განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100118002752668
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - ლ---- ვ-------ის,ადვოკატ - ნ--–- ი------–---–ის,ბრალდებულ - ი-----–- ფ---–----–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- ფ---–----–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 1-------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის თბილისი, ვ---------–---------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, ვ---------–-------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- ფ---–----–---–მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც რელურად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 3 ნოემბერს ღამის საათებში ქ.თბილისი ვ---------–-------------------------------------------ში ი-----–- ფ---–----–---–მა მის მეუღლეს ნ---- ჩ-----–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მკერდთან მიადო დანა და დაემუქრა მოკვლით. აღნიშნული მუქარა ნ---- ჩ-----–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ბრალდებულმა ი-----–- ფ---–----–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ი-----–- ფ---–----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს ღამის საათებში ქ.თბილისი ვ---------–-------------------------------------------ში ი-----–- ფ---–----–---–მა მის მეუღლეს ნ---- ჩ-----–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მკერდთან მიადო დანა და დაემუქრა მოკვლით. აღნიშნული მუქარა ნ---- ჩ-----–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - შეტყობინებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების ნ---- ჩ-----–ის, ლ---- ს---–-----–-–---–ის, ო----- ა----–---–ის, ბ----- ჯ---–-----ას, რ-------- ჩ---------ს და ნ--------- ფ---–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა ი-----–- ფ---–----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ი-----–- ფ---–----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ი-----–- ფ---–----–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ ი-----–- ფ---–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ფ---–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

2. ი-----–- ფ---–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. ი-----–- ფ---–----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 დეკემბრიდან.

4. ი-----–- ფ---–----–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 ნოემბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

5. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);

6. ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; ორი ცალი დანა, რომელიც ინახება შ----------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი