გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.01.2019
საქმის ნომერი
351210018002645507
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
04.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№35---------------7

საქმე №2-448-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გარდაბანი

შესავალი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

მოსარჩელე - სე-----------------ი

წარმომადგენელი - ხა--------------ი

მოპასუხე - რუ---------------ა

თარჯიმანი - ორ----------------ი

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სე-----------------სა და რუ---------------ას შორის 24.11.2008 წელს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეები 24.11.2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ 2 შვილი: ელ---------------ი და ქა-----–-----------ი. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მხარეები 2013 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. მოსარჩელე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში და შექმნილი აქვს მეორე ოჯახი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - რუ---------------ამ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მართალია მოპასუხე რესეთის ფედერაციაში ცხოვრობს, თუმცა ოჯახი არ აქვს შექმნილი. რუ---------------ამ მოითხოვა შესარიგებლად ვადის მიცემა, ვინაიდან მათ ოჯახი შექმნეს სიყვარულით და ყავთ 2 საერთო შვილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. რუ---------------ა და სე-----------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2008 წლის 24 ნოემბრიდან, მათ ჰყავთ 2 შვილი: ელ---------------ი და ქა-----–-----------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა № 21181-00-26;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს 2013 წლიდან და მათ შორის არ არსებობს ცოლ-ქმრული ურთიერთობა.

 

სასამართლოს მხრიდან მხარეებს მიეცათ ვადა შესარიგებლად (1 თვე), თუმცა მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხეს სურს ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენა, მოსარჩელის წარმომადგენელმა - ხა--------------მა სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და განმარტა, რომ მოსარჩელეს კატეგორიულად არ სურს რუ---------------ასთან შერიგება და ერთ ოჯახად ცხოვრება, ვინაიდან მოსარჩელე იმყოფება ფაქტობრივ ქორწინებაში სხვა ქალბატონთან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 11-6-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 11-6-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

 

მოსარჩელე კატეგორიული წინააღმდეგია ოჯახის აღდგენისა, მასსა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება ხუთი წელია ატარებს ფორმალურ ხასიათს, მათ შორის აღარ არსებობს ფაქტობრივი თანაცხოვრება.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ სასამართლოს მხრიდან მიცემულმა შესარიგებელმა ვადამ, შედეგი ვერ გამოიღო. ამასთან, მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სე-----------------ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სე-----------------ის სარჩელი რუ---------------ას მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სე-----------------ის სარჩელი მოპასუხე - რუ---------------ას მიმართ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს სე-----------------ს (დაბადებული 1-.0-.1--0 წელს, პ/ნ 12--------8) და რუ---------------ას (დაბადებული 1-.0-.1--0 წელს, პ/ნ 35--------6) შორის 24.11.2008 წელს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის №21--------8;

 

3. მოპასუხე - რუ---------------ას დაეკისროს მოსარჩელე - სე-----------------ის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი