გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 3-----------------
საქმე N 2/31337-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.11.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელეები: მ--- ა------–---–ი; ნ----- ც----–---–ი; ლ---- ფ-----ა;
მ------ ჩ--------ი; ნ--- ა---–---ი; ნ----–ი თ-----------–ი;
ლ--–- ც-------–---–ი; გ--- გ--–--–---–ი;
წარმომადგენელი - ლ-------ა ხ-------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,მ-------------"
წარმომადგენელი - გ------- შ---–--ე
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შპს ,,მ-------------ს“ მოსარჩელე ნ----- ც----–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 2082,50 ლარის, ლ---- ფ-----ას სასარგებლოდ 3165,50 ლარის, მ--- ა------–---–ის სასარგებლოდ 4900 ლარის, მ------ ჩ--------ის სასარგებლოდ 1155 ლარის, გ--- გ--–--–---–ის სასარგებლოდ 1375 ლარის, ნ--- ა---–---ის სასარგებლოდ 1705 ლარის, ნ----–ი თ-----------–ის სასარგებლოდ 2915 ლარის და ლ--–- ც-------–---–ის სასარგებლოდ 926 ლარის ოდენობით გადახდა;
1.2. დაეკისროს შპს ,,მ-------------ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 0,07%-ის გადახდა.
მოსარჩელემ 2018 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 2018 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 15:28:50).
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან. 2018 წლის 01 ივნისს, მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა. მოპასუხეს მოსარჩელეების მიმართ გააჩნია სახელფასო და---–---ება მათ მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ოდენობით და ითხოვენ აღნიშნული სახელფასო და---–---ებისა და და---–---ების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სახელფასო და---–---ების ნაწილში და მიუთითა, რომ აღიარებს კომპანიის ვალდებულებას მოსარჩელეების მიმართ. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეები იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან. 2018 წლის 01 ივნისს, მხარეთა შორის შეწყდა ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.
3.1.2. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს“ მოსარჩელეების მიმართ გააჩნია სახელფასო და---–---ება, კერძოდ ნ----- ც----–---–ის მიმართ 2082,50 ლარის, ლ---- ფ-----ას მიმართ 3165,50 ლარის, მ--- ა------–---–ის მიმართ 4900 ლარის, მ------ ჩ--------ის მიმართ 1155 ლარის, გ--- გ--–--–---–ის მიმართ 1375 ლარის, ნ--- ა---–---ის მიმართ 1705 ლარის, ნ----–ი თ-----------–ის მიმართ 2915 ლარის და ლ--–- ც-------–---–ის მიმართ 926 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თითოეული მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების 0.07%-ის ოდენობით 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 და 31-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის სახელფასო დავალიანების ნაწილში.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანუ, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 2018 წლის 1 ივნისიდან, ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეების მიმართ არსებული დავალიანებაზე 0.07%-ის დაკისრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება მოსარჩელეების მიმართ და არ უხდიდა მათ ხელფასს ხელშეკრულების შესაბამისად იმ პერიოდში, როცა ისინი მასტან იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, და მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თითეული მოსარჩელისათვის მათ მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების 0.07%-ის ოდენობით 2018 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად როგორც სახელფასო დავალიანების, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ამასთან სახელფასო დავალიანების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, რის გამოც, მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან (იხ. 2018 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს პროპორციულად სახ. ბაჟის 139,70 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369- ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს მ--- ა------–---–ის, ნ----- ც----–---–ის, ლ---- ფ-----ას, მ------ ჩ--------ის, ნ--- ა---–---ის, ნ----–ი თ-----------–ის, ლ--–- ც-------–---–ისა და გ--- გ--–--–---–ი სარჩელი შპს ,,მ-------------ს" მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ;
2. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს" ნ----- ც----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო და---–---ების 2082,50 ლარისა და 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, და---–---ების 2082,50 ლარის 0,07%-ის გადახდა;
3. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს" ლ---- ფ-----ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო და---–---ების 3165,50 ლარისა და 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 3165,50 ლარის 0,07%-ის გადახდა;
4. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს" მ--- ა------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო და---–---ების 4900 ლარისა და 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 4900 ლარის 0,07%-ის გადახდა;
5. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს" მ------ ჩ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო და---–---ების 1155 ლარისა და 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 1155 ლარის 0,07%-ის გადახდა;
6. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს" გ--- გ--–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო და---–---ების 1375 ლარისა და 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 1375 ლარის 0,07%-ის გადახდა;
7. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს" ნ--- ა---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო და---–---ების 1705 ლარისა და 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 1705 ლარის 0,07%-ის გადახდა;
8. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს" ნ----–ი თ-----------–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო და---–---ების 2915 ლარისა და 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 2915 ლარის 0,07%-ის გადახდა;
9. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს" ლ--–- ც-------–---–ი სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო და---–---ების 926 ლარისა და 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დავალიანების 926 ლარის 0,07%-ის გადახდა;
10. მოპასუხე შპს ,,მ-------------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 139,70 ლარის გადახდა;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია