გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210018002329644 (2/378-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ზუ-------
შესავალი ნაწილი
ზუ-------ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - სს ,,კრ-----------’’
წარმომადგენელი - ბე------------
მოპასუხეები: ბა---------------ია, შპს ,,ზ------’’, ან-------------უა, ხა------------ია
ბა---------------იას, ან-------------უას და ხა------------იას წარმომადგენელი - არვ--–-----------ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ბა---------------იას და ან-------------უასათვის მოსარჩელე სს ,,კრ-----------’’-ს სასარგებლოდ 20---–-–----------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 9512,81 აშშ დოლარის, პროცენტის - 148,48 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის - 363,32 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 63 აშშ დოლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრება;
1.2.მოპასუხეებს ბა---------------იას და ან-------------უასათვის მოსარჩელე სს ,,კრ-----------’’-ს სასარგებლოდ 20---–-–----------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის - 1362,46 აშშ დოლარის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება;
1.3.ბა---------------იასთან 2----–-–----------------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში განხორციელდეს ხა------------იას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: მისამართი - ქ. ზუ-------, აკ. წე------–-ს ქუჩა №155ა (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.-----.1--- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების (სოლიდარულ მოვალეთა) ბა---------------იას და ან-------------უას კუთვნილი სხვა უძრავ/მოძრავი ქონება;
1.4.მოპასუხე შპს ,,ზა----’’-ს და ან-------------უასათვის მოსარჩელე სს ,,კრ-----------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2----–-–---------------ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 14 653,09 აშშ დოლარის, პროცენტის - 236,17 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 103,06 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
1.5.მოპასუხე შპს ,,ზა----’’-ს და ან-------------უასათვის მოსარჩელე სს ,,კრ-----------’’-ს სასარგებლოდ 2----–-–---------------ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის - 2099,26 აშშ დოლარის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება;
1.6.შპს ,,ზა----’’-თან 2----–-–----------------ს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში განხორციელდეს ხა------------იას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: მისამართი - ქ. ზუ-------, აკ. წე------–-ს ქუჩა №155ა (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.-----.1--- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების (სოლიდარულ მოვალეთა) შპს ,,ზა----’’-ის და ან-------------უას კუთვნილი სხვა უძრავ/მოძრავი ქონება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეების ბა---------------იამ, ან-------------უამ და შპს ,,ზა----’’-მა შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2----–-–----------------- სს ,,მიკრ-------------------------–---------ოსა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ-----------’’) და მოპასუხე ბა---------------იას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა სესხის ხაზი 50 000 ლარის ოდენობით, 240 თვის ვადით - 22/12/2036 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ხელშეკრულება (ს.ფ. 19);
-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 64);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.1.2.2----–-–----------------- სს ,,მიკრ-------------------------–---------ოსა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ-----------’’) და მოპასუხე შპს ,,ზა----’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა სესხის ხაზი 50 000 ლარის ოდენობით, 240 თვის ვადით - 22/12/2036 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ხელშეკრულება (ს.ფ. 23);
-ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 64-66);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.1.3.სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2----–-–----------------- მოპასუხე ბად----------------თან დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ბა-------------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მისამართი - ქ. ზუ-------, აკ. წე------–-ს ქუჩა №155ა (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.-----.1---
იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 22.12.2--- წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 26);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 60);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.1.4.სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში 2----–-–----------------ს შპს ,,ზა----’’-თან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 18 200 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, 2020 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 0,8 %, ხოლო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკში გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 38-42);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.1.5.შპს ,,ზა----’’-თან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ან-------------უასთან სს ,,მიკრ-------------------------–---------ო’’-ს (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ-----------’’) მიერ 23.12.2--- წელს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის 3.1. პუნქტით, თავდებმა პირმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა.
თავდები პირის სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 22062,6 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 45);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.1.6.სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში 2----–-–----------------- ბა---------------იასთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 11 800 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, 2021 წლის 09 იანვრის ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 0,80 %, ხოლო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკში გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 29-34);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.1.7.ბა---------------იასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ან-------------უასთან სს ,,მიკრ-------------------------–---------ო’’-ს (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ-----------’’) მიერ 28.12.2--- წელს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა პირმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა.
თავდები პირის სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 14773,04 შშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 36);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.1.8. 30.10.2----–-–-------------------ს ჩუქების ხელშეკრულებით, ქ. ზუ-------, აკ. წე------–-ს ქუჩა №155ა-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.-----.1--) საჯარო რეესტრში 02.11.2----–--–ს აღირიცხა მოპასუხე ხა------------იას საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი;
-08.12.2----–--–ს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.1.9.მსესხებელმა შპს ,,ზ------’’-მა და ბა---------------ია 2017 წლის დეკემბრის თვის შემდეგ არ შეასრულა სესხის გადახდის ვალდებულება, აგრეთვე სოლიდარული მოვალის, თავდების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის - 27.02.2018 წლის მდგომარეობით სოლიდარულად მათი დავალიანება სს ,,კრ-----------’’-ს, როგორც სს ,,მიკრ-------------------------–---------ო’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს:
-შპს ,,ზა----’’-ის სასარგებლოდ გაცემულ სესხზე ძირი თანხის სახით - 14 653,09 აშშ დოლარს, პროცენტის სახით - 236,17 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს სახით - 103,06 აშშ დოლარს.
-მოპასუხე ბა---------------იას სასარგებლოდ გაცემულ სესხზე ძირი თანხის სახით - 9512,81 აშშ დოლარს, პროცენტის სახით - 148,48 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს სახით - 63 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი;
-გადახდის ისტორია (ს.ფ. 48-51);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.დადგენილია, რომ:
-შპს ,,ზა----’’-თან 2----–-–---------------ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალს წარმოადგენს - 2099,26 აშშ დოლარი.
-მოპასუხე 2----–-–----------------- ბა---------------იას სასარგებლოდ გაცემულ სესხზე ძირი თანხის სახით - ასანაზღაურებელი სიცოცხლის დაზღვევის თანხაა - 363,32 აშშ დოლარი, ხოლო მიუღებელი შემოსავალია 1362,46 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი;
-გადახდის ისტორია (ს.ფ. 48-51);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
3.2.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის ქონების რეალიზაცია. დადგენილია, რომ ქონების რეალიზაციის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ მოპასუხე კობა შენგელიასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებებით. კერძოდ, სესხის ხელშეკრულებების თანახმად (მუხლი 8, მუხლი 9.1.), მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას მასზედ, რომ მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავა მოთხოვნის ოდენობას ან თუ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციით ამონაგები თანხა არაა საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 29, 38);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–-------------------).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა); მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის საკრედიტო, იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ შპს ,,ზა----’’-ის და ბად---------------- სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. მსესხებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით მოსარჩელეს უნდა მიეღო ასევე სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი - შპს ,,ზ------’’ და ბა---------------ია, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადონ ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–---------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხის, პროცენტისა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდევინება, ასევე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლო. ამდენად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კობა შენგელიას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალის (მოპასუხის) ან-------------უას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. 6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულებებით მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება მასზედ, რომ თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით მოსარჩელე უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს სოლიდარულ მოვალეთა ნებისმიერ ქონებაზე. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია ამჟამად ხა------------იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საკადასტრო კოდით №43.-----.1--- მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელეს, როგორც იპოთეკარს, აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების, კერძოდ, მოპასუხე ხა------------იას კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო მოპასუხე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული მითითებული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის დასაფარად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა ანუ მოპასუხეთა კუთვნილი სხვა ქონება. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სახელმწიფო ბაჟი უნდა განაწილდეს პროპორციულად სარჩელი სრულად დაკმაყოფილებისა და მოპასუხეების მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სს ,,კრ-----------”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.მოპასუხეებს ბა---------------იას და ან-------------უას მოსარჩელე სს ,,კრ-----------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–----------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 9512,81 აშშ დოლარის, პროცენტის - 148,48 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის - 363,32 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 63 აშშ დოლარის გადახდა;
1.2.მოპასუხეებს ბა---------------იას და ან-------------უას მოსარჩელე სს ,,კრ-----------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–----------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის - 1362,46 აშშ დოლარის ანაზღაურება;
1.3.ბა---------------იასთან 2----–-–----------------- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში განხორციელდეს ხა------------იას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: მისამართი - ქ. ზუ-------, აკ. წე------–-ს ქუჩა №155ა (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.-----.1--- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების (სოლიდარულ მოვალეთა) ბა---------------იას და ან-------------უას კუთვნილი სხვა უძრავ/მოძრავი ქონება;
1.4.მოპასუხეებს შპს ,,ზა----’’-ს და ან-------------უას მოსარჩელე სს ,,კრ-----------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–---------------ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 14 653,09 აშშ დოლარის, პროცენტის - 236,17 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 103,06 აშშ დოლარის გადახდა;
1.5.მოპასუხეებს შპს ,,ზა----’’-ს და ან-------------უას მოსარჩელე სს ,,კრ-----------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–---------------ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის - 2099,26 აშშ დოლარის ანაზღაურება;
1.6.შპს ,,ზა----’’-თან 2----–-–----------------ს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში განხორციელდეს ხა------------იას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: მისამართი - ქ. ზუ-------, აკ. წე------–-ს ქუჩა №155ა (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.-----.1--- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების (სოლიდარულ მოვალეთა) შპს ,,ზა----’’-ის და ან-------------უას კუთვნილი სხვა უძრავ/მოძრავი ქონება;
2.მოპასუხეებს ბა---------------იას და ან-------------უას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 139,42 ლარის გადახდა;
3.მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (მოპასუხეების ბა---------------იასა და ან-------------უას მიერ სარჩელის შესაგებლით ნაწილობრივ ცნობის გამო) სახელმწიფო ბაჟის თანხა 712,29 ლარის ოდენობით;
4.მოპასუხეებს შპს ,,ზა----’’-ს და ან-------------უას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 173,71 ლარის გადახდა;
5.მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (მოპასუხეების შპს ,,ზა----’’-ის და ან-------------უას მიერ სარჩელის შესაგებლით ნაწილობრივ ცნობის გამო) სახელმწიფო ბაჟის თანხა 1097,63 ლარის ოდენობით;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუ-------ს რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუ-------, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
7.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა