გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
330210018002699367
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31646 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ნ-----------–---–ი

მოპასუხე გ-----------------–ი

წარმომადგენელი ჯ--------------–--ე

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ-----------------–-------- არასრულწლოვანი შვილის, ა--------- გ--------–-- (დაბადებული 2012 წლის 1------------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 30 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება.

1.3. მოპასუხე გ-----------------–-------- არასრულწლოვანი შვილის, ა--------- გ--------–-- (დაბადებული 2012 წლის 1------------) წარსული დროის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება 2015 წლის 01 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 12 ოქტომბრამდე).

 

მოსარჩელე ნ-----------–---–ს და მოპასუხე გ-----------------–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 1------------ შეეძინათ შვილი ა--------- გ--------–-. 2013 წლის თ-------–-----, მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. არასრულწლოვანი ა--------- გ--------–- ცხოვრობს დედასთან, ნ-----------–---–თან. თანაცხოვრების შეწყვეტის შემდგომ, მოპასუხეს გ-----------------–ს არ უნახავს ბავშვი. არასრულწლოვანი ა--------- საერთოდ არ იცნობს მამას. გ-----------------–ი უარს აცხადებს ბავშვის ზრუნვაზე და რჩენის ვალდებულებაზე. ა--------- გ--------–- აქვს ჯანმრთელობასთან პრობლემები, კერძოდ, ორი წლის ასაკში გამოუვლინდა ა-–--------–---------------------------------------, შესაბამისად, საჭიროებს მუდმივ ექიმის მეთვალყურეობას, სამკურნალო თერაპიებს. ბავშვისთვის არ არის სასურველი ნესტიანი ჰავა, იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით რეკომენდირებულია წლის განმავლობაში რამდენიმე თვე მშრალი ჰავა. გამომდინარე იქიდან, რომ დაავადება არის ქრონიკული, განსაკუთრებით რთულდება ზაფხულის პერიოდში, რა დროსაც ბავშვი ისვენებს ბ---------–-. გარდა ამისა, ა--------- გ--------–- უჩივის ქ----------–----------–----. დაავადებამ გამოიწვია ტკივილი ქვედა კიდურებში და გულის არეში. ბავშვი საჭიროებს ორმხრივ ტ-------–------------------------------. ალერგიულობის და ასაკის გამო, ამ პერიოდამდე არ იყო რეკომენდირებული ოპერაციული ჩარევა, ამჟამად კი მიმდინარეობს მომზადება ოპერაციისათვის. ასევე, ბავშვს აღენიშნება მ--------–-------------------, აქვს გამოხატული დეფორმაცია, ძლიერი ოფლიანობა. ამდენად, ბავშვს უტარდება წელიწადში მინიმუმ ორჯერ მასაჟი, საჭიროებს მუდმივად ცურვაზე ტარებას და ექიმის დაკვირვებას, რათა მოხდეს პროცესის მართვა. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ბავშვი საჭიროებს მუდმივად დერმატოლოგის, რევმატოლოგის მეთვალყურეობას და რეაბილიტაციურ თერაპიას. არასრულწლოვან ა--------- გ--------–- დაბადებიდან დღემდე ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს მხოლოდ დედა, ნ-----------–---–ი. არასრულწლოვანს ესაჭიროება კვება, სამოსი, გასართობ და სხვა კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, რაც დაკავშირებულია ყოველთვიური ხარჯებთან. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესში, არ ეხმარება მას მატერიალურად. იგი ვალდებულია სტაბილურად და სათანადოდ ზრუნავდეს შვილზე. მოსარჩელე ნ-----------–---–-- სარჩელის აღძვრამდეც მიმართა მოპასუხეს ალიმენტის გადახდის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარეს ბოლო ხუთი წელია საერთოდ არ უნახავს ბავშვი, არ ჰქონია ურთიერთობა მასთან და საუბარი ზედმეტია, მოპასუხის მხრიდან რაიმე სახის ფინანსური დახმარების გაწევაზე. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა მეტ-ნაკლებად საკმარისია არასრულწლოვანი ა--------- გ--------–-- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის.

(სარჩელი, 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ა--------- გ--------–-- (დაბადებული 2012 წლის 1------------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

2.2. მოპასუხე მოთხოვნას წარსული დროის ალიმენტის დაკისრების შესახებ არ ეთანხმება.

 

მოპასუხე გ-----------------–ი არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას თავისი მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ა--------- გ--------–-- რჩენასა და აღზრდაში. მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსარჩელე არ აძლევს საშუალებას მოპასუხე მხარეს შვილთან ჰქონდეს ურთიერთობა. მოპასუხის მხრიდან გამოხატული იყო სურვილი შვილი ზაფხულობით მაინც წაეყვანა დასასვენებლდ, თუმცა უშედეგოდ. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, ნ-----------–---–ს მოპასუხისათვის არაფერი შეუტყობინებია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნულის გამო, არც ფინანსური მხარდაჭერა უთხოვია მისთვის. გ-----------------–ი ამჟამად იმყოფება ქორწინებაში თ------------------, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: კ-------------------–ი და მ-–------------–ი. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ასევე აკისრია მასთან მცხოვრები არასრულწლოვანი ბავშვების რჩენის ვალდებულებაც. გ-----------------–ი დასაქმებულია შპს ,,T----“-ში და მისი ხელფასი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

ამასთან, წარსული დროის ალიმენტის გადახდის წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის აღძვრამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტი. თითქოსდა, მოპასუხე გ-----------------–ი თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, არ შეესაბამება სიმართლეს. სარჩელის შემოტანამდე, მოსაჩელის მიერ არ ყოფილა წამოყენებული ამგვარი მოთხოვნა. შესაბამისად, არც საქმეშია წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ამ გარემოებას დაადასტურებდა.

(შესაგებელი, 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნ-----------–---–ი და მოპასუხე გ-----------------–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. ნ-----------–---–ი ცხოვრობს არასრულწლოვან ა--------- გ--------–----, მშობლებთან და ძმასთან ერთად მისამართზე თბილისი, ბ-------------–----–--------------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

3.1.3. არასრულწლოვანი ა--------- გ--------–- თბილისის N----- ბაგა-ბაღის აღსაზრდელია.

მოპასუხე გ-----------------–ს არ აქვს ურთიერთობა ა--------- გ--------–----;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

3.1.4. გ-----------------–ი ქორწინებაშია თ------------------. მოპასუხე ცხოვრობს ბ------–-, მისამართზე ზ----------–---------------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ-----------–---–ს და გ-----------------–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 1------------ შეეძინათ შვილი ა--------- გ--------–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2013 წლის 1---------- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18).

3.2.2. ნ-----------–---–ი 26 სექტემბრიდან 2018 წლის 01 თებერვლამდე იკავებდა ი-----------------–--- სს ,,ლ-------------ში“. მისი დარიცხული ხელფასი ამ პერიოდისათვის შეადგენდა 1000 (ათასი) ლარს (ხელზე ასაღები - 800 (რვაასი) ლარს. 2018 წლის 01 თ-------–----- იგი იკავებს უფროსი ი-----------------–--- და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარს (ხელზე ასაღები 1000 (ათასი) ლარს);

ნ-----------–---–-- სახელზე 2016 წლიდან ხელფასთან ერთად ყოველთვიურად გაიცემა ბონუსი მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან და მიღებული შედეგიდან გამომდინარე. ბონუსის გადახდა წარმოადგენს ბანკის უფლებამოსილებას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,ლ---------------“ მიერ გაცემული ცნობა N 0---------- (ს.ფ. 97);

_სს ,,ლ---------------“ მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს გაცემული ცნობა N0---------- (ს.ფ. 98);

_სს ,,ლ---------------“ ამონაწერი ნ-----------–---–-- ანგარიშიდან (ს.ფ. 99-195).

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2015 წლის ოქტომბრის თვიდან მიმდინარე პერიოდისათვის მოსარჩელე ნ-----------–---–ს უფიქსირდება მიღებული დასაბეგრი შემოსავლები. მოსარჩელე ნ-----------–---–-- მიერ მიღებული შემოსავლები 2018 წლის იანვრის თვიდან შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 2086.53 ლარს, თებერვლის თვეში - 3541.77 ლარს, მარტის თვეში - 2496.97 ლარს, აპრილის თვეში - 2590.52 ლარს, მაისის თვეში - 2870.74 ლარს, ივნისის თვეში - 2534.12 ლარს, ივლისის თვეში - 2798.85 ლარს, აგვისტოს თვეში - 2925.55 ლარს, სექტემბრის თვეში - 2777.7 ლარს, ოქტომბრის თვეში - 400 ლარს და ოქტომბრის თვეში - 4250 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 12 დეკემბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 60-66, 70, 75-79).

3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრპნულ ბაზაზე დაყრდნობით, მოპასუხე გ-----------------–ს 2015 წლის დეკემბრის თვიდან უფიქსირდება მიღებული შემოსავლები. მოპასუხის მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავლები მიმდინარე პერიოდისათვის შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 312.5 ლარს, თებერვლის თვეში - 206.25 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 625 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 750 ლარს, ივლისის თვეში - 750 ლარს, აგვისტოს თვეში - 750 ლარს, სექტემბრის თვეში - 500 ლარს, ოქტომბრის თვეში - 750 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 12 დეკემბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 60, 67-71, 70-74).

3.2.5. ან--------------------–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია: ა---------------–--------------------------------------------–-------------------------------------------------------------–------------------------. იგი საჭიროებს ორმხრივ ტონზილექტომიას, ადენოტონზილექტომიას, დერმტოლოგის, რევმატოლოგის მეთვალყურეობას და რეაბილიტაციურ თერაპიას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_პ---–---–------------ მიერ 2018 წლის 08 ოქტომბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 19-20);

_შპს ,,ყ--–-------–--------------–---------–-------------------–---–-----–----ის“ მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 21).

მოსარჩელე მხარის განმარტებით, უახლოეს მომავალში იგეგმება არასრულწლოვანისათვის ოპერაციის ჩატარება, რომლის ღირებულების ნაწილს აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო ნაწილს ფარავას თავად მხარე, ნ-----------–---–ი.

3.2.6. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას თ------------------ ქორწინების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: კ-------------------–ი და მ-–------------–ი;

საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხე გ-----------------–ის სხვა არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, ამასთან, საქმეს არ ერთვის მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის კმაყოფაზე მისი მეუღლის, თ---------------- ყოფნის ფაქტს დაადასტურებდა.

3.2.7. მოსარჩელე მხარის განმარტებით არასრულწლოვან ა--------- გ--------–- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის თვეში საშუალოდ სჭირდება 400-500 (ოთხასი-ხუთასი) ლარი;

მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ ა--------- გ--------–-- საჭიროებებიდან გამომდინარე ყოველთვიურად აუცილებელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის სჭირდება თვეში - 150 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, ჰიგიენური საშუალებებისათვის - 50 ლარი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ცურვისთვის ან მასაჟისთვის - 100 ლარი, ხატვისთვის - 50 ლარი და სიმღერისთვის - 50 ლარი. ხოლო მოპასუხე მხარის მოსაზრებით, ბავშვის კვებისთვის თვეში საკმარისია 50 ლარი, სამოსისთვის - 50 ლარი და ჰიგიენური საშუალებებისათვის - 20 ლარი;

3.2.8. მოსარჩელე ნ-----------–---–ს არ მიუღია ყველა შესაძლო ღონისძიება მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ალიმენტის მისაღებად;

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვის სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე არ ნახულობდა არასრულწლოვან შვილს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მის მიერ შვილის რჩენის ვალდებულების უგულებელყოფად, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება თითოეულისათვის განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

4.2. არ არსებობს მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ნ-----------–---–-- ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2018 წლის 1------------ დაბადებული ა--------- გ--------–- (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-----------–---–ი და მოპასუხე გ-----------------–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ნ-----------–---–ი ცხოვრობს არასრულწლოვან ა--------- გ--------–----, მშობლებთან და ძმასთან ერთად მისამართზე თბილისი, ბ-------------–----–--------------------------. არასრულწლოვანი ა--------- გ--------–- დადის თბილისის N----- ბაგა-ბაღში.

მოპასუხე გ-----------------–ეს არ აქვს ურთიერთობა თავის შვილთან, ა--------- გ--------–---- (3.1.1., 3.1.2., 3.1.3).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნ-----------–---–ი დასაქმებულია სს ,,ლ-------------ში“ უფროსი ი-----------------–----- და მისი ხელზე მისაღები ხელფასი ოდენობა 2018 წლის თებერვლის თვიდან შეადგენს 1000 (ათასი) ლარს. როგორც ბანკის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, ნ-----------–---–-- სახელზე 2016 წლიდან ხელფასთან ერთად ყოველთვიურად გაიცემა ბონუსი მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან და მიღებული შედეგიდან გამომდინარე. ბონუსის გადახდა წარმოადგენს ბანკის უფლებამოსილებას (3.2.2.). სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოსარჩელეს სტაბილურად უფიქსირდება მიღებული დასაბეგრი შემოსავლები. კერძოდ, 2018 წლის იანვრის თვეში - 2086.53 ლარი, თებერვლის თვეში - 3541.77 ლარი, მარტის თვეში - 2496.97 ლარი, აპრილის თვეში - 2590.52 ლარი, მაისის თვეში - 2870.74 ლარი, ივნისის თვეში - 2534.12 ლარი, ივლისის თვეში - 2798.85 ლარი, აგვისტოს თვეში - 2925.55 ლარი, სექტემბრის თვეში - 2777.7 ლარი, ოქტომბრის თვეში - 400 ლარი და ოქტომბრის თვეში - 4250 ლარი (3.2.3).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

გ-----------------–ი ქორწინებაშია თ------------------. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას თ------------------ ქორწინების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: კ-------------------–ი და მ-–------------–ი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხე გ-----------------–ის სხვა არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, ამასთან, საქმეს არ ერთვის მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის კმაყოფაზე მისი მეუღლის, თ---------------- ყოფნის ფაქტს დაადასტურებდა (3.2.6). სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მოპასუხე გ-----------------–ს 2015 წლის დეკემბრის თვიდან უფიქსირდება მიღებული შემოსავლები. მოპასუხის მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავლები მიმდინარე პერიოდისათვის შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 312.5 ლარს, თებერვლის თვეში - 206.25 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 625 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 750 ლარს, ივლისის თვეში - 750 ლარს, აგვისტოს თვეში - 750 ლარს, სექტემბრის თვეში - 500 ლარს, ოქტომბრის თვეში - 750 ლარს (3.2.4). მოპასუხის მიერ სხვა შემოსავლების მიღების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა--------- გ--------–- დადის თბილისის N----- ბაგა-ბაღში. მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ ა--------- გ--------–-- საჭიროებებიდან გამომდინარე ყოველთვიურად საჭირო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მითითებით, არასრულწლოვანი ა--------- გ--------–- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის თვეში საშუალოდ სჭირდება 400 -500 (ოთხასი - ხუთასი) ლარი. არასრულწლოვანს კვებისათვის სჭირდება თვეში - 150 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, ჰიგიენური საშუალებებისათვის - 50 ლარი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ცურვისთვის ან მასაჟისთვის - 100 ლარი, ხატვისთვის - 50 ლარი და სიმღერისთვის - 50 ლარი. ხოლო მოპასუხე მხარის მოსაზრებით, ბავშვის კვებისთვის თვეში საკმარისია 50 ლარი, სამოსისთვის - 50 ლარი და ჰიგიენური საშუალებებისათვის - 20 ლარი (3.2.7). სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალია მისი საუკეთესო ინტერესები. მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებების საფუძველზე, გასათვალისწინებელია არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დადგენილია, რომ ან--------------------–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია: ა---------------–--------------------------------------------–-------------------------------------------------------------–------------------------. იგი საჭიროებს ორმხრივ ტონზილექტომიას, ადენოტონზილექტომიას, დერმტოლოგის, რევმატოლოგის მეთვალყურეობას და რეაბილიტაციურ თერაპიას (3.2.5). მოსარჩელე მხარის განმარტებით, უახლოეს მომავალში იგეგმება არასრულწლოვანისათვის ოპერაციის ჩატარება, რომლის ღირებულების ნაწილს აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო ნაწილს ფარავს თავად მხარე, ნ-----------–---–ი. ყოველთვიურად საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს ჰიგიენურ საშუალებებზე, რაც არასრულწლოვანს სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის - ა-------------------------- დიაგნოზის გამო ესაჭიროება. აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ვინაიდან დაავადება ატარებს ქრონიკულ ხასიათს.

 

მოპასუხე გ-----------------–ი, თავისი მატერიალური შემოსავლისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვან ა--------- გ--------–-- ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 (ასი) ლარი. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. მშობლის სტაბილური შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მათ განვითარების ფართო წინაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას არასრულწლოვანი შვილისათვის ყოველთვიურად საჭირო თანხასთან (400 ლართან) დაკავშირებით, რაც უნდა გაიყოს ორივე მშობელზე თანაბარწილად. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანის კვებისათვის სჭირდება თვეში - 150 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, ჰიგიენური საშუალებებისათვის - 50 ლარი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ცურვისთვის ან მასაჟისთვის - 100 ლარი. ხატვის ან სიმღერის წრეზე სიარულისა და ამისათვის ხარჯის გაღების დამდასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ჰიგიენურ საშუალებების გამოყენება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია ბავშვის ჯანმრთელობასთან, რის გამოც აღნიშნული ხარჯიც უნდა იქნეს გათვალისწინებული ალიმენტის განსაზღვრისას. რაც შეეხება ცურვისთვის ან მასაჟისათვის გადასახდელ თანხას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან მისი საჭიროების გარდა, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ბავშვი დადიოდეს მინიმუმ ერთ აქტივობაზე მაინც, რაც ხელს შეუწყობს მის გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებას.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 13.12.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 173.8 ლარს და ნოემბრის თვისათვის - 174.3 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად, მათ შორის თანაბრად უზრუნველყონ არასრულწლოვანი ბავშვისათვის ყოველთვიურად საჭირო ხარჯის (რაც მოსარჩელე მხარის განმარტებითვე ყოველთვიურად შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს) გადახდა. აღნიშნულის გარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა შეესაბამება ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმის მაქსიმალურ ოდენობას (საშუალოდ 170 ლარს), რასაც უნდა დაემატოს მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, საშუალოდ 30 ლარი (170+30=200 ლარი). შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ა--------- გ--------–-- სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება 2015 წლის 01 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 30 ოქტომბრამდე).

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვის სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ (3.2.8). მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე არ ნახულობს არასრულწლოვან შვილს, არ ზრუნავს მასზე და არ აქვს ბავშვთან სტაბილური ურთიერთობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე არ ნახულობდა არასრულწლოვან შვილს, არ გულისხმობს მის მიერ სარჩოს მოთხოვნის შესაბამისად ალიმენტის გადახდის თავის არიდებას. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ-----------–---–ი ბოლო სამი წლის განმავლობაში სთხოვდა მოპასუხეს სარჩოს მიღებას არასრულწლოვანი შვილისათვის, ხოლო გ-----------------–ი უგულებელყოფდა შვილის რჩენის ვალდებულებას. მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელისგან სარჩოს მიღების მოთხოვნის არსებობას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილ აუცილებელ წინაპირობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვან შვილის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულებისაგან თავის არიდებას 2015 წლის 01 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს, მოპასუხე გ-----------------–-------- არასრულწლოვანი ა--------- გ--------–-- წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ-----------–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე გ-----------------–მა შესაგებლით ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოსმიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა წარსული ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ-----------–---–-- (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე გ-----------------–ის (პირადი №6----------) მიმართ:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე გ-----------------–ს (პირადი №6----------) ა--------- გ--------–-- (დაბადებული 2012 წლის 1------------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 30 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა;

 

1.2. არ დაკმაყოფილდეს ნ-----------–---–-- სარჩელი მოპასუხე გ-----------------–ის მიმართ ა--------- გ--------–-- (დაბადებული 2012 წლის 1------------) წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე;

 

2. დაეკისროს მოპასუხე გ-----------------–ს (პირადი №6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე