გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №~№3/63-2018 010310018002293943
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირაკლი შავაძე
სხდომის მდივანი ნათია ზოიძე
მოსარჩელე - ლ---- დ------ძე
წარმომადგენელი - ა--- მ--------ძე
მოპასუხე - ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენელი - ს---–---- შ------ძე
დავის საგანი - განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ლ---- დ------ძის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის 34 500 ლარის გადასახდელად დაკისრება.
2.მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2.1 მოსარჩელე 2004 წლიდან დასაქმებული იყო ქ. ბ-------- მერიის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006-2014 წლებში ეკავა ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, მოგვიანებით კი საქმისწარმოების განყოფილების უფროსის პოზიცია.
2.2. მოსარჩელემ 2015 წლის 16 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისათვის გამოცხადებულ ატესტაციაში რომელიც მოიცავდა ორ ეტაპს: ტესტურ დავალებასა და გასაუბრებას. ლ---- დ------ძემ ატესტაციის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, ხოლო გასაუბრების მეორე ეტაპზე მოსარჩელე შეფასებული იქნა არადამაკმაყოფილებლად. ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2015 წლის 20 აპრილის N06/08 ბრძანებით ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსარჩელე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
2.3. ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის N3/188-15 გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალა ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაენიშნა ატესტაციის მეორე ეტაპი გასაუბრება.
2.4. ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატარა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ლ---- დ------ძე შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
2.5. ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბერს მიიღო ბრძანება N06/43 რომლითაც „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 01 ნოემბრიდან მოსარჩელე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მოსარჩელეზე 06 თვის განმავლობაში გაიცემოდა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
2.6. 2017 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 2015 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. 2018 წლის 11 იანვარს ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ წერილობით აცნობა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე ჩარიცხული იყო მოხელეთა რეზერვში, მოსარჩელეზე გაცემული იყო კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 06 თვის ოდენობით, იმავე აქტით უარი ქონდა ნათქვამი განაცდურის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელეს არ ქონდა გასაჩივრებული 2017 წლის 20 ოქტომბრის N06/43 ბრძანება, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხე მხარის, ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და ის უსაფუძვლოდ მიიჩნია, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.2. მოსარჩელეს 2017 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით არ მიეცა განაცდური შრომითი გასამრჯელო, მოსარჩელის მოთხოვნას განაცდური ხელფასის მიღების შესახებ არ გააჩნია ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რადგან ატესტაციის მეორე ეტაპი, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელე შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას ჩატარდა 2017 წლის 16 აგვისტოს, შესაბამისად შეუძლებელია განაცდური ხელფასის ათვლა იწყებოდეს 2015 წლის 20 აპრილიდან
3.3. მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაასაჩივრა ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის N06/54 ბრძანება
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე 2004 წლიდან დასაქმებული იყო ქ. ბ-------- მერიის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006-2014 წლებში ეკავა ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, მოგვიანებით კი საქმისწარმოების განყოფილების უფროსის პოზიცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები ; ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის N3/188-15 გადაწყვეტილება.
4.1.2. მოსარჩელემ 2015 წლის 16 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისათვის გამოცხადებულ ატესტაციაში რომელიც მოიცავდა ორ ეტაპს: ტესტურ დავალებასა და გასაუბრებას. ლ---- დ------ძემ ატესტაციის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, ხოლო გასაუბრების მეორე ეტაპზე მოსარჩელე შეფასებული იქნა არადამაკმაყოფილებლად. ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2015 წლის 20 აპრილის N06/8 ბრძანებით ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსარჩელე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები ; ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის N3/188-15 გადაწყვეტილება.
4.1.3. ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის N3/188-15 გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალა ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაენიშნა ატესტაციის მეორე ეტაპი გასაუბრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები ; ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის N3/188-15 გადაწყვეტილება.
4.1.4. ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატარა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ლ---- დ------ძე შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 16 აგვისტოს ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი N36
4.1.5. ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბერს მიიღო ბრძანება N06/43 რომლითაც „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 01 ნოემბრიდან მოსარჩელე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მოსარჩელეზე 06 თვის განმავლობაში გაიცემოდა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები
4.1.6. 2017 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 2015 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. 2018 წლის 11 იანვარს ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ წერილობით აცნობა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე ჩარიცხული იყო მოხელეთა რეზერვში, მოსარჩელეზე გაცემული იყო კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 06 თვის ოდენობით, იმავე აქტით უარი ქონდა ნათქვამი განაცდურის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელეს არ ქონდა გასაჩივრებული 2017 წლის 20 ოქტომბრის N06/43 ბრძანება, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2018 წლის 11 იანვარის N24-12 წერილი.
4.1.7. მოსარჩელე 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის 20 აპრილამდე მუშაობდა საქმისწარმოების განყოფილების უფროსად და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 1150 (ერთი ათას ასორმოცდაათი) ლარს. მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან 2015 წლის 20 აპრილიდან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვამდე 2017 წლის 01 ნოემბრამდე გასულია 30 თვე და რამდენიმე დღე. მოსარჩელე მოითხოვს 30 თვის განაცდურის ანაზღაურებას რაც შეადგენს 34 500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 01 ოქტომბერს გაცემული ცნობა N676-12; მხარეთა განმარტება.
4.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის N06/54 ბრძანებით ლ---- დ------ძე 2017 წლის 01 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, აღნიშნული ბრძანებით დადგენილი იქნა ასევე, რომ ლ---- დ------ძეს 2017 წლის 01 ნოემბრიდან 06 თვის განმავლობაში მისცემოდა კომპენსაცია მისი ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღნიშნული ბრძანება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2017 წლის 20 ოქტომბრის N06/54 ბრძანება.
სამოტივაციო ნაწილი :
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ლ---- დ------ძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი
_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის "გ" პუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმიანობა განეკუთვნება საჯარო სამსახურს.
7.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ლ---- დ------ძე მუშაობდა ქალაქ ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და ამდენად, ის საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენდა.
7.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ლ---- დ------ძე 2015 წლის 16 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისათვის გამოცხადებულ ატესტაციაში, რომელიც მოიცავდა ორ ეტაპს: ტესტურ დავალებასა და გასაუბრებას. ლ---- დ------ძემ ატესტაციის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, ხოლო გასაუბრების მეორე ეტაპზე მოსარჩელე შეფასებული იქნა არადამაკმაყოფილებლად. ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2015 წლის 20 აპრილი N06/08 ბრძანებით ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსარჩელე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
7.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის N3/188-15 გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2015 წლის 17 მარტის N06/05 ბრძანება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალა ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაენიშნა ატესტაციის მეორე ეტაპი გასაუბრება.
7.5. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2017 წლის 16 აგვისტოს განმეორებით ჩაატარა ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ლ---- დ------ძე შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
7.6. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბერს მიიღო ბრძანება N06/43 რომლითაც „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 01 ნოემბრიდან მოსარჩელე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მოსარჩელეზე 06 თვის განმავლობაში გაიცემოდა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
ასევე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 2015 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. 2018 წლის 11 იანვარს ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ წერილობით აცნობა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე ჩარიცხული იყო მოხელეთა რეზერვში, მოსარჩელეზე გაცემული იყო კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 06 თვის ოდენობით, იმავე აქტით უარი ქონდა ნათქვამი განაცდურის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელეს არ ქონდა გასაჩივრებული 2017 წლის 20 ოქტომბრის N06/43 ბრძანება, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7.7. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, თითქოს ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბერს N06/43 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული ბრძანება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლო არ იზიარებს ასევე მოპასუხის პოზიციას იმს შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელესთან გასაუბრების ეტაპი განმეორებით ჩატარდა 2017 წლის 16 აგვისტოს უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან - 2015 წლის 20 აპრილიდან. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, არ ის თუ როდის ჩატარდა მეორედ გასაუბრება, როცა დადგინდა მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა, არამედ ის თუ როდის მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა, რადგან დადგინდა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა უკანონოდ, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებითა და ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2017 წლის 16 აგვისტოს N36 სხდომის ოქმით.
7.8. უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ 2017 წლის 20 ოქტომბრის N06/43 ბრძანებით მოსარჩელე „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 01 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მას არ მიუღია განაცდური ხელფასი.
7.9. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მესამე პუნქტის თქნახმად ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად- ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კანონმდებელი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ საჯარო მოხელეს უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში უნდა მიეცეს განაცდური თანამდებობრივი სარგო. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულები არიან - დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე; მოცემულ შემთხვევაში ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჟების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლ---- დ------ძეს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 06 თებერვალს სს თიბისი ბანკში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით საგადასახადო დავალება N1
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ---- დ------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს
2. ქ. ბ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლ---- დ------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 34 500 (ოცდათოთხმეტიათასხუთასი) ლარის გადახდა.
3. ლ---- დ------ძეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს 2018 წლის 06 თებერვალს სს თიბისი ბანკში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით საგადასახადო დავალება N1
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ბ-------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. 30) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ირაკლი შავაძე