცია, მათ შორის რ----–----------ის განაჩენის ასლი. რუსეთის ფედერაციიდან მოვიდა პასუხი, რომ რ----–----------ის სახელზე გაცემული არ ყოფილა მართვის მოწმობა, ასევე სააგენტოდანაც მოვიდა პასუხი, რომ მის სახელზე არ იყო გაცემული მართვის მოწმობა. იგი ცდილობდა დაკავშირებოდა რ----–----------ს, ის ტელეფონზე არ პასუხობდა, მისამართზეც არ იმყოფებოდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მას გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს საზღვარი თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით. მან რ----–----------ის ნათესავებისგან გაარკვია მისი ტელეფონის ნომერი, დაუკავშირდა და აუხსნა საქმის ვითარება, რომ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და თუ არ ჩამოვიდოდა მას დაუსწრებლად წარედგინებოდა ბრალი. რ. მ--------მა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. შემდეგ მოწმე დაუკავშირდა ბრალდებულის ნათესავებს და უთხრა, რომ მათ ჰქონდათ უფლება წარმოედგინათ ადვოკატი, რაზედაც განაცხადეს რომ არ ჰქონდათ საშუალება და თანახმა იყვნენ მას სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნოდა ადვოკატი. ამის შემდეგ რ----–----------ს მის დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
3.4 .სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–--------------------–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში მუშაობდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარ სამმართველოში, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფში, უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 თებერვალს მას შესასრულებლად დაეწერა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის გ-----–------ის პატაკი, სავარაუდო ყალბი მართვის მოწმობის ფაქტზე, დალუქული სახით. მის მიერ დოკუმენტზე დანიშნული იქნა დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზა და გადაგზავნილი იქნა საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი რ---- მ--------ის სახელზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული მართვის მოწმობა იყო ყალბი, ბლანკი დამზადებული იყო სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამებოდა ანალოგიური სახის დოკუმენტს. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა შესაბამის საგამოძიებო სამსახურს.
3.5. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - ფორმა N1 დადგინილია, რომ 2018 წლის 18 თებერვალს დაიწყო გამოძიება სს N0----------- საქმეზე, რომლის მიხედვით 2018 წლის 10 თებერვალს, 23:15 საათზე, კ--------ს გამზირზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გაჩერებული იქნა ავტომანქანა ვაზ - 2---, რუსული სახ. ნომრით a----------), რომელსაც მართავდა 14.11.1--- წელს დაბადებული, ფ-------–----------------ში მცხოვრები რ----–----------ი, რომელმაც წარმოადგინა 10.02.2016 წ. რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული მართვის მოწმობა ნომრით 1---------. დოკუმენტის ტექნიკური 2------- დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ რ---- მ--------ის სახელზე გაცემული N1--------- მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის დოკუმენტს.
3.6. ა. კორპულევას პატაკით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 თებერვალს მას შესასრულებლად დაეწერა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ ინსპექტორის გ-----–------ის N------ პატაკი, სავარაუდო ყალბი მართვის მოწმობის ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზედაც 2018 წლის 6 თებერვალს მის მიერ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დანიშნული იქნა დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის 12.02.2018 წლის 2------- დასკვნის საფუძველზეც გაირკვა, რომ რ. მ--------ის სახელზე შევსებული N1--------- მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის დოკუმენტს.
3.7. გ. მ–------ის პატაკის მიხედვით 2018 წლის 01 თებერვალს ასრულებდა რა სამსახურეობრივ მოვალეობას, მეწყვილესთან ა-–----------------თან ერთად, სამსახურეობრივი ავტომანქანით, ბორტის ნომრით ,,5108“ დაახ. 23:15 საათზე, კ--------ს გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გაჩერებული იქნა ავტომანქანა ვაზ - 2---, რუსული სახ. ნომრით a----------), რომელსაც მართავდა 14.11.1--- წელს დაბადებული, ფ-------–----------------ში მცხოვრები რ----–----------ი, რომელმაც წარმოადგინა 10.02.2016 წ. რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული მართვის მოწმობა ნომრით 1---------. მათ მიერ გადამოწმებული იქნა რ----–----------ი საზღვრის კვეთაზე, საიდანაც მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ რ----–----------ს 2016 წლის 03 დეკემბერს გადაკვეთილი ჰქონდა საზღვარი და უკან დაბრუნდა 2017 წლის 26 ოქტომბერს იგივე ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტიდან. სახელი საქართველოს პირადობის მოწმობაში ეწერა რამილ, ხოლო რუსული მართვის მოწმობაში რ----, რაც ბადებდა ეჭვს, რომ რ. მ--------ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სავარაუდოდ უნდა იყოს ყალბი.
3.8. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 12 თებერვლის დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის 2------- დასკვნით მიხედვით ექსპერტიზაზე წარდგენილი რ---- მ--------ის М------------------------------------------------------) სახელზე შევსებული 1--------- მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის დოკუმენტს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ქ----------–---–--ნმა და განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი იყო საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს უფროსის კახა ბუხრაძის 2018 წლის 6 თებერვლის მომართვა. გამოსაკვლევად წარდგენილი იყო რ----–----------ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, დალუქული სახით ქაღალდის პაკეტში, რომელის ლუქი დარღვეული არ იყო. კვლევის შედეგად დადგენილი იქნა რომ მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებული იყო სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის დოკუმენტს. მათ აქვთ ელექტრონული ბაზა ნამდვილი დოკუმენტების, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის რუსული და სედარება მოხდა ამ ბაის მეშვეობით, თუმცა ბაზაც რომ არ იყოს ოფიციალური დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ნორმებს, რომ მას ჰქონდეს ნამდვილი დოკუმენტის მახასიათებელი, კერძოდ, გარკვეული ბეჭვდის ტექნოლოგია უნდა იქნეს გამოყენებული, ამ შემთხვევაში კი ნამდვილი დოკუმენტის არცერთი მახასიათებელი არ ჰქონდა ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ დოკუმენტს, სტამბაში დამზადებული დოკუმენტის არცერთი მახასიათებელი არ ქონდა, როგორც პრინტერზე ამობეჭდული ისეთი სახის დოკუმენტი იყო.
3.9. პიროვნების შესახებ ინფორმაციით დგინდება, რომ რ----–----------ს ბოლოს უფიქსირდება საქართველოს საზღვრის კვეთა, კერძოდ გასვლა საქართველოდან 2018 წლის 28 თებერვალს.
3.10 2018 წლის 01 სექტემბრის ოქმის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ი--------------ძე გამოცხადდა რ----–----------ის რეგისტრაციის ადგილზე მდებარე ქ-------–--------------–-----------------ში, სადაც ასევე ცხოვრობს მისი ბიძაშვილი ი----- მ--------ი. ამ უკანასკნელის განმარტებით რ----–----------ი მისამართზე აღარ ცხოვრობდა და წასული იყო თურქეთში. გამომძიებლის მიერ მას განემარტა, რომ რ----–----------ი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და გამოცხადებულიყო გამომძიებელთან, რაზედაც ი----- მ--------მა განაცხადა, რომ დაუკავშირდებოდა და აღნიშნულს გადასცემდა თავის ბიძაშვილს.
3.11 2018 წლის 05 სექტემბრის ოქმით დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ი--------------ძე გამოცხადდა რ----–----------ის რეგისტრაციის ადგილზე მდებარე ქ-------–--------------–-----------------ში, სადაც ცხოვრობს მისი ბიძაშვილი ი----- მ--------ი. რომელმაც განმარტა რომ დაუკავშირდა თავის ბიძაშვილს რ----–----------ს ტელეფონის ნომერზე 5----------, ხოლო რ----–----------მა ჩამოსვლაზე საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
3.12 2018 წლის 05 სექტემბრის ოქმის მიხედვით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ი--------------ძე 2018 წლის 5 სექტემბერს, 19:30 საათზე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- დაუკავშირდა რ----–----------ს ტელეფონის ნომერზე 5---------- და განუმარტა, რომ მის მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ყალბი მართვის მოწმობის შეძენისა და გამოყენების ფაქტზე. იგი დაბარებული იქნა 2018 წლის 7 სექტემბერს, 18:00 საათზე ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, რაზედაც რ----–----------მა განაცხადა უარი და განმარტა, რომ არ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. მას ასევე განემარტა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებლად წარედგინებოდა ბრალი და სს საქმე გადაიგზავნებოდა განსახილველად სასამართლოში. აღნიშნულის შემდგომ რ----–----------მა ასევე განაცხადა უარი საქართველოში ჩამოსვლაზე.
3.13 2018 წლის 07 სექტემბრის ოქმით დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ი--------------ძე 2018 წლის 7 სექტემბერს, 19:00 საათზე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- ცადა დაკავშირებოდა რ----–----------ს ტელეფონის ნომერზე 5---------- თუმცა ტელეფონის ზარს არ პასუხობდა.
3.14 2018 წლის 10 სექტემბრის ოქმით დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ი--------------ძე 2018 წლის 10 სექტემბერს, 18:30 საათზე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- ცადა დაკავშირებოდა რ----–----------ს ტელეფონის ნომერზე 5---------- თუმცა ტელეფონის ზარს არ პასუხობდა.
3.15 2018 წლის 11 სექტემბრის ოქმით დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ი--------------ძე 2018 წლის 10 სექტემბერს, 18:30 საათზე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- ცადა დაკავშირებოდა რ----–----------ს ტელეფონის ნომერზე 5---------- თუმცა ტელეფონის ზარს არ პასუხობდა.
3.16. სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, დაადგინა მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ----–----------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს რ----–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. იგი შეიძლება ადასტურებდეს ან უარყოფდეს ამა თუ იმ ფაქტს, რომელიც წარსულს, აწმყოს ან მომავალს ეხება. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობებით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალური დოკუმენტია ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კერძო (პირადი) ხასიათის დოკუმენტი _ განცხადება, ხელწერილი, ხელშეკრულება, მინდობილობა.
სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, ანუ კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი - მმართველობის წესს. ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისევე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა, გაყალბება.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში, მათ შორის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენებაში, რაშიც იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე.
ამდენად, მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად უტყუარად დასტურდება, რომ რ----–----------მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------, 2018 წლის 01 თებერვალს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ. რ-------–---------------------ზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-- მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს. შესაბამისად სამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ და ზემოხსენებულ მტკიცებულებათა შეფასება-გაანალიზების შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ----–----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ რ----–----------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა;
ბრალდებულ რ----–----------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, რ----–----------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ყალბი ოფიციალური დოკუემნტის გამოყენება და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთ) წლის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
რ----–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე დართული რ----–----------ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01(ერთ) წლის ვადით.
2. რ----–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. რ----–----------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე დართული რ----–----------ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, 1 თვის ვადაში.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი