გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
200210015001168888
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/525-15

N200210015001168888

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 2018 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - მ--- ყ---------ი

წარმომადგენელი - ნ---- ს------ე

მოპასუხეები: ა-–---------ე ა------–---–ი, ლ-- გ------–---–ი

მესამე პირი - სსიპ ა--------–---------------–--------------------------------–-----------ო

წარმომადგენელი - ს-------- ს------ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხულ იქნეს მოსარჩელე მ--- ყ---------ის კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი ,,LG-ს“ ფირმის, მეორადი მოხმარების, ფერადი ჩვენებით; 2) რესივერი, მუშა მდგომარეობაში მყოფი; 3) მაცივარი ,,სამსუნგის“ ფირმის; 4) სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის, შავი ფერის, მეორადი მოხმარების.

 

სარჩელის თანახმად,თ--–--ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ა-–---------ე ა------–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ. იმის გამო, რომ იგი არ იხდიდა ალიმენტს სააღსრულებო ბიუროს მირ დაყადაღებულ იქნა მოსარჩელის პირადი ნივთები. მოსარჩელის განმარტებით ა-–---------ე ა------–---–ი არ ცხოვრობს მასთან, იგი არის მისი მაზლი და იშვიათად მიდის მათთან სტუმრად. დაყადაღებულ იქნა მოსარჩელის მშობლების მიერ შეძენილი მაცივარი და ტელევიზორი, ხოლო სარეცხი მანქანა შეძენილია თვითონ მოსარჩელის მიერ, განვადებით. ასევე რესივერიც შეძენილია მის მიერ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ა-–---------ე ა------–---–ი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

2.2. მოპასუხე ლ-- გ------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.3. მესამე პირის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ს-------- ს------ემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ა----------–----–მა შესაბამისი მოქმედებები განახორციელა კანონის სრული დაცვით და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ა-–---------ე ა------–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი(ს.ფ.6)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 19 ნოემბერს კ-------------------–-----------ოს აღმასრულებლის ს-------- ს------ის მიერ მოხდა თ--–--ის რაიონის სოფელ ს-------ეში მოსარჩელე მ--- ყ---------ია და მოპასუხე ალექსნადრე ა------–---–ის საცხოვრებელ სახლში ნივთების: 1) ტელევიზორი ,,LG-ს“ ფირმის, მეორადი მოხმარების, ფერადი ჩვენებით; 2) რესივერი, მუშა მდგომარეობაში მყოფი; 3) მაცივარი ,,სამსუნგის“ ფირმის; 4) სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის, შავი ფერის, მეორადი მოხმარების - დაყადაღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– 2015 წლის 19 ნოემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 119)

 

3.2.2. მოსარჩელე ცხოვრობს თ--–--ის რაიონის სოფელ ს-------ეში, აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულ-- მოპასუხე ა-–---------ე ა------–---–ი, ხოლო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები არიან მოსარჩელე მ--- ყ---------ის დედამთილ-მამამთილი და ისინი ასევე არიან მოპასუხე ა-–---------ე ა------–---–ის მშობლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 104)

 

3.2.3. სადავო ნივთების ნაწილი: რესივერი, მუშა მდგომარეობაში მყოფი; სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის, შავი ფერის, მეორადი მოხმარების არის მოსარჩელის საკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 103)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, ასეთი მტკიცებულებები კი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში N8---- მითითებული ნივთების: მაცივარი ,,სამსუნგის“ ფირმის; სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის, შავი ფერის, მეორადი მოხმარების, საკუთრების შესახებ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თეა ხანგოშვილის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე , 158-ე, 170-ე მუხლები;

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. ა----------–----–ი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ა----------–----–ს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/ და ქონების შესანახავად გადაცემას. ა----------–----–ი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მე-4. პუნქტის თანახმად, ა----------–----–ს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო ა----------–----–ს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ მისი მაზლი და მოპასუხე ა-–---------ე ა------–---–ი არ არის რეგისტრირებული და არ ცხოვრობს იმ სახლში, სადაც თვით მოსარჩელე და აგრეთვე მოპასუხე ა-–---------ე ა------–---–ის მშობლები ცხოვრობენ, პრიქით მხარეთა განმარტების თანახმად დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--- ყ---------ი და მოპასუხე ა-–---------ე ა------–---–ი ერთ სახლში არიან რეგისტრირებულნი, ეს სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მარინე და მერაბ ა------–---–ებს, რომლებიც არიან ა-–---------ე ა------–---–ის მშობელები და მ--- ყ---------ის დედამთილ -მამამთილი.

 

საქართველოს საოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით).

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად, მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კ-------------------–-----------ოს ა----------–----– ს-------- ს------ის მიერ 11.11.2015 წლის აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთებზე: 1) რესივერი, მუშა მდგომარეობაში მყოფი; 2) სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის, შავი ფერის, მეორადი მოხმარების არ დასტურდება ა-–---------ე ა------–---–ის საკუთრების უფლება, აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს, შესაბამისად, იგი პასუხს არ აგებს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულებებისათვის, ამიტომ ამ ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვის და მათი დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში N8---- მითითებული ნივთების 1) ტელევიზორი ,,LG-ს“ ფირმის, მეორადი მოხმარების, ფერადი ჩვენებით; 2) მაცივარი ,,სამსუნგის“ ფირმის ყადაღის აქტიდან ამორიცხვის თაობაზე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მართალია განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელეს არც სარჩელით და არც სასამართლო განხილვის დროს პროცესის ხარჯების ანაზღაურება არ მოუთხოვია .

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული 2016 წლის 21 ივნისის განჩინების, მუშა მდგომარეობაში მყოფი რესივერის და ,,ბეკოს“ ფირმის, შავი ფერის, მეორადი მოხმარების სარეცხი მანქანის აუქციონზე რაელიზაციის შეჩერების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო 2016 წლის 21 ივნისის განჩინება ტელევიზორის ,,LG-ს“ ფირმის, მეორადი მოხმარების, ფერადი ჩვენებით და მაცივარის ,,სამსუნგის“ ფირმის აუქციონზე რაელიზაციის შეჩერების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ--- ყ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული აღწერილი და დაყადაღებული ნივთები: რესივერი, მუშა მდგომარეობაში მყოფი; სარეცხი მანქანა ,,ბეკოს“ ფირმის, შავი ფერის, მეორადი მოხმარების.

 

2. მოსარჩელე მ--- ყ---------ს, აღწერილი და დაყადაღებული ნივთების აქტიდან: ტელევიზორი ,,LG-ს“ ფირმის, მეორადი მოხმარების, ფერადი ჩვენებით; მაცივარი ,,სამსუნგის“ ფირმის - ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

3.თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინება: ტელევიზორის ,,LG-ს“ ფირმის, მეორადი მოხმარების, ფერადი ჩვენებით და მაცივარის ,,სამსუნგის“ ფირმის აუქციონზე რაელიზაციის შეჩერების ნაწილში გაუქმდეს.

4. სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს ჩაეთვალოს გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე