1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო.

2. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ოფიცრისა და სააგენტოს სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები. მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები.

3. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესები და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025