საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებასა და იარაღის ჩამორთმევას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აწვდის პრობაციის ბიუროს.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2398 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025