განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
330100118002698046
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----18

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ-------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: მო------------ა ჯ-------–----- თა---–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------- ი------ ი--–------- რ-------–---ს მოქალაქე, პასპორტის #Y--------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ი-----, ქ. თეი-----, ო------ის ქუჩა N9-ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ც------ დ-------ს ქუ----, ბინა 4--–-). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებულის მიმართ.

 

ბრალდებული: ჰო------ მო------------ას ძე რ---------------დი (დაბადებული - 1995 წლის 19 ივნისს, ი------ ი--–------- რ-------–---ს მოქალაქე, პასპორტის #B--------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ი-----, ქ. ა-----, მ-----------ის დასახლება, ა--------ა ლ---- ქუჩა N--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: საქართველო, ს----------ს რ-----ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებულის მიმართ.

 

ადვოკატები: ნი-----------–---–ი, თო--------------აძე,თარჯიმანი: ლე-–-------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/ პუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/ პუნქტები;

 

დისპოზიცია: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. მო------------ა თა---–---–იმ, ჰუ------ რა---------------ისთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 4,0039 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, 0,569 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილი), 0,2062 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება თებაინი და 0,8721 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (მარილი), საიდანაც ქ. თბილისში ც------ დ-------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე - 2018 წლის 2-----------რს 3,935 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი 1 ცალ ლურჯი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი პლასტიკური მასა 5 000 ლარად, უკანონოდ გაასაღეს ქა----- ბა------იზე, ზვ---- მა------ეზე და გი------ ჩი-----ეზე, რაც წარმოდგენილი იქნა ამ უკანასკნელთა მიერ.

 

1.2. 2018 წლის 2-----------რს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში ც------ დ-------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნენ ჰუ------ რა---------------ი და მო------------ა თა---–---–ი. მო------------ა თა---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრრეკისას კი ამოღებული იქნა 0,0689 გრამი ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, 0,569 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მორფინი, 0,2062 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება თებაინი და 0,8721 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოდეინი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. მო------------ა თა---–---–ისა და ჰო------ მო------------ას მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულების აღიარებისა (მო------------ა თა---–---–იმ სრულად აღიარა დანაშაული, ხოლო ჰო------ მო------------ამ მხოლოდ გასაღების ნაწილში სცნო თავი დამნაშავედ, ხოლო შეძენა-შენახვის ნაწილში - უდანაშაულოდ), ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - ქა----- ბა------ის, ილ-- სა---–---–ის, გი------ ჩი-----ის, გი------ ქო----–---–ის, ზვ---- მა------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 2------------ის პირადი ჩხრეკის ოქმები, ბინის ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 2------------ის ბრალდებულების დაკავების ოქმები, ამოღების ოქმები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N2------------/ქრ დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N2----- დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების: მო------------ა თა---–---–ისა და ჰო------ რ---------------დის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. , 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში კი, იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, მაგ. ყიდვა, გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა, შენახვა, გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ზემოაღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაული ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით.

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების - ქა----- ბა------ის, ილ-- სა---–---–ის, გი------ ჩი-----ის, გი------ ქო----–---–ის, ზვ---- მა------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 2------------ის პირადი ჩხრეკის ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 2------------ის ბრალდებულების დაკავების ოქმებით, ამოღების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N2------------/ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N2----- დასკვნით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, დადგენილ-- ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მო------------ა თა---–---–იმ, ჰუ------ რა---------------ისთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 4,0039 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, 0,569 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილი), 0,2062 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება თებაინი და 0,8721 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (მარილი), საიდანაც ქ. თბილისში ც------ დ-------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე - 2018 წლის 2-----------რს 3,935 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი 1 ცალ ლურჯი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი პლასტიკური მასა 5 000 ლარად, უკანონოდ გაასაღეს ქა----- ბა------იზე, ზვ---- მა------ეზე და გი------ ჩი-----ეზე, რაც წარმოდგენილი იქნა ამ უკანასკნელთა მიერ. 2018 წლის 2-----------რს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში ც------ დ-------ს ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნენ ჰუ------ რა---------------ი და მო------------ა თა---–---–ი. მო------------ა თა---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრრეკისას კი ამოღებული იქნა 0,0689 გრამი ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, 0,569 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მორფინი, 0,2062 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება თებაინი და 0,8721 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოდეინი.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მო------------ა თა---–---–იმ და ჰო------ რ---------------დიმ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რისთვისაც ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავეებად. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტები სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტები - თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

 

4.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მო------------ა თა---–---–ისა და ჰო------ რ---------------დს სასჯელის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მათ არ გააჩნიათ.

 

4.6. სასამართლო ითვალისწინებს მო------------ა თა---–---–ისა და ჰო------ რ---------------დს აღიარებას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, მათ წარსულ ცხოვრებას - პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველ-- მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით მო------------ა თა---–---–ისა და ჰო------ რ---------------დს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებითა და მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

4.7. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებით მო------------ა თა---–---–ისა და ჰო------ რ---------------დს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებს (გასაღება) უნდა ჩამოერთვათ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მო------------ა თა---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

2. მო------------ა თა---–---–ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მო------------ა თა---–---–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

4. მო------------ა თა---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2------------იდან.

5. ჰო------ რ---------------დი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

6. ჰო------ რ---------------დი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰო------ რ---------------დს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

8. ჰო------ რ---------------დის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2------------იდან.

9. მო------------ა თა---–---–სა და ჰო------ რ---------------დს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვათ:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის უწყებებს.

 

10. მო------------ა თა---–---–ისა და ჰო------ რ---------------დს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოთ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

- სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში - სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

- მო------------ა თა---–---–ისა და ჰო------ რ---------------დის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კ--------–----------–-–----------------------------------–თან - დაუბრუნდეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს;

 

- ჰო------ რ---------------დის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კ--------–----------–-–----------------------------------–თან - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე