განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
080100118002412042
დავის ტიპი
260 4 , 260 3 ა
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3---18 (№0-----------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი 2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი თინათინი ციცქიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ი----- მჟ----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ირ---–- ჟო--–---–--ე

მამის სახელი: და-----

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობის: არ მქონე

მცხოვრები: ქუთაისი, სუ-–--------- ქუჩა N4----

 

ადვოკატი: გ------- დვ--–-–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი);

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (სამი ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1. ირ---–- ჟო--–---–--ემ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,00736 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელიც 2018 წლის 13 მარტს 600 ლარის სანაცვლოდ, ქუთაისი, ფა-–--–---–-ს ქუჩაზე განთავსებულ კაფე ბარ ,,ე-------’’ წინამდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაასაღა ამ----- ჯუ-–----ეზე.

 

2. ირ---–- ჟო--–---–--ემ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0038 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელიც 2018 წლის 12 მარტს 300 ლარის სანაცვლოდ, ქუთაისი, წე------–-ს ქუჩა N--ში მდებარე მაღზია ,,ლ---–-’’ უკანონოდ გაასაღა ამ----- ჯუ-–----ეზე.

 

3. ირ---–- ჟო--–---–--ემ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,00376 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელიც 2018 წლის 16 მარტს 300 ლარის სანაცვლოდ, ქუთაისი რუ-------–-ს გამზირი N---ში განთავსებული სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაასაღა ამ----- ჯუ-–----ეზე.

 

4. ირ---–- ჟო--–---–--ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0,11566 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, საიდანაც ნაწილს ინახავდა პირადად, ქუთაისში, სუ-–--------- გამზირი N4-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნაწილი კი 2018 წლის 12, 13 და 16 მარტს გასაღა ამ----- ჯუ-–----ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი (0,10074 გრამი „ბუპრენორფინი“), წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ტაბლეტების სახით 2018 წლის 16 მარტს მისი პირადი და მითითებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკების შედეგად იქნა ამოღებული, ხოლო ნაწილი (0,01492 გრამი „ბუპრენორფინი“) 2018 წლის 12, 13 და 16 მარტს ამოღებული იქნა ამ----- ჯუ-–----ისგან.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ირ---–- ჟო--–---–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ამ----- ჯუ-–----ისგან ნივთის ამოღების ოქმები; ქიმიური ექსპერტიზის N----- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის N----- დასკვნა; ირ---–- ჟო--–---–--ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი; ირ---–- ჟო--–---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი; ირ---–- ჟო--–---–--ის საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,10074 გრამი „ბუპრენორფინი“; ამ----- ჯუ-–----ისგან ამოღებული 0,01492 გრამი „ბუპრენორფინი“; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი; მოწმე კა------ გა------ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე და---- ჟო--–---–--ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე გრ-----– კრ----–---–ის გამოკითხვის ოქმი; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და საქმეზე შეკრებილ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირ---–- ჟო--–---–--ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (სამი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ირ---–- ჟო--–---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (გარდა უკანონო შეძენა-შენახვისა, დადგენილია ნარკოტიკული საშუალების არაერთჯერადი გასაღების ფაქტი), უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ირ---–- ჟო--–---–--ე აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ირ---–- ჟო--–---–--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ირ---–- ჟო--–---–--ეს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ირ---–- ჟო--–---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 12 მარტის ეპიზოდი) – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 13 მარტის ეპიზოდი) – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, ირ---–- ჟო--–---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ირ---–- ჟო--–---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ირ---–- ჟო--–---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.

 

ირ---–- ჟო--–---–--ეს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ირ---–- ჟო--–---–--ეს უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ირ---–- ჟო--–---–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საფულე, ორი ცალი ხატი, ჯეოსელის ქსელის სიმბარათის სათავსო წარწერით 5-----------, აფთიაქის ჯიპისის ბარათი, აფთიაქ პსპ ბარათი, ბილაინის სიმბარათის სათავსო თავისივე სიმბარათით, წარწერით 5----------, კლინიკა ბომონდის ბარათი, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ცნობა, საქართველოს ბანკის გადახდის ქვითრები, ირ---–- ჟო--–---–--ის აიდი ბარათი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3-------------- და 3-------------- გასაღების სამეული, ინახება წყალტუბოს რაიონული სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

ირ---–- ჟო--–---–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 870 (რვაასსამოცდაათი) ლარი, ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

ირ---–- ჟო--–---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 7400 (შვიდიათასს ოთხასი) ლარი და 800 (რვაასი) აშშ დოლარი, ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

ირ---–- ჟო--–---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3-------------- და 3-------------- და „საიეტის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3-------------, „მიკრომაქსის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 9-------------- და 9-------------- - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

ირ---–- ჟო--–---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ინახება წყალტუბოს რაიონული სამმართველოში - გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს.

 

შსს სამსახურიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებისათვის გამოყოფილი ფულადი თანხა 300 (სამასი) ლარი, ინახება წყალტუბოს რაიონული სამმართველოში - გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს.

 

ქიმიური N----- ექსპერტის შემდგომ დარჩენილი და გადმოგზავნილი ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტის ნატეხი 0,174 გრამი დალუქული ერთ პაკეტად F---------, ირ---–- ჟო--–---–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტის ნატეხები 1,465 გრამი და 0,124 გრამი დალუქული ერთ პაკეტად F---------, ირ---–- ჟო--–---–--ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტები, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი დალუქული ერთ პაკეტად F--------- და ერთი ცალი ტაბლეტი, კლონაზეპამის შემცველი 11 ტაბლეტი და შავი მარცვლები, დალუქული ერთ პაკეტად F--------- გადაგზავნილი შსს ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში - განადგურდეს.

 

ქიმიური N----- ექსპერტის შემდგომ დარჩენილი, ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტის ნატეხები 0,185 გრამი და 0,359 გრამი დალუქული ორ პაკეტად გადაგზავნილი შსს ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში - განადგურდეს.

 

ქიმიური N-----ქმ ექსპერტიზის შემდგომ გადმოგზავნილი ბამბის ტამპონი, ფურცელი წარწრით შსს, სუფთა ბამბის ტამპონი, საკონტროლო ნიმუში სუფთა ბამბა, ირ---–- ჟო--–---–--ის მარჯვენა ხელიდან აღებული ანაწმენდი და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდი, იანხება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

 

ქიმიური N-----ქმ ექსპერტიზის შემდგომ გადმოგზავნილი 300 (სამასი) ლარი - გადაეცეს შსს შესაბამის სამსახურს.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველი ფოტომასალის დისკი; ირ---–- ჟო--–---–--ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტომასალის დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი (1---------------------------------) ჩანაწერების სამი ცალი DVD დისკი და საინფორმაციო გვერდიდან გადმოტანილი ირ---–- ჟო--–---–--ის ორი ცალი ფოტოსურათის ამსახველი ერთი ცალი დისკი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური