გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2018
საქმის ნომერი
330210018002396708
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10798-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თი-ა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნი-ო სიდამონიძე

მოსარჩელე - თ------------–-ილი

წარმომადგენელი - ნ----------–-----იძე

მოპასუხე - ს---------–-–--------------------------–-------ნტო

წარმომადგენელები - მ--------–--–-–--ლი, ს--–--------–-ძე

დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ი----------------ვის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ც-------------------- (საცხოვრებელი სადგომი ლიტ ,,ა’’ 88.18 კვ.მ, ლიტერი ,,ბ-გ-ვ-ც’’ დამხმარე 25 კვ.მ);

 

1.2. უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მდებარე - ქ. თბილისი, ც-------------------- (საცხოვრებელი სადგომი ლიტ ,,ა’’ 88.18 კვ.მ, ლიტერი ,,ბ-გ-ვ-ც’’ დამხმარე 25 კვ.მ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს თ------------–-ილს.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ი----------------ვი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ც---------------------ში, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით მის სახელზე ირიცხება მითითებულ მისამართზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 180 კვ.მ ფართით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ი----------------ვმა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი გარკვეული თანხის სანაცვლოდ 1965 წელს მიჰყიდა ნ---------------ძეს, რომელიც ჩაეწერა მითითებულ მისამართზე და დაიწყო იქ ცხოვრება, 1967 წელს ნ---------------ძე ცოლად გაჰყვა გ-------–-------–--ლს და მათ ერთ ოჯახად დაიწყეს ცხოვრება, შეეძი-ათ შვილები. ნ---------------ძე 1965 წლიდან ცხოვრობს ი----------------ვისგან შეძენილ საცხოვრებელ სახლში, 1990 წელს იგი მეუღლესთან ერთად გადაეწერა სხვა მისამართზე, მაგრამ საცხოვრებელი სახლი დაუთმო შვილს, თ------------–-ილს. 1983 წლიდან დღეის მდგომარეობით ც---------------ში რეგისტრირებულია ნ---------------ძის შვილი თ------------–-ილი.

 

ი----------------ვი გარდაიცვალა 2017 წლის 20 აპრილს. მას არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია. 1965 წლიდან - დღემდე აღნიშნული ქონებით სარგებლობს თავად მოსარჩელე და მისი ოჯახი, იხდის კომუნალურ გადასახადებს. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ქონება ირიცხება აწ გარდაცვლილი ი----------------ვის სახელზე. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მისი უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

(იხ. სარჩელი ს. ფ. 1-14, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 02 ივლისის სხდომის ოქმი, 13:13:14).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

(იხ. შესაგებელი 63-71, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, 13:16:22).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 16 აგვისტოს მომზადებული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ც---------------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს - ი----------------ვი. ნაკვეთის ფუნქცია-არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი - 180.00 კვ.მ. ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 88,18 კვ.მ. ლიტერი: ,,ბ-გ-ვ-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 25.00 კვ.მ ფართობის უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე, სააღრიცხვო ბარათი №007686, აღრიცხულია 1940 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 15);

- ტექნიკური აღრიცხვის ბარათი (ს.ფ. 16-19).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად დგი-დება, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით მისამართზე, ქ. თბილისი, ც---------------------ში მდებარე უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტუ, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზი-გი, საჯარო სამართლით გათვალისწი-ებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 20).

 

3.1.3. ი----------------ვი გარდაიცვალა - 2017 წლის 20 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა №01--------- (ს.ფ. 32).

 

3.1.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ი-ფორმაციით დგი-დება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით 2017 წლის 20 აპრილს გარდაცვლილი ი----------------ვის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ი----------------ვის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის №16/2619 და №16/2591 წერილები (ს.ფ. 49-50).

 

3.1.5. ნ---------------ძის მეუღლე - გ-------–-------–--ლი, გარდაიცვალა 2010 წლის 30 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწი-ების მოწმობა №60---- (ს.ფ. 30);

- გარდაცვალების მოწმობა №4636-- (ს.ფ. 31).

 

3.1.6. თ------------–-ილი არის ნ---------------ძის შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა №011-------3 (ს.ფ. 33).

 

3.1.7. ქ. თბილისში, ც---------------------ში, 1983 წლის 23 ნოემბრიდან - დღემდე რეგისტრირებულია თ------------–-ილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამი-ისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურის წერილი (ს.ფ. 29).

 

3.1.7 . კომუნალური გადასახადების გადამხდელად ქ. თბილისში, ც---------------------ში 1996 წლის პირველადი მონაცემებით რეგისტრირებულია თელასის აბონენტი 04---76 - ნ-----–---–--------გი, 1996 წლამდე ი-ფორმაცია ზემოაღნიშნული აბონენტის შესახებ ხანდაზმულობის გამო სს ,თელასში’’ არ ი-ახება, ხოლო 1999 წლიდან - 2016 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ქ. თბილისში, ც---------------ში რეგისტრირებულია თელასის აბონენტი 04---76 - ნ-----–---–----------–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,თელასი’’-ს წერილი (ს.ფ. 34);

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 35-48);

- საქართველოს იუსტიციის სამი-ისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურის საი-ფორმაციო ბარათი (ს.ფ. 26-28).

 

3.1.8. ი----------------ვის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარეობდა ქ. თბილისში, ც---------------------ში. შემდგომ მოხდა სახლების გადანომრვა და აღნიშნული მისამართი დარეგისტრირდა, როგორც ქ. თბილისი, ც--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბი-აო წიგნი (ს.ფ. 51-55).

- ტექნიკური აღრიცხვის ბარათი (ს.ფ. 16-19).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდი-არეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრი-ციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი ში-აარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ი-დივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს ში-აგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, კერძოდ, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, საი-ფორმაციო ბარათები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, სასამართლოს უქმნის რწმენას იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ------------–-ილი არის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწი-ებული პირი, ხოლო საცხოვრებელი სადგომი უმკვიდრო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-9 მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წი-ააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწი-ებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

იმისთვის, რომ სპეციალური კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწი-ებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 2. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 3. გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსი-დისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმი-ისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 1965 წელს, ში-აურული ხელწერილით, ნოტარიულად დამოწმების გარეშე ი----------------ვისგან შეიძი-ა საცხოვრებელი სადგომი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწი-ებით, რომ საქმეში არ არის წარდგენილი სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და ან იმ ტიპის ადმი-ისტრაციული აქტი, რომელიც განაპირობებდა სადავო საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების არსებობას, უნდა დადგი-დეს ის გარემოება თუ რამდენად თავსებადია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით წარმოქმნილ ურთიერთობასთან.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოსარგებლეობის უფლება დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე დასტურდება იუსტიციის სამი-ისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საი-ფორმაციო ბარათით, მოწმეთა ჩვენებებით.

 

მოწმეებმა მალ--ზ ნო--–---–მა და ნ---------------ძემ განმარტეს, რომ ნ---------------ძემ შეიძი-ა ი----------------ვის სახელზე რიცხული სახლი და იმ დროიდან ცხოვრობდა იქ, თუმცა 1983 წლიდან ნ---------------ძემ საცხოვრებელი სახლი დაუთმო შვილს თ------------–-ილს, რომელიც დღემდე აგრძელებს საცხოვრებელი სადგომის ფლობას და სარგებლობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ც---------------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს - ი----------------ვი.

 

მოწმე ნ---------------ძემ განმარტა, რომ 1965 წელს ი----------------ვისგან შეიძი-ა საცხოვრებელი ბი-ა მდებარე ქ. თბილისში, ც---------------ში და ამავე პერიოდიდან დაიწყო მითითებულ მისამართზე ცხოვრება. შემდგომ გათხოვდა და შეეძი-ა სამი შვილი: თა----, მალ--ზ და ნი-ო ნო---–---–-ბი. ნი-ო ნონიაშვილი გათხოვილია, რეგისტრირებულია ქ. თბილისში, თემქაზე მდებარე, მეუღლის ბი-აში და 10 წელია ცხოვრობს ბელგიაში, მ--–-----------–---–ი რეგისტრირებულია და ცხოვრობს ქ.თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ბი-აში, ხოლო ქ. თბილისში, ც---------------------ში 1983 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია და ცხოვრობს თ------------–-ილი. აქვე ცხოვრობს ნ---------------ძეც, მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს ფორმალურად გადარეგისტრირდა სხვა მისამართზე. არც ნ---------------ძეს და არც მალ--ზ და ნი-ო ნო---–---–-ბს არ გაჩნიათ პრეტენზია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს და საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობილი იქნას თ------------–-ილი. რაც შეეხება ი----------------ვს, მას ჰყავდა შვილი და მეუღლე, რომლებიც გარდაიცვალნენ. 1965 წლიდან ისი-ი საცხოვრებლად გადავიდნენ სხვა მისამართზე და მოსარგებლე იყო მხოლოდ ნ---------------ძე.

 

მოწმე მ--–-----------–---–მა განმარტა, რომ არის თ------------–-ილის ძმა. როგორც მისთვის არის ცნობილი ქ. თბილისში, ც---------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბი-ა შეიძი-ა მისმა დედამ ნ---------------ძემ. მითითებულ მისამართზე დაიბადა და გაიზარდა. როდესაც ჯარიდან ჩამოვიდა, მისმა მამამ გ-------–-------–--ლმა ააშენა კოოპერატივის ბი-ა დიდ დიღომში და მ--–-----------–---–ი იმ ბი-აში გადავიდა საცხოვრებლად. არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ძმის, თ------------–-ილის კუთვნილ უძრავ ქონებაზე და უნდა რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს. საქმეში ასევე წარმოდგენილია, ნ--------------ძის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც ის გამოთქვამს თანხმობას, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა, რომ ქ. თბილისში, ც---------------------ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი აღირიცხოს მისი ძმის, თ------------–-ილის სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ი----------------ვი გარდაიცვალა 2017 წლის 20 აპრილს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ი-ფორმაცია 2017 წლის 20 აპრილს გარდაცვლილი ი----------------ვის სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

აღნიშნულის გათვალისწი-ებით უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ც---------------------ში, 1940 წელს აღრიცხული ი----------------ვის სახელზე - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწი-ებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ც---------------------ში, ი----------------ვის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და აღნიშნული უმკვიდრო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს თ------------–-ილს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ------------–-ილის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ი----------------ვის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ც-------------------- (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა’’ 88.18 კვ.მ, ლიტერი ,,ბ-გ-ვ-ც’’ დამხმარე 25 კვ.მ);

 

1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე თ------------–-ილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ი----------------ვის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ც-------------------- (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა’’ 88.18 კვ.მ, ლიტერი ,,ბ-გ-ვ-ც’’ დამხმარე 25 კვ.მ);

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწი-ებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წი-ააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თი-ა ვაშაყმაძე