გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
020210018002264059
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №0202100--002264-59 (2/98-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2--- წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზ---------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს ,,სა---------–-------კი’’

წარმომადგენელი - თა----------–უა

 

მოპასუხეები: ნა----–--–--ვა, გო---------–---–ია, იგ-----------–---–ია, კახ-------------–-ვა

იგ-----------–---–იას წარმომადგენელი - ტე--------------–---–ია

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ნა----–--–--ვას, იგ-----------–---–იასა და კახ-------------–-ვასათვის სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ 27.11.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 9744,67 აშშ დოლარის, პროცენტის - 1277,61 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1-1,82 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე ნა----–--–--ვას, იგ-----------–---–იასა და კახ-------------–-ვასათვის სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება, კერძოდ, 27.11.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 9744,67 აშშ დოლარის წლიური 15%-ს გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 2--- წლის 09 იანვრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.3.მოპასუხე ნა----–--–--ვას, იგ-----------–---–იასა და კახ-------------–-ვასათვის სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ 27.11.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9744,67 აშშ დოლარზე დასარიცხი 0,1 % პირგასამატეხლოს დაკისრება სარჩელის მომზადების დღიდან - 2--- წლის 09 იანვრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.4. 27.11.2--- წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდები პირების იგ-----------–---–იასა და კახ-------------–-ვას პასუხისმგებლობის ლიმიტის განსაზღვრა 24 000 აშშ დოლარის ოდენობით;

 

1.5.მოპასუხე ნა----–--–--ვას და კახ-------------–-ვასათვის სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ 17.0-.201- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 7290 ლარის, პროცენტის - 468,14 ლარის და პირგასამტეხლოს - 470,45 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.6.მოპასუხე ნა----–--–--ვას და კახ-------------–-ვასათვის სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება, კერძოდ, 17.0-.201- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 7290 ლარის წლიური 18%-ის გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 2--- წლის 09 იანვრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.7.მოპასუხე ნა----–--–--ვას და კახ-------------–-ვასათვის სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ 17.0-.201- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 7290 ლარზე დასარიცხი 0,5 % პირგასამატეხლოს დაკისრება სარჩელის მომზადების დღიდან - 2--- წლის 09 იანვრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.8. 17.0-.201- წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდები პირის - კახ-------------–-ვას პასუხისმგებლობის ლიმიტის განსაზღვრა 20 000 ლარის ოდენობით;

 

1.9.დავალიანების გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს გო---------–---–იას, იგ-----------–---–იასა და ნა----–--–--ვას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - წ--–-------- მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ-----უ (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №4--0-.4-.---.

 

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების (სოლიდარულ მოვალეთა) ნა----–--–--ვას, იგ-----------–---–იას და კახ-------------–-ვას კუთვნილი სხვა ქონება (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, მხოლოდ ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო სხვა მოთხოვნას არ დაეთანხმნენ (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 26 ნოემბერს მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე ნა----–--–--ვას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე 120 თვის ვადით გაიხსნა 500 000 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, კრედიტის წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 5-დან 48%-მდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2.გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2--- წლის 26 ნოემბერს ნა----–--–--ვასთან, იგ------------–---–---თან და გო---------–---–იასთან დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი ქონება:

 

-თანამესაკუთრეები: ნა----–--–--ვა, ი-------------–---–--- გო---------–---–ია, მისამართი - წ--–-------- მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ-----უ (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №4--0-.4-.---.

 

იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 30/05/2--- წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-იპოთეკის ხელშეკრულება;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. 2--- წლის 27 ნოემბერს მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე ნა----–--–--ვას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით - 2--------- წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 15 %-ის დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4.სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე ნა----–--–--ვას შორის 27.11.2--- წელს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 27 ნოემბერს, სს ,,სა---------–-------კს’’, კახ-------------–-ვას და იგ-----------–---–იას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც კახ-------------–-ვამ და იგ-----------–---–იამ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ნა----–--–--ვას მიერ აღებულ ფულად ვალდებულებებზე.

 

თავდები პირების პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 24-00 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. 201- წლის 1-------- მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე ნა----–--–--ვას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით - 0--------- წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 18 %-ის დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.6.სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე ნა----–--–--ვას შორის 17.0-.201- წელს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 201- წლის 1--------, სს ,,სა---------–-------კსა’’ და კ-----------------–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც კახ-------------–-ვამ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ნა----–--–--ვას მიერ აღებულ ფულად ვალდებულებებზე.

 

თავდები პირის პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 20 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულება;

-სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.7.ძირითადმა მსესხებელმა ნა----–--–--ვამ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე, კერძოდ, 2017 წლის აგვისტოს/სექტემბრის თვიდან შეწყვიტა სესხის დაფარვა, არც სოლიდარულმა მოვალეებმა, თავდებმა პირებმა შეასრულა თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხე მხარის დავალიანება შეადგენს:

 

----- წლის ხელშეკრულებაზე ძირი თანხის სახით 9744,67 აშშ დოლარს;

 

-201- წლის ხელშეკრულებაზე ძირ თანხას 7290 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საკრედიტო ხელშეკრულებები;

-თავდებობის ხელშეკრულებები;

-კრედიტის დაფარვის გრაფიკები;

-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან დავალიანების:

 

----- წლის ხელშეკრულებაზე პროცენტის - 1277,61 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1-1,82 აშშ დოლარის გადახდას;

 

-201- წლის ხელშეკრულებაზე პროცენტის - 468,14 ლარის და პირგასამტეხლოს - 470,45 ლარის გადახდას.

 

ასევე, მოსარჩელის მოთხოვნაა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 09.01.2--- წლიდან მიუღებელი შემოსავლის - სარგებლის მოპასუხისაგან ანაზღაურებას 2--- წლის ხელშეკრულებაზე ყოველთვიურად ძირი თანხის 15 %-ის სახით, ხოლო 201- წლის ხელშეკრულებაზე 18%-ის სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აგრეთვე, მსგავსი პრინციპით სარჩელით მოთხოვნილია როგორც დარიცხული, ისე დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდევინება. სასამართლო კი თვლის, რომ მითითებული თანხები პირგასამტეხლოს ნაწილში შეუსაბამოდ მაღალია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ცნობა დავალიანების შესახებ;

-სესხის დაფარვები;

-ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე მოპასუხეების ნა----–--–--ვას, გო---------–---–იასა და იგ-----------–---–იას თანასაკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული ქონების, ისე მათი კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციას, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე. დადგენილია, რომ ქონების რეალიზაციის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის ხელშეკრულებით. კერძოდ, 8.4. მუხლის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-იპოთეკის ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხეებს შორის საბანკო კრედიტის, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ნა----–--–--ვას სასარგებლოდ გაიცა კრედიტი პროცენტის გათვალისწინებით. ვალდებულების დათქმულ დროს შეუსრულებლობის გამო, სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და იგი ასევე არ არის შესრულებული არც სოლიდარული მოპასუხე - იგ-----------–---–იას და კახ-------------–-ვას მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–---------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი, რომელიც არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება ნა----–--–--ვას მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის გადახდევინება, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნა----–--–--ვას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ იგ-----------–---–იასა და კახ-------------–-ვას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, სახელდობრ, აღიარეს, რომ გადაიხდიან ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მხოლოდ ძირ თანხას და პროცენტს. ეს გარემოება კი წარმოადგენს მოპასუხის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.სამართლებრივი შეფასების მიღმა ვერ დარჩება მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (სარჩელის მომზადების დღიდან) - 2--- წლის 09 იანვრიდან სესხის ძირი თანხის, 2--- წლის ხელშეკრულებაზე წლიური 15% და 201- წლის ხელშეკრულებაზე 18% სარგებლის ყოველთვიურად გადახდის დაკისრების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2--- წლის ხელშეკრულების ვადა იყო 60 თვე, ხოლო 201- წლის ხელშეკრულების ვადაა - 36 თვე. მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 2017 წლის აგვისტოს/სექტემბრის თვიდან. შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც იგი მოსარჩელის ინიციატივით შეწყდა 2--- წლის 09 იანვარს. გამომდინარე აქედან, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე და რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნებული თანხით ახალი კლიენტის დაკრედიტების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან ხელშეკრულების შეწყვეტიდან ყოველთვიურად უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი ზემოთ მითითებული ოდენობით. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბუნებრივია მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც სს ,,სა---------–-------კის’’ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია ნაწილობრივ და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4.პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილი ოდენობების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნა დარიცხული პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო ამით განხორციელდა მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება, დამატებით დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაყენება დაუსაბუთებელია, რადგან მისი დაკისრება გამოიწვევს მოპასუხისათვის ზიანის მიყენებას. 6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. უდავოდ დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კს’’, როგორც იპოთეკარს, აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას მოითხოვოს უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების, სოლიდარული მოვალეების ანუ მოპასუხეების კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. 6.6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. სახელმწიფო ბაჟი უნდა განაწილდეს პროპორციულად სარჩელი სრულად დაკმაყოფილებისა და მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით. სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,სა---------–-------კის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.მოპასუხეებს ნა----–--–--ვას, იგ-----------–---–იასა და კახ-------------–-ვას სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 27.11.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 9744,67 აშშ დოლარის, პროცენტის - 1277,61 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1-1,82 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2.მოპასუხეებს ნა----–--–--ვას, იგ-----------–---–იასა და კახ-------------–-ვას სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, 27.11.2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 9744,67 აშშ დოლარის წლიური 15%-ის გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 2--- წლის 09 იანვრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.3. 27.11.2--- წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდები პირების იგ-----------–---–იასა და კახ-------------–-ვას პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვროს 24 000 აშშ დოლარით;

 

1.4.მოპასუხეებს ნა----–--–--ვას და კახ-------------–-ვას სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17.0-.201- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 7290 ლარის, პროცენტის - 468,14 ლარის და პირგასამტეხლოს - 470,45 ლარის გადახდა;

 

1.5.მოპასუხეებს ნა----–--–--ვას და კახ-------------–-ვას სს ,,სა---------–-------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, 17.0-.201- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 7290 ლარის წლიური 18%-ის გადახდა სარჩელის მომზადების დღიდან - 2--- წლის 09 იანვრიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე;

 

1.6. 17.0-.201- წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდები პირის - კახ-------------–-ვას პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვროს 20 000 ლარით;

 

1.7.მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს გო---------–---–იას, იგ-----------–---–იასა და ნა----–--–--ვას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - წ--–-------- მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ-----უ (მიწის ნაკვეთი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობით), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №4--0-.4-.---.

 

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების (სოლიდარულ მოვალეთა) ნა----–--–--ვას, იგ-----------–---–იას და კახ-------------–-ვას კუთვნილი სხვა ქონება;

 

2.სხვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

3.მოპასუხეებს ნა----–--–--ვას, იგ-----------–---–იასა და კახ-------------–-ვას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 439,13 ლარის ანაზღაურება;

 

4.მოპასუხეებს ნა----–--–--ვას და კახ-------------–-ვას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 125,98 ლარის ანაზღაურება;

5.მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხის სახით 10/01/2--- წელს №3--- საგადახადო დავალებით გადახდილი 1115,70 ლარიდან 538,48 ლარი;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ---------- რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ------------------------–---------------) მეშვეობით;

7.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა