გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
14021011800--40479
საქმე N2/1331-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე ი---- გ-----ე
წარმომადგენელი დ----- მ----–--ე
მოპასუხე ვ-–- გ-----ე
წარმომადგენელი ე-–---- პ---–--–---–ი
დავის საგანი უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ-–- გ-----ეს ი---- გ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 10641.60 ლარის გადახდა, როგორც უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხა.
მოსარჩელის პოზიცია
1996 წლის 12 ივლისს ძმების - ვ-–-, ნუგზარსა და ი---- გ-----ეების მიერ დაფუძნებულ იქნა შპს „ძმები გ-----ეები“ (ს.კ 217885554), რომლის გენერალურ დირექტორს წარმოადგენდა ი---- გ-----ე. მხარეები მათ შორის არსებული ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე 1996 წლიდან - 2000 წლამდე შპს „ძმები გ-----ეების“ სახელით ერთობლივად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. 1998-1999 წლებში სწორედ კომერციული მიზნებისათვის მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ ერთობლივი სახსრებით, შეძენილ იქნა უძრავი ქონებები მდებარე ქ. გ-----------–---------------------------------5, რომელთა რეგისტრაცია/გაფორმება ძმებს შორის არსებული ნდობის საფუძველზე განხორციელდა ვ-–- გ-----ის სახელზე. საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის მიუხედავად ვ-–- და ი---- გ-----ეებს შორის არსებული ზეპირი შეთანხმებით - უძრავი ქონება, მდებარე ქ. გ-----------–---------------------2 იყო ვ-–- გ-----ის საკუთრება, ხოლო უძრავი ქონება მდებარე ქ. გ------------–---------------------5 კი ი---- გ-----ის საკუთრება. ვიანიდან, აღნიშნული ფართი შეძენილი იქნა კომერციული მიზნით, კერძოდ, შპს „ძმები გ-----ეების“ საქმიანობის განხორციელებისათვის და საოფისედ გამოყენებისათვის, 1999-2000 წელს ვ-–- გ-----ისა და ი---- გ-----ის მიერ ერთობლივი სახსრებით ქ. გ------------–---------------------2-ში მდებარე უძრავ ქონებას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც გამოყენებულ იქნა შპს „ძმები გ-----ეების“ საოფისე ფართად. 2000 წლის შემდგომ, კერძოდ - 200 წლიდან 2011 წლამდე მოპასუხე ვ-–- გ-----ისა და ი---- გ-----ის მიერ ერთობლივად განხორციელდა სხვადასხვა კომპანიებისათვის ფართების (ქ. გ------------–--------------------------------5) იჯარით გაცემა. 2011 წლიდან უძრავი ქონების იჯარით მიღება/სარგებლობისთვის ინტერესი გაუჩნდა შპს „სა-------------------------------–----11-ს“, აღნიშნული კომპანიის ძირითად პირობას წარმოდგენდა შემდეგი გარემოება - ფართის იჯარით აღება მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებას მდებარე ქ. გ------------–--------------------5-ს ჩაუტარდებოდა სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ი---- გ-----ის სახსრებით, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმების მიხედვით აღნიშნული ფართი წარმოადგენდა ი---- გ-----ის საკუთრებას. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება შეადგენს 10641.60 ლარს, კერძოდ: კანალიზაციის თუჯის მილების დემონტაჟი - 42 ლარი;
წყალგაყვანილობის რკინის მილების დემონტაჟი - 72 ლარი;
წყალკანალიზაციის პლასტმასის მილებისა და კომუნიკაციის მოწყობა - 241 ლარი;
მიწის გათხრა კანალიზაციის ჭამდე ხელით და პლასტმასის დ=50მმ მილის ჩადება - 115 ლარი;
აბაზანა საპირფარეშოში ტრაპის მოწყობა - 20 ლარი;
უნიტაზის მოწყობა - 45 ლარი;
კედლებზე კერამიკული ფილების გაკვრა - 883.76 ლარი;
იატაკზე მეტლახის ფილების მოწყობა 159.84 ლარი;
შეკიდული პლასტიკატის ჭერის მოწყობა - 106.50 ლარი;
გამწოვი ვენტილატორის მოწყობა - 35 ლარი;
სარკის მოწყობა - 35 ლარი;
სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხელას მოწყობა - 110 ლარი;
ბინაში ბუნებრივი აირის კომუნიკაციის მოწყობა - 500 ლარი;
წყალმომარაგების მრიცხველის მოწყობა - 70 ლარი;
ელ. ქსელის გაყვანილობის შეცვლა - 400 ლარი;
შიდა კარების შეღებვა - 143.51 ლარი;
საკეტების შეცვლა 3 კარზე - 105 ლარი;
სამზარეულოში მეტალოპლასტმასის ფანჯრის მოწყობა - 300 ლარი;
მდფ-ის კარების მოწყობა - 320 ლარი;
ლამინატის იატაკის მოწყობა - 974.64 ლარი;
პლინტუსების მოწყობა - 85 ლარი;
შიდა კედლებისა და წერის შეღებვა წყალემულსიური საღებავით - 1149.50 ლარი;
ფასადის კედლების დამუშავება და შეღებვა - 266 ლარი;
ქუჩიდან შესასვლელი კიბის მოწყობა გრანიტის ფილებით - 336 ლარი;
კიბის მეტალის მხატვრული მოაჯირების მოწყობა - 260 ლარი’
24 კ/ვატიანი გათბობის ქვაბის მოწყობა - 1400 ლარი;
პანელური რადიატორების მოწყობა - 720 ლარი;
ფასონური ნაწილები წყლის და გათბობის სიტემაზე - 346.50 ლარი;
25 მმ სილიკონის მილის მოწყობა - 76.80 ლარი;
32 მმ სილიკონის მილის მოწყობა - 259.20 ლარი;
20 მმ სილიკონის მილის მოწყობა - 50.40 ლარი;
ფასონური ნაწილები გათბობის სიტემაზე - 193.50 ლარი;
სატრანსპორტო ხარჯები მასალებზე - 187.03 ლარი;
ზედნადები ხარჯები სამეურნეო წესით - 668.22 ლარი;
აღნიშნულმა ხარჯებმა საერთო ჯამსი შეადგინა 10641.60 ლარი. შესაბამისად მოპასუხე მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სწორედ მითითებული თანხით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე უარს აცხადებს აღნიშნული თანხის ი---- გ-----ისათვის ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე, მოსარცელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს უფლების სასამართლოს გზით დაცვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, 1998-2002 წლებში შეიძინა არაერთი უძრავი ქონება, მათთ შორის ქ. გ------------–------------–---------------------------5. საცხოვრებელი თუ კომერციული ფართები დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში თავის სახელზე. მხარეთა შორის არანაირი ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა ზემოხსენებული უძრავი ნივთებზე საკუთრების უფლების მასზე გადაცემის შესახებ. აღნიშნულის საჭიროება არ ყოფილა, ვინაიდან მოპასუხეს გააჩნდა თავისი საცხოვრებელი და კომერციული ფართები. ქ. გ-----------–------4-ში მდებარე მის კუთვნილ ფართებზე გაფრომდა ქირავნობის ხელშეკრულება პოლიტიკურ გაერთიანება „ე---------– ფ----------ნ“. დამქირავებელი იხდიდა ქირის გადასახადს 250 ლარის ოდენობით. 03.01.2011 წელს მიღება-ჩაბარების აქტით უკან დაიბრუნა ქონება. 2012 წლის 05 იანვარს დაიდო იჯარის ხელშეკრულება მასსა და შპს „სა-------------------------------–----11-ს“ შორის. აკადემიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე სავალდებულოდ ჩაითვალა ოფისში სარემონტო სამუშაოების ჩატარება. 2012 წელს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, აკადემია შეუდგა სარემონტო სამუშაოებს. დამონტაჟდა გამათბობელი ქვაბი და სათანადო გაყვანილობა, ასევე გარემონტდა სველი წერტილები. 2011 წელს ფიზიკურ პირს ი---- გ-----ეს, რომელიც ცხოვრობდა ქ. გ----–--------–---------7-ში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებია მოპასუხის კუთვნილ ზემოაღნიშნულ ფართში. იგი 2012 წლიდან დასაქმდა შპს „სა-------------------------------–----11-ში“ როგორც თანამშრომელი და ჩატარებული სარემონტო სამუშაოები სურს წარმოაჩინოს, როგორც მის მიერ ჩატარებული რემონტი და გაწეული ხარჯი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ფართზე საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებისას იგი არ ყოფილა მიწვეული, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა დოკუმენტები და მიეცა ახსნა-განმარტება თუ ვის ჩატარებულ რემონტს აფასებდა ექსპერტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ძმების - ვ-–-, ნუგზარ და ი---- გ-----ეების მიერ 1996 წლის 12 ივლისს დაფუძნებული იქნა შპს „ძმები გ-----ეები“, რომლის სახელით ისინი ერთობლივად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას და რომლის გენერალურ დირექტორს წარმოადგენდა ი---- გ-----ე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება შპს „ძმები გ-----ეების“ რეგისტრაციის შესახებ;
- შპს „ძმები გ-----ეების“ წესდება;
3.1.2. უძრავი ქონება, მდებარე ქ. გ-----------–-------------------------------------5 თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ-–- გ-----ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშკრულება. აღნიშნული ფართები დღეისათვის გაერთიანებულია და წარმოადგენს ერთ საერთო ფართს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.1.3. მოპასუხეს ზემოხსენებული უძრავ ქონებებზე გაფორმებული ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულება პოლიტიკურ გაერთიანება „ე---------– ფ----------ნ“, რომელიც შეწყვიტა 03.01.2011წ, ხოლო იმავე ფართებზე 2012 წლის 05 იანვარს მოპასუხე ვ-–- გ-----ესა და შპს „სა-------------------------------–----11“-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებები;
3.1.4. მოპასუხის კუთვნილ ზემოაღნიშნულ ფართებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც გაწეულ იქნა გარკვეული ხარჯი; საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 02 ივლისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიურს ექსპერტიზის N5--------- დასკვნით დგინდება, რომ ქ. გ----–--------–-----------------5-ში (ს.კ N66.45.21.106.01.0--) სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ფართში, განმცხადებლის მიერ მითითებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულებამ, საორიენტაციოდ შეადგინა 10641.40 ლარი, შესაბამისი დარიცხვების გათვალისწინებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიურს ექსპერტიზის დასკვნია N5---------;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის კუთვნილ უძრავი ქონება, მდებარე ქ. გ-----------–-------------------------------------5-ში განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისათის გათვალისწინებული ხარჯები ი---- გ-----ის მიერ გაწეული არ არის.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - გ------- რ------–---–მა დაადასტურა ფართზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის მთელი რიგი ხარჯების შპს „სა-------------------------------–----11“-ის მიერ გაღების ფაქტი. მისი განმარტებით, საზოგადოების საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენდა დაქირავებული ფართის რემონტი, რისთვისაც გაიღო შესაბამისი ხარჯები. ამასთან, საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა ვ-–- გ-----ესთან და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მას არავითარი სამართლებრივი ურთიერთობა ი---- გ-----ესთან არ ჰქონია.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- შ--–--–---–მა და ნ------ ვ----------მა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნულ ფართში მათ შეასრულეს გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები და ამ პროცესში ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ი---- გ-----ესთან, თუმცა მათ ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ აღნიშნული ხარჯები ი---- გ-----ემ გაწია საკუთარი სახსრებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრების საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე შედგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება სარემონტო სამუშაობის შესრულებისათვის საჭირო იმ ხარჯების ი---- გ-----ის მიერ გაღება, რამაც გაზარდა მოპასუხის კუთვნილი ქონების ღირებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი---- გ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 987-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
აღნიშნული მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე, ანუ ქონებრივი შეღავათის შეძენას ადგილი უნდა ჰქონდეს სხვისი ქონების ხელყოფის შედეგად. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ შესრულება ან სხვა გზით დამდგარი გამდიდრება სამართლებრივ საფუძველს მოცილებული უნდა იყოს, კერძოდ, გარიგება ან არ უნდა არსებობდეს, ან, გარიგების ბათილობის სხვა საფუძვლის გამო, უნდა შეწყდეს. სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას უთანაბრდება ის შემთხვევა, როდესაც შესრულება სასურველ მიზანს არ მიაღწევს, კერძოდ, როდესაც პირი მოქმედებდა სასურველი მიზნის მისაღწევად და მისი მოლოდინის ფაქტი ეჭვგარეშეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების მუდმივად შეძენის მიჩნევის საფუძველი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის გამოყენებას.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, _ ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, რის გამოც მას არ შეიძლება დაეკისროს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ ამ ურთიერთობის უფრო დაზუსტებულ რეგულაციას ადგენს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, რომლითაც განსაზღვრულია პირის მიერ შეგნებულად ან შეცდომით საკუთარ ინტერესებში, მაგრამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამასთან ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯი ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი.
მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უტყუარადაა დადგენიალი მოპასუხის კუთვნილ ფართში სარემონტო სამუშაოების შესრულების ფაქტი, თუმცა უტყუარი მტკიცებულებებით არ დგინდება აღნიშნულ სამუშაოებზე გაწეული ხარჯების მოსარჩელის მიერ გაღება, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
7. სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფა
ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სსსკ 1991-ე მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს ამ სარჩელზე გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ვ-–- გ-----ეს (პ/ნ 5----------) აეკრძალა ქ. გ----–--------–--------------------2- ში მდებარე უძრავი ქონების - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.45.21.106.01.0--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991,-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
1.1. ი---- გ-----ის სასარჩელო მოთხოვნას ვ-–- გ-----ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 10641.60 ლარის გადახდა ეთქვას უარი;
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ვ-–- გ-----ეს (პ/ნ 5----------) აეკრძალა ქ. გ----–--------–--------------------2- ში მდებარე უძრავი ქონების - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.45.21.106.01.0--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე