განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
330100118002695439
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----18

(№09---------1)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - ანი გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თე----- ჭი---–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გუ---ნ კ----------- აშ----–---ი (დაბადებული - 1----–-–--------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, მ--------–-- ქ----, N---ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებულის მიმართ.

 

ადვოკატი: ან-- შ-–---–--ლი

თარჯიმანი: ვი----–- მი---------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (სამი ეპიზოდი);

 

დისპოზიცია: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა

და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (სამი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. გუ---ნ აშ----–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოძიებით დაუდგენელ პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება საერთო წონით 2,6997 გრამი, რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობამ შეადგინა 0,6287 გრამი, საიდანაც გუ---ნ აშ----–---მა თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში და შავი ფერის პოლოეთილენის 4 (ოთხ) ცალ ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო-მოშავო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება საერთო წონით 0,8912 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,10688 გრამის ოდენობით, 2018 წლის 1-----------ს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა კო----------ე კა-–--------–---–ზე.

 

1.2. გუ---ნ აშ----–---მა 2018 წლის 2-----------ს, პოლიეთილენის ნაჭერში 4 (ოთხ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 1,241 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,1309 გრამის ოდენობით, 200 ლარად უკანონოდ კვლავ გაასაღა კო----------ე კა-–--------–---–ზე.

 

1.3. გუ---ნ აშ----–---მა ლურჯი ფერის პოლიეთილენის 3 (სამ) ცალ ნაჭერში მოთავსებული ყავისფერი, სპეციფიკური სუნის მქონე წებოვანი ნივთიერება საერთო წონით 0,6840 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,0703 გრამის ოდენობით, ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“ (მარილი) 0,0185 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება „კოდეინს“ (მარილი) 0,0029 გრამს, 2018 წლის 29 ა--------ს 150 ლარად უკანონოდ გაასაღა კო----------ე კა-–--------–---–ზე.

 

1.4. 2018 წლის 1-------------ს ქ. თბილისი, ფ-------–-, მ--------–-- ქ---- N---ში მდებარე „ე---------ს“ ა------ საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუ---ნ აშ----–---ის დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მისგან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის, თავმილღობილ, პოლიმერული მასალის პაკეტებში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის და გრანულების სახით, საერთო წონით 0,7747 გრამი, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0,3207 გრამს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. გუ---ნ აშ----–---ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - კო----------ე კა-–--------–---–ის, გ------ ც--–--ის, შ--–-ა ქ--------ს, ზ------ ტ------–---–ის, გ------- ვ--–-------ის გამოკითხვის ოქმი, 2018 წლის 1------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ბინის ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 1------------ის ბრალდებულის დაკავების ოქმი, ამოღების ოქმები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მ-------- სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის N1------------/ქრ, N2------------ქრ, N2---------ქრ, 2-----------/ქრ დასკვნები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გუ---ნ აშ----–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1., 1.2., 1.3., 1.4. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, მაგ. ყიდვა, გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა,შენახვა, გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების - კო----------ე კა-–--------–---–ის, გ------ ც--–--ის, შ--–-ა ქ--------ს, ზ------ ტ------–---–ის, გ------- ვ--–-------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 1------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 1------------ის ბრალდებულის დაკავების ოქმით, ამოღების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მ-------- სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის N1------------/ქრ, N2------------ქრ, N2---------ქრ, 2-----------/ქრ დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გუ---ნ აშ----–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოძიებით დაუდგენელ პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება საერთო წონით 2,6997 გრამი, რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობამ შეადგინა 0,6287 გრამი, საიდანაც გუ---ნ აშ----–---მა თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში და შავი ფერის პოლოეთილენის 4 (ოთხ) ცალ ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო-მოშავო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება საერთო წონით 0,8912 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,10688 გრამის ოდენობით, 2018 წლის 1-----------ს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა კო----------ე კა-–--------–---–ზე. გუ---ნ აშ----–---მა 2018 წლის 2-----------ს, პოლიეთილენის ნაჭერში 4 (ოთხ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 1,241 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,1309 გრამის ოდენობით, 200 ლარად უკანონოდ კვლავ გაასაღა კო----------ე კა-–--------–---–ზე. გუ---ნ აშ----–---მა ლურჯი ფერის პოლიეთილენის 3 (სამ) ცალ ნაჭერში მოთავსებული ყავისფერი, სპეციფიკური სუნის მქონე წებოვანი ნივთიერება საერთო წონით 0,6840 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,0703 გრამის ოდენობით, ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“ (მარილი) 0,0185 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება „კოდეინს“ (მარილი) 0,0029 გრამს, 2018 წლის 29 ა--------ს 150 ლარად უკანონოდ გაასაღა კო----------ე კა-–--------–---–ზე. 2018 წლის 1-------------ს ქ. თბილისი, ფ-------–-, მ--------–-- ქ---- N---ში მდებარე „ე---------ს“ ა------ საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუ---ნ აშ----–---ის დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მისგან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის, თავმილღობილ, პოლიმერული მასალის პაკეტებში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის და გრანულების სახით, საერთო წონით 0,7747 გრამი, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0,3207 გრამს.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გუ---ნ აშ----–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/ პუნქტით სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თერთმეტ წლამდე

 

4.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გუ---ნ აშ----–---ის სასჯელის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4.6. სასამართლო ითვალისწინებს გუ---ნ აშ----–---ის აღიარებას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, მის წარსულ ცხოვრებას - პირად და ეკონომიკურ პირობებს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით გუ---ნ აშ----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით და მე-4 ნაწილების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

4.7. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ გუ---ნ აშ----–---ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (გასაღება) უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გუ---ნ აშ----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

2. გუ---ნ აშ----–---ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 1-----------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

3. გუ---ნ აშ----–---ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 2-----------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

4. გუ---ნ აშ----–---ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 29 ა--------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გუ---ნ აშ----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

6. გუ---ნ აშ----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 1------------იდან.

7. გუ---ნ აშ----–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის უწყებებს.

 

8. გუ---ნ აშ----–---ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

9. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

- სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მ-------- სამმართველოს საცავში - სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

- ხუთი ცალი ლაზერული დისკი, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

- გუ---ნ აშ----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა საცავში - სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე