განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
110100118002650745
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100118002650745

N1/218-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზ------ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ------ დ-------ს ძე შ-----, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ი-–---;

 

ადვოკატი - გ---- კ--–-------;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ - 2018 წლის 1-----------ს ეპიზოდი); 2) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ - 2018 წლის 1---------ოს ეპიზოდი); 3) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 2018 წლის 1---------ოს ეპიზოდი); 4) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 1----------ს ეპიზოდი); 5) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 1----------ს ეპიზოდი); 6) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 1--------ოს ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 1-----------ს, დღის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ-----მ, განაწყენების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით, საკუთარ არასრულწლოვან შვილებს - 9 წლის მ----- შ-----ს და 5 წლის დ------- შ-----ს, თავის არეში დაარტყა ხელი და მოჩეჩა თმებში, რის შედეგადაც მ----- შ-----მ და დ------- შ-----მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 1---------ოს, დღის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ-----მ, განაწყენების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით, საკუთარ არასრულწლოვან შვილებს - 9 წლის მ----- შ-----ს და 5 წლის დ------- შ-----ს, თავის არეში დაარტყა ხელი და მოჩეჩა თმებში, რის შედეგადაც მ----- შ-----მ და დ------- შ-----მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2018 წლის 1---------ოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ------ შ-----მ, განაწყენების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით, საკუთარ არასრულწლოვან შვილს - მ----- შ-----ს ქვა ესროლა მუცლის არეში, რის შედეგადაც მ----- შ-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. 2018 წლის 1---------ოს, საღამოს საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ-----მ, განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - მ------ ბ-----–--ეს და მოჩეჩა თმებში, რის შედეგადაც მ------ ბ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

5. 2018 წლის 1-----------ს, დღის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ-----მ, პენსიის თანხის დახარჯვის გამო, განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თმებში მოქაჩა მეუღლეს - მ------ ბ-----–--ეს, რის შედეგადაც მ------ ბ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

6. 2018 წლის 1---------ოს, საღამოს საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ-----მ, განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით თავის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - მ------ ბ-----–--ეს, რის შედეგადაც მ------ ბ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

7. 2018 წლის 1-----------ს, დღის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ----- შ-----ს არასრულწლოვანი შვილების - 9 წლის მ----- შ----ის და 5 წლის დ------- შ----ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

8. 2018 წლის 1---------ოს, დღის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ----- შ-----ს არასრულწლოვანი შვილების - 9 წლის მ----- შ----ის და 5 წლის დ------- შ----ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

9. 2018 წლის 1---------ოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ----- შ-----ს არასრულწლოვანი შვილის - მ----- შ----ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

10. 2018 წლის 1---------ოს, საღამოს საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ----- შ-----ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის - მ------ ბ-----–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

11. 2018 წლის 1-----------ს, დღის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ----- შ-----ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის - მ------ ბ-----–--ის ძალადობა არ განუხორციელებია.

 

12. 2018 წლის 1---------ოს, საღამოს საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ----- შ-----ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის - მ------ ბ-----–--ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------ შ-----მ განაცხადა, რომ სახლში ცხოვრობს დედასთან - მ------ ბ-----–--ესთან და მამასთან - მ----- შ-----სთან ერთად.

 

14. 2008 წლის 2 დეკემბერის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია მ------ ბ-----–--ე, ხოლო საქმროდ მ----- შ-----.

 

15. 2009 წლის 4 თებერვლის მ----- შ----ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია მ------ ბ-----–--ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია მ----- შ-----.

 

16. 2013 წლის 22 ივლისის დ------- შ----ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია მ------ ბ-----–--ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია მ----- შ-----.

 

17. 2014 წლის 28 ნოემბრის ბ-–--ი შ----ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია მ------ ბ-----–--ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია მ----- შ-----.

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----- შ----- და დაზარალებულები მ------ ბ-----–--ე, მ----- შ-----, დ------- შ----- და ბ-–--ი შ----- არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ - 2018 წლის 1-----------ს ეპიზოდი;

 

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ - 2018 წლის 1---------ოს ეპიზოდი;

 

3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 2018 წლის 1---------ოს ეპიზოდი;

 

4) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 1----------ს ეპიზოდი;

 

5) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 1----------ს ეპიზოდი;

 

6) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 1--------ოს ეპიზოდი.

 

20. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა დ------ შ-----მ განაცხადა, რომ ცხოვრობს დედასთან - მ------ ბ-----–--ესთან და მამასთან - მ----- შ-----სთან ერთად. როდესაც სახლში იმყოფებოდა, სოფელ ი-–--–-, მამამ - მ----- შ-----მ სცემა პატარა ძმას - ბ-–-- შ-----ს, კერძოდ კი ხელი ჩაარტყა თავში. ეს დაინახა თვითონ და მისმა დამ მ----- შ-----მ. ა/წლოვან დ------ შ----ის განმარტებით მამას ის, მ----- და დედა არ უცემია. ხანდახან მ.შ----- იძახის ცუდ სიტყვებს, თუმცა ცუდი სიტყვები მისთვის არ უთქვამს.

 

21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- თ------ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 1---------ოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, რომ მ----- შ----- სცემდა მეუღლეს და შვილებს. აღნიშნულის საფუძველზე, სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და მეწყვილე კ---- მ----–-------- ერთად გამოცხადდა მ.შ----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოახდინეს მისი დაკავება, უფლებების განმარტება და გადაყვანა სამმართველოში.

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ---- მ----–---- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 1---------ოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 18:00 საათზე, სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება, რომ მ.შ----- შეურაცხყოფას აყენებდა შვილებს. ხელმძღვანელობისაგან დაევალა მ----- შ----ის დაკავება. აღნიშნულის საფუძველზე, მეწყვილე ი.თ---------- ერთად გამოცხადდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, მ.შ----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოახდინეს მისი დაკავება და გადაყვანა სამმართველოში.

 

23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–---- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 1---------ოს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის საფუძველზე, საქმეზე მოწმის სახით გამოჰკითხა მ-----, დ------ და ბ-–-- შ-----ები.

 

24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო მ----- შ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებული მ------ ბ-----–--ე და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა მ.შ-----ს და გამოკითხა. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია მ----- შ----ის მიმართ.

 

25. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა მ------ ბ-----–--ემ და მ----- შ-----მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დაზარალებულმა ბ-–-- შ-----მ (რომელიც არის 4 წლის) დასმულ შეკითხვებზე არ გასცა პასუხი. ხოლო ბრალდებულმა მ----- შ-----მ, გამოიყენა დუმილის უფლება.

 

26. 2018 წლის 1---------ოს, გარეგნული დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა ე-–--- გ--–----, დაზარალებულ მ----- შ----ის, ადვოკატ მ-----– ხ---------- და საპროცესო წარმომადგენლის ქეთევან ცხოვრებაძის მონაწილეობით და თანხმობით, მოახდინა მ----- შ----ის სხეულის გარეგნული დათვალიერება და ფოტო-გადაღება. მ----- შ----ის გარეგნული დათვალიერებით, მუცლის არეში, ჭიპის ზემოთ მარცხენა მხარეს აღენიშნება სიწითლე. მ----- შ----ის განმარტებით, აღნიშნულ ადგილზე მოხვდა მამის მ------ შ----ის მიერ ნასროლი ქვა. დათვალიერების დროს მოხდა ფოტოგადაღება.

 

27. 2018 წლის 21 აგვისტოს ოქმით, დოკუმენტების საქმეზე დართვის შესახებ დგინდება, რომ გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–ის მიერ, საქმეზე დართული იქნა 2016 წლის 19 თებერვლის მ.ბ-----–--ის შეტყობინება, გასაუბრების ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ასევე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დამტკიცებული იქნა 2016 წლის 22 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერი მოძალადე მ----- შ----ის მიმართ.

 

28. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს გაცემული N---------------იმართვით დგინდება, რომ მ----- შ-----ს დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით თვეში 100 ლარის ოდენობით, 1982 წლიდან უვადოდ. დიაგნოზი: „თავის ტვინის ტრავმის შემდგომი მყარი ნარჩენი მოვლენები ტრავმული ენცეფალოპათიის სახით“.

 

29. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), რაიმე საგნის გარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის ერთერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ. ამ პუნქტში პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველია დაზარალებულის ასაკი, მისი მდგომარეობა. ამასთან, დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ძალადობას, რომელსაც ახორციელებს, მიმართულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისადმი. ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებელია სრულწლოვანი, რადგან სწორედ მას მოეთხოვება იყოს მეტად მიმტევებელი და შემწყნარებელი არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრზე ძალადობა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. რაც შეეხება ისეთ დამამძიმებელ გარემოებას, როგორიცაა იგივე ქმედება ორი ან მეტი პირის მიმართ, აუცილებელია, რომ ეს პირები (როგორც მსხვერპლი, ისე ამსრულებელი) იყვნენ ოჯახის წევრები. მაგალითად მამამ ერთდროულად სცემა როგორც ცოლი, ისე შვილი (ორი პირის მიმართ).

 

30. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ----- შ----ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს მ----- შ----ის ბრალეულობა ოჯახური ძალადობის 6 (ექვს) ეპიზოდში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ----- შ----ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ (6 ეპიზოდი). აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მ----- შ----ის მხრიდან დაზარალებულების მ------ ბ-----–--ის, მ----- შ----ის, დ------ შ----ის და ბ-–-- შ----ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 1---------ოდან, 1---------ოს ჩათვლით (ექვსი ეპიზოდი) მ----- შ-----ს დაზარალებულების მ------ ბ-----–--ის, მ----- შ----ის, დ------ შ----ის და ბ-–-- შ----ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

31. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

33. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

34. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

35. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

37. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ----- შ----ის მიერ ბ-–-- შ----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის - დ------ შ----ის არასრულყოფილი ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ----- შ----ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2018 წლის წლის 1---------ოდან, 1---------ოს ჩათვლით მ----- შ-----მ ძალადობა ჩაიდინა მეუღლის მ------ ბ-----–--ის და შვილების მ-----, დ------ და ბ-–-- შ-----ების მიმართ. მოწმე დ------ შ-----მ ზოგადად მიუთითა, რომ სახლში ყოფნის დროს დაინახა, რომ მამამ თავში ჩაარტყა ხელი ბ-–-- შ-----ს. თუმცა კონკრეტულად ეს როდის მოხდა, რა ადგილზე ჩაარტყა ხელი მ-----მა ბ-–--ს ან განიცადა თუ არა ტკივილი ბ-–-- შ-----მ, მოწმეს არ უთქვამს. რაც შეეხება დანარჩენ სხვა ეპიზოდებს, აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა და სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.

 

38. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არასრულწლოვანი მ----- შ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმზე (თანდართულ ფოტოსურათებზე) და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულების მოპოვებისას, ბრალდების მხარის მიერ, არსებითად დარღვეული იქნა მისი მოპოვების წესი, კერძოდ: საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

 

39. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნით, “ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი ......, სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანო - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. საუკეთესო ინტერესების დაცვის ცნება მოქმედებს ბავშვების, როგორც ჯგუფის, ასევე უშუალოდ თითოეული ბავშვის მიმართ, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში აღმოჩნდება ჩართული.

 

40. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ ბავშვების, როგორც ჯგუფის, ინტერესების განხილვისას, ბავშვის უფლებათა კონვენცია, “სტანდარტები და ნორმები” ერთად: “მოგვიწოდებენ, დავამკვიდროთ ბავშვზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც აღიარებს ბავშვს - ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების მქონე სუბიექტად და ყურადღებას გაამახვილებს იმის აუცილებლობაზე, რომ ბავშვებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ნაკარნახევი უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა ბავშვის საუკეთესო ინტერესით“.

 

41. მოცემულ შემხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არასრულწლოვან მ----- შ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ გამომძიებელმა ე-–--- გ--–----, ადვოკატ მ.ხ---------- და საპროცესო წარმომადგენის ქეთევან ცხოვრებაძის თანდასწრებით, მოახდინა ა/წლოვან მ----- შ----ის ნაწილობრივი გაშიშვლება, მისი სხეულის დათვალიერება და დაზიანების დაფიქსირება. შესაბამისად, აღნიშნული მოქმედების განხორციელებისას, არსებითად დარღვეული იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არასრულწლოვნის ნაწილობრივ ან მთლიანად გაშიშვლებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით. არც ოქმში არის მითითებული და არც სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულ ე-–--- გ--–--ეს (მოქმედების ჩამტარებელ პირს) განუმარტავს სასამართლოსთვის რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, აღნიშნული მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარებისათვის. შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულ მ----- შ----ის გარეგნული დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოსურათებით, წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ასევე, საქართველოს სსსკ 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, მოწმე ე-–--- გ--–--ის ჩვენება წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

42. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, მ----- შ----- უნდა გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1-----------ს ეპიზოდი); 2) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1---------ოს ეპიზოდი); 3) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1---------ოს ეპიზოდი); 4) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1----------ს ეპიზოდი); 5) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1----------ს ეპიზოდი) და 6) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1--------ოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ----- შ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1-----------ს ეპიზოდით); 2) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1---------ოს ეპიზოდით); 3) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1---------ოს ეპიზოდით); 4) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1----------ს ეპიზოდით); 5) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1----------ს ეპიზოდით) და 6) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1--------ოს ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში;

 

მ----- შ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

გამართლებულ მ----- შ-----ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზ------ ბალავაძე