გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #------------------
საქმე #3/2-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წ. ქ.თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი
მოსარჩელე: სო-------------–---–ი
წარმომადგენელი: თა--------–----ა
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: კა----------------–--ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (23.11.2017) გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 იანვრის №2---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (15.06.2018) გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის #3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (24.07.2018) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და 2018 წლის 08 აგვისტოს #8-------------- გადაწყვეტილება.
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (15.08.2018) გადაწყვეტილება.
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 სექტემბრის #3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.8. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლერივი აქტის გამოცემა #8----------- და #8----------- განცხადებების დაკმაყოფილებისა და 1997 წლის 07 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #----ის საფუძველზე 2018 წლის 18 ივნისს შ------------------–-------ს მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, განახორციელოს უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (მდებარე: თ------–-----------------------------–--–-----------------–-----------–----- 6722 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) სო-------------–---–ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. (იხ. 2018 წლის 14 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:
1997 წლის 07 იანვარს, თ------–-----------------------------–---- მიწის რეფორმის კომისიამ ,,მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #--- აქტი“- ს საფუძველზე დ---------–--–- მცხოვრებ ჯუ-–--------------------–----------ს გადასცა ს------–---------–-–-----------–----- მდებარე მის სარგებლობაში არსებული 6722 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია კომისიის წევრებისა და ჯუ-–--------------ის მიერ. ასევე დამოწმებულია უფლებამოსილ პირთა მრგვალი ბეჭდებით. აქტის მიხედვით, ჩრდილოთით მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ტყე, სამხრეთით ბე-------ს მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთით ტყე, ხოლო დასავლეთით წი--–-----ს მიწის ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტი გაუქმებული ან ბათილად ცნობილი არ ყოფილა.
სო-------------–---–მა 2013 წლის 29 ივნისს მიღებული სამკვიდრო მოწმობით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია #1--------) ქონებრივი მოთხოვნის უფლება მოიპოვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, როგორც, მისი მეუღლის, ლე-----–--–-------ს მიერ მიღებულად ცნობილი - დედის 2011 წლის 12 აგვისტოს გარდაცვლილი ჯუ-–--------------ის დანაშთი ქონება. ხოლო ს---------–---–-ს მეუღლე გარდაიცვალა 2011 წლის 06 დეკემბერს.
2017 წლის 30 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს # 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სო-------------–---–მა, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია აღნიშნულ უძრავ ნივთზე. განცხადებას დაერთო მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (23.11.2017) გადაწყვეტილებით სო-------------–---–ს უარი ეთქვა სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ თითქოს ,,სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე ვერ იქნა მოძიებული სარეგისტაციო დოკუმენტაცია. ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სო-------------–---–ის განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (23.11.2017) გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეს მხრიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილი იქნა საჩივარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 იანვრის #2----- გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 11 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8----------- სარეგისტრაციო განცხადებით განმეორებით მიმართა სო-------------–---–ის წარმომადგენელმა თა--------–----ამ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა თ------–-------------–----–------–-, დ---------–--–- მდებარე 6722 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები და #8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული დოკუმენტები. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #8-------------- (15.06.2018წ.) გადაწყვეტილება. აღნიშნულზე სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო #8----------- სარეგისტრაციო განცხადება იგივე მოთხოვნით, ხოლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო დაინტერესებული პირის მიერ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარედგინა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. ასეთი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, რის გამო მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მოსაჩელის მიერ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით და წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
შესაგებლის საფუძვლები:
მოპასუხის განმარტებით, დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციოდ წარადგინა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #--- (07.11.1997 წ), სამკვიდრო მოწმობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო: “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტის (#---, 07.01.1997) საფუძველზე, რომლის თანახმად, ჯუ-–---------------------–---------ს მ----–--–ი, კერძოდ თ------–-–-----------–----- გადაეცა 6772 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ხოლო, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, სო-------------–---–ის (პ/ნ4----------- სახელზე რეგისტრირებულია თ------–-------------–----–---------------------–--–ი მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 84.18.41.008), რომლის პირველადი რეგისტრაცია მოხდა 1997 წლის 13 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #--- აქტის საფუძველზე. აღნიშნული რეგისტრაციის თანახმად, 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა ჯუ-–--------------ს. ხოლო აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ერთსა და იმავე პირზე და ერთსა და იგივე დასახლებაში გაცემულ ორ მიღება-ჩაბარების აქტს სააგენტო სარეგისტრაციოდ ვერ გამოიყენებდა, გამომდინარე იქედან, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში მესაკუთრეებზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი მიწათსარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მოიცავდა კონკრეტული პირისათვის გადაცემულ ყველა მიწის ნაკვეთს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2017 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სო-------------–---–მა (პ/ნ 4----------- და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა თ------–-------------–----–------–-, დ---------–--–- მდებარე 6722 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #--- (07.01.1997წ.), სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიუთითა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ დოკუმენტაციაზე. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (05.09.2017წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ქონების სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობდა №8----------- სარეგისტრაციო განცხადების დასრულებამდე. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან და თ------–-------------–----–------------------დან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ზედდება დადგინდა სახელმწიფოს საკუთრებაში 84.17.31.033 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ასევე, გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არც ჯუ-–-------------ს ასული ბე-------ს უფლება არ დადგინდა და არც ლე----–--–------ის. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8------------10 (05.10.2017წ.) გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8----------- -10 (05.10.2017წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 07 სექტემბრის #-------------- და 2017 წლის 20 სექტემბრის #--------- მიმართვებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თ------–-------------–----–------------------დან, საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან და საქ. ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან ჯუ-–--------------ის სახელზე რიცხული ქონების შესახებ და მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ამიტომაც, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გადაუგზავნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. თანხმობის შემთხვევაში წარმოსადგენი იყო დაინტერესებული პირის განცხადება უძრავი ნივთზე მოპოვებული ინფორმაციის გადაგზავნასთან დაკავშირებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-განცხადების მიღების ბარათი №8----------- (ს.ფ. 21)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (23.11.2017) გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. (ს.ფ. 24-25)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #№2---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. (ს.ფ. 29-34)
3.2. 2017 წლის 18 დეკემბერს სო-------------–---–ის წარმომადგენელ თა--------–----ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა #706182/17 ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (23.11.2017წ.) გადაწყვეტილებაზე რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისა და თ------–-------------------–--ში მდებარე 6722 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 იანვრის #2---- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #№2---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. (ს.ფ. 29-34)
- 2017 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 26-28)
3.3. 2018 წლის 11 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სო-------------–---–ის წარმომადგენელმა თა--------–----ამ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა თ------–-------------–----–------–-, დ---------–--–- მდებარე 6722 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და #8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული დოკუმენტები. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #8-------------- (15.06.2018წ.) გადაწყვეტილება. აღნიშნულზე სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო #8----------- სარეგისტრაციო განცხადება იგივე მოთხოვნით, ხოლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო დაინტერესებული პირის მიერ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარედგინა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადების მიღების ბარათი, განცხადება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (15.06.2018წ.) გადაწყვეტილება რეგისტრაცაზე უარის შესახებ. (ს.ფ. 277-284)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (23.11.2017წ.) გადაწყვეტილება რეგისტრაცაზე უარის შესახებ. (ს.ფ. 24-25)
3.4. 2018 წლის 20 ივნისს სო-------------–---–ის წარმომადგენელ თა--------–----ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა #3-------- ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (15.06.2018წ.) გადაწყვეტილებაზე რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისა და თ------–-------------------–--ში მდებარე 6722 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის #3----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის #8-------------- გადაწყვეტილება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საჩივრის მიღების ბარათი, საჩივარი (ს.ფ. 285-287)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #3----- (23.07.2018 წ) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (ს.ფ. 290-294)
3.5. 2018 წლის 29 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #3-------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სო-------------–---–ის წარმომადგენელმა თა--------–----ამ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა თ------–-------------–----–------–-, დ---------–--–- მდებარე 6722 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით #--------- განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი იდენტურია 2018 წლის 20 ივნისს #3-------- განცხადებაზე წარდგენილ მიწის ნაკვეთთან. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული დაცული ტერიტორიების საზღვრებში, ხოლო #8----------- განაცხადზე დართული ელ. ვერსიით ფიქსირდება ზედდება დაცული ტერიტორიის საზღვრებთან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #№3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 289-294)
- 2018 წლის 20 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 286-287)
3.6. 2018 წლის 11 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სო-------------–---–ის წარმომადგენელმა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა თ------–-------------–----–------–-, დ---------–--–- მდებარე 6722 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #8-------------- (24.07.2018წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ქონების სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობდა #8----------- სარეგისტრაციო განცხადების დასრულებამდე. დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #--- (07.01.1997წ.) არ იქნა მიჩნეული საკუთრების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან მამკვიდრებლის ჯუ-–--------------ის სახელზე საკადასტრო კოდზე 84.18.41.008 რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროს რაიონი, დ---------–--–- 1997 წლის 13 აპრილის #--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივლისის წერილით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საინფორმაციო სამსახურისგან, იმისათვის, რომ მოხდეს დოკუმენტაციის გადაგზავნა კომისიაში. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის № 8-------------- (31.07.2018წ.) გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ №8----------- განცხადებაზე წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2018 წლის 31 ივლისის № 333609 მიმართვით გადაეგზავნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. დაინტერესებულ პირს, სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ №8-------------- (08.08.2018), №8-------------- (15.08.2018წ.) და № 8------------14 (22.08.2018წ.) წერილობითი შეტყობინებებით ეცნობა, რომ დოკუმენტაცია გაგზავნილი იყო აღიარების კომისიაში;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადების მიღების ბარათი #8----------- (ს.ფ.277-281)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- (24.07.2018), 8-------------- (31.07.2018), №8-------------- (08.08.2018), №8-------------- (15.08.2018) და № 8------------14 (22.08.2018) წერილობითი შეტყობინებები სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ. (ს.ფ. 391-395)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. (ს.ფ.318-324)
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
7.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
7.5. განსახილველ შემთხვევში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებით დადგენილია შემდეგი:
2017 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სო-------------–---–მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა თ------–-------------–----–------–-, დ---------–--–- მდებარე 6722 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #--- (07.01.1997 წ), სამკვიდრო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიუთითა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ დოკუმენტაციაზე. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (05.09.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ქონების სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობდა №8----------- სარეგისტრაციო განცხადების დასრულებამდე.
ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან და თ------–-------------–----–------------------დან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ზედდება დადგინდა სახელმწიფოს საკუთრებაში 84.17.31.033 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ასევე, გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არც ჯუ-–-------------ს ას ბე-------ს და არც ლე----–--–------ის უფლება არ დადგინდა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8------------10 (05.10.2017) გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8----------- -10 (05.10.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 07 სექტემბრის #-------------- და 2017 წლის 20 სექტემბრის #--------- მიმართვებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია თ------–-------------–----–------------------დან, საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან და საქ. ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ჯუ-–--------------ის სახელზე რიცხული ქონების შესახებ და მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ამასთან, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გადაეგზავნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. თანხმობის შემთხვევაში წარმოსადგენი იყო დაინტერესებული პირის განცხადება უძრავი ნივთზე მოპოვებული ინფორმაციის გადაგზავნასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული 1997 წლის 07 იანვრის მიწის ნაკვეთის №--- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ჯუ-–--------------ს მ----–--–ი, კერძოდ: სოფ. თ------–-–-----------–----- გადაეცა 6722 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე მიღებული ქვემო ქართლის რეგიონული არქივის #--------- (20.09.2017) წერილის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონის, დაბა მანგლისის 1992-2007 წლების საკომლო წიგნების, მიწის მიღება-ჩაბარების აქტების, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო) და საგადასახადო სიების შესახებ მონაცემები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ №8----------- სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 05 სექტემბრის №3----- წერილით თ------–-------------–----–------------------დან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, დაცული იყო თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახურში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია დედნის ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით, მისი შედგენის თარიღის მითითებით და ფიქსირებოდა თუ არა ჯუ-–--------------ის და ლე----–--–------ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით და ასეთის არსებობის შემთხვევაში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მასზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ (წლების მიხედვით) და შესაბამისი დოკუმენტაცია.
თ------–-------------–----–------------------ს 2017 წლის 11 სექტემბრის №4------ წერილით, სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაცემული, დ---------–--–- მცხოვრები ჯუ-–-------------ს ასული ბე-------ს კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია გამგეობაში არ ინახება.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ რეგისტრაციის შესახებ №8-------------- (10.07.2009) გადაწყვეტილებით ჯუ-–--------------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა თ------–-------------------–--ში მდებარე 700 კვ.მ. უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 84.18.41.0---
ამდენად, დღეის მდგომარეობით ჯუ-–--------------ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ დაინტერესებულ პირზე 1997 წლის 13 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის №229 მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები. კერძოდ, №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ჯუ-–--------------ს გამოეყო 700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 84.18.41.008), რომლის პირველადი რეგისტრაცია მოხდა 1997 წლის 13 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #--- აქტის საფუძველზე, ხოლო #8----------- და #8----------- სარეგისტრაციო განცხადებებზე დართული 1997 წლის 07 იანვრის #--- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ჯუ-–--------------ს გადაეცა 6722 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ჯუ-–--------------ის ან მისი ოჯახის (კომლის) წევრის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. ასევე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია 1997 წლის 07 იანვრის მიწის ნაკვეთის №--- მიღება-ჩაბარების აქტის ჯუ-–--------------ისადმი გადაცემის სამართლებრივი საფუძვლის და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების (თარიღი, მიწის ნაკვეთის რაოდენობა, მიწის რეფორმამდე არსებული მდგომარეობა და ა.შ.) თაობაზე, რომელიც წინააღმდეგობრივია საჯარო რეესტრში წარდგენილ ჯუ-–--------------ის სახელზე გაცემულ 1997 წლის 13 აპრილის მიწის ნაკვეთის #--- მიღება-ჩაბარების აქტთან.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი არის - საძოვარი, სათიბი, სახნავი მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკრმიდამო მიწის ნაკვეთი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას, რომლის თანახმად, რეგისტრაცია გულისხმობს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრების დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდეულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია აგრეთვე მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები. ესენია: 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
7.6. დადგენილია, რომ ჯუ-–--------------ის მიერ 1997 წლის 13 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #--- აქტის საფუძველზე, უკვე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი. ამასთან, წარდგენილ #8----------- და #8----------- სარეგისტრაციო განცხადებებზე დართული 1997 წლის 07 იანვრის #--- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ჯუ-–--------------ს გამოეყო 6722 კვ.მ. ფართობის სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. #8----------- და #8----------- სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით ვერც განმცხადებლის და ვერც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი (მოძიებული) სხვა რაიმე საკუთრების ან/და მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის #8-------------- (23.11.2017); #8-------------- (15.06.2018); #8-------------- (24.07.2018); #8-------------- (08.08.2018); #8-------------- (15.08.2018); გადაწყვეტილებები (წერილობითი შეტყობინება) ასევე, #2----, #3----- და #3----- გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
7.7. 2018 წლის 05 სექტემბერს სო-------------–---–ის წარმომადგენელი თა--------–----ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა №4-------- (13.08.2018) და #4-------- (16.08.2018). ადმინისტრაციული საჩივრები ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 24 ივლისის #8-------------- გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ #8-------------- (08.08.2018) და #8-------------- (15.08.2018) წერილობითი შეტყობინების გაუქმების და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების კანონით დადგენილი საფუძვლები, ვინაიდან საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განხორციელდა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა: კერძოდ, აღნიშნულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისში უკვე წარდგენილი იყო #8----------- სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით და აღნიშნული განცხადების თაობაზე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #8-------------- (23.11.2017) გადაწყვეტილება. ამასთან, მოსარჩელის მიერ #8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტაციო დოკუმენტაცია, რაც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 07 სექტემბრის #-------------- და 2017 წლის 20 სექტემბრის #--------- მიმართვებით გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად ჯუ-–--------------ის სახელზე რიცხული ქონების შესახებ და მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის #148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის თანახმად, თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე ადგენენ მიწის ნაკვეთის აქტს 5 ცალად, სადაც აღინიშნებოდა შერჩეული ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საერთო ფართობი სავარგულების მიხედვით. მონაცემები დაიტანებოდა მიწათსარგებლობის გეგმაზე. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანუშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში მესაკუთრეზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი მიწათსარებლობის დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მოიცავდა კონკრეტული პირისათვის გადაცემულ ყველა მიწის ნაკვეთს. ამავე დებულების მე-13 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთების მისაღებად მოქალაქეებს უნდა წარედგინათ: ა) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, 2) ცნობა საბაღე ან სააგარაკე ნაკვეთის მფლობელობის შესახებ, 3) ცნობა სამუშაო ადგილიდან ოჯახში შემავალი ყველა სრულწლოვანი წევრისა, რომ არ იღებენ სხვა მიწის ნაკვეთს.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების მიღებით საქართველოში დაიწყო სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა, რომელიც შეეხო როგორც საკომლო, ისე საბაღე, სოფლად და ქალაქად მცხოვრებ პირთა სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის #148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მიხედვით, თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე დგებოდა მიწის ნაკვეთის აქტი 5 ცალად, რომლებსაც ხელს აწერდა კომისიის ყველა წევრი.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმდროინდელი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა (შესაბამისად, არც პრაქტიკაში ხორციელდებოდა) ერთიდაიმავე პირზე ერთზე მეტი მიღება-ჩაბარების აქტის გაცემას, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეფორმის ფარგლებში პირზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მოიცავდა კომლზე გადაცემულ ყველა მიწის ნაკვეთს (უძრავ ქონებას).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ამ კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები ვინაიდან, სააგენტოს მიერ განხორციელდა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
7.8 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლზე მითითებით სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს უდგენს სპეციალურ მოთხოვნებს. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებაა იხელმძღვანელოს თანასწორობის, პროპორციულობის პრინციპით, არ უნდა ხელყოს დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება და ა.შ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, - მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, ხოლო 1.8. სასარჩელო მოთხოვნა კი წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნების თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.
9. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სო-------------–---–ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით და ვინაიდან, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მოსარჩელე სო--------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა