გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN2/776-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - ფ------ კ-------–---–ი
მოპასუხეები- 1. კ------- ჭ------
2. ს----------–--- შ-- ს----------–-- პ---–-–--- დ-------------ი
წარმომადგენელი - გ-- მ------ე
დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული ფ------ კ-------–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: 1) მაცივარი „ჰიტაჩი“ ორკამერიანი, ვერცხლისფერი -1 ცალი; 2) სარეცხი მანქანა „ვესტელი“, ვერცხლისფერი- 1ცალი.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ.ქუთაისში, კ------- ქ.N---ში, სადაც რამდენიმე ხნის წინ მოულოდნელად გამოცხადდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები და დააყადაღეს მისი კუთვნილი ნივთები. მათი განმარტებით, ყადაღის დადება განხორციელდა მისი მეუღლის - კ------- ჭ------ს დავალიანების გამო, რომელიც წარმოეშვა მას ს----------–-- პ---–-–--- დ-------------ის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრის გადაუხდელობის გამო. მოპასუხე კ------- ჭ------ არის მისი შვილის მამა, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ კავშირში. ამჟამად მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. დაყადაღებული იქნა შემდეგი ნივთები: 1) მაცივარი „ჰიტაჩი“ ორკამერიანი ვერცხლისფერი -1 ცალი; 2) სარეცხი მანქანა „ვესტელი“ ვერცხლისფერი- 1ცალი.
მოსარჩელის განმარტებით, ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. ეს ნივთები შეძენილია მის მიერ და მათ შეძენაში წვლილი არ მიუძღვის მოპასუხე კ------- ჭ------ს. დაყადაღებული ნივთების ღირებულება შეადგენს 1100 ლარს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ფ------ კ-------–---–ი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და დამატებით განმარტა, რომ ორივე ნივთი არის მისი და მისი დის მიერ საბერძნეთიდან გამოგზავნილი ფინანსებით შეძენილი. მას კ------- ჭ------სთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, მართალია ცხოვრობენ ერთ სახლში, მაგრამ სხვადასხვა ოთახებში და ერთმანეთის კუთვნილი საოჯახო ნივთებით არ სარგებლობენ. მაცივარი და სარეცხი მანქანა არის მისი საკუთრება და კ------- ჭ------ მითითებულ ნივთებს არ მოიხმარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. კ------- ჭ------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო. დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები - 1) მაცივარი „ჰიტაჩი“ ორკამერიანი ვერცხლისფერი -1 ცალი; 2) სარეცხი მანქანა „ვესტელი“ ვერცხლისფერი- 1ცალი, შეძენილია მოსარჩელე ფ------ კ-------–---–ის მიერ და შესაბამისად, აღნიშნული ნივთები არ შეიძლება დაყადაღებულ იქნეს მისი ვალდებულებების შესასრულებლად.
2.2 ს----------–-- პ---–-–--- დ-------------ის წარმომადგენელმა თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები გამოცხადდნენ იმ მისამართზე, სადაც კ------- ჭ------ რეგისტრირებულია და ამჟამადაც ცხოვრობს. მათ სწორად მიიღეს გადაწყვეტილება აღნიშნული ნივთების დაყადაღების შესახებ. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელე ფ------ კ-------–---–ის შეძენილია. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ ს----------–-- პ---–-–--- დ-------------ის მიერ გაცემული #ეი 5----- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კ------- ჭ------ს დაეკისრა დავალიანების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 15 მარტს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აქტით, მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ, კრედიტორის ვალდებულებების შესასრულებლად, აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) მაცივარი „ჰიტაჩი“ ორკამერიანი ვერცხლისფერი -1 ცალი; 2) სარეცხი მანქანა „ვესტელი“ ვერცხლისფერი- 1ცალი.
3.1.2. დაყადაღებული ნივთები შეფასებულია 1100 (ათას ასი) ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
-აქტი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ (ს.ფ.16);
-აუდიტორული დასკვნა საოჯახო ნივთების შეფასების შესახებ (ს.ფ.17-18).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც განლაგებულია დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს არც მოსარჩელის და არც მოპასუხე კ------- ჭ------ს საკუთრებას და დღეის მდგომარეობით იგი ირიცხება კ------- ჭ------ს ბებიის მ----- ა------ის ასული ჭ--–---–ის სახელზე, რომელიც მხარეთა განმარტებით, გარდაცვლილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- ცნობა დახასიათება (იხ.ს.ფ -101),3.2.4. დადგენილია, რომ დაყადაღებული ნივთები - 1) მაცივარი „ჰიტაჩი“ ორკამერიანი ვერცხლისფერი -1 ცალი; 2) სარეცხი მანქანა „ვესტელი“ ვერცხლისფერი- 1ცალი, შეძენილია მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მოსარჩელე ფ------ კ-------–---–ის საკუთრებას.
მოწმე გ------- მ-------ის განმარტებით, სადავო ნივთები შეძენილია უშუალოდ ფ------ კ-------–---–ის მიერ, მისივე დის მიერ გამოგზავნილი თანხითაც. თავისი მანქანით მიატანინა მას ეს ნივთები სახლში, როცა იყიდა. კ--- არ სარგებლობს სარეცხის მანქანით, რადგან მათთან ადის სოფელ ვარციხეში და იქ ირეცხავს ტანსაცმელს.
მოწმე ლ-- კ-------–---–ის განმარტებით, იგი არის მოსარჩელის და. ადასტურებს, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთად არ ცხოვრობენ და არც სადავო ნივთებს არ იყენებს კ---. ფ------ს ეხმარება და უგზავნის იტალიიდან ფულს მეორე და, რომლითაც შეიძინა სარეცხი მანქანა და მაცივარი, ასევე სხვა ნივთებიც. მართალია, სახლის მესაკუთრე არ არის, რადგან ის კვლავ კ--- ჭ------ს გარდაცვლილი ბებიის სახელზეა, თუმცა იქ ცხოვრობს წლებია და სახლში არსებული ყველა ნივთიც მისი დის, ფ------ს, შეძენილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე ფ------ კ-------–---–ის განმარტება(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი );
- მოპასუხე კ------- ჭ------ს განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი );
- მოწმეების ლ-- კ-------–---–ისა და გ------- მ-------ის განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
- საგარანტიო ტალონიN9957 და საკრედიტო ხელშეკრულება N539237 (იხ. ს.ფ. 23-28)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით - სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოთ აღნიშნული მუხლების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია საკრედიტო ხელშეკრულება და საგარანტიო ქვითარი ფ------ კ-------–---–ის მიერ „ვესტელის“ ფირმის სარეცხის მანქანის შეძენის შესახებ, ასევე ვინაიდან მოწმეებმა სარწმუნოდ დაადასტურეს, რომ 1) მაცივარი „ჰიტაჩი“ ორკამერიანი ვერცხლისფერი -1 ცალი; 2) სარეცხი მანქანა „ვესტელი“ ვერცხლისფერი- 1ცალი, შეძენილია უშუალოდ მოსარჩელის მიერ და განლაგებულია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილსამყოფლის მიხედვით, შესაბამისად, ისინი უნდა ჩაითვალოს ფ------ კ-------–---–ის პირად საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- მოსარჩელე ფ------ კ-------–---–ის განმარტება(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოპასუხე კ------- ჭ------ს განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოწმეების ლ-- კ-------–---–ისა და გ------- მ-------ის განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
- საგარანტიო ტალონი N9957 და საკრედიტო ხელშეკრულება N539237 (იხ. ს.ფ. 23-28)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, რადგან დადასტურებულია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა -,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, მე-40 მუხლი, -სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები, -სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს უშუალოდ მოსარჩელე ფ------ კ-------–---–ის საკუთრებას. კერძოდ: 1) მაცივარი „ჰიტაჩი“ ორკამერიანი ვერცხლისფერი -1 ცალი; 2) სარეცხი მანქანა „ვესტელი“ ვერცხლისფერი- 1ცალი, რომელთა მისადმი კუთვნილება დაადასტურეს როგორც მოპასუხე კ------- ჭ-----ემ, ასევე მოწმეებმა ლ-- კ-------–---–მა და გ------- მ-------ემ. სარეცხი მანქანა „ვესტელის“ მოსარჩელისადმი კუთვნილება ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგარანტიო ტალონით N9957 და საკრედიტო ხელშეკრულებით N539237. შესაბამისად, არ არსებობს მათზე კ------- ჭ------ს ვალდებულებების სანაცვლოდ აღსრულების მიქცევისა და ყადაღის დადების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო სასამართლოში სარჩელის აღძვრისათვის 50 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მოპასუხე კ------- ჭ------მ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, იგი უნდა განთავისუფლდეს მოსარჩელის სასარგებლოს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისაგან, ხოლო ვინაიდან ს----------–-- პ---–-–--- დ-------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მას უნდა დაეკისროს ფ------ კ-------–---–ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარის და სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ (სააღსრულებო წარმოების A17006986) საქმეზე, 2017 წლის 15 მარტის აქტით ქ. ქუთაისში, ვ. კ------- ქ. N---ში დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთების: 1. მაცივარი „ჰიტაჩი“ ორკამერიანი ვერცხლისფერი - 1 ცალი; 2. სარეცხი მანქანა „ვესტელი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი რეალიზაცია, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფ------ კ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. განთავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 15 მარტს, ქ. ქუთაისში, ვ.კ------- ქ.N---ში აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი „ჰიტაჩი“ ორკამერიანი, ვერცხლისფერი - 1 ცალი; 2. სარეცხი მანქანა „ვესტელი“, ვერცხლისფერი - 1 ცალი;
2. მოპასუხე - ს----------–--- შ-- ს----------–-- პ---–-–--- დ-------------ს, ფ------ კ-------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება;
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩეს უცვლელი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე