განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100114619798
#1/250-14 (№0-----------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-----------–-–---–ი - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული: გ----------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–-------------------------.
ადვოკატი - გ---------------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
გ-----------–-–---–მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა მ--–--------------ისა და ი-–------–-------ის კუთვნილ ფულად თანხებს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ-----------–-–---–ი დაპირდა მ--–--------------ეს და ი-–------–-------ს, რომ გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ მიჰყიდდა თორმეტ ცალ ღვინის ცისტერნა-რეაქტორს, რომელიც თითქოსდა იყო მის საკუთრებაში. აღნიშნული ცისტერნა-რეაქტორების შესაძენი თანხა გ-----------–-–---–მა ისე, რომ არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვა მ--–--------------ესა და ი-–------–-------ს 39 025 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და სანაცვლოდ არანაირი ღვინის ცისტერნა-რეაქტორები არ გადაუცია. გ-----------–-–---–მა ი-–------–-------ს და მ--–--------------ეს, მეტი დამაჯერებლობისათვის დაუწერა ხელწერილები, თითქოს და აღნიშნული ფულადი თანხა შეჰქონდა შ--------–-----–--- ანგარიშზე, რომლის დირექტორი იყო გ-----------–-–---–ი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით მ--–--------------ემ და ი-–------–-------მა განიცადეს 66 342 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
მ--–--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2007 წლის შემოდგომაზე მას დაუკავშირდა ი-–------–-------ი და ვინაიდან ამ უკანასკნელს ყავდა კლიენტი, გადაწყვიტეს შეეძინათ ღვინის ცისტერნები შემდგომი გაყიდვის მიზნით. ამის შემდეგ დაუკავშირდა შ--------------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ მის ახლობელს გ-----------–-–---–ს ქონდა ღვინის ავზები. შემდეგ ქ. თბილისში შეხვდა შ--------------–---–ს და გ-----------–-–---–ს, რა დროსაც მას გ-----------–-–---–ი გაეცნო, როგორც ღვინის ქარხნის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ამასთან უთხრა, რომ გასაყიდად ქონდა თორმეტი ცალი ღვინის თერმო მადუღრები. შეხვედრისას გ-----------–-–---–მა ასევე უთხრა, სადუღრები იყო დაყადაღებული და თავდაპირველად მისთვის უნდა გადაეცათ 6000 აშშ დოლარი, რაც საჭირო იყო ყადაღის მოსახსნელად. მოწმემ ასევე აჩვენა, ვინაიდან მას და ი-–------–-------ს თანხა არ ქონდათ, 2007 წლის ბოლომდე გ-----------–-–---–ს ორ ეტაპად გადასცეს 1000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ 5000 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით გ-----------–-–---–მა თანხის გადაცემისას უთხრა, რომ ყადაღის მოხსნას დასჭირდებოდა ორი კვირა, ხოლო ამ პერიოდში გარდაიცვალა შ--------------–---–ი. ორი კვირის გასვლის შემდეგ 2008 წლის თებერვლის თვეში იგი დაუკავშირდა გ-----------–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ სანაცვლოდ გადასცემდა ღვინის ცისტერნებს, ამასთან კითხა თუ სად იყო ცისტერნები, რაზეც უპასუხა, რომ ცისტერნები იყო კარდენახში მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ იგი და ი-–------–-------ი ჩავიდნენ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც გ-----------–-–---–ს დაალაპარაკეს დარაჯი, რის შემდეგ შევიდნენ ქარხნის ტერიტორიაზე სადაც ნახეს ღვინის მადუღრები. მოწმის განმარტებით გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას გ-----------–-–---–მა უთხრა, რომ ყადაღის საკითხი ვერ მოაგვარა და მადუღრების ნაცვლად გადასცემდა ცისტერნებს, ამასთან უთხრა, რომ მას ყვარელში ქონდა ორი ცალი ღვინის სადუღარი და იმას გადასცემდა, ასევე გ-----------–-–---–ს პერიოდულად აძლევდნენ თანხებს, კერძოდ ერთხელ გადასცა 8000 აშშ დოლარი, რაზეც გ-----------–-–---–მა დაუწერა ხელწერილი, ხოლო შემდეგ კიდევ გადასცა 3000 აშშ დოლარი. მ--–--------------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ რადგან მათ გ-----------–-–---–მა ვერ გადასცა ვერც ცისტერნები და ვერც ღვინის მადუღრები, მას და ი-–------–-------ს შეპირდა, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ გადასცემდა ღვინოს, რაც ასევე არ გადაუცია. მოწმემ აჩვენა, რომ გ-----------–-–---–ს მთლიანობაში 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით გადასცეს 39025 აშშ დოლარი, საიდანაც 15000 აშშ დოლარი იყო ი-–------–-------ის, ხოლო 24025 აშშ დოლარი მისი. მოწმის განმარტებით გ-----------–-–---–ის ქმედებით უშუალოდ მას მიადგა 40842 ლარის მატერიალური ზიანი.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ი-–------–-------მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ გ-----------–-–---–ისათვის გადაცემული თანხებიდან მისი კუთვნილი იყო 15000 აშშ დოლარი, შესაბამისად გ-----------–-–---–ის ქმედებით მას მიადგა 25 500 ლარის მატერიალური ზიანი.
ლ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2009 წელს ზუსტი თარიღი არ ახსოვს მისი სიმამრი მ--–--------------ე წაიყვანა ქ. თბილისში, სადაც შეხვდნენ გ-----------–-–---–ს. მოწმის განმარტებით შეხვედრაზე მ--–--------------ემ გ-----------–-–---–ს გადასცა ცისტერნების თანხა 3000 აშშ დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე გ-----------–-–---–მა მ--–--------------ეს დაუწერა ხელწერილები თანხებთან დაკავშირებით, ასევე ხსენებულ შეხვედრას ესწრებოდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც გაეცნო, როგორც აღმასრულებელი და მისი გვარი იყო მ-----–-–---–ი.
რ-----–---------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2010 წელს მისმა ოჯახმა გ-----------–-–---–ს ქ. თბილისში მიყიდა მიწის ნაკვეთი, ხოლო თუ რა ფასად არ იცის, რადგან მას თანხებთან შეხება არ ქონია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გ-----------–-–---–მა მიწის ნაკვეთი გააფორმა მისი სიდედრის თ------------–---–ის სახელზე.
გ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი თანდასწრებით გ-----------–-–---–მა მ--–--------------ეს და ი-–------–-------ს დაუწერა ხელწერილი თანხებთან დაკავშირებით. ასევე მათთან სახლში მისული იყო მაკლერი მ--–-------------ე, რომელმაც დაათვალიერა სახლი და შეაფასა 120 000 აშშ დოლარად. მოწმის განმარტებით სახლთან დაკავშირებით მოსული იყო რამოდენიმე კლიენტი მაგრამ მისი გაყიდვა ვერ მოხერხდა და იგი საბოლოოდ ვალში წაიღო იპოთეკარმა.
თ-------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ს-------------–-- მუშაობდა გ-----------–-–---–თან ერთად. მოწმის განმარტებით კარდენახის ღვინის ქარხანაში მიდიოდნენ ი-–------–-------ი და მ--–--------------ე, რომლებსაც სურდათ ღვინის ცისტერნების შეძენა, რაზეც მოლაპარაკლებები ქონდათ გ-----------–-–---–თან, მაგრამ თუ რა პირობებზე იყვნენ შეთანხმებული მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით აღნიშნულ პერიოდში, როდესაც ი-–------–-------ი და მ--–--------------ე მიდიოდნენ ქარხანაში გ-----------–-–---–ი დირექტორი არ ყოფილა და მას ტერიტორიიდან ცისტერნები გასაყიდად არ გაუტანია.
ნ-----–---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2007 წლის გაზაფხულამდე მუშაობდა ს-------------–--. მოწმემ განმარტა, რომ გ-----------–-–---–ისგან, მეღვინისგან და დარაჯისგან იცოდა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მიდიოდა ხალხი, რომლებსაც სურდათ თერმომადუღრების შეძენა. აღნიშნული კი იცის ვინაიდან, ქარხნის ტერიტორიაზე შეშვების ნებართვას მას თხოვდა გ-----------–-–---–ი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ აღნიშნულ დროს გ-----------–-–---–ი არ ყოფილა ს---------------- დირექტორი, შესაბამისად ცისტერნები არც გ-----------–-–---–ის და არც შ--------------–---–ის საკუთრებას არ წარმოადგენდა, შესაბამისად გ-----------–-–---–ს უფლება არ ქონდა დამოუკიდებლად გაესხვისებინა ცისტერნები. მოწმემ ასევე განმარტა, როგორც შ--------------–---–ისაგან ისე გ-----------–-–---–ისგან გადმოცემით იცის, რომ უნდა გაყიდულიყო თერმო მადუღრები, ხოლო თანხა შესულიყო ს---------------- ანგარიშზე. მოწმემ ასევ განმარტა, თუ რა მოლაპარაკებები იყო გ-----------–-–---–სა და სხვა პირებს შორის მისთვის უცნობია, ამასთან 2007 წლის გაზაფხულის შემდეგ მას აღარ უმუშავია ს-------------–-- და შემდეგ თუ რა მოხდა არ იცის.
გ--–-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 1997 წელს იყო ს---------------- დირექტორი, სადაც იმუშავა ერთი წელი, ხოლო შემდეგ გახდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო დირექტორი გახდა გ-----------–-–---–ი და ეს ხდებოდა 2000 წლამდე. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ს--------------- ქონდა დავალიანება, მოხდა ორგანიზაციის დაშლა, საიდანაც ერთი ნაწილი გადაეცა „ნ----–---–--ის“ ფირმას, ნაწილი ს---------------ს, ნაწილი შ----–-------- ხოლო ნაწილი კი დარჩა თავად ს---------------. მოწმის განმარტებით გ-----------–-–---–ს შ----–------–-- ქონდა წილი და მან 2008 წელს, ომის წინა პერიოდში პარტნიერობს მიმართა, რომ წილის გატანა სურდა ნატურით, კერძოდ სურდა ცისტერნების გატანა, რადგან სურდა მისი გაყიდვა, მაგრამ გ-----------–-–---–ს ცისტერნები აღარ გაუტანია, ხოლო მიზეზი მისთვის უცნობია. მოწმემ განმარტა, რომ ის ფაქტი, რომ გ-----------–-–---–ს ყავდა რეალური კლიენტები, ვისაც სურდა ცისტერნების შეძენა მისთვის უცნობია. მოწმემ ასევე აჩვენა, გ-----------–-–---–ის მიერ წილის ფლობა არ ნიშნავდა იმას, რომ ცისტერნები მაინცდამაინც იყო გ-----------–-–---–ის. კონკრეტულად ცისტერნის მფლობელი გ-----------–-–---–ი არ იყო, უბრალოდ ქონდათ შეთანხმება, რომ თუ კლიენტი მივიდოდა, გ-----------–-–---–ი მისი წილის ანგარიშში ცისტერნებს წაიღებდა მაგრამ ეს დოკუმენტურად არ იყო გაფორმებული.
ნ-----–------–-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2007 წელს გ-----------–-–---–ის სახლში ატარებდა სარემონტო სამუშაოებს. მოწმის განმარტებით იგი გ-----------–-–---–თან ერთად წასული იყო ელიავას ბაზრობაზე მასალების შესაძენად, რა დროსაც ქ. თბილისში სააკაძის მოედანზე გ-----------–-–---–ი შეხვდა ვინმე შ-----ს და გადასცა 6000 აშშ დოლარი, ამასთან გ-----------–-–---–მა უთხრა, რომ ვიღაც თელაველებს, რომლის სახელები და გვარები არ იცის, მიუტანე ეგ ფული და დამხსენიო.
თ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქ-------–--–---------------------–- მის ოჯახს საკუთრებაში ქონდათ საცხოვრებელი სახლი, რაზეც მისი სიძე გ-----------–-–---–ი იყო თანახმა ვალში გადაეცა მ--–--------------ისთვის და ი-–------–-------ისთვის. მოწმის განმარტებით მ--–--------------ეს მათთან სახლში მიყვანილი ყავდა მაკლერი, რომელმაც სახლი შეუფასა 120 000 აშშ დოლარად, მაგრამ სახლი ვერ გაიყიდა, ხოლო ვინაიდან სახლი ჩადებული ქონდათ იპოტეკაში, სახლი მოგვიანებით მაინც გაიყიდა, ხოლო თანხა წაიღო იპოთეკარმა.
ა-–--------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი გ-----------–-–---–ის სახლში შეხვედრია თელაველებს, სადაც გ-----------–-–---–ი ეუბნებოდა, რომ ვალის გამო გაყიდდა სახლს, რაზეც მათ მაკლერიც კი ყავდათ მიყვანილი. მოწმემ ასევე განმარტა, მას ქონდა 16 ტონა ღვინო, რაც შესთავაზა გ-----------–-–---–ს ჩამოესხა და აღნიშნულით გაესტუმრებინა ვალი, მაგრამ მოვალეებს საბუთით აღნიშნული ღვინის წაღება არ სურდათ. მოწმემ ასევე აჩვენა, გ-----------–-–---–ს ქონდა შ-------------, სადაც მას ქონდა 10 ცალი ცისტერნა, ხოლო 5 ცისტერნა ქონდა ქარხნის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ რა ბედი ეწია აღნიშნულს მისთვის უცნობია და ხსენებული ცისტერნები ბოლოს ნახა 2005 წელს.
მ--------------–---–მა დაადასტურა მის მერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: ხელშეკრულების ბოლო გვერდზე არსებული ხელმოწერა გ--------–-–---–ის სახელით (რუსული ანბანის სოებით) გრაფაში: Продавец შესრულებულია გ-----------–-–---–ის მიერ. ხელშეკრულების ბოლო გვერდზე გ---------ის სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში: Покупатель არის თუ არა შესრულებული გ-----------–-–---–ის ან მ--–--------------ის მიერ დადგენა შეუძლებელია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ნ-----–------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, ასევე რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-----------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობის ჩადენის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს და ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება, შესაბამისად სწორედ მოტყუებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამასთან თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დაზარალებულის მხრიდან ხდება ქონების ნებაყოფლობით გადაცემა, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოტყუება არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით და იგი გულისხმობს ქონების მესაკუთრის დეზინფორმირებას და შეცდომაში შეყვანას. გარდა ამისა თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას. რაც შეეხება მოტყუებას არსებობს მისი ორი სახე, აქტიური და პასიური მოტყუება. აქტიური მოტყუება გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ხოლო პასიური ისეთი ფაქტების დაფარვას, რომლის ცოდნაც დაზარალებულისთვის სავალდებულოა. გარდა ამისა მოტყუება შეილება გამოიხატოს, როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით. ამასთან თაღლითობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ყალბი დოკუმენტის წარდგენასთან, რაც თითქოს ქმნის კანონიერ საფუძველს დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ გ-----------–-–---–ი მ--–--------------ეს და ი-–------–-------ს გაეცნო, როგორც ღვინის ქარხნის დირექტორი მაშინ, როდესაც ეს ესე არ იყო. ამასთან ეუბნებოდა, რომ მას გასაყიდად ქონდა ღვინის თერმო მადუღრები, რაც სასამართლო სხდომაზე ვერ დადასტურდა. აღნიშნულზე ს---------------- იმ დროინდელმა ხელმძღვანელებმა განმარტეს, რომ გ-----------–-–---–ს არანაირი ქონება არ გააჩნდა ორგანიზაციაში და შესაბამისად არაფრის გაყიდვის უფლება მას არ ქონდა. ასევე ყურადსაღებია ის გარემოება და გ-----------–-–---–ის მოქმედებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ატყუებდა მ--–--------------ეს და ი-–------–-------ს ადასტურებს ის გარემოება, რომ გ-----------–-–---–ი ხელწერილებს უწერდა დაზარალებულებს თითქოს თანხები შექონდა შ--------–-----–--- ანგარიშებზე, რაც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მასალებით არ დადასტურებულა. გარდა ამისა ის გარემოება, რომ გ-----------–-–---–ს არანაირი ცისტერნები და თერმო მადუღრები არ გააჩნდა ადასტურებს გ-----------–-–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2010 წლის 25 მარტს გამოტანილი განაჩენი, სადაც დადგენილია, რომ სწორედ ს---------------- ქუთვნილი რეზერვუარების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით იქნა გასამართლებული გ-----------–-–---–ი. ამასთან დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს თანხებს გ-----------–-–---–ი აძლევდა შ--------------–---–ს, აღნიშნული პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ემსახურება, ვინაიდან შ--------------–---–ი გარდაიცვალა 2008 წლის 20 იანვარს, რის შემდეგ გ-----------–-–---–ს არაერთხელ გადაეცა ფულადი თანხები, რის სანაცვლოდაც მას დაზარალებულებისათვის უნდა გადაეცა ცისტერნები. აღნიშნული კი დასტურდება, სწორედ გ-----------–-–---–ის ხელწერილებით, სადაც იგი ადასტურებს, რომ უშუალოდ მას გააჩნია დავალიანება მ--–--------------ისა და ი-–------–-------ის მიმართ, ამასთან მას თითქოს თანხები შექონდა შ--------–-----––--. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას თაღლითობას ჩადენილი დიდ ოდენობით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 (ათი ათასი) ლარის ზევით, შესაბამისად სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა და წერილობითი მტკიცებულებების შედეგად დგინდება, რომ გ-----------–-–---–ს გადაეცა 10 000 ლარზე მეტი ოდენობით ფულადი თანხა, კერძოდ ჯამში, 39025 აშშ დოლარი, საიდანაც 15000 აშშ დოლარი იყო ი-–------–-------ის, ხოლო 24025 აშშ დოლარი მ--–--------------ის. ამასთან მოწმეთა განმარტებით გ-----------–-–---–ის ქმედებით მ--–--------------ეს მიადგა 40842 ლარის, ხოლო ი-–------–-------ს 25 500 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი. შესაბამისად სახეზე გვაქვს დიდი ოდეონობა.
ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ გ-----------–-–---–მა ჩაიდინა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, შესაბამისად მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემობები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-----------–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად გ-----------–-–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
გ-----------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
გ-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის განჩინებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ გ-----------–-–---–ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N-------------.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე