განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
160100118002608443
დავის ტიპი
239 3
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002608443

საქმეN1/228-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი 2018 წელი ქ.ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

 

სხდომის მდივანი - თამარ სისვაძე, ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზა--- ცქ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რო-–-- მა--------- დაბადებული 1-----–-–--------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები, მა-------–-, ნა----------ს ქ.N-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ხულიგნობა, ესეიგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით)

 

ადვოკატი - ია---- ჯღ-------

 

არჯიმანი - ნა--–- იბ----------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლლის 25 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე რო-–-- მა-------ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, შევიდა ქ.მარნეულში, ნა----------ს ქ.N-5-ში მდებარე რესტორანში, სადაც კვლავ მიირთვა ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 15 წუთში ის მივიდა რესტორანის მიმტან აბ---- მუ--------ასთან, რომელიც რესტორანის შენობაში რეცხავდა ჭურჭელს და უმიზეზოდ რამდენჯერმე დაარტყა დანა სხეულის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე ჯანმრთელობის მოშლის გამო. რო-–-- მა-------ის აღნიშნული ქმედების შედეგად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და შეფერხდა ბარის ნორმალური ფუნქციონირება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულების, რო-–-- მა-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინევბული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

2018 წლლის 25 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე რო-–-- მა-------ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, შევიდა ქ.მარნეულში, ნა----------ს ქ.N-5-ში მდებარე რესტორანში, სადაც კვლავ მიირთვა ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 15 წუთში ის მივიდა რესტორანის მიმტან აბ---- მუ--------ასთან, რომელიც რესტორანის შენობაში რეცხავდა ჭურჭელს და უმიზეზოდ რამდენჯერმე დაარტყა დანა სხეულის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე ჯანმრთელობის მოშლის გამო.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე რო-–-- მა-------ის მიერ ხულიგნობის, ესეიგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა და---რალებულის აბ---- მუ--------ას, მოწმეების გი----ა მუ--–--ის, სა---- ჰა------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა და---რალებულმა აბ---- მუ--------ამ აჩვენა, რომ ცხოვრობს მა-------–-ს რაიონის სოფელ სარვანში, იქვე მდებარე რესტორანში მუშაობს მიმტანად, დილის თერთმეტი საათიდან ღამის 12 საათამდე. 2018 ელის 25 აგვისტოს საღამოს საათებში სასადილოში შემოვიდა რო-–-- მა-------ი, რომელმაც შეუკვეტა ხინკალი, რო-–--ი ნასვამი იყო, მან ხინკალთან ერთად კიდევ შეუკვეთა ალკოჰოლური სასმელი. იგი ჯერ დარბაზში დაჯდა შემდეგ ეზოში მოისურვა დაჯდომა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან დაინახა, რომ რო-–--მა ლუდის ჩამოსასხმელთან დადებული იდანა აიღო. რესტორანში ასევე იყვნენ სხვა კლიენტები, რომლებიც ეზოში ისხდნენ მათ მოითხოვეს ლუდი და იმის გამო, რომ იგი ჭურჭელს რეცხავდა, ლუდი მათ მზარეულმა მიუტანა. დარბაზში ლუდის ჩამოსასხმელიდან რამდენიმე მეტრში, წურჭლის რეცხვის დროს მას რო-–-- მა-------ი მიუახლოვდა, მაისურში დაქაჩა და მარცხენა მხრიდან დაარტყა დანა, დარტყმის შემდეგ მაგიდას მიეყრდნო, რო-–--მა მეორედაც ცადა დანის დარტყმა, რომელიც მარცხენა მკერდის არეში მოხვდა. დაიყვირა ,,რო-–--მა დამარტყაო" მივიდნენ მასთან წამოაყენეს და ჭრილობაზე სალფეთქები დაადეს, რა დროსაც რო-–--ი გაიქცა. აღნიშნული ინციდენტი 5 წუთი გაგრძელდა, არც გინებას და არც რაიმე უცენზურო სიტყვებს რო-–--ის მხრიდან ადგილი არ ქონია, ამ დროს დარბაზში არავინ არ იმყოფებოდა, რო-–--მა დანა რატომ დაარტყა მიზეზი არ იცის. დღეის მდგომარეობით რო-–-- მა-------ის მიმართ პრეტენზია აქვს და ითხოვს იგი დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნო------- ალ-----------მა აჩვენა, რომ ცხოვრობს მა-------–-ს რაიონის სოფელ სადახლოში, ხოლო მუშაობს სოფელ სარვანში მდებარე რესტორანში მზარეულად, მასთან ერთად მუშაობს აბ---- მუ--------ა და სა---- ჰა------ი. სასადილო მცირე ზომისაა, მაგიდები დგას, როგორც შიგნით ასევე ეზოში. აბ---- მუ--------ა სასადილოში მიმტანად მუშაობს თან ჭურჭელს რეცხავს. 2018 წლის 25 აგვისტოს საღამო საათებში რო-–-- მა-------ი შევიდა მათ დაწესებულებაში, დაჯდა დარბაზში, ხოლო შემდეგ ეზოში და შეუკვეთა სადილი. ასევე შევიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც რო-–-- მა-------ისგან მოშორებით 4-5 მეტრში დასხდნენ. აბ---- მურადაოვა ჭურჭელს რეცხავდა დარბაზში. შემოსულმა ბიჭებმა ლუდი, შეუკვეთეს, რომელიც თვითო მიუტანა იმის გამო, რომ აბ----ს არ ეცალა. როდესაც სამზარეულოში ბრუნდებოდა გაიგონა აბ----ს ხმა, რომელიც იძახდა რო-–--მა დამარტყაო, მან იფიქრა, რომ რო-–--მა ხელი გაარტყა აბ----ს. როცა აბ---- დასვა მაშინ დაინახა, რომ მას სისხლი მოსდიოდა. სასწრაფოს გამოუძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რო-–--ის ხელში რაიმე იარაღი არ დაუნახავს, როცა აბ---- დაეცა რო-–--ი შენობ----ნ გავიდა, მიზეზი თუ რატომ დაარტყა დანა აბ----ს რო-–--მა მისთვის უცნობია. დარბაზში სადაც რო-–--მა დანა დაარტყა აბ----ს არავინ არ ყოფილა, შესაბამისად არც არავის დაუნახავს აღნიშნული ფაქტი. ადგილზე დასახმარებლად არავინ არ მისულა, აღნიშნული ინციდენტი დაახლოებით 5 წუთი მიმდინარეობდა. მომხდარის შემდეგ სასადილო დაკეტეს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ სა---- ჰა------მა აჩვენა, რომ მუშაობს მა-------–-ს რაიონის სოფელ საბირქენდის შესასვლალთან მდებარე რესტორანში მზარეულად. 2018 წლის 25 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა თავის მოვალეობას. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ მის პირადად არაფერი დაუნახავს, საღამოს საათებში მათთან ერთად მომუშავე ნო-------მა რომლის გვარიც არ იცის დაუძახა, რომ აბ----ს დაარტყესო. აბ----ს, რომელიც მასთთან მიმტანად მუშაობს ტანზე ტილო ქონდა შემოხვეული, იგი წამოაყენეს მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა რო-–-- მე-----მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მას კონფლიქტი მოუვიდა მა-------–-ს რაიონის სოფელ სარვანში მდებარე რესტორანში მომუშავე აბ---- მუ--------ასთან. მის მიერ მოთხოვნილი შეკვეთის მოტანისას აბ----მ მას შეურაცხყოფა მიაყენა, მანვე დაახლოებით ექვსი წლის წინ ცილი დასწამა, რაც გაახსენდა სიმთვრალისას, რის გამოც რესტორნის დარბაზში, ბუფეტთან დანა რამდენჯერმე დაარტყა აბ---- მუ--------ას. აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია, რესტორანში ამ დროს მზარეული იყოფებოდა, გარეთ ისხდნენ კლიენტებიც, მასი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ხმაურს, ყვირილს საზოგადოებრივ წესრიგის უხეშად არღვევას და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ადგილი არ ჰქონია, მას მისი ქმედებით არავინ შეუწუხებია. მისივე განმარტებით იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს აღნიშნულ დანაშაულს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები რო-–-- მა-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით ,,ა“ წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათგამო:.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ რო-–-- მა-------ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

რო-–-- მა-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება (სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით) ამ ნაწილში არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული (სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით) დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზოგადად ქმედების კვალიფიკაციაზე და სამართლებრივ შეფასებაზე. (ხულიგნობის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხულიგნობისათვის - ქმედებისათვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები კუმულაციურია და დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის ყველა დასახელებული ნიშანი სახეზე უნდა იყოს. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის საკმარისი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ ეს დარღვევა უნდა იყოს უხეში, რაც შეფასებითი ცნებაა, რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. რაც შეეხება საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობას, ამ შემთხვევაში სახეზეა ორი მომენტი, ერთი ის, რომ ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი ყოველთვის იქცევა, ისე, როგორც სურს, ხოლო მეორე მომენტია ის, რომ მისი ამ განწყობის დემონსტრირებისათვის პირი ჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს. რო-–-- მა-------ის მხრიდან ზემოთ მითითებული ნიშნები არ დასტურდება არათუ ბრალდების ფორმულირებით, არამედ - საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით.

 

შეფასება იმისა, თუ რამდენად უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმაოდ არადამაჯერებელი და არასარწმუნოა, ბუნდოვანია და მათში არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული კანონსაწინაარმდეგო ქმედება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და---რალებულ აბ---- მუ--------ას, მოწმეების სა---- ჰა------ის და ნო------- ალ-----------ის ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით უნდა გამოირჩეოდეს და წარმოადგენდესს საქმის მტკიცებულებების მნიშვნელოვან წყაროს, მოწმეები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ, რომ რესტორანში არ ყოფილა ხმაური და არც მისი ფუნქციონირება არ შეწყვეტილა. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან ვერც საზოგადოებისადმი უპატივცემულობის ხარისხი და ვერც ის გარემოება რამდენად შეფერხდა რესტორნის მუშაობა და რამდენად უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რო-–-- მა-------ის ქმედება არ მოიცავს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების - ხულიგნობის შემადგენლობას და შესაბამისად, ბრალდების ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს.

 

საამართლო აღნიშნავს, რომ ხულიგნობა ე.წ. უმოტივო დანაშაულია, კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რო-–-- მა-------ს ამოძრავებდა სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ რო-–-- მა-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები ექსპერტ შალვა გიგაურის, ნიკა ჯაჭვაძის, დიმიტრი კვირკაშვილის, გიორგი ოქრუაშვილის, გამომძიებელ როლანდ ბოლქვაძის მიერ ჩატარებული მოქმედებები მხარეებს საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, მა-------–-ს შს რაიონული სამმართველოს გამომძიებლებმა: თამარ ჩუბინიძემ, დაადასტურა მის მიერ და მასი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მართებულობა და საგამოძიებო მოქმედებებისას მოპოვებულ ინფორმაცია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს, ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვისა და ბრალდების მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა მოწმე, რომლებიც ბრალდებულების წინააღმდეგ ან/და სასარგებლოდ იძლეოდნენ ჩვენებას. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, ჯვარედინი დაკითხვის შედეგად - და---რალებულის აბ---- მუ--------ას, მოწმეების სა---- ჰა------ის, ნო------- ალ-----------ის, თამარ ჩუბინიძის ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს ქ.მარნეულში, ნა----------ს ქუჩა N-5-ში მა-------–-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელ თამარ ჩუბუინიძის, უფროს ექსპერტ ზურაბ ბაზერაშვილის, ექსპერტ შალვა გიგაურის, რესტორანის მეპატრონე ნუსრატ ალიევის, მოწმე ნო------- ალ-----------ის, თარჯიმან ნანული გოგიანის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ნუსრატ ალიევის რესტორანი, რა დროსაც ექსპერტის მიერ რესტორნის დარბაზის იატაკიდან, რომელზეც დაგებულია მეტლახის ფილები, მეტლახის ზედაპირიდან ბიოლოგიური ჩხირის მეშვეობით აღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდი.

 

ექსპერტებმა ზურაბ ბაზერაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს ქ.მარნეულში, ნა----------ს ქუჩა N-5-ში მა-------–-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელ თამარ ჩუბუინიძის, უფროს ექსპერტ ნიკა ჯაჭვაძის, ექსპერტ დიმიტრი კვირკაშვილის, მოწმე ნო------- ალ-----------ის, თარჯიმან ნანული გოგიანის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ნუსრატ ალიევის რესტორანი, რა დროსაც რესტორნის დარბაზში შესასვლელი კარიდან ხელ მარცხნივ ხის ბარ-დახლის გვერდით მდგარ დახლ-მაცივარზე ნანახი და ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ორი ცალი დანა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 სექტემბრის #006825318 დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით აბ---- მუ--------ა 25.08.2018 წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მკურნალობდა 25.08.2018 წლიდან 26.08.2018 წლამდე და დაუდგინდა: მარცხნივ მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ჭრილობები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2018 წლის 26 აგვისტოს მოღების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელ როლანდ ბოლქვაძის მიერ ი----ა მუ--–--ესაგან ამოღებული იქნა აბ---- მუ--------ას მაისური, რომელსაც აღენიშნებოდა 4 სმ სიგრძის დაზიანების კვალი, მაისურზე აღინიშნებოდა მუქი წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.

 

2018 წლის 26 აგვისტოს ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად რო-–-- მა-------ი დაკავებული იქნა 2018 წლის 26 აგვისტოს 0435 საათზე. დაკავება მოხდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში.

 

2018 წლის 27 აგვისტოს და---რალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად და---რალებულად იქნა ცნობილი აბ---- მუ--------ა, რომელსაც მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა და---რალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში და---რალებულ აბ---- მუ--------ას, მოწმეების: სა---- ჰა------ის, ნო------- ალ-----------ის დაკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით; 2018 წლის 26 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; 2018 წლის 3 სექტემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №006825318 დასკვნითა და ასევე რო-–-- მა-------ის დაკითხვის ოქმით უტყუარად დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რო-–-- მა-------მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენას აბ---- მუ--------ას, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა დანა სხეულის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე ჯანმრთელობის მოშლის გამო. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რო-–-- მა-------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა რო-–-- მა-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ რო-–-- მა-------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა რო-–-- მა-------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რო-–-- მა-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური. დანიშნული სასჯელი უნდა ასახავდეს კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმეს, მის ხასიათს და ჩადენის ხერხს, ისევე, როგორც პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის მიდრეკილებას კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის დამძიმების კუთხით ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების მოტივს, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას საჯარო ადგილას, დანაშაულის ხასიათის და ჩადენის ადგილიდან გამომდინარე მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, რაც თავისი არსით მიმართულია საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების, ასევე სახელმწიფოს მართვის დადგენილი წესის წინააღმდეგ.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა ემსახურებოდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რათა მან სრულად გაათვითცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მავნებლობა საზოგადოებრივ ინტერესზე, კერძოდ, წესრიგსა და უსაფრთხოებაზე. რო-–-- მა-------ის მიერ უგულვებელყოფილი იქნა სახელმწიფოს მართვის დადგენილი წესი და ზოგადად კანონის მოთხოვნა.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის ინდივიდუალურ მახასიათებელს.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია, რაც ემსახურება საზოგადოების სიმშვიდეს, კრიმინალის შემცირებას. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულებმა მომავალში აღარ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. რო-–-- მა-------ის პიროვნებ----ნ და წარსულიდან, მის მიერ ჩადენილი ქმედებებ----ნ და ამ ქმედებების ხასიათიდან და ჩადენის ხერხიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს ზომიერად მკაცრი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბრალდებულების გამოსწორება.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, რო-–-- მა-------ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და რო-–-- მა-------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებ----ნ გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: აბ---- მუ--------ას ტანსაცმელი (ინახება მა-------–-ს შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს აბ---- მუ--------ას.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისასა ამოღებული ორი ცალი დანა (ინახება მა-------–-ს შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 13-ე 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271- 272-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე, 293-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რო-–-- მა-------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რო-–-- მა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის120-ე მუხლით

(2018 წლის 30 ნოემბრამდე არსებული რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

რო-–-- მა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

რო-–-- მა-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 26 აგვისტოდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: აბ---- მუ--------ას ტანსაცმელი (ინახება მა-------–-ს შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს აბ---- მუ--------ას.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისასა ამოღებული ორი ცალი დანა (ინახება მა-------–-ს შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებ----ნ ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი