გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2664610-3/158-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ა---––---ს რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - ნ----------------
წარმომადგენელი - ქ----------------
მოპასუხე _ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ლ------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება, თანამდებობრივი სარგოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0-------------- N------- ბრძანება ნ----------------ს სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ და დაევალოს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს აქტი ნ----------------ს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
1.2. დაევალოს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას აუნაზღაუროს ნ-------------ზს განაცდური სრულად, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე პერიოდისათვის.
1.1. 1.3. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას ნ----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა.
მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ნ---------------- წლების განმავლობაში მუშაობდა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1---------- ბრძანებით #-- დაინიშნა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში, მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნად, ნ-------------ზმა გაიარა კონკურსი, სადაც კონკურსანტთა შორის ყველაზე მაღალი, 60-დან 56 ქულა აიღო. ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1-----–---- ბრძანებით №------- ცვლილება შევიდა ა-----ის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 1---------- M--- ბრძანებაში, ნ---------------- დაინიშნა
ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის - ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0--------- ბრძანებით №------ ა-----ის
მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო. 2018 წლის 27 ივნისს, წერილით №9----- ნ-------------ზს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52–ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესთავაზეს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების 1 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ეკონომიკური დაგემვის, ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში.
ნ-------------ზმა 2018 წლის 0-----–--- წერილით 1------ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს აცნობა, რომ თანახმა არ იყო რეორგანიზაციის შედეგად დანიშნულიყო შემოთავაზებულ თანამდებობაზე. მოსარჩელემ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს კვლავ მიმართა 2018 წლის 2-----–---, წერილით 1------. მან განმარტა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52–ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის 199 "პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" დადგენილების შესაბამისად, მობილობის წესით, პირველ რიგში მოხელისათვის ხდება იმ ვაკანტური თანამდებობის შეთავაზება, რომელიც არსებობს საჯარო სამსახურში და რომელიც ტოლფასია მოხელის თანამდებობისა. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში დაბალი თანამდებობისა. აქედან გამომდინარე, ნ-------------ზმა მოითხოვა მისი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა შეეთავაზებინათ.
ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს 2018 წლის 0------------ წერილით 2------ აცნობა, რომ შემოთავაზების დროისათვის მერიაში არსებული მისი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობების (შიდა კონტროლის განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციული და ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი, განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსი) საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ შეესაბამებოდა მოსარჩელის სპეციალობასა და კვალიფიკაციას და აქედან გამომდინარე ვერ მოხდებოდა მათი მოსარჩელისთვის შემოთავაზება. ამავე წერილით ნ-------------ზს ეცნობა, რომ ა---––---ს მუნიციპალიტეტის მერს და სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორს ს--–-------------ს მხარეში გაეგზავნათ შესაბამისი წერილები მათ დაწესებულებებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე მობილობით გადასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული დაწესებულებებიდან შესაბამისი თანხმობა არ იქნა მიღებული, რაც ეცნობებოდა საჯარო სამსახურის ბიუროს.
ნ-------------ზმა 0------------ მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა
განმარტება, თუ რატომ არ შეესაბამებოდა მისი კვალიფიკაცია შიდა აუდიტის სამსახურში არსებულ კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის – შიდა კონტროლის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობას. აგრეთვე, რატომ არ შესთავაზეს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის, ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის ან ზედამხედველობის სამსახურის, მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე ჰორიზონტალური გადაყვანა. აგრეთვე მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, კერძოდ – ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხები; მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციამდელი საშტატო ნუსხა და მიმდინარე რეორგანიზაციის ცვლილებების გათვალისწინებით საშტატო ნუსხა. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების დებულებები (სამუშაოთა აღწერილობები), როგორც მიმდინარე რეორგანიზაციამდელი, ასევე რეორგანიზაციის შემდგომი.
ნ----------------ს 2018 წლის 0------------ წერილზე #------- ეცნობა, რომ მოსარჩელის
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვეოდა, რომ მას მინიჭებული აქვს ინჟინერ–ეკონომისტის კვალიფიკაცია, სპეციალობით შრომის ორგანიზაცია და ნორმირება. ხოლო ა-----ის მერიაში არსებული თანამდებობებისათვის განსაზღვრულია მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რასაც მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა.
ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0-------------- ბრძანებით NI------, ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსი ნ---------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 10 სექტემბრიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 1
თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ცნობით დასტურდება, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1992 წელს გაცემული დიპლომის მიხედვით მინიჭებული ინჟინერ ეკონომისტის კვალიფიკაცია უთანაბრდება ეკონომიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.
ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ ნ-------------ზს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილობით არ აცნობა, რის გამოც ვალდებული იყო ნ----------------სათვის მიეცა 1 თვის თანამდებობრივი სარგო, რაც არ განუხორციელებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ რეორგანიზაციის დაწყების შესახებ მოხდა თანამშრომლების წერილობითი გაფრთხილება, რაც ხელმოწერით იქნა დადასტურებული, მათ შორის ნ----------------ს მიერ. შესაბამისად რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ნ---------------- ინფორმირებული იყო. 2018 წლის 3 ივლისს ნ-------------ზმა მიმართა მერიას და აცნობა, რომ არ იყო თანახმა შეთავაზებულ თანამდებობაზე, მას განცხადებაში არ მიუთითებია იმის შესახებ, რომ შეთავაზებაზე უარს აცხადებდა იმის გამო, რომ შეთავაზებული თანამდებობა არა ტოლფასი, არამედ იყო დაბალი. 2018 წლის 12 ივლისს კანონის შესაბამისად მოსარჩელის უარი გადაეგზავნა საჯარო სამსახურის ბიუროს და ეთხოვა კანონშესაბამისი მოქმედებების განხორციელება. 2018 წლის 18 ივლისს საჯარო სამსახურის ბიუროდან გადმოიგზავნა მოძიებული ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობების შესახებ. ამ დროს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე გამოცხადებული ჰქონდა ვაკანსია, რომელზეც მოსარჩელე აცხადებდა უარს. ეს თანამდებობები ბიუროს არ მიუთითებია. შესაბამისად მერიამ მიმართა ა---––---ს მუნიციპალიტეტის მერიას და სახელმწიფო-გუბერნატორს ს--–-------------ს მხარეში მითითებულ ვაკანსიებზე ნ------------ს კანდიდატურის განხილვის შესახებ.
2018 წლის 2-----–--- ნ-------------ზმა მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ შეთავაზებაზე უარი განაცხადა იმიტომ, რომ შეთავაზება არ იყო მისი თანამდებობის ტოლფასი და მოითხოვა გაუქმებული თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზება, თუმცა არ მიუთითა კონკრეტულად რომელ თანამდებობას ითხოვდა. მოსარჩელისათვის ამ დროს ცნობილი იყო, რომ ეკონომიკურ სამსახურში არსებული ორი განყოფილების გაუქმების შედეგად, რეორგანიზაციით საკრებულოს მიერ 2018 წლის 6 ივნისს N-- დადგენილებით დამტკიცდა ერთი განყოფილება-შტატი და თანამდებობა - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფელი მეურნეობის, გარემოს დაცვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი და ორი უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. მისთვის ცნობილი იყო მერიაში არსებულ ვაკანსიაზე დასახელებულ თანამდებობაზე 17 ივლისს გამოცხადებული ვაკანსია, რომლის ბოლო ვადა იყო 28.07.2018წ, რადგან დასახელებულ ვაკანსიაზე დადგენილ ვადაში გააკეთა შესაბამისი განაცხადი, თუმცა პირველი ეტაპიდან გამოეთიშა. მოგვიანებით ნ-------------ზს განმეორებით ეცნობა ყველა საკითხის შესახებ და ამასთან გამოითქვა მზადყოფნა მომავალში მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობებით და თანხმობის შემთხვევაში მისთვის დროებითი ფუნქციის დაკისრება.
ამდენად, ბრძანება გამოცემულია კანონშესაბამისად და შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1---------- ბრძანებით N-- ნ---------------- დაინიშნა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 14.01.2015წ. N-- ბრძანება.
3.2. ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1-----–---- ბრძანებით N------- ცვლილება შევიდა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1---------- N-- ბრძანებაში და ნ---------------- დაინიშნა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის - ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მისი თანამდებობრივი ხელფასი განისაზღვრა დამტკიცებული სარგოს 900 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10.07.2017წ. N------- ბრძანება.
3.3. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 0----.2018წ. ბრძანებით N6-- 11 ა-----ის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია, რომლის შედეგად მოხდა მერიის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, შტატების გადაადგილება და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა. რეორგანიზაცია შეეხოს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის, ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების და ადმინისტრაციულ სამსახურებს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 0----.2018წ. N6-- 11 ბრძანება.
3.4. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 0----.2018წ. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ N6-- 11 ბრძანების თაობაზე ეცნობათ სამსახურის თანამშრომლებს, მათ შორის ნ-------------ზს, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ბრძანების გაცნობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 0----.2018წ. ხელმოწერები რეორგანიზაციის შესახებ ბრძანების გაცნობის თაობაზე.
3.5. ა-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6-------- N-- დადგენილებით დამტკიცდა ერთი განყოფილება, შტატი და თანამდებობა - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი და ორი უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6-------- N-- დადგენილება.
3.6. 2018 წლის 27 ივნისს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა ნ-------------ზს და მიუთითა, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, მისი შტატის შემცირებასთან დაკავშირებით სთავაზობდა ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების 1 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების აღრიცხვის და მართვის საკითხებში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 27.06.2018წ. N9----- მიმართვა.
3.7. 2018 წლის 3 ივლისს ნ-------------ზმა მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ არ იყო თანახმა, რეორგანიზაციის შედეგად დაკავებული თანამდებობის გაუქმების გამო მისი გადაყვანა მომხდარიყო შეთავაზებულ - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ----------------ს 03.07.2018წ. განცხადება.
3.8. 2018 წლის 12 ივლისს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და შემდგომი რეაგირების მიზნით წარადგინა ინფორმაცია ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, კერძოდ აცნობა, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის განყოფილების უფროსმა ნ-------------ზმა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შტატის შემცირებასთან დაკავშირებით, მობილობის წესით შეთავაზებულ თანამდებობაზე განაცხადა უარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 1----.2018წ. N2------ მიმართვა.
3.9. 2018 წლის 18 ივლისს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ს--–-------------ს რეგიონის მასშტაბით, მოძიებული იქნა ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ. წარუდგინა შესაბამისი ნუსხა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო სამსახურის ბიუროს 1----.2018წ. Nგ---- მიმართვა.
3.10. 2018 წლის 20 ივლისს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს ს--–-------------ს მხარეში და აცნობა, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში ნ-------------ზმა უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე და ითხოვა, რომ განეხილათ ნ----------------ს კანდიდატურა სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2-----2018წ. N------- მიმართვა.
3.11. 2018 წლის 20 ივლისს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა ა---––---ს მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში ნ-------------ზმა უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე და ითხოვა, რომ განეხილათ ნ----------------ს კანდიდატურა სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2-----2018წ. N2------ მიმართვა.
3.12. 2018 წლის 25 ივლისს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა ა---––---ს მუნიციპალიტეტის მერმა და აცნობა, რომ მერიაში საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების გამო მობილობის განხორციელება ამ ეტაპისათვის შეუძლებელი იყო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2-----2018წ. N6------ მიმართვა.
3.13. 2018 წლის 31 ივლისს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ და აცნობა, რომ ადმინისტრაცია არ არის თანახმა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატში განხორციელდეს ნ----------------ს მობილობის წესით დანიშვნა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილის 3-----2018წ. N3---- მიმართვა.
3.14. 2018 წლის 2-----–--- ნ-------------ზმა მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობებიდან შეეთავაზებინათ მისი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ----------------ს 26.07.2018წ. მიმართვა.
3.15. 2018 წლის 3 აგვისტოს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა ნ-------------ზს და აცნობა, რომ მერიაში არსებული, მისი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნების არ შეესაბამება ნ----------------ს სპეციალობას და კვალიფიკაციას, შესაბამისად ვერ მოხდა მისთვის აღნიშნული თანამდებობების შეთავაზება. ამასთან მიუთითა, რომ ნ-------------ზს ჰქონდა უფლება და საშუალება მიეღო მერიის შეთავაზება ან მიეღო მონაწილეობა მერის მიერ გამოცხადებულ კონკურსში იმ პოზიციაზე, რომელსაც აკმაყოფილებდა განათლებით და კვალიფიკაციით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 0----.2018წ. N2------ მიმართვა.
3.16. 2018 წლის 7 აგვისტოს ნ-------------ზმა მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა დაესაბუთებინა რატომ არ შეესაბამებოდა ნ---------------- შიდა აუდიტის სამსახურში არსებულ კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის - შიდა კონტროლის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობას, ასევე, რატომ არ შეთავაზეს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის- ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლი მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე ჰორიზონტალურად გადაყვანა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ----------------ს 0----.2018წ. მიმართვა მერიას.
3.17. 2018 წლის 7 აგვისტოს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა ნ-------------ზს და აცნობა, რომ რეორგანიზაციის მიმდინარეობის პროცესში, თანამდებობები, რომლებიც არ შეივსო მობილობის წესით და დარჩა ვაკანტური, დაექვემდებარა საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით, მათ მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ვაკანსიების ატვირთვას და ღია კონკურსის გამოცხადებას. აღნიშნული ცნობილი იყო ნ----------------სათვის, რადგან წარდგენილი ჰქონდა განაცხადები კონკურსში მონაწილეობის მიზნით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 0----.2018წ. N2------ მიმართვა.
3.18. 2018 წლის 14 აგვისტოს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა ნ-------------ზს და აცნობა, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული თანამდებობისათვის განსაზღვრულია მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოს კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე - განათლება უმაღლესი, იურისტის, ფინანსისტის ან/და ეკონომისტის სპეციალობით. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე - განათლება უმაღლესი, ეკონომისტის სპეციალობით. ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ზედამხედველობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე - განათლება უმაღლესი, ინჟინრის, იურისტის ან/და ეკონომისტის სპეციალობით. შესაბამისად ნ-------------ზს განემარტა, რომ მისი სპეციალობა არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, რადგან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მინიჭებული აქვს ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია, სპეციალობით შრომის ორგანიზაცია და ნორმირება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 1-----2018წ. N2------ მიმართვა.
3.19. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 0-----2018წ. ბრძანებით ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების უფროსი ნ---------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 10 სექტემბრიდან. ნ---------------- ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, 2018 წლის 10 სექტემბრიდან 2 წლის ვადით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 0-----2018წ. N------- ბრძანება.
3.20. ნ-------------ზს მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 0-----2018წ. N------- ბრძანება.
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.21. 2018 წლის 12 სექტემბერს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა ნ-------------ზს და მიუთითა, რომ მისი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, ა-----ის მუნიციპალიტეტის მერია მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც ითანამშრომლოს ნ-------------ზთან მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობებში. ამასთან, მერიის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებლად მიიჩნია ნ----------------ს თანხმობის შემთხვევაში დაეკისროს დროებითი ფუნქციების შესრულება მერიაში არსებულ რომელიმე ვაკანტურ პოზიციაზე, შესაბამისი ანაზღაურებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 1----.2018წ. N3------ ბრძანება.
3.22. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად სხვა მოთხოვნებთან ერთად გათვალისწინებული იყო შემდეგი მოთხოვნები: მინიმალური განათლება: უმაღლესი, ეკონომისტი სპეციალობით; სამუშაო გამოცდილება: ეკონომიკურ სფეროში 2 წელი; კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ძალიან კარგი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საკონკურსო დოკუმენტაცია;
- მხარის ახნს-აგანმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების სამართლებრივი შეფასების, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნინო ბუთხუზის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი".
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.’’ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
მოსარჩელის მოთხოვნები: ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0-------------- N------- ბრძანება ნ----------------ს სამსახურიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ და დაევალოს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს აქტი ნ----------------ს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ და დაეკისროს ნ----------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან განაცდური სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე გამომდინარეობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული დავა.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეორე მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო მოსამსახურეა – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
- დადგენილია, რომ ნ----------------ს მუშაობდა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის - ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, შესაბამისად წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" მოქმედება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 0----.2018წ. ბრძანებით ა-----ის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია, რომლის შედეგად მოხდა მერიის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, შტატების გადაადგილება და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა. რეორგანიზაცია შეეხო ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის, ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების და ადმინისტრაციულ სამსახურებს. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ეკონომიკურ სამსახურში არსებული ორი განყოფილება და ა-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6-------- N-- დადგენილებით დამტკიცდა ერთი განყოფილება - ერთი შტატი და ერთი თანამდებობა - ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი და ორი უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. მოცემულ შემთხვევაში მოხდა ორი განყოფილების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ განყოფილებაში გაერთიანება.
დადგენილია, რომ ნ-------------ზს ეცნობა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ, რაც ნ-------------ზმა 2018 წლის 5 ივნისს დადასტურა ხელმოწერით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლო საფუძვლებს, როდესაც მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს და ამავე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლების ერთ-ერთი საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება;
ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ." ქვეპუნქტის თანახმად, მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. ამავე დადგენილების მეორე მუხლის თანახმად, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირება ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირებას ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმებას.
ამავე დადგენილების მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში არსებული ორი განყოფილება და ჩამოყალიბდა მეორადი სტრუქტურული ერთეული - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლი მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილება. ა-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6-------- N-- დადგენილებით ცვლილება შევიდა ,ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ა-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივნისის N-- დადგენილებაში და დამტკიცდა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო. აღნიშნული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურში დამტკიცდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლი მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის უფროსის ერთი შტატი. შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე სავალდებულო წესით საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე ექვემდებარებოდა მობილობის პროცედურას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებასთან დაკავშირებით ნ-------------ზს შესთავაზა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების 1 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების აღრიცხვის და მართვის საკითხებში. შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მობილობის წესით ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე ნ-------------ზმა უარი განაცხადა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა საჯარო სამსახურის ბიუროს. რომლის მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია საჯარო მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ არსებული ვაკანტური თანამდებობების შესაბამისად, მიწერა ს--–-------------ს სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს, ასევე ა---––---ს მუნიციპალიტეტის მერიას ვაკანტურ თანამდებობებზე ნ----------------ს კანდიდატურის განხილვის თხოვნით. ორივე შემთხვევაში ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას მიიღო უარი. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით ნ---------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით. მასვე მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგო. მოგვიანებით ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ მზადყოფნა გამოთქვა ნ-------------ზთან მომავალში თანამშრომლობაზე მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობებში, ამასთან შესთავაზა დროებითი ფუნქციების შესრულება მერიაში არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე, შესაბამისი შრომითი ანაზღაურებით.
აქვე სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ნ---------------- სპეციალობით არის ინჟინერ-ეკონომისტი. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლი მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო მოთხოვნა იყო კანდიდატს ჰქონოდა უმაღლესი განათლება, ეკონომისტის სპეციალობით, რასაც აკმაყოფილებდა მითითებულ თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევს მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი - შტატების შემცირება, რომლის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ აქვს შეუწყვიტოს საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დანიშნოს იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მე-4 მუხლის თანახმად, მობილობას ექვემდებარება შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე, შესაბამისად რადგან სახეზე იყო შტატების შემცირება, ამიტომ მოსარჩელე ნ---------------- ექვემდებარებოდა მობილობის პროცედურას, რაც ნ----------------ს მიმართ ა-----ის მერის მიერ განხორციელებულია კანონმდებლობის დაცვით, რაც დასტურდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 114-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხელეს, ამ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაციის გარდა, 1 თვის თანამდებობრივი სარგო ეძლევა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს 1 თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრებას მოპასუხისათვის, ვინაიდან ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია 114-ე მუხლი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვით დადგენილია, რომ აღნიშნულის თაობაზე ნ---------------- ინფორმირებული იყო, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლო ყოველივე აღნიშნული საფუძველზე დამატებით განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების დეფინიციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ’’ლ’’ ქვეპუნქტი მიხედვით ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. კერძოდ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა მხოლოდ შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება- დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელე ნ-------------ზს უარი უნდა ეთქვას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე და სამსახურში აღდგენაზე. მოსარჩელეს ასევე უარი უნდა ეთქვას განაცდურის დაკისრებაზე, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 9-ე, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი