გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
330210117001831008
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/6349-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.12.2018 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი

მოსარჩელე გ------- შ------–-–---–ი,მოსარჩელე რ---–---- შ------–-–---–ი,მოსარჩელე ე-–--- შ------–-–---–ი,მოსარჩელე მ------- შ------–-–---–ი,წარმომადგენელი ლ------ კ-----–---, მ----- ნ--------, ნ--- კ--------,მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი ს--–---- ა--–---, მ------ ნ-------,მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,წარმომადგენელი ნ---- ხ-----------,დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების მიტოვების შესახებ გ------- შ------–-–---–ის მიერ დადებული შემდეგი გარიგებები:

ა) 2010 წლის 15 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8-.0-.1-.2--) მიტოვების შესახებ;

ბ) 2010 წლის 15 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე 2012 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8-.0-.1-.5--) მიტოვების შესახებ;

გ) 2010 წლის 15 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8-.0-.1-.3--) მიტოვების შესახებ;

დ) 2010 წლის 16 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე 2300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8-.0-.0-.5--) მიტოვების შესახებ;

ე) 2010 წლის 15 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე 1780 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8-.0-.1-.6--) მიტოვების შესახებ;

ვ) 2010 წლის 15 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე 5009 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8-.0-.1-.6--) მიტოვების შესახებ;

ზ) 2010 წლის 15 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე 3200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8-.0-.9-.2--) მიტოვების შესახებ;

თ) 2010 წლის 15 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის სახელზე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8-.0-.9-.3--) მიტოვების შესახებ.

 

1.2. გ------- შ------–-–---–ს ცნობილი იქნეს უძრავი ნივთების მესაკუთრედ, რომელთა საკადასტრო კოდებია: #8-.0-.1-.2014; #8-.0-.1-.5--; #8-.0-.1-.3--; #8-.0-.0-.5--; #8-.0-.1-.6--; #8-.0-.1-.6--; #8-.0-.9-.2-- და #8-.0-.9-.3--.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების მიტოვების შესახებ გ------- შ------–-–---–ის, ნ---- შ------–-–---–ის, ე-–--- შ------–-–---–ის, რ---–---- შ------–-–---–ის და მ------- შ------–-–---–ის მიერ 2010 წლის 18 მაისს დადებული გარიგება 150- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #8-.0-.0-.0--).

1.4. დაუბრუნდეთ საკუთრებაში გ------- შ------–-–---–ს, ე-–--- შ------–-–---–ს, რ---–---- შ------–-–---–ს და მ------- შ------–-–---–ს საჯარო რეესტრში #8-.0-.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, შესაბამისად, გ------- შ------–-–---–ი, ე-–--- შ------–-–---–ი, რ---–---- შ------–-–---–ი და მ------- შ------–-–---–ი ცნობილ იქნენ ამ ნივთის მესაკუთრეებად შემდეგ წილებში: გ------- შ------–-–---–ი 2/5 წილზე, ხოლო დანარჩენები თითოეული 1/5-1/5 წილებზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეები არ ცნობენ სასარჩელო მოთხოვნებს და ითხოვენ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხეთა მითითებით გასულია გარიგების შეცილების ვადა და მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მასზედ განხორცილელებული იძულება, შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტუს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის 27.09.2008 წლის დადგენილებით რ---–---- გ-------ს ძე შ------–-–---–ს წარედგინა ბრალდება რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

27.09.2008 წლის დადგენილების ასლი ს. ფ. 303-306.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის (რიცხვი არ იკითხება) ოქტომბრის (ნომერი სრულად არ იკითხება) გამამტყუნებელი განაჩენით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე რ---–---- შ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულის ჩდენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახით შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე ვადით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. რ---–---- შ------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 20 00- ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განაჩენის ასლი ს. ფ. 307-311.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის 14.09.2009 წლის დადგენილებით რ---–---- შ------–-–---–ი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

14.09.2009 წლის დადგენილების ასლი ს. ფ. 312-314.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.4. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 22.03.2010 წლის გამამტყუნებელი განაჩენით რ---–---- გ-------ს ძე შ------–-–---–ს და (მის ბიძაშვილს) რ----- ნ--------ს ძე შ------–-–---–თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, რ---–---- შ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის რ---–---- შ------–-–---–ს სასასჯელის სახით შეეფარდა 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 50 00- ლარის ოდენობით. გაუქმდა რ---–---- შ------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.10.2008 წლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წლის 11 თვის და 4 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და იგი მთლინად დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ რ---–---- შ------–-–---–ს განესაზღვრა სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 3 წლის 11 თვის და 4 დღის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. რ---–---- შ------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 50 00- ლარი. რ---–---- შ------–-–---–ი გათავისუფლდა პატიმრობიდან სხდომის დარბაზში. რ----- შ------–-–---–ს სასჯელის სახით შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმვე ვადით ჩაეთვალა პირობითად, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 50 00- ლარის ოდენობით, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა სხდომის დარბაზში.

 

ზემაღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენით, რომელიც ჯერ არ გაუქმებულა და კვლავ ძალშია დადგენილია შემდეგი: რ----- შ------–-–---–მა რ---–---- შ------–-–---–თან ერთად, განიზრახა თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2008 წლის გაზაფხულზე ისინი შეხვდნენ ლ---- ი-----ს, რომელსაც სურდა გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 10- ჰა მიწის ნაკვეთის შეძენა. რ----- და რ---–---- შ------–-–---–ებისათვის ცნობილი იყო, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში მცხოვრები ნ-----–---- კ--–--- ყიდდა ანალოგიური ფართის მიწის ნაკვეთს, გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის ტბიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით, იალღუჯის მთის ფერდობზე, რომლის ადგილმდებარეობაც მიუღებელი აღმოჩნდა მყიდველისათვის. იცოდნენ რა, რომ მოქალაქე ლ---- ი-----ისათვის მისაღები კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10- ჰა მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, რომელსაც სოფლის მოსახლეობა იყენებდა საძოვრად, გადაწყვიტეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გარდაბნის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში, არასწორი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, ნ-----–---- კ--–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო ნიშნებით დაერეგისტრირებინათ კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10- ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. რ----- შ------–-–---–ი და რ---–---- შ------–-–---–ი დაპირდნენ ლ---- ი-----ს, რომ დაეხმარებოდნენ მას ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენაში. ამასთან, რ---–---- შ------–-–---–ი გასაყიდ ფასზე - 170 00- აშშ დოლარზე უშუალოდ მოურიგდა ნ-----–---- კ--–---ს. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2008 წლის 22 აგვისტოს ლ---- ი-----სა და ნ-----–---- კ--–---ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, რ----- შ------–-–---–მა და რ---–---- შ------–-–---–მა შპს ,,ტ------------“-ს დაკვეთით შეასრულებინეს კუმისის ტბის მიმდებარედ არსებული 10- ჰა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული და ქაღალდის ვერსიები და გარდაბნის საჯარო რეესტრში წარდგენის გზით მოახდინეს გარდაბნის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ასისტენტის ნ---- ხ----ის შეცდომაში შეყვანა, რითაც იალღუჯის ფერდობზე არსებული 10- ჰა საძოვრის ნაცვლად ლ---- ი-----ის საკუთრებაში დარეგისტრირებულ იქნა მისგან 10 კილომეტრის მოშორებით, კუმისის ტბის მიმდებარედ არსებული 10- ჰა საძოვარი ერთი და იგივე საკადასტრო კოდით, რომელიც ლ---- ი-----მა შეიძინა 300 00- აშშ დოლარად, რამაც შეადგინა 423 900 ლარი.

 

აღნიშნული ქმედებით რ----- შ------–-–---–მა და რ---–---- შ------–-–---–მა სახელმწიფო მიაყენეს 423 900 ლარის მატერიალური ზიანი.

 

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო, რისი სამოქალაქო სარჩელიც საპროცესო შეთანხმების დადების გამო დარჩა განუხილველი და მას მიეცა უფლება მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

22.03.2010 წლის გამამტყუნებელი განაჩენის ასლი ს. ფ. 315-319.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.5. რ---–---- შ------–-–---–ი არის მოსარჩელე გ------- შ------–-–---–ის შვილი.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

დაბადების მოწმობის ასლი ს. ფ. 502.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.6. უძრავი ქონება ს/კ. 8-.0-.1-.2--, 1500 კვ.მ. ფართით 04.09.2006 წლიდან საჯარო რეესტრში ირიცხებოდა გ------- შ------–-–---–ის საკუთრების უფლებით, თელეთის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 320-321.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.7. 15.03.2010 წელს საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა გ------- შ------–-–---–ის განცხადება აღნიშნული უძრავ ქონებაზე ს/კ. 8-.0-.1-.2-- საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა მესაკუთრის განცხადება 19.03.2010 წელს და მიწის ნაკვეთი აღირიცხა მიტოვებულად. 11.06.2011 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხის წერილის საფუძველზე და დღემდე მის სახელზე ირიცხება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადების ასლი ს. ფ. 322.

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 323-324.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.8. უძრავი ქონება ს/კ. 8-.0-.1-.5--, მიწის ფართი 2012 კვ.მ., 17.07.2009 წლიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გ------- შ------–-–---–ის სახელზე. რ---–---- შ------–-–---–თან 29.07.2009 წ. და 30.06.2009 წ დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 325-326.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.9. 15.03.2010 წელს საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა გ------- შ------–-–---–ის განცხადება აღნიშნული უძრავ ქონებაზე ს/კ. 8-.0-.1-.5-- საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა მესაკუთრის განცხადება 19.03.2010 წელს და მიწის ნაკვეთი აღირიცხა მიტოვებულად. 11.06.2011 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხის წერილის საფუძველზე და დღემდე მის სახელზე ირიცხება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადების ასლი ს. ფ. 327.

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 328-329.

ჩუქების ხელშეკრულების ასლები ს. ფ. 330-339.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.10. უძრავი ქონება ს/კ. 8-.0-.1-.3--, მიწის ფართი 1200 კვ.მ., 21.03.2008 წლიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გ------- შ------–-–---–ის სახელზე, 17.03.2008 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე .

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 340-341.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.11. 16.03.2010 წელს საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა გ------- შ------–-–---–ის განცხადება აღნიშნული უძრავ ქონებაზე ს/კ. 8-.0-.1-.3-- საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა მესაკუთრის განცხადება 19.03.2010 წელს და მიწის ნაკვეთი აღირიცხა მიტოვებულად. 11.06.2011 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხის მიმართვის საფუძველზე და დღემდე მის სახელზე ირიცხება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადების ასლი ს. ფ. 342.

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 343-344.

ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 345-348.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.12. უძრავი ქონება ს/კ. 8-.0-.0-.0--, მიწის ფართი 1500 კვ.მ., 15.05.2008 წლიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გ-------, ნ----, ე-–---, რ---–----ი და მ------- შ------–-–---–ების სახელზე, მიღება - ჩაბარების აქტის საფუძვლეზე.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 349-350.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.13. 18.05.2010 წელს საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა მესაკუთრეთა განცხადება აღნიშნული უძრავ ქონებაზე ს/კ. 8-.0-.0-.0-- საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა მესაკუთრის განცხადება 24.0-.2010 წელს და მიწის ნაკვეთი აღირიცხა მიტოვებულად. 11.06.2011 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხის მიმართვის საფუძველზე და დღემდე მის სახელზე ირიცხება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადების ასლი ს. ფ. 351.

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 352-353.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.14. 16.03.2010 წელს გ------- შ------–-–---–მა შეიძინა 2300 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, 15 00- ლარად, ს/კ. 8-.0-.0-.5--, რომელიც აღირიცხა მის სახელზე 16.03.2010 წელს საკუთრების უფლებით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 354-355.

ნასყიდობის ხელშეკრულების ასლის ს. ფ. 361.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.15. 16.03.2010 წელს საჯარო რეესტრში გ------- შ------–-–---–ის მიერ შეტანილ იქნა განცხადება აღნიშნული უძრავ ქონებაზე ს/კ. 8-.0-.0-.5-- საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. საჯარო რეესტრმა 22.03.2010 წელს შეაჩერა სარეგისტარციო წარმოება, ხარვეზის შევსების შემდეგ 22.04.2010 წელს განაახლა სარეგისტარციო წარმოება, ხოლო 22.04.2010 წელს დააკმაყოფილა მესაკუთრის განცხადება და მიწის ნაკვეთი აღირიცხა მიტოვებულად. 09.06.2011 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხის მიმართვის საფუძველზე და დღემდე მის სახელზე ირიცხება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადების ასლი ს. ფ. 356.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება განახლების ასლები ს. ფ. 357-358.

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 359-360.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.16. 05.03.2010 წელს გ------- შ------–-–---–მა შეიძინა 1780 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი 500- ლარად, ს/კ. 8-.0-.1-.6--, რომელიც აღირიცხა მის სახელზე 05.03.2010 წ. საკუთრების უფლებით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 362-363.

ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 367-369.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.17. 15.03.2010 წელს საჯარო რეესტრში გ------- შ------–-–---–ის მიერ შეტანილ იქნა განცხადება აღნიშნული უძრავ ქონებაზე ს/კ. 8-.0-.1-.6-- საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა მესაკუთრის განცხადება 19.0-.2010 წელს და მიწის ნაკვეთი აღირიცხა მიტოვებულად. 10.06.2011 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხის მიმართვის საფუძველზე და დღემდე მის სახელზე ირიცხება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადების ასლი ს. ფ. 364.

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 365-366.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.18. 05.03.2010 წელს გ------- შ------–-–---–მა შეიძინა 5009 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი 10 000 ლარად, ს/კ. 8-.0-.1-.6--, რომელიც აღირიცხა მის სახელზე 05.03.2010 წ. საკუთრების უფლებით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 370-371.

ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 375-377.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.19. 15.03.2010 წელს საჯარო რეესტრში გ------- შ------–-–---–ის მიერ შეტანილ იქნა განცხადება აღნიშნული უძრავ ქონებაზე ს/კ. 8-.0-.1-.614 საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა მესაკუთრის განცხადება 19.0-.2010 წელს და მიწის ნაკვეთი აღირიცხა მიტოვებულად. 10.06.2011 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხის მიმართვის საფუძველზე და დღემდე მის სახელზე ირიცხება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადების ასლი ს. ფ. 372.

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 373-374.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.20. 06.03.2010 წელს გ------- შ------–-–---–მა შეიძინა 3200 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი (1600კვ.მ. 500- ლარად შეიძინა ძმისა და რძალისაგან), ს/კ. 8-.0-.9-.2--, რომელიც აღირიცხა მის სახელზე 10.03.2010 წ. საკუთრების უფლებით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 378-379.

ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 383-385.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.21. 15.03.2010 წელს საჯარო რეესტრში გ------- შ------–-–---–ის მიერ შეტანილ იქნა განცხადება აღნიშნული უძრავ ქონებაზე ს/კ. 8-.0-.9-.2-- საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა მესაკუთრის განცხადება 19.0-.2010 წელს და მიწის ნაკვეთი აღირიცხა მიტოვებულად. 10.06.2011 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხის მიმართვის საფუძველზე და დღემდე მის სახელზე ირიცხება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადების ასლი ს. ფ. 380.

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 381-382.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.22. 06.03.2010 წელს გ------- შ------–-–---–მა შეიძინა 1500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი 500- ლარად, ს/კ. 8-.0-.9-.3--, რომელიც აღირიცხა მის სახელზე 09.03.2010 წ. საკუთრების უფლებით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 386-387.

ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 391-393.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.22. 15.03.2010 წელს საჯარო რეესტრში გ------- შ------–-–---–ის მიერ შეტანილ იქნა განცხადება აღნიშნული უძრავ ქონებაზე ს/კ. 8-.0-.9-.3-- საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა მესაკუთრის განცხადება 19.0-.2010 წელს და მიწის ნაკვეთი აღირიცხა მიტოვებულად. 10.06.2011 წელს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხის მიმართვის საფუძველზე და დღემდე მის სახელზე ირიცხება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

განცხადების ასლი ს. ფ. 388.

საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 389-390.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.23. გ------- შ------–-–---–ის მიერ გადახდილ იქნა ორი გამამტყუნებელი განაჩენებით რ---–---- შ------–-–---–ისათვის დაკისრებული დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის თანხები 16.03.2010 წელს, 19.03.2010 წელს.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სალაროს შემოსავლის ორდერების ასლები ს. ფ. 399-403.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.24. ნ---- შ------–-–---–ის გარდაიცვალა 25.03.2012 წელს და მის მემკვიდრეებს წარმოადგენენ გ------- შ------–-–---–ი და რ---–---- შ------–-–---–ი, რომელთაც მამკვიდრებლის სამკვიდრო მიღებული აქვთ 30.10.2012 წლის სამკვიდორ მოწმობის საფუძველზე.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სამკვიდრო მოწმობის ასლი ს. ფ. 406-410.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.25. მოპასუხეებს მოსარჩელე რ---–----ი შ------–-–---–ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი ზარალის ანაზღაურების მიზნით სამოქალაქო სამართალწარმოების გზით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სამკვიდრო მოწმობის ასლი ს. ფ. 406-410.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.26. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-4---4-- დასკვნით უძრავი ქონების ს/კ. 8-.0-.9-.3--, 8-.0-.0-.5--, 8-.0-.1-.6--, 8-.0-.1-.6--, 8-.0-.9-.2--, 8-.0-.1-.3--, 8-.0-.1-.5-- და 8-.0-.1-.2-- მთლიანი საბაზრო ღირებულება 18.08.2017 წლის მდგომარეობით შეადგენს 237 082 ლარს.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ექსპერტიზის დასკვნის ასლი ს. ფ. 458-475..

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეთა მიერ უძრავ ნივთებზე, საკუთრების უფლების დათმობისას ნება გამოვლენილი იქნა მუქარისა და იძულების გარეშე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ზოგადი წესით (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და მატერიალური კოდექსის ნორმებით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში განსაკუთრებული წესით. მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ესატყვისება იურიდიულ საპროცესო მეცნიერებაში არსებულ მოსაზრებებს.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება (სსსკ-ის 10--ე მუხლი). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ, სუსგ, №ას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 2016 წელი). ამასთან, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე, რასაც, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამავე კოდექსის 1-3-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული (იხ, სუსგ, №ას-944-894-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).

 

ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ იძულებით დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება). გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პროცესის ერთ-ერთ მხარედ სახელმწიფო გვევლინება, რომელსაც იმთავითვე გააჩნია უპირატესობა და მეტი შესაძლებლობა კერძო პირებთან შედარებით მოიპოვოს ინფორმაცია და წარადგინოს ის. ზოგიერთ შემთხვევაში კი მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა (რაც განაპირობებს იმას, რომ ყველა შემთხვევა არ ხასიათდება affirmanti incumbit probatio (ამტკიცებს ფაქტის მიმთითებელი) პრინციპის გამოყენებით; FEDOTOV VS RUSSIA). ეს კი სახელმწიფოს აქცევს „ძლიერ მხარედ“.

 

სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული კერძოსამართლებრივი გარიგებების შეცილების შედეგად, მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის. სწორედ სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს კერძო პირთან დადებული გარიგების ნამდვილობა, კანონისა და ზნეობის ნორმებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება, სახელმწიფოს, როგორც გარიგების ძლიერი მხარის ვალდებულებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დაიცვას ყველა პირის ქონებრივი უფლებები. თუმცა, აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ შემცილებელი გარიგების ბათილობის საფუძვლების (ფაქტების) მითითებებისაგან თავისუფლდება (იხ, სუსგ, საქმე №ას-212-201-2017, 15 მაისი, 2017 წელი).

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული შეჯიბრებითობის პრინციპი, პირველ რიგში, გულისხმობს მხარეთა მიერ ფაქტების მითითების სრულ ავტონომიას, რაც შეეხება მათ დამტკიცებას, ეს ის ეტაპია, როდესაც მხარემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ყველა ელემენტის შესახებ და საკითხი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არსებობა-არარსებობის დადგენას ეხება, რასთან ორგანულადაა დაკავშირებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრვი გარემოება, რომ სახელმწიფოს (გამოძიების) მხრიდან უშუალოდ მოსარჩელეებზე იძულება ან/და მუქარა ხორციელდებოდა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. სარჩელის მიხედვით მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან სადაოდ გამხდარი ნების გამოვლენა მოხდა იმის იძულებით და მუქარით, რომ მომხდარიყო რ---–---- შ------–-–---–ისდა მისი ბიძაშვილის მიმართ დაწყებული გამოძიების მსვლელობისას მათი პატიმრობიდან გათვისუფლება, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გ------- შ------–-–---–ის მიერ გაკეთებული ახსნა- განმარტებით მასზე როგორც პოლიციის ყოფილ უფროსზეც ხორცილედებოდა მუქარა და ზეწოლა და ემუქრებოდნენ პატიმრობით, რასაც სასამართლო ვერ გაიზაირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლიდან გამოდინარე, რადგან აღნიშნულის შესახებ გ------- შ------–-–---–ს სარჩელში მითითებული არ ქონდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მიერ მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოების მითითება, რომ მოსარჩელეთა მხრიდან რ---–---- შ------–-–---–ის და მისი ბიძაშვილის მიმართ 2009 წელს გამოძიების ორგანოების მიერ წარდგენილი ბრალდების შემდეგ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე განხორცილედა სადაოდ გამხდარი ნების გამოვლენა არ აქცევს გამოვლენილ ნებას მართლსაწინააღმდეგოს და ამორალურს, რაზედაც ქვევით უფრო დეტალურად იმსჯელებს სასამართლო და მხოლოდ ამ გარემოების მითითებით არ შეიძლება შებრუნდეს მტკიცების ტვირთი და მოპასუხეებს დაეკისროთ მუქარის და ზეწოლის განუხორციელებლობის მტკიცების ტვირთი, რადგან მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს მათი უფლებამოსილება არ ვრცელდება არც გამოძიების მწარმოებელ ორგანოებზე და არც სასამართლო ხელისუფლებაზე, შესაბამისად ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას მოიპოვონ და სასამართლოში წარმოადგინონ მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რადგან ისინი კლასიკურად "სახელმწიფოდ" არ უნდა იყვნენ გაიგივებული აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათი ფუნქცია დანიშნულებიდან გამომდინარე, აღნიშნულის გარდა საყურადღებოა, რომ მოსარჩელეები სადოად ხდიან მათ მიერ საჯარო რეესტრში გამოვლენილ ნების ნამდვილობას, მაშინ როდესაც ასეთი ნების მიღება სახელმწიფოს მხრიდან უძრავი ქონების მიტოვების შემთხევაში სავალდებულოა კანონით და მოპასუხე მხარეს არ გააჩნია რაიმე დისკრეცია ანუ არჩევანის შესაძლებლობა, რომ არ მიიღოს და სახელმწიფო საკუთრებად არ აღრიცხოს ნებისმიერ მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნება უძრავი ქონების მიტოვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან უძრავი ქონების მიტოვების შესახებ ნების გამოვლენა წარმოადგენს საკუთრების უფლებაში შემავალ მესაკუთრის ერთ - ერთ მთავარ ელემენტს, მესაკუთრემ თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს უფლება ანუ უარი თქვას საკუთრების უფლებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიჩნია, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა ქონდათ წარმოედგინათ კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ გმოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი რომლითაც უტყუარად დადგენდებოდა მოსარჩელეთა გამოვლენილი ნების მართლსაწინააღმდეგო ჩარევა ასეთის განხორციელების შემთხვევაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები სკ-ის 85-ე მუხლით განსაზღვრული გარიგების ბათილობის საფუძვლის შესაბამის ფაქტობრივი მოცემულობას არ ქმნის, რაც სახელმწიფოს, როგორც „ძლიერი მხარის“ შემობრუნებული მტკიცების ტვირთის ვალდებულების წარმოშობას აცლის საფუძველს. მოსარჩელე ვერ უთითებს იმგვარ გარემოებებს, რაც (სახელმწიფოს როგორც „ძლიერი მხარის“ მიერ მტკიცების ტვირთის ზიდვის განუხორციელებლობის დროს) გადამწყვეტი იქნებოდა გარიგების ბათილად ცნობისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოების გამო იძულების, ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა და მასზე ვერც სარწმუნოდ მიუთითა.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე, 85-ე, 86-ე, 54-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ, სუსგ № ას-944-894-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს გარიგების ამორალურობაზე (იხ. 2017 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:04:59) და ამ საფუძვლით მის ბათილობაზე, თუმცა ასევე მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ „ზეწოლასა და „შეფარულ მუქარაზეც“. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად არ უთითებს იძულებით დადებული გარიგების ბათილობის საფუძველს და ამასთან განმარტავს, რომ პირდაპირი სახის იძულებასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ამავდროულად თავადვე მიუთითებს „ზეწოლასა“ და „შეფარულ მუქარაზე“, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს არა მხოლოდ სკ-ის 54-ე მუხლით, არამედ სკ-ის 85-ე მუხლით განსაზღვრულ, იძულებით დადებული გარიგების საფუძვლებზეც.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. საქმე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.) განმარტა, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის იურიდიულ კვალიფიკაციას სასამართლო ახდენს დამოუკიდებლად და იგი ამ დროს არ არის შებოჭილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით, დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო ახდენს მოთხოვნის ყველა საფუძვლის შემოწმებით, რომლებიც შეიცავენ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს. ამგვარი შეფასება და შემოწმება სასამართლოს არათუ უფლებამოსილება, არამედ მისი ვალდებულებაცაა.

 

ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს როგორც იძულებით დადებული გარიგების ბათილობის საფუძვლებზე შესაბამისი ნორმით განსაზღვრული და განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი შემადგენლობის კვლევის სამართლებრივი შეფასებით, ისე გარიგების ამორალურობის ხასიათზე, მისი როგორც სამართლებრივი კატეგორიის შეფასებით.

 

სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. იმავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას, ოჯახს ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

 

იძულება წარმოადგენს ნების გამოხატვის პროცესში აშკარა ჩარევას. მიუხედავად იმისა, რომ ნების გამომხატველს გაცნობიერებული აქვს რეალური მდგომარეობა და არ სურს გარიგების დადება, მისი თავისუფალი ნება იმდენად არის შეზღუდული, რომ საბოლოო ჯამში თანხმდება მასზე, ფორმალურად საკუთარი გადაწყვეტილებით. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას. თუ გარიგება დადებულია იძულებით, იგი როგორც საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან.

 

იმისათვის, რომ გარიგება იძულებით დადებულად ჩაითვალოს უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ობიექტური შემადგენლობა, რაც გულისხმობს ძალადობას ან/და მუქარას, მართლწინააღმდეგობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იძულებასა და ნების გამოხატვას შორის და სუბიექტური შემადგენლობა. იძულება, როგორც სამართლებრივი კატეგორია, არ არსებობს ცალკე აღებული მოცემულობის სახით, მისი დადგენა ხორციელდება ცალკეული სუბიექტური და ობიექტური მაკვალიფიცირებელი ელემენტების გათვალისწინებით.

 

უმრავლეს შემთხვევაში, ძალადობას ან მუქარას შედეგად მოჰყვება ის, რომ დაზარალებული იბოჭება სახელშეკრულებო ვალდებულებით ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვის პირობებში. ამ შემთხვევაში, ნების ფორმირება ხორციელდება გარე ფაქტორების ზეგავლენით, რაც იძულებით დადებული გარიგების განმსაზღვრელი ნიშანია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუქარა თავისი ხასიათით უნდა იყოს სახიფათო. ამ საკითხის შეფასება გულისხმობს მუქარის რეალიზაციის ალბათობის მაღალი ხარისხის დადგენას, რა დროსაც მნიშვნელობა ენიჭება სუბიექტურ ფაქტორსაც. დაზარალებულის სუბიექტური მახასიათებლები უნდა შეფასდეს ობიექტურად არსებული მდგომარეობისა და შექმნილი გარემოებების ანალიზთან ერთობლიობაში (სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები). მუქარა არ გვაქვს სახეზე ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მხოლოდ ვარაუდობს, რომ ნების არგამოვლენისას მეორე მხარე მას ავნებს, ამ უკანასკნელის მხრიდან კონკრეტული მითითების გარეშე ნების არგამოვლენასა და საფრთხეს შორის კავშირზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კვლევის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია საფრთხის ხარისხის დადგენა, როდესაც მხედველობაში მიიღება, ერთის მხრივ დაზარალებულის პიროვნული მახასიათებლები, მეორე მხრივ - ობიექტური გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მხოლოდ ნორმის შემადგენელი ფაქტობრივი საფუძვლების მითითების ვალდებულება გააჩნდა. მტკიცების ტვირთის ამგვარი შემსუბუქება კი განპირობებული იყო სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკით, რასაც ურთიერთობაში სახელმწიფოს მონაწილეობა განაპირობებდა და ქმნიდა მტკიცების ზოგადი პრინციპისგან განსხვავებული რეჟიმს. სახელმწიფოს მიერ მტკიცებულებათა მოპოვების ობიექტური თუ სუბიექტური შესაძლებლობის გათვალისწინებით, მას, როგორც უპირატესობის მქონე „ძლიერ მხარეს“ უნდა ემტკიცებინა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის არამართებულობა, თუმცა მოპასუხე ამ შემთხვევაში როგორც ზემოთ აღინიშნა სახელმწიფოდ არ უნდა იქნეს აღქმული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის პოზიცია არ შეიძლება არამართებულად შეფასდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო სასამართლოში მტკიცებულების წარმოდგენა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ზეწოლის თაობაზე, რადგან მისი მხრიდან ობიექტურად არ არსებობს ამის შესაძლებლობა. თუმცა, მას ჰქონდა ფაქტის მითითების შესაძლებლობა, რომელიც უშუალოდ მოსარჩელეთა მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს ასახავდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული აბსტრაქტული და არასრული მოცემულობა არ შეიცავს იძულების სამართლებრივი საფუძვლის განმსაზღვრელ სავალდებულო ფაქტობრივ წინაპირობებს და შეუძლებელს ხდის ნების სწორად გამოხატვის გამორიცხვას და მისი ფორმირების პროცესის შეფასებას, რა კომპონენტების ხარვეზიც ნების ნაკლოვანებამდე მიგვიყვანდა. ამავდროულად, ფაქტების არარსებობა, არასაკმარისობა და ბუნდოვანება გამორიცხავს მოთხოვნის სხვა შესატყვისი იურიდიული საფუძვლის მისადაგებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გარკვეულწილად შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსოლუტური თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი ცხოვრება სურვილისამებრ განაგოს, იმოქმედოს თავისუფლად, დადოს მისთვის მისაღები გარიგებები და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ამოირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული ნების გამოვლენის თავისუფლებას უკავშირდება, რაც სამართლის ნორმებითაა გარანტირებული. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა მიერ გამოხატული ნება მათთვის სავალდებულოს შესასრულებლად გადაიქცევა. მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება გარიგებებში გამოხატული ნების შესაბამისად (იხ, სუსგ, საქმე №ას-1224-1149-2015, 20 მაისი, 2016 წელი).

 

სსკ-ის 54-ე მუხლი თავისი არსით ზოგადი ხასიათის ნორმაა და გარიგების ბათილობის სამ განსხვავებულ, ასევე ზოგად საფუძველზე უთითებს, კერძოდ, გარიგება ბათილია, თუ იგი არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

როგორც აღინიშნა, დასახელებული ნორმა ზოგადდეფინიციური ხასიათისაა, ბლანკეტურ, მითითებით მოწესრიგებას წარმოადგენს, თუმცა ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ გარიგების შინაარსის შესაფასებლად, შესაძლებელია დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული დასახელებული მუხლი, როდესაც გარიგების ამორალურობას უკავშირდება სადავო საკითხი, თუმცა, ასეთ ვითარებაში, დამატებით შესაძლოა კონტრაჰენტთა ქმედებების შეფასება მოხდეს სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების მასშტაბითაც, რათა დადგინდეს არა მხარეების სუბიექტური დამოკიდებულება გარიგებისადმი (მისი კონკრეტული პირობისადმი), არამედ ობიექტური გარემოებების შეფასების საფუძველზე, რაც გარიგების შინაარსის ზნეობის ნორმებთან შესატყვისობას ეხება, გაირკვეს ამორალურია თუ არა მხარეთა შეთანხმება (იხ, სუსგ, საქმე №ას-212-201-2017, 15 მაისი, 2017 წელი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეა სახელმწიფო, განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა შემოწმდეს და შეფასდეს გარიგების „ძლიერი“ კონტრაჰენტის ქცევა/ქმედება რამდენად შეესაბამება სსკ-ის 54-ე მუხლის წინაპირობათაგან ისეთ სპეციფიკურ დანაწესს, როგორიცაა ზნეობის ნორმები.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამავე საქმეზე (№ას-212-201-2017, 15 მაისი, 2017 წელი) განმარტა, რომ სახელმწიფოს მონაწილეობით დადებულ კერძოსამართლებრივ გარიგებებში, ისევე, როგორც ზოგადად სხვა პირთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან, შესაძლებელია გარიგების მოტივის ამორალურობა გარიგების ამორალურად მიჩნევასაც დაედოს საფუძვლად. არსებითია არა ის, თუ რამდენად იცოდნენ გარიგების მონაწილეებმა, რომ ზნეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, არამედ ის, თუ რა შინაარსის გარიგება დადეს მათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- შ------–-–---–ის და სხვა მოსარჩელეების მხრიდან დადებული გარიგებები თავისი შინაარსით წარმოადგენს საკუთრების დათმობის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1. მუხლით განსაზღვრულ შემთხვევას, რომელიც სამოქალაქო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, თუმცა არ ეწინააღმდეგება კანონს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საგულისხმოა ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადგენილია, რომ 10- ჰა მიწის ნაკვეთი რ---–----ი შ------–-–---–ისა და მისი ბიძაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო დაუფლებამდე წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც არაკანონიერად/ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების საფუძველზე აღირიცხა მესამე პირის პირის საკუთრებად, რის გამოც მოსარჩელე გ------- შ------–-–---–ის შვილის რ---–----ი შ------–-–---–ის და ძმისშვილის მიმართ დაიწყო წინასწარი გამოძიება, რის წარმოების პროცესში და ერთ შემთხვევაში განაჩენის გამოტანის შემდგომ მოსარჩელეთა მხრიდან გამოვლენილ იქნა სადაოდ ქცეული ნება, რაც უსასყიდლოდ უძრავი ქონების მიტოვებაში გამოიხატა, რა დროსაც დაზარალებულს სახელმწიფო წარმოადგენდა, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო სარჩელი ქონდა წარდეგნილი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ გამოვლენილი ნება უძრავი ქონების მიტოვების შესახებ განპირობებული იყო სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო მისი უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით და სასამართლოს მოსაზრებით მიზნად ისახავდა დაზარალებულისათვის ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას, რათა მოსარჩელის შვილსა და ძმისშვილზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურატურის მხრიდან გავრცელებულიყო სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისიწმებული შეღავათები ანუ დანიშნულიყო კანონით გათავალისიწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი და ამასთან ისინი გათავისუფლებულიყვნენ პატიმრობიდან, რაც რეალურად განხორცილდა მოსარჩელეთა მიერ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შემდგომ რ---–---- შ------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში რა დროსაც მას შეეფარდა მინიმალურ სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელი და ასევე მის მიმართ გამოყენებულ იქნა პირობითი მსჯავრის ინსტიტუტი მაშინ როდესაც მას მეორე დანაშაული პირობით მსჯავრში ჰქონდა ჩადენილი და ამასთან საბოლოოდ იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან, ხოლო პირობითი მსჯავრის ვადის გასვლის შემდგომ მსჯავრდებულს უქარწყლდება ნასამართლობა. ამდენად ზემოათნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების მიტოვების შესახებ ნების გამოვლენა მოსარჩელეთა მხრიდან განხორციელდა ნებაყოფლობით იძულების და ზეწოლის გარეშე, რადგან მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ღირებულების ნაწილობრივ ნატურით კომპენსირების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების დადების გზით განსასჯელის მიმართ სასჯელის დანიშვნისას კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

 

სასამართლო განმარტავს, მხოლოდ ის გარემოება, რომ არსებობს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ არა თუ ნაკისრ ვალდებულებებს შორის, არამედ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათ ქონებრივ ბალანსს შორის, სასამართლოს აზრით ვერ გახდება გარიგების ამორალურად მიჩნევის საფუძველი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში შეიზღუდებოდა ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპი (სსკ-ის 319.1-ე მუხლი: „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით“), რაც, თავის მხრივ, სამოქალაქო სამართლის სივრცეში აღიარებულ რიგ პრინციპებთან ერთად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებისა და სტაბილურობის საფუძველს ქმნის. ამდენად, საქმის მასალებით არ დგინდება, მოსარჩელეთა მიმართ ნების გამოვლენისას იძულების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ სადავო გარიგება გარკვეულწილად საპროცესო შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც თავისი არსითა და ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურებოდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ თუ საპროცესო შეთანხმების უკანონობა არ დასტურდება, ქონებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც აღნიშნული საპროცესო შეთანხმების შედეგად დადგა, არ შეიძლება ცალკე იქნეს გამოყოფილი და როგორც პასუხისმგებლობის დამოუკიდებელი სახე, უკანონოდ მიჩნეული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იგივე დასკვნა გააკეთა საქმეზე, გალსთიანი სასომხეთის წინააღმდეგ. ამდენად, მითითებული პრაქტიკის განზოგადების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქონებრივი პასუხისმგებლობა საპროცესო შეთანხმების არსებითი შემადგენელი ნაწილი ან მისი თანმდევი შედეგია, აღნიშნული პასუხისმგებლობა, საპროცესო შეთანხმების კანონიერების პირობებში, არამართლზომიერად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, მით უფრო, თუ ცალსახად დგინდება, რომ ქონებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემაში გამოიხატება, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ რ---–---- შ------–-–---–ი და მისი ბიძაშვილი რ----- შ------–-–---–ი დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მათი დამნაშავედ ცნობა უკავშირდება საკელმწიფო საკუთრებში მყოფი 1-0 ჰა მიწის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში. ამასთან, განსასჯელებსა და პროკურორს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ მოსარჩელეთა მიერ საკუთრების უფლების დათმობა უძრავ ნივთებზე, სწორედ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურებოდა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არ არის მითითებული გასაჩივრებულ გარიგებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება, სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში დამკვიდრებული კერძო ავტონომიის პრინციპი, ნაკლიანი ნების გამოვლენის შემთხვევაში, უზრუნველყოფს გარიგების შეცილების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში გარიგების ნამდვილობა, როდესაც იგი არ წარმოადგენს ნების თავისუფალი ფორმირების პროდუქტს, შეფარდებითია (relative nullities), საცილოა. განსხვავებით უცილოდ ბათილი გარიგებისგან, მისი ბათილობა დამოკიდებულია შეცილების უფლების მქონე პირის აქტივობაზე. შესაბამისად, შეცილება, როგორც სამართლებრივი მოვლენა, კერძო ინტერესების დაცვის ფუნქციით მოქმედებს და ამ უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ადასტურებს დეფექტური გარიგების ნამდვილობას. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილების უფლება არ წარმოადგენს შედავების საპროცესო საშუალებას, არამედ, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი კატეგორია, მოქცეულია შეფასების ავტონომიურ ფარგლებში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში განმარტა: „..შეცილება და ხანდაზმულობა განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტებია სხვადასხვა სამართლებრივი შედეგით. ხანდაზმულობა სამართალში ფაქტის საკითხია და მასზე მითითება მოპასუხის ვალდებულებაა, განსხვავებით შეცილების ინსტიტუტისაგან. გარიგებაში შეცილების ვადა სარჩელის მატერიალური დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების წინაპირობაა, რომლის გარკვევა საკუთრივ მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს, რადგან შეცილების განხორციელება ვადაში მუხლის ნორმატიული შემადგენლობის კომპონენტია....“. (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინება, საქმეზე №2ბ/671-15). რადგან შეცილება ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ნების არსებობას, ამ უფლების რეალიზაცია ლიმიტირებულია კონკრეტული ვადებით, რისი ვადის გასვლის შემდეგ შეცილების უფლების მქონე პირი კარგავს მოთხოვნის უფლებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლი შეცილების 1-წლიანი ვადის დენას იძულების მომენტის დასრულებას უკავშირებს. შეცილების ვადის განსაზღვრის კონტექსტში იძულების დასრულების დრო მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით, შეიძლება, გაიმიჯნოს ორ განსახვავებულ ფაზად. პირველ შემთხვევაში, იძულება სრულდება, როდესაც სახეზეა პირის მოქმედება, როგორც იძულების შედეგი. მეორე შემთხვევაში, პირის მიმართ საფრთხის არსებობა შესაძლოა განგრძობად ხასიათს ატარებდეს, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს შეცილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში არ ხდება იძულების ობიექტების გაიგივება, რადგან ამგვარი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების მიზანს წარმოადგენს შეცილების უფლების მქონე პირის იძულება, თავი შეიკავოს ამ უფლების გამოყენებისაგან. განგრძობადი იძულება ასევე შეფასებითი ნაწილია, რომელსაც შესატყვისი წინაპირობები (კონკრეტული ფაქტები) გააჩნია. აღსანიშნავია, რომ იძულების ცალკეული ასპექტები, რომლებიც მიმართულია გარიგების დასადებად პირის ნების ფორმირებისაკენ, ავტომატურად ვერ იქნება დაკავშირებული და გამოყენებული განგრძობადი იძულების შესაფასებლად, თუკი მათი მოქმედება სრულდება გარიგების დადებისთანავე. თუ ზემოქმედების მიზანია თვით შეცილების უფლების განუხორციელებლობა და იძულება მიმართულია იქითკენ, რომ პირმა თავი შეიკავოს შეცილების უფლების რეალიზაციისაგან, ამ შემთხვევაშიც მოსარჩელე მხარე ვალდებულია, მიუთითოს ამ საკითხის შესაფასებლად საკმარისი სავალდებულო წინაპირობები. მოსარჩელე მხარის ვერსიით, გარიგებები დადებულია ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად. მათი განმარტებით იძულების მომენტი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე როდესაც მოხდა არჩევნების შედეგად არსებული ხელისუფლების შეცვლა, თუმცა თუნდაც 2012 წლიდან იქნეს ათვლილი იძულების დასრულების მომენტი მოსარჩელე მხარეს 1 წლიან ვადაში გარიგება საცილოდ არ გაუხდია და არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები, კანონით დადგენილი წესით მოპასუხისათვის, საჯარო რეესტრისათვის ან/და საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის გზით ან სარჩელის შეტანით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ გარიგების შეცილების 1 წლიანი ვადა გასულია და მოსარჩელე მხარეს დაკარგული აქვს უფლება იდავოს სადაო გარიგებასთან მიმართებით.

 

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ------- შ------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობის სახელმწიფო ბაჟის 300- ლარის გადახდა, ვინაიდან მოსარჩელე გ------- შ------–-–---–ს გადავადებული ქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2017 წლის #2/6349-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე გ------- შ------–-–---–ს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2. მოსარჩელე გ------- შ------–-–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 300- ლარის გადახდა.

3. მოსარჩელეებს გ------- შ------–-–---–ს, რ---–---- შ------–-–---–ს, ე-–--- შ------–-–---–ს და მ------- შ------–-–---–ს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. მოსარჩელეებს გ------- შ------–-–---–ს, რ---–---- შ------–-–---–ს, ე-–--- შ------–-–---–ს და მ------- შ------–-–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2017 წლის #2/6349-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი