1. მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წარმოება წყდება.
2. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულება შეწყდება, თუ იგი გადაიხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დაზარალებულის კომპენსაციას, მსჯავრდებული აანაზღაურებს დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს ან დაზარალებული წერილობით უარს განაცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №986 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.