1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას.
2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით.
3. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული.
4. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა სასჯელად ინიშნება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.
5. ძირითად სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან შინაპატიმრობის დანიშვნისას, აგრეთვე პირობითი მსჯავრის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აითვლება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ძირითად სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დამატებით სასჯელად დანიშნული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აითვლება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
6. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევა ხდება და ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შენიშვნა: ამ სასჯელის მიზნებისათვის ტერმინს „იარაღი“ აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2395
–
ვებგვერდი, 08.06.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2018 კანონი №2395
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(308)
- საქმე №2კ-72აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2024 წლის 28 ივნისიდან. 1.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით, 1 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. 1.4. გაუქმდა ა. ხ-ის მიმართ…
- საქმე №2კ-641აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
…მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით, დამატებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის)…
- საქმე №2კ-589აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.11.2025
…ხოლო დანიშნული სასჯელის 1/3 ანუ – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი; 2.2. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა – 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა -იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის…
- საქმე №2კ-423აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.10.2025
…ვადას) შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. დ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა შეეფარდოს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, 5 წლით უნდა აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები – იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის…
- საქმე №2კ-401აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2025
…„ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 2.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის,…
- საქმე №2კ-636აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №2კ-78აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.06.2025
- საქმე №2კ-1302აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2025
- საქმე №2კ-1194აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №2კ-35აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №2კ-1155აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2025
- საქმე №2კ-1109აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2025
- საქმე №2კ-1235აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2025
- საქმე №2კ-949აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.02.2025
- საქმე №2კ-1150აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №2კ-1247აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №2კ-919აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2024
- საქმე №2კ-477აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2024
- საქმე №2კ-555აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.08.2024
- საქმე №2კ-322აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2024
- საქმე №2კ-344აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2024
- საქმე №2კ-1408აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №2კ-215აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №2კ-58აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.05.2024
- საქმე №2კ-30აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №2კ-1306აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
- საქმე №2კ-1355აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №2კ-1432აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2024
- საქმე №2კ-876აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2024
- საქმე №2კ-1342აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №2კ-1370აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №2კ-1158აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2024
- საქმე №2კ-853აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.01.2024
- საქმე №2კ-1030აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2023
- საქმე №2კ-191აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.08.2023
- საქმე №2კ-210აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №2კ-144აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2023
- საქმე №2კ-231აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2023
- საქმე №2კ-1320აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2023
- საქმე №2კ-1109აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 308-დან.