„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2398-IIს
სარეგისტრაციო კოდი
070030000.05.001.018854
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ.“.

2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს შეზღუდული ჰქონდა იარაღთან დაკავშირებული უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X3 თავი:

  „თავი X3. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულება

მუხლი 449. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი

1. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.  პრობაციის  ოფიცერს  მსჯავრდებული  აღრიცხვაზე აჰყავს და  განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებსა და პირობებს.

4. პრობაციის ოფიცერი აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შესახებ.

მუხლი 4410. იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს ვალდებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებასა და იარაღის ჩამორთმევას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აწვდის პრობაციის ბიუროს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2018 წ.

N2398-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2018.
როდის იქნა მიღებული „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.05.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2398-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 070030000.05.001.018854.
რამდენი მუხლისგან შედგება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2398-IIს, 30.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.018854 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4206854/