გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
020210018002378463
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210018002378463 (2/670-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი’’

წარმომადგენელი - თა----------–უა

 

მოპასუხეები: და---------ია, თე------------ია, მა----------ია

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე და---------იას, მა----------იას და თე------------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 18.09.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 8105,60 ლარის, პროცენტის - 1446,70 ლარის და პირგასამტეხლოს - 3731,14 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე და---------იას, მა----------იას და თე------------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ, 18.09.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 8105,60 ლარის წლიური 22%-ის გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 2----–-–---------------ან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.3.მოპასუხე და-------------, მა----------იასა და თე-------------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 18.09.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 8105,60 ლარზე დასარიცხი 0,5 % პირგასამატეხლოს დაკისრება სარჩელის მომზადების დღიდან - 2----–-–---------------ან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.4. 18.09.2--- წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდები პირების - მა----------იას და თე------------იას პასუხისმგებლობის ლიმიტის განსაზღვრა 3- 000 ლარით;

 

1.5.მოპასუხე და---------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 24.08.2----–-–----------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 14 746,33 აშშ დოლარის, პროცენტის - 1062,55 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 103-,66 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.6.მოპასუხე და---------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ, 24.08.2----–-–----------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 14746,33 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 2----–-–---------------ან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.7.მოპასუხე და-------------ათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 24.08.2----–-–----------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 14746,33 აშშ დოლარზე დასარიცხი 0,5 % პირგასამატეხლოს დაკისრება სარჩელის მომზადების დღიდან - 2----–-–---------------ან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.8.მოპასუხე და---------იასათვის 24.08.2----–-–----------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს და---------იას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - ზუ--------------–----–----ტი, სოფელი ან---–-ა, ფართი - 52,20 კვ.მ., მე-4 სარ-----–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.3-.41.2--.-------

 

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე და---------იას კუთვნილი სხვა ქონება;

 

1.9.მოპასუხე და---------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 02.11.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 182,40 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეებიდან შესაგებელი წარმოადგინა მხოლოდ და---------იამ, რომელმაც სასამართლოს სხდომაზე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სარჩელი ცნო ნაწილობრივ (იხ. შესაგებელი, 11.12.2----–-–--------------–-------------------).

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–---------------ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ს’’ და მოპასუხე და------------- შორის დაიდო საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-4 მუხლის საფუძველზე, მსესხებელზე 3-0 თვის ვადით გაიხსნა 35 000 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, კრედიტის წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა - 0.%-დან-48%-მდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-24.08.2--- წლის ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-----------ს ოქმი).

 

3.1.2.საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 20---–-–---------------ს და---------იასთან დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა და---------იას საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - ზუ--------------–----–----ტი, სოფელი ან---–-ა, ფართი - 52,20 კვ.მ., მე-4 სარ-----–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.3-.41.2--.-------

 

იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარ------------–-------------–ელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-იპოთეკის ხელშეკრულება;

-2-----------მონაწერი საჯარო რეესტრიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-----------ს ოქმი).

 

3.1.3. 20---–-–---------------ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------სა’’ და მოპასუხე და---------იას შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 20 372 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით - 0--------- წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 10 %-ის დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

04.06.2--- წელს 24.08.2--- წლის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 02.06.2--- წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-შეთანხმება;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-----------ს ოქმი).

 

3.1.4. 2--- წლის 18 სექტემბერს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------სა’’ და მოპასუხე და---------იას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით - 1--------- წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 22 %-ის დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-----------ს ოქმი).

 

3.1.5.სს ,,სა---------–--------ს” და მოპასუხე და---------იას 18.09.2--- წელს შორის დადებული საკრედიტო (საბანკო კრედიტის) ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 18 სექტემბერს, სს ,,სა---------–--------ს’’, მა----------იას და თე------------ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა თავდები პირის - მა----------იას და თე------------იას სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი ბანკის წინაშე 3- 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

-სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-----------ს ოქმი).

 

3.1.6. 2--- წლის 02 ნოემბერს მოსარჩელე სს ,,პრი--------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,სა---------–--------ი’’) და მოპასუხე და---------იას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გადაეცა საკრედიტო ბარათი მაქსიმალური ლიმიტით - 3-00 ლარი. ლიმიტის ფარგლებში სხვადასხვა დროს ხდებოდა თანხების ათვისება მოვალის მიერ, რასაც ყოველთვიურად მინიმალური შენატანების გზით ფარავდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-----------ს ოქმი).

 

3.1.7.ძირითადმა მსესხებელმა და---------იამ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე, კერძოდ, 24.08.2--- წლის ხელშეკრულებაზე 2017 წლის დეკემბრიდან, 18.09.2--- წლის ხელშეკრულებაზე 2----–-–-----------------ან და 02.11.2--- წლის ხელშეკრულებაზე 201--–-–---------ის თვიდან შეწყვიტა სესხის დაფარვა, არც სოლიდარულმა მოვალემ, თავდებმა მა----------იამ და თე------------იამ შესარულა 18.09.2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მისი დავალიანება შეადგენს:

 

-2--- წლის ხელშეკრულებაზე - 182,40 ლარს;

 

-2--- წლის ხელშეკრულებაზე ძირ თანხას - 14 46,33 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტს - 1062,55 აშშ დოლას.

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან დავალიანების:

 

-2--- წლის ხელშეკრულებაზე ძირი თანხის - 8105,60 ლარის, პროცენტის - 1446,70 ლარის და პირგასამტეხლოს - 3737,70 ლარის გადახდას;

 

-2--- წლის ხელშეკრულებაზე პირგასამტეხლოს - 103-,66 აშშ დოლარის გადახდას.

 

ასევე, მოსარჩელის მოთხოვნაა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 23.03.2----–-–იდან მიუღებელი შემოსავლის - სარგებლის მოპასუხისაგან ანაზღაურებას 2--- წლის ხელშეკრულებაზე ყოველთვიურად ძირი თანხის 10 %-ის სახით, ხოლო 2--- წლის ხელშეკრულებაზე 22%-ის სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აგრეთვე, მსგავსი პრინციპით სარჩელით მოთხოვნილია მოთხოვნილია როგორც დარიცხული, ისე დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდევინება. სასამართლო კი თვლის, რომ მითითებული თანხები პირგასამტეხლოს და ნაწილობრივ ზიანის ნაწილში შეუსაბამოდ მაღალია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ცნობა დავალიანების შესახებ;

-სესხის დაფარვები;

-ამონაწერები ანგარიშიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-----------ს ოქმი).

 

3.2.2.მოსარჩელის მოთხოვნას 20---–-–---------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს აგრეთვე და---------იას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული ქონების, ისე მისი კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციას, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე. დადგენილია, რომ ქონების რეალიზაციის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის ხელშეკრულებით. კერძოდ, 14.4 მუხლის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-იპოთეკის ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–-----------ს ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია სს ,,სა---------–--------სა’’, (02.11.2--- წლის საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში, როგორც სს ,,პრი--------ი’’-ს უფლებამონაცვლე) მოპასუხეებს შორის საბანკო კრედიტის, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ და---------იას სასარგებლოდ გაიცა კრედიტი პროცენტის გათვალისწინებით. ვალდებულების დათქმულ დროს შეუსრულებლობის გამო, სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და იგი ასევე 2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარული ვალდებულების ნაწილში არ არის შესრულებული არც სოლიდარული მოპასუხის - მა----------იას და თე-------------იას მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უ--------------------–---------–---–-----------------------------–--------------------------–---------–-------–----------------------------–----–--------–ობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი, რომელიც არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება და---------იას მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის გადახდევინება, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და---------იას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ მა----------იას და თე-------------იას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სხდომაზე მოპასუხემ და---------იამ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, აღიარა, რომ გადაიხდის 2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას სრულად და 2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხას და პროცენტს. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.სამართლებრივი შეფასების მიღმა ვერ დარჩება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (სარჩელის მომზადების დღიდან) - 2----–-–---------------ან სესხის ძირი თანხის, 2--- წლის ხელშეკრულებაზე წლიური 10% და 2--- წლის ხელშეკრულებაზე 22% სარგებლის ყოველთვიურად გადახდის დაკისრების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დან---–-სისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2--- წლის ხელშეკრულების ვადა იყო 120 თვე და 2--- წლის ხელშეკრულების ვადა 36 თვე, ხოლო მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 2017 წლის ოქტომბრის/დეკემბრის თვიდან. შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც იგი მოსარჩელის ინიციატივით შეწყდა 2----–-–ის 23 მარტს. გამომდინარე აქედან, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე და რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნებული თანხით ახალი კლიენტის დაკრედიტების შედეგად. თუმცა ასეთი თანხა 2--- წლის ხელშეკრულებაზე, შესაძლოა არ ყოფილიყო ყოველთვიური შემოსავალი ძირი თანხის 22%-ის ოდენობით, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2---------–-–--–----–-----–------ბზე წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,2-12,7%-ია. ამგვარად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს ძირი თანხის წლიური 12,5-ის ოდენობით მაინც (---------------------------------------–-–---------------–------------–-----------------–-----------–-–------------------------------------–-------–----- აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან ხელშეკრულების შეწყვეტიდან ყოველთვიურად უნდა აუნაზღაურდეს 2--- წლის ხელშეკრულებაზე მიუღებელი შემოსავალი ძირი თანხის 10 %-ის ოდენობით, ხოლო 2--- წლის ხელშეკრულებაზე - 12,5 %-ის ოდენობით. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბუნებრივია მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია ნაწილობრივ და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4.პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსესხებელმა სესხის დაფარვის ვალდებულება შეწყვიტა 2017 წლის ოქტომბრის/დეკემბრის თვიდან. ამ პერიოდიდან გონივრულ ვადაში, რაც სჭირდება მოპასუხე მხარისათვის გაფრთხილების წერილების გაგზავნას და დამატებითი ვადის მიცემას, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხე მხარესთან. მოსარჩელეს კი საკრედიტო ურთიერთობა არ შეუწყვეტია და პირგასამტეხლოს დარიცხვას აგრძელებდა 2----–-–ის 23 მარტამდე. შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა ისედაც მაღალი პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვა, რამაც უდავოდ გამოიწვია მისი ოდენობის შეუსაბამოდ გაზრდა. მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 700 ლარის გადახდა, ხოლო 2--- წლის ხელშეკრულებაზე 400 აშშ დოლარის ოდენობით. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნა დარიცხული პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო ამით განხორციელდა მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება, დამატებით დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაყენება დაუსაბუთებელია, რადგან მისი დაკისრება გამოიწვევს მოპასუხისათვის ზიანის მიყენებას. 6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 14.4 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ნაშთზე. უდავოდ დადგენილია, რომ 20---–-–---------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია და---------იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №43.3-.41.2--.------- მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ს’’, როგორც იპოთეკარს, აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას მოითხოვოს უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების 14.4 პუნქტის შესაბამისად, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების, სოლიდარული მოვალეების და---------იას კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. 6.6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. სახელმწიფო ბაჟი უნდა განაწილდეს პროპორციულად სარჩელი სრულად დაკმაყოფილებისა და მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით. სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.მოპასუხეებს და---------იას, მა----------იას და თე------------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 18.09.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 8105,60 ლარის, პროცენტის - 1446,70 ლარის და პირგასამტეხლოს - 700 ლარის გადახდა;

 

1.2.მოპასუხეებს და---------იას, მა----------იას და თე------------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, 18.09.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 8105,60 ლარის წლიური 12,5%-ის გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 2----–-–---------------ან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.3. 18.09.2--- წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდები პირების - მა----------იას და თე------------იას პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვროს 3- 000 ლარით;

 

1.4.მოპასუხე და---------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 24.08.2----–-–----------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 14 746,33 აშშ დოლარის, პროცენტის - 1062,55 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 400 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.5.მოპასუხე და---------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, 24.08.2----–-–----------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 14746,33 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 2----–-–---------------ან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.6.მოპასუხე და---------იასათვის 24.08.2----–-–----------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს და---------იას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - ზუ--------------–----–----ტი, სოფელი ან---–-ა, ფართი - 52,20 კვ.მ., მე-4 სარ-----–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.3-.41.2--.-------

 

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე და---------იას კუთვნილი სხვა ქონება;

 

1.7.მოპასუხე და---------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 02.11.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 182,40 ლარის გადახდა;

 

2.სხვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

3.მოპასუხე და---------იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1182,3- ლარის ანაზღაურება;

 

4.მოპასუხეებს მა----------იას და თე------------იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 3-7,56 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 21 ლარის გადახდა დაეკისროს ყველა მოპასუხეს სოლიდარულად;

 

5.მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხის სახით 26.03.2----–--–------- საგადახდო დავალებით გადახდილი 1634,61 ლარიდან 50 ლარი;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

7.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა