გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
020210017002232767
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №0202100--002232767 (2/2381-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი’’

წარმომადგენელი - თა----------–--ა

 

მოპასუხეები: ინ-----------ია, ლა–------ია

წარმომადგენელი - ლა-–-----–--ია

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ინ-----------იასა და ლა–------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 20.0-.2----–-–-ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 6130,08 აშშ დოლარის, პროცენტის - 1343,56 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 4118,79 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე ინ-----------იასა და ლა–------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება, კერძოდ, 20.0-.2----–-–-ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 6130,08 აშშ დოლარის წლიური 15,5%-ს გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 20-- წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.3.მოპასუხე ინ-----------იასა და ლა–------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 20.0-.2----–-–-ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 6130,08 აშშ დოლარზე დასარიცხი 0,5 % პირგასამატეხლოს დაკისრება სარჩელის მომზადების დღიდან - 20-- წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.4.მოპასუხე ინ-----------იასა და ლა–------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 24.0-.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 9481,45 აშშ დოლარის, პროცენტის - 3079,75 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 525,07 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.5.მოპასუხე ინ-----------იასა და ლა–------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება, კერძოდ, 24.0-.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 9481,45 აშშ დოლარის წლიური 15%-ს გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 20-- წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.6.მოპასუხე ინ-----------იასა და ლა–------იასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 24.0-.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 9481,45 აშშ დოლარზე დასარიცხი 0,1 % პირგასამატეხლოს დაკისრება სარჩელის მომზადების დღიდან - 20-- წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.7.მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:

 

-მესაკუთრე - ინ-----------ია, მისამართი - დაბა ჩხ------–ყუ, გო----ას ქ--------- ფართი 68,20 კვ.მ., მ-------------–------------ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №46.0-.0-.0--.-----4.

 

-მესაკუთრე - ლა–------ია, მისამართი - ჩხ------–ყუს რაიონი, სო----–ი ა------ (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №46.0-.3-.0--.

 

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების (სოლიდარულ მოვალეთა) ინ-----------იას და ლა–------იას კუთვნილი სხვა უძრავ/მოძრავი ქონება (---------------–------------------------------–-–--------------–--------------------

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეებმა შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სხვა მოთხოვნას არ დაეთანხმნენ ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინების გამო (იხ. შესაგებელი, 11.1--2----–-–--------------–---------------------

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–-ს 20 ივნისს მოსარჩელე სს ,,პრო--------------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,სა---------–--------ი’’) და მოპასუხე ინ-----------იას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის საფუძველზე, მსესხებელზე 360 თვის ვადით გაიხსნა 150 000 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, კრედიტის წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 36%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-20.0-.2----–-–-ს ხელშეკრულება;

-ცესიის ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.1--20---–-–--------------–-----------------ი).

 

3.1.2.გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2----–-–-ს 20 ივნისს ინ-----------იასთან, ხოლო 2--- წლის 24 აპრილს ლა–------იასთან დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი ქონება:

 

-მესაკუთრე - ინ-----------ია, მისამართი - დაბა ჩხ------–ყუ, გო----ას ქ--------- ფართი 68,20 კვ.მ., მ-------------–------------ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №46.0-.0-.0--.-----4. იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2--------- წელს;

 

-მესაკუთრე - ლა–------ია, მისამართი - ჩხ------–ყუს რაიონი, სო----–ი ა------ (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №46.0-.3-.0--. იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 3----/2--- წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-იპოთეკის ხელშეკრულებები;

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.1--20---–-–--------------–-----------------ი).

 

3.1.3.სს ,,პრო--------------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,სა---------–--------ი”) და მოპასუხე ინ-----------ის შორის 20.0-.2----–ელს დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2----–-–-ს 20 ივნისს, სს ,,პრო--------------ს’’ და ლა–------იას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლითაც ლა–------იამ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ინ-----------იას მიერ აღებულ ფულად ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

-სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.1--20---–-–--------------–-----------------ი).

 

3.1.4. 2----–-–-ს 20 ივნისს მოსარჩელე სს ,,პრო--------------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,სა---------–--------ი’’) და მოპასუხე ინ-----------იას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 100 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით - 20/0-/20-9 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 15,5 %-ის დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.1--20---–-–--------------–-----------------ი).

 

3.1.5. 2--- წლის 24 აპრილს მოსარჩელე სს ,,პრო--------------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,სა---------–--------ი’’) და მოპასუხე ინ-----------იას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით - 0----------–-–----ე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 15 %-ის დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.1--20---–-–--------------–-----------------ი).

 

3.1.6.ძირითადმა მსესხებელმა ინ-----------იამ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე, კერძოდ, 20-6 წლის ივნისის/ივლისის თვიდან შეწყვიტა სესხის დაფარვა, არც სოლიდარულმა მოვალემ, თავდებმა ლა–------იამ შეასრულა თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხის დავალიანება შეადგენს:

 

-2----–-–-ს ხელშეკრულებაზე ძირი თანხის სახით 6130,08 აშშ დოლარს;

 

-2--- წლის ხელშეკრულებაზე ძირ თანხას 9481,45 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულებები;

-თავდებობის ხელშეკრულება;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკები;

-ცნობა დავალიანების თაობაზე;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.1--20---–-–--------------–-----------------ი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან დავალიანების:

 

-2----–-–-ს ხელშეკრულებაზე პროცენტის - 1343,56 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 4118,79 აშშ დოლარის გადახდას;

 

-2--- წლის ხელშეკრულებაზე პროცენტის - 3079,75 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 525,07 აშშ დოლარის გადახდას.

 

ასევე, მოსარჩელის მოთხოვნაა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 18.1--20-- წლიდან მიუღებელი შემოსავლის - სარგებლის მოპასუხისაგან ანაზღაურებას 2----–-–-ს ხელშეკრულებაზე ყოველთვიურად ძირი თანხის 15,5 %-ის სახით, ხოლო 2--- წლის ხელშეკრულებაზე 15%-ის სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აგრეთვე, მსგავსი პრინციპით სარჩელით მოთხოვნილია როგორც დარიცხული, ისე დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდევინება. სასამართლო კი თვლის, რომ მითითებული თანხები პირგასამტეხლოს ნაწილში შეუსაბამოდ მაღალია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ცნობა დავალიანების შესახებ;

-სესხის დაფარვები;

-ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.1--20---–-–--------------–-----------------ი).

 

3.2.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე მოპასუხეების საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული ქონების, ისე მათი კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციას, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე. დადგენილია, რომ ქონების რეალიზაციის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით. კერძოდ, 7.4. მუხლის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის კუთვნილ სხვა ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.1--20---–-–--------------–-----------------ი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია სს ,,სა---------–--------სა’’, როგორც სს ,,პრო--------------ი’’-ს უფლებამონაცვლეს და მოპასუხეებს შორის საბანკო კრედიტის, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ინ-----------იას სასარგებლოდ გაიცა კრედიტი პროცენტის გათვალისწინებით. ვალდებულების დათქმულ დროს შეუსრულებლობის გამო, სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და იგი ასევე არ არის შესრულებული არც სოლიდარული მოპასუხის - ლა–------იას მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ-------------–--------------------------–---------–-------–----------------------------–---ლი მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი, რომელიც არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება ინ-----------იას მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის გადახდევინება, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დინ-----------იას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ ლა–------იას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, სახელდობრ, აღიარეს, რომ გადაიხდიან ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მხოლოდ ძირ თანხას. ეს გარემოება კი წარმოადგენს მოპასუხის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.სამართლებრივი შეფასების მიღმა ვერ დარჩება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (სარჩელის მომზადების დღიდან) - 20-- წლის 18 დეკემბრიდან სესხის ძირი თანხის, 2----–-–-ს ხელშეკრულებაზე წლიური 15,5% და 2--- წლის ხელშეკრულებაზე 15% სარგებლის ყოველთვიურად გადახდის დაკისრების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როგორც ზემოთ აღინიშნა, 20-4-2--- წლების ხელშეკრულების ვადა იყო 60 თვე, ხოლო მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 20-- წლის ივნისი/ივლისის თვიდან. შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც იგი მოსარჩელის ინიციატივით შეწყდა 20-- წლის 18 დეკემბერს. გამომდინარე აქედან, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე და რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნებული თანხით ახალი კლიენტის დაკრედიტების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან ხელშეკრულების შეწყვეტიდან ყოველთვიურად უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი ზემოთ მითითებული ოდენობით. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბუნებრივია მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც სს ,,სა---------–--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია ნაწილობრივ და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4.პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსესხებელმა სესხის დაფარვის ვალდებულება შეწყვიტა 20-6 წლის ივნისის თვიდან. ამ პერიოდიდან გონივრულ ვადაში, რაც სჭირდება მოპასუხე მხარისათვის გაფრთხილების წერილების გაგზავნას და დამატებითი ვადის მიცემას, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხე მხარესთან. მოსარჩელეს კი საკრედიტო ურთიერთობა არ შეუწყვეტია და პირგასამტეხლოს დარიცხვას აგრძელებდა 20-- წლის 18 დეკემბრამდე. შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა ისედაც მაღალი პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვა, რამაც უდავოდ გამოიწვია მისი ოდენობის შეუსაბამოდ გაზრდა. მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეებს 2----–-–-ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 700 აშშ დოლარის გადახდა. რაც შეეხება 2--- წლის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილ პირგასამტეხლოს - 525,07 აშშ დოლარს, ეს თანხა არ არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნა დარიცხული პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო ამით განხორციელდა მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება, დამატებით დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაყენება დაუსაბუთებელია, რადგან მისი დაკისრება გამოიწვევს მოპასუხისათვის ზიანის მიყენებას. 6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.4 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ნაშთზე. უდავოდ დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ს’’, როგორც იპოთეკარს, აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას მოითხოვოს უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.4 პუნქტის შესაბამისად, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების, სოლიდარული მოვალეების ანუ მოპასუხეების კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. 6.6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. სახელმწიფო ბაჟი უნდა განაწილდეს პროპორციულად სარჩელი სრულად დაკმაყოფილებისა და მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით. სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.მოპასუხეებს ინ-----------იასა და ლა–------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20.0-.2----–-–-ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 6130,08 აშშ დოლარის, პროცენტის - 1343,56 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 700 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2.მოპასუხეებს ინ-----------იასა და ლა–------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, 20.0-.2----–-–-ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 6130,08 აშშ დოლარის წლიური 15,5%-ს გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 20-- წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.3.მოპასუხეებს ინ-----------იასა და ლა–------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 24.0-.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 9481,45 აშშ დოლარის, პროცენტის - 3079,75 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 525,07 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.4.მოპასუხეებს ინ-----------იასა და ლა–------იას სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, 24.0-.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 9481,45 აშშ დოლარის წლიური 15%-ს გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 20-- წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.5.მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:

 

-მესაკუთრე - ინ-----------ია, მისამართი - დაბა ჩხ------–ყუ, გო----ას ქ--------- ფართი 68,20 კვ.მ., მ-------------–------------ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №46.0-.0-.0--.-----4.

 

-მესაკუთრე - ლა–------ია, მისამართი - ჩხ------–ყუს რაიონი, სო----–ი ა------ (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №46.0-.3-.0--.

 

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების (სოლიდარულ მოვალეთა) ინ-----------იას და ლა–------იას კუთვნილი სხვა უძრავ/მოძრავი ქონება;

 

2.სხვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

3.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 431,30 ლარის გადახდა;

4.მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხის სახით 19.1--20-- წლის №3847 საგადახდო დავალებით გადახდილი 1919 ლარიდან 1230,25 ლარი;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა