განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002740869
№1/246-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თი------ ზუ--–---–ის
ბრალდებულ - გი-- არ-------–---–ის
ადვოკატ - ნო–------ ქე-–----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გი-- არ-------–---–ი
მამის სახელი: ნო------
დაბადებული: 1-----–-–----------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ზე------------ი
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ზე------------ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: გი-- არ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2016 წლიდან, თანაცხოვრების პერიოდში, გი-- არ-------–---–ი გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------–- სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ეკ- ორ---–-–---–ს, რომელსაც 2018 წლის აგვისტოს დაუდგენელ რიცხვში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ერთხელ გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ეკ- ორ---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე გი-- არ-------–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------–-, თავის საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის, სახისა და ყელის არეში ხელი გაარტყა მეუღლეს - ეკ- ორ---–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 22:40 საათზე გი-- არ-------–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------–-, თავის საცხოვრებელ ბინაში, თავში ხელი ერთხელ გაარტყა მა-- ორ---–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გი-- არ-------–---–ი 2018 წლის 28 ოქტომბერს 03:00 საათზე დააკავეს და 2018 წლის 29 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლიდან, თანაცხოვრების პერიოდში, გი-- არ-------–---–ი გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------–- სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ეკ- ორ---–-–---–ს, რომელსაც 2018 წლის აგვისტოს დაუდგენელ რიცხვში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ერთხელ გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ეკ- ორ---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. 2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე გი-- არ-------–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------–-, თავის საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე,თავის, სახისა და ყელის არეში ხელი გაარტყა მეუღლეს - ეკ- ორ---–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 22:40 საათზე გი-- არ-------–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------–-, თავის საცხოვრებელ ბინაში, თავში ხელი ერთხელ გაარტყა მა-- ორ---–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა
(2016 წლის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ეკ- ორ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - მა-- ორ---–-–---–ის, ნოდარ არ-------–---–ის, ნა---- არ-------–---–ის, ცი--–- ორ---–-–---–ის, თავად ბრალდებულ გი-- არ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი-- არ-------–---–ი, 2016 წლიდან, თანაცხოვრების პერიოდში, გი-- არ-------–---–ი გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------–- სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ეკ- ორ---–-–---–ს, რომელსაც 2018 წლის აგვისტოს დაუდგენელ რიცხვში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ერთხელ გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ეკ- ორ---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.
შეურაცხყოფაში კი შეიძლება ჩაითვალოს მიმართვა უცენზურო, დამამცირებელი სიტყვებით, ლანძღვა, შეურაცხყოფა. აღნიშნული შეურაცხყოფა დანაშაულის შემადგენლობას შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას აქვს სისტემატიური სახე და იწვევს დაზარალებულის ტანჯვას.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი-- არ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. (2016 წლის და 2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი)
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2018 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი)
4. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ეკ- ორ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - მა-- ორ---–-–---–ის, ნოდარ არ-------–---–ის, ნა---- არ-------–---–ის, ცი--–- ორ---–-–---–ის, თავად ბრალდებულ გი-- არ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 27 ოქტომბერს, გი-- არ-------–---–მა, თავის, სახისა და ყელის არეში ხელი გაარტყა მეუღლეს - ეკ- ორ---–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს, მათ შორის ხელის დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი-- არ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. (2018 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი)
3. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ეკ- ორ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - მა-- ორ---–-–---–ის, ნოდარ არ-------–---–ის, ნა---- არ-------–---–ის, ცი--–- ორ---–-–---–ის, თავად ბრალდებულ გი-- არ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 27 ოქტომბერს, გი-- არ-------–---–მა, თავში ხელი ერთხელ გაარტყა მა-- ორ---–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო განმარტავს, რომ სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა. მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ გი-- არ-------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - თავის არეში ხელის დარტყმა. ამგვარმა ძალადობამ აუცილებლად უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი-- არ-------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი-- არ-------–---–მა ჩაიდინა :
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის და 2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი)
2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი)
3. ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი-- არ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გი-- არ-------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გი-- არ-------–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდი, რომელთაგან ორში დაზარალებული მისი ოჯახის წევრი - მეუღლეა. გი-- არ-------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას აქვს სისტემატიური ხასიათი.
გი-- არ-------–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-- არ-------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, გი-- არ-------–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გი-- არ-------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარი, რომლის სრულ უზრუნველყოფამდე დარჩა პატიმრობაში.
გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ყადაღა დაედო ეთ---- სო-–-----–---–ის (პ/ნ 1----------) ლე---- სო-–-----–---–ის (პ/ნ 1----------) და ლუ-- სო-–-----–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------–-, „ილღვნები“, საკადასტრო კოდი №5----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5330.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი 5----------- საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 (ოთხი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი-- არ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
გი-- არ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
გი-- არ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და გი-- არ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და გი-- არ-------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს - 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით ეთ---- სო-–-----–---–ის (პ/ნ 1----------) ლე---- სო-–-----–---–ის (პ/ნ 1----------) და ლუ-- სო-–-----–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე რიცხული უძრავ ქონების - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------–-, „ილღვნები“, საკადასტრო კოდი №5----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი 5330.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი 5----------- საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 (ოთხი ათასი)ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გი-- არ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 ოქტომბრის 03:00 საათიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი