განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002428228
1-403/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - გ--------------–-ილი
ბრალდებულები - ნ--- ბ-----ძე, რ----–ან ბ----ევი
ადვოკატი - დ----- ჯ-------ძე, ლ--–- ბ----–--–-ილი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
საქმის გამოძიების ნომერი № 1----------3
ბრალდებული: რ----–ან ბ----ევი
მამის სახელი: ზიადხანი
დაბადებული: 26.08.1----–--–---------–--------------------–-----------–------------–-------–----–-----------------------------------------------–--------------–--------------------------------------------------------------------------------------------–------–----
პასუხისგებაში მიცემის მუხლი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
ბრალდებული: ნ--- ბ-----ძე
მამის სახელი: ბადრი
დაბადებული: 26.11.1----–--–---------–--------------------–-----------–------------–---------------–---------–-------------------------------------------------–--------------–--------------------------------------------------------------------–-------–-----------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნ--- ბ-----ძემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად.
2017 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 16:10 საათიდან 17:35 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ--- ბ-----ძემ და რ----–ან ბ----ევმა, ჯგუფურად, სახის არეში ხელის დარტყმებით, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვით მოკლეს გ------- ხ--------იძე.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 109-2,ე
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნ--- ბ-----ძემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
2017 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 16:10 საათიდან 17:35 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში ყოფნისას, ნ--- ბ-----ძემ და რ----–ან ბ----ევმა, ჯგუფურად, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის - გ------- ხ--------იძის მკვლელობის დაფარვის მიზნით, სახის არეში ხელის დარტყმებით, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვით მოკლეს ზ---დ ს--–-----–-–--ლი, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო გ------- ხ--------იძის და ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამები აღმოჩენილ იქნა 2017 წლის 08 აგვისტოს.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 109-1,დ-2,ე
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რ----–ან ბ----ევმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად.
2017 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 16:10 საათიდან 17:35 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რ----–ან ბ----ევმა და ნ--- ბ-----ძემ, ჯგუფურად, სახის არეში ხელის დარტყმებით, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვით მოკლეს გ------- ხ--------იძე.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 109-2,ე
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად რ----–ან ბ----ევმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
2017 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 16:10 საათიდან 17:35 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში ყოფნისას, რ----–ან ბ----ევმა და ნ--- ბ-----ძემ, ჯგუფურად, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის - გ------- ხ--------იძის მკვლელობის დაფარვის მიზნით, სახის არეში ხელის დარტყმებით, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვით მოკლეს ზ---დ ს--–-----–-–--ლი, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო გ------- ხ--------იძის და ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამები აღმოჩენილ იქნა 2017 წლის 08 აგვისტოს.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით:
109-1,დ-2,ე
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა წინასწარი გამოძიების დროს დადგენილებაში ბრალდების შესახებ აღწერილი გარემოებები და სასამართლომ დადგინა შემდეგი.
რ----–ან ბ----ევმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
2017 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 16:10 საათიდან 17:35 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რ----–ან ბ----ევმა კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვით მოკლა გ------- ხ--------იძე.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
ნ--- ბ-----ძემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
2017 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 16:10 საათიდან 17:35 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში ყოფნისას ნ--- ბ-----ძემ კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვით მოკლა ზ---დ ს--–-----–-–--ლი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
განზრახ მკვლელობა
დაზარალებულის უფლება მონაცვლემ ა-----ნ ხ--------იძის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ მოკლული გ------- ხ--------იძე იყო მისი შვილი. 2017 წლის 03 აგვისტოს, გ------- ხ--------იძე, მეგობართან ზ---დ ს--–-----–-–--ლთან ერთად გაემგზავრა ქ. ბათუმში, სადაც ცხოვრობდა დაქირავებულ ბინაში. 2017 წლის 05 აგვისტოს საღამოს საათებიდან გ------- ხ--------იძეს ვეღარ დაუკავშირდა. 2017 წლის 08 აგვისტოს, გაიგო ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში, გ. ხ--------იძის და ზ. ს--–-----–-–--ლის ცხედრების აღმოჩენის შესახებ. გარდაცვლილების მეგობრების ო----ი ი------–--ლის და ა-----ია ს-------–-ძის გადმოცემით გაიგო, რომ გ. ხ--------იძესთან და ზ. ს--–-----–-–--ლთან ერთად ქ. ბათუმში დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა - რ----–ან ბ----ევი (ლუკა მელაძე), რომლის ფოტოსურათიც მიაწოდეს მას და მის ოჯახის წევრებს - მეუღლეს ლ------------რიას და ქალიშვილს ხ----ა ხ--------იძეს ო. ი------–--ლმა და ა. ს-------–-ძემ. მოწმის განმარტებით ა-----ნ ხ--------იძის მეუღლეს ლ------------რიას რ----–ან ბ----ევი ნანახი ყავდა მკვლელობამდე კერძოდ 2017 წლის 03 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ამ დროს რ----–ან ბ----ევი იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ გ------- ხ--------იძის ერთად დაქირავებულ ბინაში ბათუმში, სწორედ იმ დროს, როდესაც გ------- ხ--------იძე ფეისბუქ მესენჯერში ვიდეო ზარით დაუკავშირდა დედას ლ------------რიას. ა-----ნ ხ--------იძის ჩვენებით გირგი ხ--------იძეს ბათუმში გამგზავრებისას თან წაიღო დაახლოებით 6000 ლარი, ნოუთბუქი და ორი მობილური ტელეფონი. ა-----ნ ხ--------იძემ ასევე განმარტა, რომ მისი შვილი გ------- ხ--------იძე ატარებდა დანას. გარდაცვლილი კარგად იცნობდა რ----–ან ბ----ევს და ბ----ევს ეხმარებოდა ფულითაც.
დაზარალებულ ა-----ნ ხ--------იძის ჩვენებაში აღწერილი გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მოკლული გ------- ხ--------იძის დედამ ლ------------რიამ. ლ------------რიამ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 03 აგვისტოს შვილს გ------- ხ--------იძეს ესაუბრა სოციალური ქსელის ფეისბუქის მესენჯერით, რა დროსაც დაქირავებულ ბინაში ყოფნისას კადრში ჩანდა, როგორც გ------- ხ--------იძე ისე მის გვერდით მყოფ რ----–ან ბ----ევი. გ------- ხ--------იძემ რ----–ან ბ----ევი გააცნო, როგორც მეგობარი ლუკა.
2018 წლის 29 მარტს ჩატარებული ფოტო სურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ რ----–ან ბ----ევმა უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობაზე, რის გამოც ჩატარდა ფოტო სურათით ამოცნობა. ფოტო სურათით ამოცნობისას მოწმე ლ------------რიამ ამოიცნო რ----–ან ბ----ევი და განმარტა, რომ ეს არის პირი, რომელიც ნახა მაშინ, როდესაც შვილს გ------- ხ--------იძეს ესაუბრა სოციალური ქსელის ფეისბუქის მესენჯერით. საუბრის დროს დაქირავებულ ბინაში ყოფნისას კადრში ჩანდა, როგორც გ------- ხ--------იძე ისე მის გვერდით მყოფ რ----–ან ბ----ევი. გ------- ხ--------იძემ რ----–ან ბ----ევი გააცნო, როგორც მეგობარი ლუკა.
მოკლულ გ------- ხ--------იძის მამის ა-----ნ ხ--------იძის და დედის ლ------------რის ჩვენებები შინაარსობრივად სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ხ--------იძის დამ ხ----ა ხ--------იძემ.
2017 წლის 17 აგვისტოს გამომძიებელ ჯ---ლ ც-–--–აძის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა (მისამრთზე თბილისი რობაქიძის ქუჩა, კვარტალ 5-ა) მოწმე ხ----ა ხ--------იძის თანხმობითა და მონაწილეობით დაათვალიერა მოწმის მობილური ტელეფონში არსებული მესინჯერში შენახული მიმოწერები, სადაც ასახული მამაკაცის სურათი (რ----–ან ბ----ვის) ხელზე ჯვრის გამოსახულებით. ხ----ა ხ--------იძის განმარტებით ეს ფოტო მას გადაუგზავნა მესინჯერზე ა-----ია ს-------–-ძემ ო---- ი------–--ლთნ ერთად. (ტ 3 სფ 182-185)
დაზარალებულის უფლება მონაცვლემ ჯ--–ერ ს--–-----–-–--ლის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ ყავს მეუღლე ნ---- ს--–-----–-–--ლი. მათ ყავდათ შვილი აწ გარდაცვლილი ზ---დ ს--–-----–-–--ლი, რომელსაც სამოდელო აკადემია ქონდა დამთვარებული. 2017 წლის აგვისტოს ზ---დ ს--–-----–-–--ლი მეგობართან გ------- ხ--------იძესთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა ქ. ბათუმში, სადაც ცხოვრობდა დაქირავებულ ბინაში. ზ---დმა თან წაიღო ნოუთბუქი და ორი მობილური ტელეფონი ასევე ფული დაახლოებით 4000 ლარი. ზ---დი თითქმის ყოველდღე უკავშირდებოდა დედას ნ----ს. ბოლოს 2017 წლის 05 აგვისტოს ესაუბრა ზ---დი დედას და მას შემდეგ ნ---- ს--–-----–-–--ლმა ვეღარ შეძლო ზ---დთან კავშირზე გასვლა. ამის გამო იძულებულები გახდნენ რომ წასულიყვნენ ბათუმში და მოეძებნათ შვილი. კითხვა კითხვით მიაგნეს ბინას სადაც შეიძლებოდა ეცხოვრა მის შვილს. ბინის პატრონმა ქალბატონმა დაუდასტურა, რომ მისი ბინა დაქირავებული ქონდა ზ---დ ს--–-----–-–--ლს და გ------- ხ--------იძეს. სანამ დაქირავებული ბინის კარებს გააღებდნენ სადარბაზოში იგრძნო მძაფრი უსიამოვნო სუნი. ბინის პატრონმა გასაღებით გააღო კარი და მეუღლესთან და მეუღლის დასთა ერთად და თვით ბინის მეპატრონესთან ერთდა ბინაში შევიდა. ბინაში იდგა აუტანელი სუნი. ერთ საძინებელში აღმოაჩინეს საწოლზე გახრწნილი გვამი, რომელსაც არაფერი არ ეცვა. თავიდან მისი შვილი ვერ იცნო რადგან გვამის სახე გახრწნისგან შეცვლილი იყო. იგი სწრაფად გამოვიდა ბინიდან რადგან გაუსაძლისი სუნი იდგა ბინაში. შემდეგ მისი მეუღლე ისევ შევიდა ბინაში, რომელმაც უკვე ამოიცნო რომ გარდაცვლილიდან ერთერთი ზ---დ ს--–-----–-–--ლი იყო. მეორე საძინებელში მეორე გახრწნილი გვამი ნახეს. ბინაში ვერ აღმოაჩინეს ასევე ზ---დის ერთი ტელეფონი, ფული და ნოუთბუკი.
დაზარალებულის უფლება მონაცვლემ ჯ--–ერ ს--–-----–-–--ლის ჩვენება დაადასტურა მოკლული ზ---დ ს--–-----–-–--ლის დედამ ნ---- ს--–-----–-–--ლმა, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ ყავს მეუღლე ჯ--–ერ ს--–-----–-–--ლი. მათ ყავდათ შვილი აწ გარდაცვლილი ზ---დ ს--–-----–-–--ლი. 2017 წლის აგვისტოს, ზ---დ ს--–-----–-–--ლი მეგობართან გ------- ხ--------იძესთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა ქ. ბათუმში, სადაც ცხოვრობდა დაქირავებულ ბინაში. ზ---დმა თან წაიღო ნოუთბუქი და მობილური ტელეფონი ასევე ფული დაახლოებით 4000 ლარი, ხელის საათი და ბეჭედი. ზ---დი თითქმის ყოველდღე ეკონტაქტებოდა დედას. ბოლოს 2017 წლის 05 აგვისტოს ესაუბრა ზ---დი. ზ---დს ეკეთა ყელზე ძეწკვი და ჯვარი. თავზე წითელი ე.წ. „ბენდენა“ ქონდა შემოხვეული. 2017 წლის დაახლოებით 20:00 საათისთვის ნ---- ს--–-----–-–--ლმა ვეღარ შეძლო შვილთან ზ---დ ს--–-----–-–--ლთან კავშირზე გასვლა. ამის გამო იძულებულებულნი გახდნენ წასულიყვნენ ბათუმში და მოეძებნათ შვილი. კითხვა კითხვით მიაგნეს ბინას სადაც შეიძლებოდა ეცხოვრა მის შვილს. ბინის პატრონმა ქალბატონმა დაუდასტურა, რომ მისი ბინა დაქირავებული ქონდა ზ---დ ს--–-----–-–--ლს და გ------- ხ--------იძეს. სანამ დაქირავებული ბინის კარებს გააღებდნენ სადარბაზოში იგრძნო მძაფრი უსიამოვნო სუნი. ბინის პატრონმა გასაღებით გააღო კარი და მეუღლესთან და დასთა ერთად ასევე ბინის მეპატრონესთან ერთდა ბინაში შევიდა. ბინაში იდგა აუტანელი სუნი. ერთ საძინებელში აღმოაჩინეს გახრწნილი გვამი, ხოლო მეორე საძინებელში მეორე გახრწნილი გვამი. თავიდან მისი შვილი ვერ იცნო რადგან გვამის სახე გახრწნისგან შეცვლილი იყო. შემდეგ დააკვირდა და ნახა, რომ ერთ გვამს გვამს ეცვა სწორედ ის მაისური, რაც ბოლო კონტაქტის ე.წ. „ვიბერის“ საშუალებით დაინახა, რომ ეცვა ზ---დ ს--–-----–-–--ლს და ზ---დის ჯვარიც იქვე იდო. მიხვდა, რომ გარდაცვლილი მის შვილი ზ---დ ს--–-----–-–--ლი იყო.
ნ---- ს--–-----–-–--ლის ჩვენება დადასტურებულია (უდაო მტკიცებულებით) მისი დის შორენა იმედაშვილის ჩვენებით. (იხ ტ 1. ს.ფ 193-197)
მოწმე ვ-----ა ბ-----ის ჩვენების ანალიზით დგინდება, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩა სახლის N 17 ბინა N 26-ში. ბინა მდებარეობს მეცხრე სართულზე, ბინას ასევე დაშენებული აქვს მეათე სართული სადაც საცხოვრებელი ფართია მოწყობილი. ზაფხულში ოჯახთან ერთად გადადის მეათე სართულზე საცხოვრებლად ხოლო მეცხრე სართულზე არსებულ ბინას რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი გააჩნია აქირავებს დამსვენებლებზე. ყავს ორი ვაჟი ზ---- ხ----------იძე და ზ---დ ხ----------იძე. 2017 წლის 03 აგვისტოს მეცხრე სართულზე არსებული ბინა მიაქირავა დამსვენებლებს, ორ ახალგაზრდა მამაკაცს ერთი გაეცნო, როგორც გ------- ხ--------იძე, ხოლო მეორე, როგორც ზ---დ ს--–-----–-–--ლი. სტუმრებს დაათვალიერებინა ბინა, რომელთაც მოეწონათ. ბინის ქირა 700 ლარი გადაუხადა გ------- ხ--------იძემ. მდგმურებს გადასცა ბინის შესასვლელი კარის ერთი გასაღები, ხოლო მეორე გასაღები თვითონ დაიტოვა. 2017 წლის 04 აგვისტოს შევიდა გაქირავებულ ბინაში სადაც დახვდა გ------- ხ--------იძე და ბინიდან გამოიტანა წამლები. ბინაში, რაიმე არეულობა არ შეუნიშნავს. იმავე დღეს საღამოს მის შვილებს ზ---დ და ზ---- ხ----------იძეებს დასჭირდათ ტანსაცმელი, რომელიც ინახებოდა გაქირავებულ ბინაში. ზ---- და ზ---დ ხ----------იძეები შევიდნენ გაქირავებულ ბინაში და გამოიტანეს ტანსაცმელი. 04 აგვისტოს შემდეგ ვ-----ა ბ-----ეს გ------- ხ--------იძე და ზ---დ ს--–-----–-–--ლი აღარ უნახავს. 2017 წლის 08 აგვისტოს დილით მასთან მივიდა მეზობელი, რომელმაც აუწყა, რომ ქალი და მამაკაცი ეძებენ ახალგაზრდებს და აინტერესებდათ გაქირავებულ ბინაში მყოფი პირები ხომ არ იყვნენ ისინი ვისაც ეძებდნენ. ვ-----ა ბ-----ემ აიღო გაქირავებული ბინის გასაღები, რომელიც მასთან ინახებოდა და გააღო მეცხრე სართულზე არსებული ბინა, მაშინვე ეცა აუტანელი სუნი. ბინაში შევლისას მას შეყვნენ ქალი და მამაკაცი, დაინახა რომ ერთ საძინებელში საწოლზე გ------- ხ--------იძის გახრწნილი გვამი იყო, ხოლო მეორე საძინებელში ზ---დ ს--–-----–-–--ლის გახრწნილი გვამი. ვ-----ა ბ-----ემ ნანახის გამო შეუძლოდ გახდა და იგი გამოიყვანეს ბინიდან.
ზ---დ ხ----------იძის ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ მას შემდეგ რაც მათი ბინა იქირავეს გ------- ხ--------იძემ და ზ---დ ს--–-----–-–--ლმა, 2017 წლის 04 აგვისტოს ძმასთან ზ---- ხ----------იძესთან ერთად მივიდა მეცხრე სართულზე გაქირავებულ ბინაში ტანსაცმლის წამოსაღებად. ბინაში კარი გაუღო გ------- ხ--------იძემ. მისაღებ ოთახში დივანზე იჯდა ორი ახალგაზრდა ბიჭი. სასამართლო პროცესის მომდინარეობისას ზ---დ ხ----------იძემ ამოიცნო ბრალდებულები რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე და განმარტა, რომ მარცხენა მახარეს დივანზე იჯდა რ----–ან ბ----ევი, ხოლო მარჯვენა მხარეს იჯდა ნ--- ბ-----ძე. ოთახში იდგა ნისლივით თეთრი ფერის კვამლი და ფერადი განათებით ციმციმის მსგავსი მოწყობილობა იყო ჩართული. ბინაში დიდხანს აღარ გაჩერებულან აიღო ტანსაცმელი და ძმასთან ერთად გამოვიდა ბინიდან.
ძმის ზ---დ ხ----------იძის ჩვენება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ხ----------იძემ და მიუთითა, რომ მისაღებ ოთახში დივანზე იჯდა ორი ახალგაზრდა ბიჭი. მიუთითა ბრალდებულებზე და განმარტა, რომ ერთი იყო რ----–ან ბ----ევი, ხოლო მეორე იყო ნ--- ბ-----ძე. ოთახში იდგა ნისლივით თეთრი ფერის კვამლი და ფერადი განათებით ციმციმის მსგავსი მოწყობილობა იყო ჩართული. ბინაში დიდხანს აღარ გაჩერებულან აიღეს ტანსაცმელი და ძმასთან ერთად გამოვიდა ბინიდან.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ ვ-–- ც-–--–--–-ილის ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ 2017 წლის აგვისტის თვის შუა რიცხვებში, ქ.თბილისში, რამდენჯერმე დაუკავშირდა შორეული ნათესავი მ----ნე ჩ---ძე და სთხოვა შეხვედრა. მ----ნემ რამდენჯერმე დაჟინებით მოსთხოვა შეხვედრა აუხსნა ტელეფონზე ვერ გეტყვი ვერაფერსო. შეხვედრისას მ----ნე ჩ---ძემ უთხრა, რომ ბათუმში ორი პირის მკვლელობა, რომლის შესახებაც ტელევიზორშიც გადაიცა ინფორმაცია ჩადენილია მისი ახლობლების მიერ და სურდა დახმარებოდა ც-–--–--–-ილი პოლიციასთან ურთიერთობაში. მ----ნე ჩ---ძის თქმით მკვლელობა ჩადენილი ქონდა მისი სიძის ძმისშვილს ნ--- ბ-----ძეს. ც-–--–--–-ილი ყოფილი პოლიციის მუშაკია და მას ყავს მეგობარი ზ----აბ ბ------–--ლი, რომელიც მუშაობდა სამართალდამცავ სტრუქტურაში. ც-–--–--–-ილმა გადაწყვიტა ყველაფერი ბ------–--ლისთვის ეთქვა. მანამდე ც-–--–--–-ილი დაუკავშირდა მ----ნა ჩ---ძეს და უთხრა თუ მართლა ამ უკანასკნელის ნათესავის ნ--- ბ-----ძის ჩადენილი იყო მკვლელობა დაელაპარაკებინა ბ-----ძე და თვითონ ბ-----ძეს აეხსნათ რეალურად რატომ და როგორ ჩაიდინე მკვლელობა და რა სურდა პოლიციასთან გაერკვია. მ----ნე ჩ---ძემ უთხრა რომ ეს პირები გასულები იყვნენ საქართველოდან თურქეთში და დაალაპარაკებდა თურქეთიდან. მ----ნა ჩ---ძე გადაფრინდა თურქეთში. ვ-–- ც-–--–--–-ილი ინფორმაციის შესატყობინებლად დაუკავშირდა ზ----ა ბ------–--ლს და შეხვდა თბილისში სავაჭრო ცენტრ გუდვილის ტერიტორიაზე და უყვებოდა ინფორმაციას, სწორედ ამ დროს დაურეკა მ----ნე ჩ---ძემ და უთხრა, რომ დაალაპარაკებდა ორიდან ერთ-ერთს რ----–ან ბ----ევს, რომელიც მოუყვებდა მკვლელობის შესახებ. მ----ნა ჩ---ძემ ყურმილი გადასცა რ----–ან ბ----ევს, რომელმაც დაიწყო საუბარი მკვლელობაზე. ც-–--–--–-ოლმა ტელეფონი ჩართო ხმამაღალ საუბარზე და მასთან ერთად საუბარს ისმენდა იქვე მყოფი ზ----აბ ბ------–--ლიც. ზ----ამ სთხოვა ც-–--–--–-ილს, რომ საუბარს ჩაიწერდა და ბ------–--ლმა ც-–--–--–-ილის თანხმობით ჩაიწერა საუბარი. ვ-–- ც-–--–--–-ილისა და რ----–ან ბ----ევის საუბრის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ რ----–ან ბ----ევს სურვილი ქონდა ნ--- ბ-----ძე დაბრუნდებოდა საქართველოში. ნ--- ბ-----ძე მოუყვებოდა პოლიციას თითქოს ამ უკანასკნელს დანაშაულ არ ჩაუდენია და მკვლელობას სრულად დააბრალებდა რ----–ან ბ----ევს. ამის გამო ბ-----ძეს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო რ----–ან ბ----ევი მიიმალებოდა. რაც შეეხება თვითონ მკვლელობას რ----–ან ბ----ევმა აუხსნა, რომ ნ--- ბ-----ძესთან, გ-------სთან და კიდევ ერთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში დაქირავებულ ბინაში. სადაც ჭამდნენ ხინკალს მიირთმევდნენ ლუდს და გაზიან სასმელ. შემდეგ გ------- გავიდა ცალკე ოთახში და დაუძახა ბ-----ძეს შემოდი ოთახშიო, როდესაც ბ-----ძე შევიდა გ-------ს ხელში დანა ეჭირა და მოსთხოვა გიხადე შენთან უნდა დავამყარო სქესობრივი კავშირიო. ამის გამო გ------- ხ--------იძესა და ნ--- ბ-----ძეს შორის კამათი წარმოიშვა. კამათის დროს ნ--- ბ-----ძეს მიეხმარა თავად რ----–ან ბ----ევიც, ამ უკანასკნელმა ყელზე მოუჭირა ხელები გ-------ს ხოლო ბ-----ძემ სახეში დაუწყო დარტყმა და გ------- მოგუდეს. ამის შემდეგ მეორე პირი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა ცალკე ოთახში ყურებში ქონდა ყურსასმენები და არ ესმოდა არაფერი გადაწყვიტეს ისიც მოეკლათ შევიდნენ მის ოთახში. ნ--- ბ-----ძემ მასაც მოუჭირა ყელზე ხელი და მოგუდა, ხოლო თვითონ ბ----ევი კი სახეში ურტყავდა. შემდეგ რაც შეიძლებოდა მოასუფთავეს ყველაფერი და წამოვიდნენ ბინიდან.
გარდა მოწმე ც-–--–--–-ილის ჩვენებისა სასამართლო პროცესზე რ----–ან ბ----ევის და ვ-–- ც-–--–--–-ილის შორის შემდგარი საუბარი სრულად დაადასტურა მოწმე ზ----აბ ბ------–--ლმა, რომლის ჩვენების ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ მუშაობს საქართველოს შ.ს.ს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2017 წლის აგვისტოს თვეში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის I მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2017 წლის 14 აგვისტოს იმყოფებოდა თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, კერძოდ ჰიპერმარკეტ გუდვილთან, სადაც შევხვდა მეგობარს ვ-–- ც-–--–--–-ილს. საუბრისას ვ-–- ც-–--–--–-ილმა უთხრა, რომ მას დაუკავშირდა მისი შორეული ნათესავი და ესაუბრა 2017 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში, ქ. ბათუმში, ერთერთ ბინაში აღმოჩენილი ორი გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ, რომელი ფაქტიც გაშუქებული იქნა ტელევიზიით. ზ----აბ ბ------–--ლის განმარტებით ამ დანაშაულის შესახებ იცოდა ასევე სამსახურეობრივი კრებსების გაცნობის შედეგად. ვ-–- ც-–--–--–-ილმა უთხრა, რომ აღნიშნული გარდაცვლილი პირები, მისი შორეული ნათესავის გადმოცემით იყვნენ რეალურად მოკლულები და მკვლელობის ჩამდენი პირები იყვნენ თურქეთის რესპუბლიკაში. პიროვნებას, რომელიც დაუკავშირდა ვ-–- ც-–--–--–-ილს აინტერესებდა თუ რა ინფორმაციას ფლობდა გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ, აინტერესებდათ მათი საქართველოში დაბრუნებისას რა სასჯელი ელოდებოდათ. საკითხების გასარკვევად ვ-–- ც-–--–--–-ილმა სთხოვა ბ------–--ლს ეს უკანასკნელი დახმარებოდა კანონის ფარგლებში. ვ-–- ც-–--–--–-ილი მისი თანდასწრებით დაელაპარაკა მობილური ტელეფონით, ფეისბუქ-მესენჯერის (ინტერნეტ კავშირი) გამოყენებით და ესაუბრა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც, როგორც საუბრის შინაარსიდან ჩანდა თანამზრახველთან, ვინმე ნ---სთან ერთად იყო მკვლელობის ჩამდენი. შემდგომ კი ესაუბრა მის შორეულ ნათესავს, რომელიც საუბრის მიხედვით იყო ქალი, სახელად მ----. ფეისბუქ-მესენჯერის საშუალებით საუბრის დროს ვ-–- ც-–--–--–-ილს ტელეფონი დაყენებული ჰქონდა ხმამაღლა მოსაუბრის რეჟიმზე და საუბრის შინაარსი ესმოდა მასაც. ვ-–- ც-–--–--–-ილის თანხმობით, მან მობილურ ტელეფონში ჩართო ხმის ჩამწერი აპლიკაცია (ფუნქცია) და ჩაიწერა ვ-–- ც-–--–--–-ილს და მასთან მოსაუბრე პირების საუბარი, რომელი ჩანაწერიც შეინახა მობილურ ტელეფონ SAMSUNG GALAXY S7 EDGE-ში. მას შემდეგ რაც მისი სამსახურეობრივი საჭიროება აღარ მოითხოვდა ამ საუბრის შენახვას და ამოიწურა სამსახურეობრივი ინტერესი ჩანაწერი წარუდგინა პოლიციას. ზემოხსენებული ჩანაწერის გაკეთების დროს მუშაობდა კონტრტერორისტულ დეპარტამენტში და მისი ინტერესის სფეროში შედიოდა ანტიტერორისტული საქმიანობა, ასევე საზღვარგარეთ და მათ შორის თურქეთში მყოფი ქართველების დანაშაულებრივი საქმიანობა. ბ------–--ლის განმარტებით ახალგაზრდა მამაკაცი, ვისთანაც ვ-–- საუბრობდა, იყო რ----–ან ბ----ევი, ხოლო დანაშაულის ჩადენაში მისი თანაამსრულებელი იყო - ნ--- ბ-----ძე. საუბრის დროს რ----–ან ბ----ევი მოყვა, რომ ნ--- ბ-----ძესთან ერთად იმყოფებოდა ბინაში სადაც იყვნენ გ------- და ქალის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი. ოთხივენი ჭამდნენ ხინკალს. ბინაში ყოფნისას ქალის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი განმარტოვდა ცალკე ოთახში, ხოლო ნ--- ბ-----ძე და გ------- ცალკე ოთახში რა დროსაც ბ-----ძეს და გ-------ს მოუხდათ შეკამათება და შეკამათების დროს რ----–ან ბ----ევმა ყელზე ხელის შემოხვევით გაგუდა გ-------, ხოლო ნ---მ, იმ მოტივით, რომ ქალის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს არ გაემჟღავნებინა მათ მიერ გ-------ს მკვლელობის ფაქტი, იგივე გზით, ანუ გაგუდვით, რ----–ან ბ----ევის დახმარებით მოკლა ქალის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი. რ----–ან ბ----ევს სურვილი ქონდა, რომ ნ--- ბ-----ძე ჩამოვიდოდა საქართველოში, აღწერდა მკვლელობის დეტალებს, რ----–ან ბ----ევს დააბრალებდა მკვლელობას, ხოლო თვითონ რ----–ან ბ----ევი კი შეეცდებოდა გამგზავრებულიყო თურქეთიდან სხვა ქვეყანაში და მიმალულიყო.
2018 წლის 24 იანვარს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებლის ჯ---ლ ც-–--–აძის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით დადგინდა, რომ გამოძიებისას მოწმე ზ----აბ ბ------–--ლისგან მისივე თანხმობით ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, რომელიც შეიფუთა და დაილუქა ლუქით N 360405. (ტ 7 სფ 33-38)
მხარეების მიერ უდაოდ იქნა ცნობილი მოწმე ო---------–----ლიძე გამოკითხვის ოქმი. ოქმში მოწმე განმარტავს, რომ ,,2017 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე გ------- ხ--------იძეს და ზ---დ ს--–-----–-–--ლს შევხვდი ქ.ბათუმში, ზღვისპირა პარკში, ლაუნჯი ბარ ,,SOHO“-ს შესასვლელის წინ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, ჩვენთან მოვიდა ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც იქნებოდნენ დაახლოებით 20 წლის ასაკის. მათგან ერთი იყო დაახლოებით 175 სანტიმეტრის სიმაღლის, თმები ჰქონდა ძლიერ დაბლა შეკრეჭილი, თითქმის გადაპარსული, ჰქონდა მრგვალი, შავგრემანი პირისახე, სუსტი არ ეთქმოდა, შედარებით სპორტული აღნაგობის იყო, წვერ ულვაში გაპარსული ქონდა, ეცვა თეთრ ფერის მკერდზე წარწერებიანი მაისური და მოკლე შარვალი, ფეხზე რა ეცვა არ დავკვირვებივარ. ხელებზე, რაც უჩანდა, ქონდა რამდენიმე, საკმაოდ მოზრდილი ტატუირება. მეორეც იქნებოდა დაახლოებით იგივე, 175 სანტიმეტრი სიმაღლის, ქონდა მაღალი შუბლი, შავი ფერის თმები, სახეზე, თუ არ ვცდები მარჯვენა მხარეს, თვალის ქვემოთ, ლოყაზე აღენიშნებოდა ძველი ნაიარევი. აღნიშნული პიროვნებები მე ვნახე იმ დღეს პირველად, მათ სახეს ვუყურებდი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, ისინი გაესაუბრნენ გ------- ხ--------იძეს, მახსოვს, რომ ამ ორთაგან თავგადაპარსულმა გ-------ს უთხრა, რომ ჩვენ გავივლით და შემდეგ შეგეხმიანებითო. შემდეგ მე შევედი ლაუნჯი ბარ ,,soho”-ში და როდესაც გამოვედი, ის ორი პიროვნება იქ აღარ დამხვდა, ანუ წასულები იყვნენ. ის ორი პიროვნება მე ვნახე 2017 წლის 04 აგვისტოს, გ------- ხ--------იძესთან შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 5 წუთში. მათ შესახებ საუბრისას ვკითხე გ------- ხ--------იძეს, თუ ვინ იყვნენთქო ის ორი ბიჭი და გ-------მ მიპასუხა, რომ ბინაში, რომელშიც მე და ზ---დ ს--–-----–-–--ლი ვცხოვრობთ, ეს ორი პიროვნებაც ცხოვრობენ ჩვენთან ერთად და მათაც უნდა გადაიხადონ ბინის ქირის საფასურიო, ანუ ოთხივემ უნდა გადავიხადოთ ბინის ქირაო’’. ო---------–----ლიძე გამოკითხვის ოქმში ასევე ადასტურებს ო---- ი------–--ლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, კერძოდ, ო---------–----ლიძის გამოკითხვის ოქმში ვკითხულობთ ,,2017 წლის აგვისტოს თვის შუა რიცხვებში ,,facebook” მესენჯერის საშუალებით ო---- ი------–--ლმა გადმომიგზავნა ფოტო და მასზე მომწერა, რომ გ------- ხ--------იძის ბოიფრენდი უნდა იყოსო და გ-------სთან ერთად უნდა ეცხოვრაო. მისი სახელიც მითხრა ო---- ი------–--ლმა, რომ ,,ლუკა“ ქვიაო. მე მას მივწერე, რომ გ-------სგან ვიცოდი ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, მეორე პიროვნებასთან ერთად გ-------სთან და ზ---დთან ერთად ცხოვრობდნენ ბინაში და ქირასაც თანაბრად იხდიდნენ. 2018 წლის თებერვლის თვეში, გიგა გელხვიიძემ ,,facebook”-ში მომწერა ლინკი და როცა გავხსენი, მასში ასახული იყო ინფორმაცია, გ------- ხ--------იძის და ზ---დ ს--–-----–-–--ლის მკვლელობის საქმეზე ორი პიროვნების დაკავების შესახებ. შემდეგ ჩემს ,,Facebook” მეგობრებს, კონკრეტულად აღარ მახსოვს რომლებს, იმ პიროვნებების ფოტოებზე, რომლებიც ვნახე გ------- ხ--------იძესთან და ზ---დ ს--–-----–-–--ლთან ერთად 2017 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.ბათუმში, ზღვისპირა პარკში, ლაუნჯი ბარ ,,soho“-ს შესასვლელთან, სოციალურ ქსელ ,,facebook”-ში გაზიარებული ქონდათ და გაკეთებული ქონდათ კომენტარები, რომ ესენი არიან გ------- ხ--------იძის და ზ---დ ს--–-----–-–--ლის მკვლელებიო. აღნიშნული პიროვნებების ,,facebook” სახელები აღარ მახსოვს, თუმცა ისინი ნამდვილად იმ პიროვნებების ფოტოები იყო, რომლებიც მე ვნახე გ------- ხ--------იძესთან და ზ---დ ს--–-----–-–--ლთან ერთად 2017 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.ბათუმში, ზღვისპირა პარკში, ლაუნჯი ბარ ,,soho“-ს შესასვლელთან და რომლებზეც გ------- ხ--------იძემ მითხრა იმავე დღეს, რომ ჩვენთან, ანუ ჩემთან და ზ---დ ს--–-----–-–--ლთან ერთად ცხოვრობენო ნაქირავებ ბინაში და ქირასაც თანაბრად ვიხდითო’’.
2018 წლის 31 მარტს ჩატარებული ფოტო სურათით ამოცნობი ოქმის მიხედვით რ----–ან ბ----ევმა უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე რის გამოც მოწმე ო---------–----ლიძეს მონაწილეობით ჩატარდა ფოტო სურათით ამოცნობა. ოქმის მიხედვით მოწმე ო---------–----ლიძემ ამოიცნო ბრალდებული რ----–ან ბ----ევი და განმარტა, რომ ამოცნობილი პირი არის სწორედ ის პირი ვინც ნახა გ------- ხ--------იძესთა და ზ---დ ს--–-----–-–--ლთან საუბრის დროს ზღვისპირა პარკში. ამოცნობილი პირი დაელაპარაკა გ------- ხ--------იძეს და უთხრა-ჩვენ გავივლით და მერე შეგეხმიანებითო. გ------- ხ--------იძემ ამოცნობილ პირზე მიუთითა და ო---------–----ლიძეს უთხრა, რომ მათთან ერთად აპირებდა ცხოვრებას დაქირავებულ ბინაში და ოთხივენი გადაიხდიდნენ ბინის ქირას. (ტ7 სფ 238-240)
2018 წლის 31 მარტს ჩატარებული ფოტო სურათით ამოცნობი ოქმის მიხედვით ნ--- ბ-----ძემ უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე რის გამოც მოწმე ო---------–----ლიძეს მონაწილეობით ჩატარდა ფოტო სურათით ამოცნობა. ოქმის მიხედვით მოწმე ო---------–----ლიძემ ამოიცნო ბრალდებული ნ--- ბ-----ძე და განმარტა, რომ ამოცნობილი პირი არის სწორედ ის პირი ვინც ნახა გ------- ხ--------იძესთა და ზ---დ ს--–-----–-–--ლთან საუბრის დროს ზღვისპირა პარკში. ამოცნობილი პირი იმყოფებოდა იმ პირთან ერთად ვინც დაელაპარაკა გ------- ხ--------იძეს და უთხრა-ჩვენ გავივლით და მერე შეგეხმიანებითო. (ტ7 სფ 241-244)
2018 წლის 31 მარტს შედგენილი დათვალიერების ოქმით დადგენლია, რომ გამომძიებელმა ჯ---ლ ც-–--–აძემ მოწმე ო---------–----ლიძესთან ერთად დაათვალიერა ვიდეო ფირი რომელიც ასახავს 2017 წლის 04 აგვისტოს ბათუმში დისკო კლუბის „SOHO” შესასვლელთან გარეთ განვითარებულ მოვლენებს 22:49 სთ-დან 23:29 სთ-მდე მოვლენებს. ო---------–----ლიძემ მიუთითა, რომ დისკო კლუბის შესასვლელთან მდგომი ოთხი პირის იცნობ და ისინი არიან გ------- ხ--------იძე, ზ---დ ს--–-----–-–--ლი, რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე. (ტ 7 სფ 247-248)
ასევე უდავო მტკიცებულება - ლ------–-–---ძის ჩვენებით დასტურდება, რომ ნ--- ბ-----ძეს აღნიშნულ დროს დაზიანებული ჰქონდა ხელი და იტკიებდა.
მოწმე ლ------–-–---ძის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 06-07 აგვისტოს დასასვენებლად იმყოფებოდა ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში, სადაც ღამის საათებში, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბრალდებული ნ--- ბ-----ძემ, რომელსაც იცნობს აღნიშნული სოფლიდან და რომლის დედა ნ---- ჩაჩანიძე წარმოშობით აღნიშნული სოფლიდანაა. ნ--- ბ-----ძემ მას სთხოვა მისთვის და მისი მეგობრისათვის ღამის გასათევი ბინის პოვნაში დახმარება, თუმცა მისი დახმარებით არ უსარგებლია. 2017 წლის 07 აგვისტოს, დილის საათებში ნ--- ბ-----ძე თანმხლებ მეგობართან რ----–ან ბეიდიევთან (ლუკა) ერთად ნახა ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში, რა დროსაც ნ--- ბ-----ძე იტკიებდა ერთერთ ხელს.
მოწმის სახით დაკითხული ო---- ი------–--ლის ჩვენების ანალიზით სასამართლომ დაადგინა შემდეგი. ო---- ი------–--ლი კარგად იცნობდა აწ გარდაცვლილ გ------- ხ--------იძეს და ზ---დ სახლთხუციშვილს. გ-------სთან და ზ---დთანაც ქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. გ------- ხ--------იძე და ზ---დ ს--–-----–-–--ლიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდივარი პირები იყვნენ და მათი ძირითადი საქმიანობა იყო სექს მომსახურება. გ------- და ზ---დი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქ. თბილისში დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ და იქ იღებდნენ კლიენტებს. გ-------სგან იცოდა, რომ გ-------ს ახლო ინტიმური ურთიერთობა ქონდა ლუკა მელაძესთან. გ-------მ უთხრა, რომ ლუკასთან ერთად მიდიოდა ბათუმში დასასვენებლად და ტელეფონში ანახა ლუკა მელაძის სურათი. ლუკა იყო სახეზე შავგრემანი, დაახლოებით 168-170 სმ სიმაღლის და სხეულზე სვირინგებით. გ-------მ ო----ს შესთავაზა მათთან ერთად წასვლა, უთხრა მე ჩემი კაცი მეყოლება გულისხმობდა ლუკას, ზ---დიც მარტო არ იქნება და შენც ჩამოდიო მაგრამ ო----მა უარი უთხრა. ი------–--ლმა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა რ----–ან ბ----ევზე და განმარტა, რომ სურათზე გამოსახული ლუკა მელაძე იყო სწორედ ის. 2017 წლის აგვისტოში გ------- და ზ---დი წავიდნენ ბათუმში დასასვენებლად. ჩასვლის მერე ზ---დი დაუკავშირდა სოციალური ქსელით ფეისბუკით და უთხრა, რომ დაქირავებული ქონდათ ბინა, რომელიც იყო სამ ოთახიანი და ყველანი მოთავსდებოდნენ, მაგრამ ო----მა უარი განუცხადა წასვლაზე. 2017 წლის 05 აგვისტოს საღამოს ვერც გ-------სთან და ვერც ზ---დთან ვეღარ დაამყარა კონტაქტი. მოგვიანებით შეიტყო, რომ გ-------ს და ზ---დის გვამები აღმოაჩინეს დაქირავებულ ბინაში ბათუმში. რადგან იცოდა გ------- ბათუმში ლუკასთან ერთად ისვენებდა მოიძია ის სურათი, რაც გ-------მ ანახა და აქტიურად დაიწყო საერთო მეგობრებთან ერთად ლუკა მელაძის ძებნა.
2017 წლის 24 აგვისტოს გამომძიებელ ჯ---ლ ც-–--–აძის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა ქ. რუსთავში პოლიციის შენობაში მოწმე ო---- ი------–--ლის თანხმობითა და მონაწილეობით დაათვალიერა მოწმის მობილური ტელეფონში არსებული სოც. ქსელის ფეისბუკის აპლიკაციის მესინჯერში შენახული ო---- ი------–--ლის, გ------- ხ--------იძის და ზ---დ ს--–-----–-–--ლის მმიმოწერების დათვალიერება. (ტ 3 სფ 194-205)
2017 წლის 24 აგვისტოს გამომძიებელ ჯ---ლ ც-–--–აძის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა ქ. რუსთავში პოლიციის შენობაში მოწმე თემურ ს-------–-ძის თანხმობითა და მონაწილეობით დაათვალიერა მოწმის მობილური ტელეფონში არსებული სოც ქსელის ფეისბუკის აპლიკაციის მესინჯერში შენახული ჯგუფში „ lela bozandara „ ინფორმაცია. მასში ასახული 2 ფოტო სურათი (რ----–ან ბ----ევის) ოქმთთან ერთად დაერთო საქმეს(ტ 3 სფ 187-192)
მოწმე მ----ნე ჩ---ძის ჩვენების ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ--- ბ-----ძე არის მისი დის მეუღლის ძმის შვილი. ნ--- ბ-----ძეს სურდა საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ და ეძებდა გზებს როგორ შეიძლებოდა გამგზავრება საქართველოდან. მ----ნე ჩ---ძე იცნობს ასევე ვ-–- ც-–--–--–-ილს, რომელიც მისი შორეული ნათესავია. ვ-–- ც-–--–--–-ილისგან იცოდა, რომ თუკი ვინმეს სურდა საქართველოდან წასვლა საზღვარგარეთ დაეხმარებოდა. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა ვ-–- ც-–--–--–-ილს და უთხრა, რომ მის ახლობელს ნ--- ბ-----ძეს სურდა საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ და დახმარებოდა. ვ-–- ც-–--–--–-ილმა აღუთქვა დახმარება და განუმარტა, რომ თუ რამე უნდოდა მის ახლობელს დალაპარაკებოდა ტელეფონზე და დეტალებს პირადად გაარკვევდა. 2017 წლის 14 აგვისტოს ნ--- ბ-----ძე იმყოფებოდა უკვე საზღვარგარეთ კერძოდ თურქეთში სამუშაოდ და ვ-–- ც-–--–--–-ილთან ნ--- ბ-----ძის დასაკავშირებლად მ----ნე ც-–--–--–-ილი ნ--- ბ-----ძის დედასთან ერთად წავიდა თურქეთში. თურქეთში ნ--- ბ-----ძესთან ერთად დახვდა მ----ნა ჩ---ძემ მიუთითა ბრალდებულზე რ----–ან ბ----ევზე და განმარტა რომ ეს არის ის პირი ვისთან ერთადაც იმყოფებოდა ნ--- ბ-----ძე. თურქეთიდან ქუჩიდან მ----ნე ჩიაძემ დაურეკა მესინჯერის საშუალებით ვ-–- ც-–--–--–-ილს დაელაპარაკა და მერე ყურმილი გადასცა რომელიმეს ან რ----–ან ბ----ევს ან ნ--- ბ-----ძეს. ეს ორივე პირი მ----ნე ჩ---ძეს და ნ--- ბ-----ძეს დედას მოშორდნენ და მოშორებით დაელაპარაკნენ ვ-–- ც-–--–--–-ილს. მათ შორის რა საუბარი შედგა რა იცის. საუბრის დამთავრების შემდეგ ისევ გამოართვა ტელეფონი ვ-–- ც-–--–--–-ილს და სთხოვა მიხმარებოდა და არ შეერცხვინა ნათესავებთან, რადგან საზღვარგარეთ გამგზავრება თანხებთან იყო დაკავშირებული, რაზედაც ვ-–- ც-–--–--–-ილმა უთხრა თურქეთიდან გადასვლა არ მოხერხდება ჯობია ჩამოვიდნენ საქართველოშიო.
საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ მ----ნე ჩ---ძემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და გავიდა საქართველოდან 2017 წლის 14 აგვისტოს 03 სთ 22 წთ. ხოლო საქართველოში შემოვიდა მეორე დღეს 2017 წლის 15 აგვისტოს 02 სთ 12 წთ.
ნ--- ბ-----ძის დედის ნ---- ჩაჩანიძის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ ნ---- ჩაჩანიძემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და გავიდა საქართველოდან 2017 წლის 14 აგვისტოს 03 სთ 23 წთ. ხოლო საქართველოში შემოვიდა მეორე დღეს 2017 წლის 15 აგვისტოს 02 სთ 12 წთ.
საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ ნ--- ბ-----ძემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა გამშვები პუნქტი სარფიდან და გავიდა საქართველოდან 2017 წლის 07 აგვისტოს 20 სთ 54 წთ. ხოლო საქართველოში შემოვიდა 2017 წლის 16 სექტემბერს 16 სთ 02 წთ.
საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ რ----–ან ბ----ევი საქართველოს საზღვარი გადაკვეთა გამშვები პუნქტი სარფიდან და გავიდა საქართველოდან 2017 წლის 07 აგვისტოს 20 სთ 55 წთ. ხოლო საქართველოში შემოვიდა მეორე დღეს 2017 წლის 16 სექტემბერს 16 სთ 03 წთ.
ის ფაქტი, რომ ნ--- ბ-----ძის ოჯახის წევრები აქტიურად ცდილობდნენ გაერკვიათ მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობა და დადგენილი ასევე მოწმე დ----- წ---–---რი ჩვენებით.
მოწმის სახით დაკითხული დ----- წ---–---რის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა 2017 წელს პოლიციაში. იგი არის პოლიციის პოლკოვნიკი. კარგად იცნობს ნ--- ბ-----ძეს, ნ---ს ოჯახი ცხოვრობს მის მეზობლად თბილისში. იცნობს ასევე ნ---ს მამას ბადრის და კიდევ სხვა ოჯახის წევრებს. 2017 წლის აგვისტოში ნ--- ბ-----ძის მამა ბადრი ბ-----ძე დ----- წ---–---რს დაუკავშირდა ტელეფონით და სთხოვა მას შეძლებდა თუ არა დ----- წ---–---რი გაეგო თავისი სამსახურეობრივი მდგო----ეობიდან გამომდინარე პირი იძებნებოდა თუ არა პოლიციის მიერ. დ----- წ---–---რმა განუცხადა უარი ბადრი ბ-----ძეს და განუმარტა, რომ ამგვარი ინფორმაცია იყო საიდუმლო და მას შესაბამის წვდომა არ ქონდა ასეთ საქმეებთან.
დ----- წ---–---რის ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ნ--- ბ-----ძის ოჯახის წევრები ყველა ზომას ხმარობდნენ გაერკვიათ გამოძიების მიმდინარეობის შედეგები და სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ დამაჯერებელს ხდის ვ-–- ც-–--–--–-ილის ჩვენების ნამდვილობას, რომ მ----ნე ჩ---ძე, (ნ--- ბ-----ძის ნათესავი) თავისი ინიციატივით დაუკავშირდა რათა გაერკვია ნ--- ბ-----ძის შესახებ პოლიციაში არსებულ გამოძიების მიმდინარეობა. ეს ჩვენება ასევე არწმუნებს სასამართლოს მ----ნე ჩ---ძის არაგულწრფელობაში სასამართლოს მიმართ.
აღნიშნული ჩვენებების და მომხდარი მკვლელობის დამადასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მხარი მიერ წარმოდგენილი იქნა სასამართლო პროცესზე და გამოკვლეული.
2018 წლის 04 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებლის ჯ---ლ ც-–--–აძის მიერ შედგენილი ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგინდა, რომ გამოძიებისას გამომძიებელმა ექსპერტის გელა გაბაიძის და დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ირაკლი დარახველიძის მონაწილეობით მოახდინა მომწე ბ------–--ლსგან ამოღებული მობილური ტელეფონიდან სასამართლოს ნებართვით ინფორმაციის (ჩაწერილი საუბრის) გამოთხოვა. ჩანაწერი დატანილ იქნა ლაზერულ დისკზე რომელიც შეფუთა და დაილუქა სპეციალურ პაკეტში ლუქით N 1578900. (ტ 7 სფ 50- 55)
აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა ჯ---ლ ც-–--–აძემ, გელა გაბაიძემ და ირაკლი დარახველიძემ ოქმში აღწერილი მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას.
სასამართლოში გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება კერძოდ აუდიო ჩანაწერი სადაც დაფიქსირებულია საუბარი ბრალდებულ რ----–ან ბ----ევის და მოწმე ვ-–- ც-–--–--–-ილს.
აუდიოფაილი „mkvleloba.m4a“ შეიცავს შემდეგი შინაარსის ჩანაწერს:
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: გესმის ძმა?
- რ----–ან ბ----ევი: გისმენ ხო, ანუ ეხლა რა მაინტერესებს. ეხლა მაგალითად ნიკუშა წამოვიდა და ჩაბარდა სიტყვაზე, ხო?
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო.
- რ----–ან ბ----ევი: ჩაბარდა და ანუ მერე გადაიხადეს ის თანხა იქნება, რაც იქნება, როგორც იქნება საჭირო, გავიდა ეს რვა თვე, ერთი წელი და გამოვიდა, საქმე დაიხურება ანუ მე რა შეკი., რა მაინტერესებს იცი აი ნიკუშა რო მივა და იტყვის, რო მე თანამზრახველი ვიყავი, რავი, რაცაა საჭირო და მკვლელი მერე მაინც ხო არ იქნება დაჭერილი, ანუ მკვლელს ვერ იჭერენ ამ შემთხვევაში და საქმეს რატო გააჩერებენ ან რატო დახურავენ, ან რატო, ან დაიწყებენ ძებნას?
- ვ-–- ციცლოშვილი: კაროჩე, ხო, ეგ ყველაფერი ახლა უნდა გავარკვიო ძმა, მე უნდა ვიკითხო ეხლა, მე თუ თქვენ არ შეგითანხმდით, ეხლა მე ჩემი ნებით ხო არ მივალ და ხო არ დავიწყებ დვიჟენიებს ხო?
- რ----–ან ბ----ევი: ხო.
- ვ-–- ციცლოშვილი: ნუ ფაქტი უნდა ვიცოდე რა მოხდა? რომელმა რაში მიიღეთ მონაწილეობა, ნუ აი ყველაფერი დეტალურად უნდა ვიცოდე, რომ მე მივიდე დაველაპარაკო მერე, გამიგე (ისმის სატელეფონო სიგნალების ხმა).
- რ----–ან ბ----ევი: აჰა, გასაგებია. ანუ დეტალურად გაინტერესებთ ფაქტი? რა და როგორ მოხდა?
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო, ანუ ხო, როგორ მოხდა, მაინტერესებს რა, რა, რა მოგიხდათ ვაფშე?
- რულან ბ----ევი: ანუ არაფერი მე და ნ--- ავედით, ჩემი ერთი ძველი მეგობარია, ეს გ------- იყო ჩვენი მეგობარი იყო ძველი
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო.
- რ----–ან ბ----ევი: ანუ მე დი, ვიცნობდი ანუ არაფერი შემჩნეული ჩემი ოჯახი იცნობს, ჩემი ცოლიც იცნობს, ჩემი მეგობრებიც იცნობენ რა (პარალელურად ისმის სატელეფონო სიგნალების ხმა) ანუ შორიდან რაღაცა იცნობდნენ რა ჩვეულებრივად. ავედით, დაგვპატიჟა მასთან სახლში ლუდზე.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო.
- რ----–ან ბ----ევი: ავედით ჩვეულებრივად, ანუ ვითომც არა, მერე დაგვხვდა იქ ვიღაცა, ცხოვრებაში არ გვყავდა ნანახი, ერთი ვიღაცა ქ, ქალის ფორმაში ჩაცმული გრძელი თმებით, რაღაცა კაბით. ვიღაცა ბიჭი იყო რა, რო შე, მიხვდებოდი ეგრევე ბიჭი იყო. ნუ ეხლა არაფერი, ანუ ჩემი დაქალიაო ამ გ-------მ და ეხლა ნუ არაფერი, ეხა რადგან ასულები ვიყავით, არაფერი აღარ ვუთხარი. იქ მერე ხინკალი მოხარშეს, რაღაცა, ლუდი და დაურეკე, დაუ, მერე ის შევიდა ერთ წუთს მოვალ ბიჭებოო, გ------- შევიდა ოთახში. და მერე დაუძახა ნ---ს ერთ წამს შემოდიო, რო შევიდა ნ--- ეს იყო. ანუ ნ---, ის იყო შიშველი რა მთლიანად, ის გ------- და დანა ეჭირა ხელში და მერე რაღაცა მოხდა. გაიხადეო და გაიხადე, უნდა, ანუ ის უნდა ვქნაო რა გაიხადეო და.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო მელაპარაკე გახსნილად რა გერიდება? ეხლა ის ხო არ არის ეხლა, გახსნილად მელაპარაკე.
- რუსულან ბ----ევი: კაი ნუ რახან ეგრე ხარ, ანუ გაიხადე უნდა მოგტყნაო, ნიკუშას ეუბნება და ამაზე რაღაცა, ხმაური, რაღაცა, რომ მოხდა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო
- რ----–ან ბ----ევი: ამ ყველაფერზე ხმაური რომ მოხდა, მერე ანუ უცებ მეც შევედი ოთახში. იმიტო რო, მე ვიყავი მისაღებში და ის იყო საძინებელში რა, იქით.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო
- რ----–ან ბ----ევი: ხო და მისა., ხმაურზე რო შევედი, გავ, შევარდი და ეს უკვე, ნ---ს უკვე ის ქონდა, რავი რაღაცა კამათში, აქეთ-იქით, ნ---ს გაუსვა დანა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო.
- რ----–ან ბ----ევი: გვერდზე, ხელზე, გაჭრილი და რაღაცა ისე მოხდა მე უკნიდან მოვექციე და კისერში მოვკიდე ხელი ამან ადგა და ურტყა და ურტყა სახეში რა ძაან მაგრად და მე რო, სანამ დანას გააგდებდა. დანა რო გააგდო უკვე იმ გ-------მ, გაუშვით ეგრევე ხელი რა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო.ხო.
- რ----–ან ბ----ევი: ხო და მერე დაიწყო რაღაცა ხროტინივით, რაღაცა, ესე, ესე და გაჩერდა, მეთქი ანუ არაფერი, ვსო უბრალოდ ვერ ამოისუნთქა მეთქი რა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო
- რ----–ან ბ----ევი: მაგრამ მერა რო, რო გადარჩა მეგონა გადარჩა და მერე უკვე გალურჯდა, პულსიც აღარ ჰქონდა და ამაზე უკვე მე გავგიჟდი, ვაფშე ნ---მ სახეში მირტყა, რაღაცა ტირილი დავიწყე რა, ფიზიკურად ცხოვრებაში არ მქონია ეგეთი შემთხვევა რა, აი მსგავსიც კი.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო.
- რ----–ან ბ----ევი: ხოდა ამაზე მერე ნ---მ თქვა, რო ის მეორე იქით, იქით ოთახშია, მესიჯ., იქით საძინებელში, ისიც უნდა ის ვქნათო. გავაგოროთო რა ყველა ვარიანტში, იმიტო რო ეს ჩაგვიშვებსო რა, რაღაც აფექტში ვიყავით, რაცა და შევარდა ნიკუშა ეგრევე იმაში, რა ქვია, ოთახში. ნიკუშამ წაუჭირა ყელში ხელი ანუ გუდავდა და მეც იმასაც დავარტყი და ნ---მ ისიც გაგუდა და ისიც, ორივე მოკვდა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: აჰა. და დატოვეთ ეგრე რა წამოხვედით.
- რ----–ან ბ----ევი: ხო, ანუ ვერ, ხო ანუ დავტოვეთ ეგრე. რაღაცაზე ნიკუშამ ანუ იმათ ლუდი გადაასხა, მერე რაღაცეები, რაზეც კი რაც კი გაგვახსენდა იმ მომენტში ხელი რაზეც გვქონდა მოკიდებული ყველაფერი გავწმინდეთ აქეთ-იქით, ყველაფერი მეთქი და ჩავკეთეთ კარები გარედან და წამოვედით.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: აჰა. გასაგებია ძმა ყველაფერი და ეხლა რა მაინტერესებს, მე რო ორივეზე ვილაპარაკო შენც ჩამომსვლელი ხარ თუ რაღაცაა? ეხლა რა ხდება, იცი? მე გუშინ მ----ს უთხარი და შევამოწმებინე ჩემ ახლობელს ესე პა ძმაკაცუ რა და ხო გითხრათ რო ძებნაზე ხართ ორივენი. მაიდან გასვლა, შანსი არ არი, იმიტო რო ჩვენი პოლიცია, ჩვენი უშიშროება კარგად თანამშრომლობს თურქეთთან და ყვველამ (აღინიშნება წყვეტა) გან ყველაფერი, ეხლა დამალვა და ეს რაღაც რაღაცეები რო არა, ყველამ იცის უკვე რა, ნუ გიყურებენ რა.
- რ----–ან ბ----ევი: ხო
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: სად იმოძრავებთ რა რო აგიყვანონ და ჩამოგიყვანონ, ან რაღაც და მე თუ მეტყვით, ხო? მე ძაან მაგარი ხალხი მყავს, მ----მ იცის, მივალ დაველაპარაკები რაც შეიძლება, ხო? ნაკლებ თანხაში საპროცესოზე აღიარება, აღიარება რაღაც ძმაო და გაგიკეთდებათ ჰა, ჰა, მაქსიმუმ ერთი წელი და გამოხვალთ და იჯდებით სახლში და იცხოვრებთ საქართველოში ისევე ჩვეულებრივად და მე რასაც გეტყვი და შეგპირდებით, ეგ იქნება ას პროცენტიანი ეგრე ძმა. არც მეტს დავამატებ.
- რ----–ან ბ----ევი: ანუ ესეთი ვარიანტი, ეხლა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო, არც დავაკლებ.
- რ----–ან ბ----ევი: ეხლა ესეთი ვარიანტი გვაქვს ჩვენა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო
- რ----–ან ბ----ევი: ხო, ანუ ესეთი ვარიანტი, აი მაგალითად ეხლა სიტყვაზე, ეხლა მ---- რა, მ---- რო ჩამოვიდა ესეთი რაღაცა გვითხრა. ანუ ნ--- უნდა წამოვიდესო, ნ--- უნდა ჩაბარდესო, აღიაროსო, ამ თანამზრახველათო, ანუ მე უნდა ავიღო ყველაფერი, ანუ ჩემს საკუთარზე, ვითომ მე ვარ ორივეს მკვლელი, ხოდა ნ---მ უნდა აღიაროს, რო მე თანამზრახველის მხრივო, მერე მაგასო ერთ წელს მისცემენო, რაღაცაო, საქმე დაიხურება და თავისუფლად იქნებითო ვაბშე, არანაერი პრობლემა აღარ არიაო, ეხლა მე რა მაინტერესებს ეგრე რო მოხდეს.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო.
- რ----–ან ბ----ევი: ეხა მე ის მაინტერესებს რო კაი ეს თანამზრახველი ჩაბარდა აღიარა, მარა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო.
- რ----–ან ბ----ევი: მკვლელი ანუ სიტყვაზე მე ხო გამოვდივარ, ამ შემთხვევაში მკვლელი?
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: კი ბატონო, კი ბატონო.
- რ----–ან ბ----ევი: მკვლელი რო არ ბარდება, ამ შემთხვევაში მკვლელს ხო მაინც ეძებენ, აი გამოძიებაში?
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: კი ძმაო, მე მაშინ ეხლა იცი რა? ეს ხთება შეთანხმებით ძმა ეს ყველაფერი, როცა შენ იმალები და აღიარებ და რომელიღაც მოდის ხო? მე უნდა შეუთანხმდე, თუ არ შეუთანხმდი მე პასუხს ამაზე ჯერ ვერ გაგცემ. თქვენ თუ მომცემთ ეხლა, ეგენი ჯერ ხო არ მოდიან? მანდ ერთი სამი ითხი საათი ხო ჩერდებიან თურქეთში?
- რ----–ან ბ----ევი: კი, კი, კი
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო.
- რ----–ან ბ----ევი: მე მაშინ მივალ ჩემს ახლობლებთან. თუ თქვენ მეტყვით, წავალ ძმაო, გავარკვევ, დავულაგებ ყველაფერს, აი ესეა. ეგენი როგორც მეტყვიან დაგირეკავ.
აუდიო ფაილი „ხმა 002.m4a” შეიცავს შემდეგი შინაარსის ჩანაწერს:
- რ----–ან ბ----ევი: რამდენი დაჭირდება, იმიტო რო ფიზიკურად ეხლა თანხა არ გვიდევს არაფერი და რო ვიცოდეთ, რა და როგორ და რამდენი იქნება.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: კაროჩე ძმა გავარკვევ და რაც ყველაზე ნაკლები იქნება და რაც ყველაზე, აი როგორც ჩემი ახლობლები მე პატივსა მცემენ, ისე გამოვა. როგორც სხვებზე ეგრე არი. გავარკვევ ძმაო ყველაფერს და გაგაგებინებთ. მ---- ეხლა თქვენ გვერძეა?
- რ----–ან ბ----ევი: კი.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო დამალაპარაკე ძმა ერთი წამით.
- მ----ნე ჩ---ძე: ხო.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: მ---- მე ეხლა ყველაფერს გავარკვევ, მივდივარ უკვე, მივალ რა.
- მ----ნე ჩ---ძე: ხო.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: მივიდე ხო?
- მ----ნე ჩ---ძე: ხო.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო გავარკვევ ყველაფერს შენ როდის მოდიხარ მანდედან?
- მ----ნე ჩ---ძე: ეხლა ჩვენ აეროპორტში უნდა ვიყოთ რვა საათზე.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: რვა საათზე, ეხლა რომელი საათია კაცო? ჯერ.
- მ----ნე ჩ---ძე: ჯერ ადრეა, ყოველ შემთხვევაში ეხლა მანდ არის ოთხის თხუთმეტი წუთი
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო, მე ეგ კაროჩე ნახევარ საათში მეცოდინება ყველაფერი რა, და ნუ უფრო რო.
- მ----ნე ჩ---ძე: მაშინ თვითო გადმორეკე და ვ-–-!
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ჰო.
- მ----ნე ჩ---ძე: მომისმინე.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ჰო, ჰო
- მ----ნე ჩ---ძე: ვ-–- მომისმინე რა, ეხლა ესენი არიან ბავშვები, არიან ძალიან შეშინებულები და იქ არაფერი ჩეპე არ მოხდეს და მერე რაღაც უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდეთ, თორე ვერ გამოვალთ ამ უხერხული სიტუაციიდან რა ყველაფრის ას პროცენტიანი გარანტია უნდა იყოს.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: მ----, მომისმინე, მე რასაც გეტყვი (ისმის მეოთხე მამაკაცის გაურკვეველი მეტყველება) ხო მე რასაც გეტყვი ეგ ყველაფერი.
- მ----ნე ჩ---ძე: ხო აი ეგ რო გავთვალო რა ყველაფერი, რო ხო იცი ჩემი შინაურები არიან და შერცხვენილი რო არ დავრჩე, ხო იცი?
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: მაგის პრობლემა, მე რასაც ვიტყვი. მომისმინე მე რასაც ვიტყვი ეგ ეგრე იქნება.
- მ----ნე ჩ---ძე: ჰო.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: პროსტა მაგათმა გადაწყვიტონ, რომელი წამოვა, უფრო ნ--- წამოვა ხო თუ რაღაცაა?
- მ----ნა ჩ---ძე: ჰო, ჰო, ჰო.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: კაი გავარკვევ და დაგირეკავ რა, ცოტა ხანი ეხა მაცადე, ნახევარი საათი (ისმის მეოთხე მამაკაცის გაურკვეველი მეტყველება)
- მ----ნა ჩ---ძე: დაურეკე ხო ხო, კაი მიდი, მიდი და ისა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: და შენ ისედაც მერე მარტო რო იქნები დამირეკე მერე შენ.
- მ----ნა ჩ---ძე: რა და ყველაფერი კარგად დაალაგე და იმას ქენი რა.
- უცხო მამაკაცი (ზ----აბ ბ------–--ლი): ის უთხარი მარტო რო იქნები დამირეკეთქო
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: ხო, პრობლემა არაა მერე კიდე დამირეკე დამირეკე შენ რა.
- მ----ნა ჩ---ძე: ფრთხილად ვიყოთ მაშინ რა ხო ჯერ ერთი ოთხი საათი აგერა ვართ, ერთად ვართ, ჯერ ჩვენც აქა ვართ რა, რა გვინდა აეროპორტში ჯერ და (გაურკვეველია)
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: გასაგებია, ბაზარი არარი.
- მ----ნა ჩ---ძე: კაი
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: მერე მარტოც რო იქნები გადმომირეკე მაინც რა შენ
- მ----ნა ჩ---ძე: მიდი კაი
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: კაი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობები ბრალდებულთაგან ხმის, სისხლისა და ნერწყვის ნიმუშების აღების თაობაზე.
2018 წლის 17 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძვეზე, 2018 წლის 28 თებერვალს, ქ. ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა N11-ში მდებარე საქართველოს შ.ს.ს. აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, N108 კაბინეტში, დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.02.2018 წლის N3/18წ. განჩინების საფუძველზე, საქართველოს შ.ს.ს. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარ ექსპერტ დ----- გრატიაშვილის მიერ, ბრალდებულ რ----–ან ზიადხანის ძე ბ----ევისაგან (დაბ. 26.08.1998 წელს, პ/N33001072443), აღებული იქნა ხმის ნიმუში. ხმის ნიმუშის აღება მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ხმის ნიმუშის აღებას ესწრებოდა ბრალდებულ რ----–ან ბ----ევის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–-----–-ძე. საპროცესო მოქმედების დაწყებამდე საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირები გაეცვნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.02.2018 წლის N3/18 წ. განჩინებას, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე. საქართველოს შ.ს.ს. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარ ექსპერტ დ----- გრატიაშვილის მიერ, ხმის ჩამწერი მოწყობილობა ,,გნომით" ბრალდებულ რ----–ან ბ----ევისაგან აღებული იქნა თავისუფალი თხრობის რეჟიმში ხმის ნიმუში, სადაც ბრალდებული რ----–ან ბ----ევი საუბრობდა მისთვის სასურველ თემებზე. ხმის ნიმუშის აღების შემდეგ ინფორმაცია, ხმის ჩამწერი მოწყობილობიდან გადატანილი იქნა HP-ის ფირმის ნოუთბუქში და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით ჩაწერილი იქნა ერთ ცალ ლაზერულ დისკზე. რის შემდეგაც ლაზერული დისკი მოთავსებული და დალუქული იქნა პოლიეთილენის სპეციალურ პარკში ნომრით FCD653536. ჩანაწერის ხანგძლივობამ შეადგინა 04 წუთი და 55 წამი. საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ შემოსულა, საპროცესო მოქმედებისას გამოყენებული იქნა ტექნიკური საშუალებები, კერძოდ ხმის ჩამწერი მოწყობილობა ,,გნომი“, HP-ის ფირმის ნოუთბუქი, მოწყობილობების სადენები და ლაზერული დისკი, რის შესახებაც წინასწარ ეცნობათ საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირებს.
2018 წლის 23 თებერვალს თბილისში გოთუას ქუჩა N 10 ში საქართველოს შ.ს.ს. საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში დღის საათებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.2018 წლის N6/18წ. განჩინების საფუძველზე, საქართველოს შ.ს.ს. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარ ექსპერტ დ----- გრატიაშვილის მიერ, მოწმე მ----ნა ჩ---ძისაგან აღებული იქნა აღებული იქნა ხმის ნიმუში. ხმის ნიმუშის აღების შემდეგ ინფორმაცია, ხმის ჩამწერი მოწყობილობიდან გადატანილი იქნა ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და დალუქული იქნა პოლიეთილენის სპეციალურ პარკში ნომრით FCD653607. ჩანაწერის ხანგძლივობამ შეადგინა 05 წუთი და 12 წამი.
2018 წლის 26 იანვარს თბილისში გოთუას ქუჩა N 8 ში საქართველოს შ.ს.ს. საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში დღის საათებში, საქართველოს შ.ს.ს. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარ ექსპერტ დ----- გრატიაშვილის მიერ, მოწმე ვ-–- ც-–--–--–-ილსგან აღებული იქნა აღებული იქნა ხმის ნიმუში. ხმის ნიმუშის აღების შემდეგ ინფორმაცია, ხმის ჩამწერი მოწყობილობიდან გადატანილი იქნა ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და დალუქული იქნა პოლიეთილენის სპეციალურ პარკში ნომრით FCD692179. ჩანაწერის ხანგძლივობამ შეადგინა 05 წუთი და 56 წამი.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმის შინაარსი, მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- გრატიაშვილმა.
ბრალდებულ რ----–ან ბ----ევისგან, ასევე მოწმე მ----ნე ჩ---ძისგან სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღებულ ხმის ეტალონურ ნიმუშებზე, დანიშნული იქნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, რომლის N004194818 დასკვნის თანახმად,1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მობილურ ტელეფონში და დისკებზე არსებული აუდიო ფაილები ვარგისია საექსპერტო კვლევისათვის.
2. გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამაზე „mkvleloba.m4a” მოსაუბრე N1 დიქტორის და სადავო ფონოგრამაზე „ხმა 002.M4a” მოსაუბრე N2 დიქტორის ხმა იდენტურია რ----–ან ბ----ევის ეტალონური ხმის ნიმუშის. მ----ნე ჩ---ძის ეტალონური ხმის ნიმუში და სადავო ფონოგრამაზე „ხმა 002. M4a” მოსაუბრე N3 დიქტორი ქალის ხმა სავარაუდოდ ეკუთვნის ერთსა და იმავე პიროვნებას.
3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სადავო ფონოგრამები შექმნილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის მსგავსი მოწყობილობის საშუალებით.
4. ფონოგრამის შინაარსის ტექსტი დადგენილია და დაფიქსირებულია დანართში წერილობითი სახით.
5. პერცეფციული კვლევით სადავო ფონოგრამაზე „mkvleloba. m4a” საუბრობს ორი მამაკაცი, ხოლო სადავო ფონოგრამაზე „ხმა 002. M4a” საუბრობს სამი მამაკაცი და ერთი ქალი.
6. სადავო ფონოგრამებზე არ ფიქსირდება რაიმე სახის მონტაჟის ნიშნები. “ (ექსპერტი ასმათი მათუშევსკაია).
ექსპერტიზის კვლევით ნაწილით ირკვევა, რომ ექსპერტიზისას მიმდინარეობისას ჩატარდა კომპლექსური აუდიტორულ-ლინგვისტური, სიტუაციურ-ლოგიკურ და პროგრამულ-ინსტრუმენტული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფონოგრამებზე არ აღენიშნება რაიმე სახის მონტაჟი.
სასამართლო ხაზს უსვამს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოწმე ა------------–-----იას ჩვენებას, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ ექსპერტმა ა------------–-----იამ სასამართლოში სრულად დაადასტურა ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები და ასევე განმარტა, ექსპერტიზით დადგინდა რ----–ან ბ----ევი საუბრისას არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ და იგი საუბრობდა თავისუფლად.
2018 წლის 24 იანვარს გამომძიებელ ჯ---ლ ც-–--–აძის მიერ მოწმე ზ----აბ ბ------–--ლისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი „Samsung“-ის ფირმის, რომელშიც ჩაწერილი იყო რ----–ან ბ----ევის და ვ-–- ც-–--–--–-ილის საუბარი. Samsung“-ის ფირმის ტელეფონზე ჩატარდა კომპიუტერულ ტექნიკური ექსპერტიზა.
კომპიუტერულ N 001327618 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად „ ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი მოწყობილობა არის ერთმანეთთან დაკავშირებული მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც ოპერაციული სისტემის მეშვეობით, ასევე მას გააჩნია შიდა მეხსიერება, მისი მეშვეობით შესაძლებელია „GSM” და „CDMA” ზარების განხორციელება, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება და გაგზავნა, ინტერნეტთან დაკავშირება, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალების ჩაწერა, მიღება, გაგზავნა და სხვ. აღნიშნულიდან გამომდინარე მოწყობილობა წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემას, კერძოდ ტელეფონს და ვარგისია ექსპლუატაციისათვის.
ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი ტელეფონიდან და წარმოდგენილი დისკიდან ამოღებული იქნა ინფორმაცია შესაბამისი მოცულობის, ტიპისა და თარიღების მითითებით. აღნიშნული ინფორმაცია გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით „Extracted” რომელიც შემდგომ დაარქივებული იქნა პროგრამა ,,winRar” –ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით „Extracted.rar” (ზომა 22,345,723 ბაიტი) აღნიშნული შემდგომ ჩაწერილი იქნა „Verbatim”-ის წარმოების დისკზე სერიული ნორმით „MAP637TJ050002701”. აღნიშნული მოწყობილობის პროგრამული (ოპერაციული სისტემის) განახლების შედეგად მასში არსებული ფაილების შექმნის თარიღების ცვლილება არ ხდება. ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების გამოყენებით 2017 წლის 08 აგვისტოდან 2017 წლის 28 აგვისტომდე აუდიო ფაილების აღდგენა ვერ მოხერხდა.“
ექსპერტმა დ----- უ------–---–მა სასამართლოზე სრულად დაადასტურა ექსპერტიზის მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები. მისი ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ ორივე აუდიოფაილის „mkvleloba.m4a“ და „ხმა 002.m4a” შექმნის თარიღის დადგენა შეუძლებელია ფაილის მეტაინფორმაციის არ არსებობის გამო, ხოლო ორივე ფაილს აღენიშნება მოდიფიცირება, ექსპერტის განმარტებით მოდიფიცირებაა, როცა ფაილს სახელი შეეცვლება, ან ფორმატი შეეცვლება რაც გავლენას არ ახდენს ფაილის შინაარსზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის კომპიუტერულ ტექნიკური ექსპერტიზის N201/კ-ტ დასკვნის თანახმად, „ სისხლის სამართლის N1----------3 საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „Samsung“-ის ფირმის „SM-G935F“ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული აუდიო ფაილი „mkvleloba“ შექმნილია 2018 წლის 14 აგვისტოს, 10:58:09 საათზე (იხ. ფოტოცხრილი, ფოტო №8), ხოლო აუდიო ფაილ „ხმა 002“-ს მეტა ინფორმაცია არ გააჩნია, შესაბამისად მეტა ინფორმაციის გარეშე შექმნის თარიღის დადგენა შეუძლებელია. (ექსპერტი: გ------- გოგილაშვილი) დასახელებული ექსპერტიზის თანდართული ფოტოცხრილით, რომელიც შექმნილია თავად ექსპერტიზის მიმდინარეობისას აღნიშნული ექსპერტის მიერ და რომელიც კვლევით ნაწილში მიგვითითებს მასზე, დასტურდება, რომ შექმნის თარიღია - create data – 2017:08:14 10:58:09, ხოლო მოდიფიკაციის თარიღია - modify date – 2017:08:14 10:58:09. მოცემულ დასკვნაში ექსპერტს დაშვებული აქვს ტექნიკური-ბეჭდვითი ხასიათის ხარვეზი, როგორც ექსპერტიზის დასკვნის კვლევით, ასევე დასკვნით ნაწილში კერძოდ - აუდიო ფაილი „mkvleloba“ შექმნილია 2018 წლის 14 აგვისტოს, 10:58:09 საათზე, ნაცვლად უნდა ეწეროს „აუდიო ფაილი „mkvleloba“ შექმნილია 2017 წლის 14 აგვისტოს, 10:58:09 საათზე“. აღნიშნულ ტექნიკურ ხარვეზზე მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნის შემადგენელი ნაწილი-ფოტოცხრილი, სადაც ფაილის შექმნის თარიღად მითითებულია 2017 წლის 14 აგვისტო. ის ფაქტი, რომ ფაილის შექმნის თარიღი ვერ იქნება 2018 წლის 14 აგვისტო, მიუთითებს გამოძიების მიერ მისი მოპოვების თარიღიც - ეს ფაილი გამოძიებას მოპოვებული აქვს ჯერ კიდევ 2018 წლის 24 იანვარს, რა დროსაც ფაილები ფიზიკური სახით უკვე შექმნილი იყო და არსებობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურში, კომპიუტერულ ტექნიკური ექსპერტიზა, გამომძიებლის დადგენილებით დაინიშნა, 2018 წლის 28 აპრილს და ზ----აბ ბ------–--ლისგან ამოღებული მობილური ტელეფონი დალუქული სახით გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, რომლის მთლიანობაც დარღვეული არ ყოფილა, შესაბამისად გამოირიცხება მობილურ ტელეფონში, როგორც დალუქული ნივთის მიმართ რაიმე სახის მანიპულირება, მათ შორის ფაილის ჩაწერა ან შექმნა. კომპიუტერული-ტექნიკური ექსპერტიზის N201/კ-ტ დასკვნაში არსებული უმნიშვნელო ბეჭდვითი ხასიათის ხარვეზი, რომ არ გამორიცხავს მის ავთენტურობას ამასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (სისხლის სამართლის N117აპ-18, 2018 წლის 20 ივლისი.) რომელშიც საკასაციო პალატა განმარტავს: „16. საკასაციო პალატის აზრით, ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა.“ ამდენად, აღნიშნული დასკვნის შეფასებისას გასათვალისწინებელია ექსპერტიზის დასკვნის ყველა რეკვიზიტი - როგორც კვლევითი ნაწილი, ისე დასკვნითი ნაწილი და თანდართული ფოტოცხრილი კუმულაციურად.
ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა ექსპერტმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ არსებული თარიღი არის მხოლოდ ტექნიკური შეცდომა და იგი გავლენას ვერ მოახდენს ექსპერტიზის ნამდვილობაზე.
სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა სამ ეტაპად და შედგენილია შესაბამისი ოქმები შესაბამისად 08 აგვისტოს 2017 წელს, 09 აგვისტოს 2017 წელს და 28 აგვისტოს 2017 წელს. 08 აგვისტოს 2017 წელს მოხდა ბინის და გვამების დათვალიერება, ხოლო მას შემდეგ რაც გადასვენებული იქნა გვამები ექსპერტიზაზე ჩატარდა ბინის დათვალიერება. დათვალიერებისას მოხდა ფოტოგრაფირება. დათვალიერების დროს დადგენილია, შემდეგი:
შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა 26-ში, ცხრასართულიანი კორპუსის პირველი სადარბაზოს, მეცხრე სართულზე ლიფტიდან ხელმარჯვნივ, ასასვლელი კიბის უჯრედიდან ხელმარცხნივ, სადარბაზოდან გამოყოფილი ხის კონსტრუქციის ერთ-ფრთიანი კარის გავლით მცირე დერეფნის ბოლოს, ხელმარჯვნივ შესასვლელი ხის კონსტრუქციის ერთ-ფრთიანი კარით შევდივართ ოთხ ოთახიან ბინაში, კერძოდ კი ბინის ჰოლში, ჰოლი სხვა ოთახებიდან გამოყოფილია ოთხი შემინული ხის კონსტრუქციის ერთ-ფრთიანი კარებით, სადაც (ჰოლში) განლაგებულია პატარა საწერი მაგიდა, ჭურჭლის დეკორაციული კარადა - ანუ მისაღები ოთახის კუთხე, კედელზე მოწყობილია ხის თაროები და სარკე (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0041.JPG - DSC_0047.JPG, DSC_0065.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3301.JPG - DSC_3310.JPG, DSC_3393.JPG). ბინაში შესასვლელი კარის გასწვრივ, ხელმარჯვნივ არსებული N1 კარით შევდივართ მისაღებ ოთახში, რომელსაც გააჩნია ერთი მეტალოპლასტმასის ფანჯარა, ასევე ერთ-ფრთიანი ხის კარი, საიდანაც გავდივართ პირველ საძინებელ ოთახში. მისაღებ ოთახში განლაგებულია ორი დივანი, ორი სავარძელი, დივნებს შორის დევს პატარა ხის ოთხკუთხა ფორმის მაგიდა. 2017 წლის 08 აგვისტოს, აღნიშნულ მაგიდაზე ალაგია 6 ცალი შუშის ჭიქა, მასში არსებული სითხით, „კამპა“-ს და „სანდორა“-ს წვენის მუყაოს ბოთლი, „ვინსტონი“-სა და „კენტი“-ს სიგარეტის კოლოფები, მასში არსებული სიგარეტის ნამწვავებით, ენერგეტიკული სასმელის თუნუქის ქილა, მცირე ზომის ვაზა მასში არსებული ტკბილეულით, თეფში მასზე არსებული 4 ცალი თაფლაკვერით, ხელსახოცი, კანფეტის შენაფუთი, უშუალოდ ოთხკუთხა ფორმის მაგიდაზე დაღვრილია სითხე. მაგიდის ქვემოთ იატაკზე მოთავსებულია თეთრ მუყაოს ყუთში ჩაყრილი ნაყინისა და კანფეტის შენაფუთები, მაგიდის გვერდით იატაკზე გდია „ფანტა ტროპიკი“-ს თავღია პლასტმასის ლიტრანახევრიანი მოცულობის ბოთლი, რომლის გვერდით გდია შავი ფერის პოლიეთილენის პარკი. შესასვლელი კარიდან პირდაპირ არსებულ დივანზე დევს კონდენციონერისა და ტელევიზორის პულტები, შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ იყო მართკუთხედი ფორმის ხის საწერი მაგიდა, რომელზეც დევს „ფილიპ მორის“-ის სიგარეტის კოლოფი მასში არსებული სიგარეტის ნამწვავით. შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ, ფანჯარასთან ახლოს დევს პატარა მაგიდა, მასზე მოთავსებულია ტელევიზორი, ფანჯრის ქვემოთ დამონტაჟებულია გაზის გამათბობელი, აღნიშნულ ოთახში დამონტაჟებულია კონდენციონერი. (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0048.JPG - DSC_0050.JPG, DSC_0066.JPG - DSC_0072.JPG, DSC_0096.JPG - DSC_0099.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3311.JPG - DSC_3319.JPG, DSC_3364.JPG - DSC_3368.JPG). მისაღები ოთახის გავლით შევდივართ პირველ საძინებელ ოთახში, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი ხის კონსტრუქციის კარი და ერთი მეტალოპლასტმასის ფანჯარა, შესასვლელი კარიდან მარჯვნივ განთავსებულია სარკიანი და უჯრებიანი ხის კომოდი, ოთახში შესასვლელი კარის პირდაპირ დევს სარკიანი ხის კონსტრუქციის ტანსაცმელების კარადა, ხსენებული კარადის ხელმარჯვნივ ფანჯარასთან ახლოს დევს საწოლ-ნახევრიანი ლოგინი. ოთახში შესასვლელი კარიდან მარცხნივ, კედელთან განთავსებულია ერთმანეთზე დადგმული ორი ტუმბო და მომწვანო ფერის პატარა კარადა. ხსენებულ ოთახში, 2017 წლის 08 აგვისტოს, საწოლ-ნახევრიან ლოგინზე, პირჩაღმა, ფანჯრის მიმართულებით იატაკისკენ თავით გადახრილი, შიშველ მდგო----ეობაში, აღმოჩენილი იქნა მკვეთრად გამოხატული ლპობითი ცვლილებების მქონე გ------- ხ--------იძის გვამი. ლოგინზე არსებული გადასაფარებელი და ლეიბი არეულია და ფორმაშეცვლილი, გადასაფარებელზე და ლეიბზე აღინიშნება სისხლის-მაგვარი ლაქები. ასევე სისხლის-მაგვარი ლაქები აღინიშნებოდა საწოლ-ნახევრიანი ლოგინსა და ფანჯრიან კედელს შორის არსებულ იატაკზე, ორ ცალ ტუმბოზე, მომწვანო ფერის პატარა კარადაზე, პლასტმასიის უჯრებიან სათავსოზე და კედელზე. (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0051.JPG - DSC_0056.JPG, DSC_0085.JPG, DSC_100.JPG - DSC_103.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3320.JPG - DSC_3330.JPG). ბინაში შესასვლელი კარიდან ჰოლში მარჯვნივ განთავსებულია ორი კარი, მათგან N2 მარჯვენა კარით შევდივართ მეორე საძინებელ ოთახში, სადაც განთავსებულია ორ სართულიანი საწოლი უჯრებით, (08.08.2017 წელს, ლეიბი და გადასაფარებელი მოუწესრიგებელ მდგო----ეობაში იყო), ხის კონსტრუქციის ტუმბო, რომელზედაც მოთავსებულია ტელევიზორი, აღნიშნულ ოთახს გააჩნია ერთი შესასვლელი კარები და ერთი მეტალოპლასტმასის ფანჯარა. (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0073.JPG, DSC_0074.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3333.JPG - DSC_3338.JPG). ბინის ჰოლიდან, მარცხენა N3 კარით შევდივართ მესამე საძინებელ ოთახში, რომელსაც გააჩნია ერთი შესასვლელი კარები, ერთი აივანზე გასასვლელი კარები და ერთი მეტალოსპლასტმასის ფანჯარა. შესასვლელი კარიდან მარჯვნივ განთავსებულია სარკიანი და უჯრებიანი ხის კომოდი. შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს განთავსებულია ხის კონსტრუქციის კარადა, ხოლო მის წინ, ფანჯარასთან ახლოს დევს საწოლნახევრიანი ლოგინი. 2017 წლის 08 აგვისტოს, აღნიშნულ ოთახში, საწოლზე, პირაღმა მდგო----ეობაში, საწოლის სიგანეზე, თავით კარადის მხარეს, ტრუსისა და მაისურის ამარა, აღმოჩენილი იქნა მკვეთრად გამოხატული ლპობითი ცვლილებების მქონე ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამი. ლოგინზე არსებული გადასაფარებელი და ლეიბი არეულია და ფორმაშეცვლილი. ლოგინზე დევს აიფონ 5-ის ფირმის მობილური ტელეფონი, გვამის თავთან, მარჯვენა მხარეს დევს წითელი ფერის ბენდენა, რომლის წინაც დევს წრიული ფორმის რგოლში ჩასმული ჯვარი (ბოლნისური ჯვარი), მარცხენა ხელზე უკეთა მწვანე ფერის სამაჯური, ლოგინზე დევს ვარდისფერი გადასაფარებელი. სისხლის-მაგვარი ლაქები აღინიშნებოდა კარადასა და საწოლს შორის არსებულ კედელზე და შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ არსებულ კედელზე. (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0057.JPG - DSC_0064.JPG, DSC_0075.JPG, DSC_0076.JPG, DSC_0086.JPG - DSC_0095.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3339.JPG - DSC_3363.JPG). ჰოლიდან, ბინაში შესასვლელი კარების პირდაპირ არსებულ N4 კარით შევდივართ ბინის სამზარეულო ოთახში, სადაც განთავსებულია ხის კონსტრუქციის მაგიდა, მაცივარი, სამზარეულოს კარადა, სკამი და სამზარეულოსათვის განკუთვნილი სხვა საგნები და ნივთები. სამზარეულო ოთახიდან, შემინული ხის კონსტრუქციის კარით გავდივართ აივანზე, სადაც განთავსებულია სააბაზანო და საპირფარეშო ოთახი. აივნიდან მოჩანს შ. ხიმშიაშვილის ქუჩა, ,,ორბისითითაუერ’’-ის ,,B” და „C“ ბლოკი - კორპუსები და რესტორან „ყირამალას“ მიმდებარე ტერიტორია. (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0078.JPG - DSC_0084.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3369.JPG - DSC_3402.JPG,)
2017 წლის 08 აგვისტოს, ქ.ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, გვამების შორს წასული ლპობითი ცვლილებებიდან გამომდინარე შემთხვევის ადგილზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო, შემთხვევის ადგილის სრული მოცულობით დათვალიერება ვერ მოხერხდა, გ------- ხ--------იძის და ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამები გადასვენებული იქნა პროზექტურაში და ჩატარდა შემთხვევის ადგილის პირველადი ფოტოგრაფირება, რის შემდგომ დაილუქა შემთხვევის ადგილი.
2017 წლის 09 აგვისტოს, ქ. ბათუმში შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა სისხლის სამართლის საქმესთან პირდაპირ კავშირში მყოფი საგნები, კვლები თუ ნივთმტკიცებები - სულ 41 ერთ პაკეტად, რომელიც შეიფუთა და დაილუქა, კერძოდ:
ბინის ჰოლიდან ამოღებული იქნა: წითელ, ლურჯ, ცისფერ და თეთრ ზოლებიანი შორტი (პაკეტი N1). ბინის მისაღებ ოთახში არსებულ ხის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტ ,,KENT”-ის კოლოფი, მასში მოთავსებული სიგარეტის ნამწვებით (პაკეტი N19). ბინის მისაღებ ოთახში არსებულ ხის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა თუნუქის ქილა, წარწერით ,,BOOM” ნამწვით და სითხით (პაკეტი N20). (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0066.JPG - DSC_0070.JPG; DSC_0096.JPG - DSC_0099.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3315.JPG, DSC_3316.JPG, DSC_3318.JPG, DSC_3364.JPG, DSC_3365.JPG). ბინის მისაღებ ოთახის იატაკიდან ამოღებული იქნა სიგარეტ ,,FHILIP MORIS”-ის კოლოფი, რომელიც 2017 წლის 08 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას თავდაპირველად იდო მისაღებ ოთახში არსებულ მართკუთხედი ფორმის ხის საწერ მაგიდაზე და მისი ადგილის ცვლილება განაპირობა გვამების პროზექტურაში გადასასვენებლად ადგილის გათავისუფლებამ. სიგარეტ ,,FHILIP MORIS”-ის კოლოფში არსებული სიგარეტის ნამწვებით და მოთეთრო მონაცრისფრო რეზინოვანი მასით, სავარაუდოდ საღეჭი რეზინით (პაკეტი N29). (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0051.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3432.JPG - DSC_3436.JPG). ბინის N3 საძინებელ ოთახში, სადაც აღმოჩენილი იქნა ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამი, განთავსებულ უჯრებიან და სარკიან კომოდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 8 ცალი სიგარეტის ნამწვი (პაკეტი N9). (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0075.JPG; - DSC_0077.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3343.JPG, DSC_3349.JPG - DSC_3351.JPG, DSC_3355.JPG, DSC_3357.JPG, DSC_3358.JPG). ბინის სამზარეულო ოთახში განთავსებული მაცივრიდან ამოღებული იქნა მოხარშული და მოსახარში ხინკალი (პაკეტი N5), ხოლო სამზარეულოში განთავსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პურის ნაჭრები პაკეტებით (პაკეტი N2); თეფში ჩანგალი და კონტეინერი საკვების ნარჩენებით (პაკეტი N3); მუყაოს და პლასტმასის ქილები სითხით (პაკეტი N4); საყოფაცხოვრებო ნარჩენები (პაკეტი N40); (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0078.JPG; - DSC_0083.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3369.JPG, DSC_3349.JPG - DSC_3351.JPG, DSC_3355.JPG, DSC_3357.JPG, DSC_3358.JPG). ბინის N3 საძინებელი ოთახიდან, სადაც აღმოჩენილი იქნა ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამი, ამოღებული იქნა: ზ---დ ს--–-----–-–--ლის პირადობის მოწმობა და პლასტიკური ბარათები, წითელი ბრელოკი და მძივი (პაკეტი N6); აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი (პაკეტი N7), საწოლის ზეწარი (პაკეტი N8), საფულე, პლასტიკური ბარათები, საღებავები, სამკაულები, მედიკამენტი (პაკეტი N10). ამავე საძინებელ ოთახში განთავსებული კარადის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა ბინაში შესასვლელი კარების საკეტის გასაღები. (პაკეტი 11). ბიუსჰალტერი, წინდები და ხელოვნური წამწამები (პაკეტი N12); ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი (პაკეტი N13); სამგზავრო რუხი ფერის ჩანთა - სუნამოებით, ტანისამოსით, ხელჩანთით და საფულით (პაკეტი N14); ამავე ოთახში, საწოლის გვერდით იატაკიდან და საწოლის უკანა მხარეს, კედლის ზედაპირიდან მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები (პაკეტი N15 და პაკეტი N16). (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0057.JPG; - DSC_0064.JPG; DSC_0075.JPG; - DSC_0077.JPG, DSC_0086.JPG; - DSC_0095.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3339.JPG - DSC_3363.JPG). ბინის მისაღებ ოთახში განთავსებული ხის კონსტრუქციის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტ Winston-ის ცარიელი კოლოფი (პაკეტი N18), ორი ცალი ნატურალური წვენის მუყაოს კონტეინერი (პაკეტი N17), 6 ცალი ჭიქა სითხით (პაკეტი N21, 22, 23, 24, 25, 26), კანფეტები და თაფლაკვერი (პაკეტი N27); იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა - პლასტმასის ბოთლი სითხით (პაკეტი N28), მუყაოს ყუთი ნარჩენებით (პაკეტი N30); შავი ფერის სამგზავრო ჩანთა მიკროფონით, ტანისამოსით, შტატივით და სხვა ნივთებით (პაკეტი N31); (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0066.JPG - DSC_0070.JPG; DSC_0096.JPG - DSC_0099.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3315.JPG, DSC_3316.JPG, DSC_3318.JPG, DSC_3364.JPG, DSC_3365.JPG). ბინის N1 საძინებელ ოთახში, სადაც აღმოჩენილი იქნა გ------- ხ--------იძის გვამი, ამოღებული იქნა: ფულადი თანხა 2900 ლარის ოდენობით და ქვითარი (პაკეტი N32); ნოუთბუქის ხელჩანთა და ჟურნალები (პაკეტი N33); ხელოვნური თმა - ქალის პარიკი, ტრუსი, ბიუსჰალტერი და პერანგი (პაკეტი N34); ოთახში ერთმანეთზე დადგმული ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები (პაკეტი N35.) ფანჯრის მხარეს, საწოლის გვერდით, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები (პაკეტი N36 ობიექტი N93), საწოლის მეორე მხარეს, იატაკიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ზეწარი მოწითალო ფერის ანაწმენდებით (პაკეტი N37). ხის კონსტრუქციის, უჯრებიანი და სარკიანი კარადის ზედაპირიდან ამოღებული იქნა კოსმეტიკური საშუალებები, ტელეფონის სამუხტი და სხვა ნივთები (პაკეტი N38); სამი წყვილი ფეხსაცმელი (პაკეტი N39). (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0101.JPG - DSC_0102.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3437.JPG - DSC_3466.JPG). აივნიდან ამოღებული იქნა გაკიდული მოკლე შარვალი და მაისური (პაკეტი N41); (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0084.JPG იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3385.JPG, DSC_3399.JPG, DSC_3400.JPG) .
2017 წლის 28 აგვისტოს, ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26-ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს N1 საძინებელი ოთახიდან, სადაც აღმოჩენილი იქნა გ------- ხ--------იძის გვამი, ამოღებული იქნა სამუხტი მოწყობილობა, საღეჭი რეზინა, რეზინის სათამაშო ქვეწარმავალი და სანთლები (პაკეტი N1); მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა დივნის გადასაფარებლები და ბალიშის პირები (პაკეტი N2 და N3); რვეული (პაკეტი N4); ანაწმენდები (პაკეტი N5); ბინის ჰოლიდან გასაღებების ასხმა (პაკეტი N6); N3 საძინებელი ოთახიდან სპორტული ფეხსაცმელები (პაკეტი N7); სააბაზანოდან კბილის ჯაგრისები და საპარსები (პაკეტი N8); ბინის კარების საკეტი და გასაღები (პაკეტი N9); გ------- ხ--------იძის საფულე, პირადი დოკუმენტები, მეხსიერების ბარათები და ფულადი თანხა (პაკეტი 10); (იხ. 28.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0004.JPG - DSC_0067.JPG)
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოპოვებული ნივთმტკიცებებისა გამოძიებამ პროზექტურიდან ამოიღო ლეიბი ლაქებით, რომლითაც მოხდა გ------- ხ--------იძის გვამის გადატანა შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში. გამოძიებამ ასევე პროზექტურიდან ამოიღო ორი გადასაფარებელი, რომლითაც მოხდა ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამის გადატანა შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში, ჯვარი, წითელი ბენდენა და ორი თმის სამაგრი.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი შედგენილია 2017 წლის 12 აგვისტოს გამომძიებელ ზ----აბ თავართქილაძის მიერ. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მოხდა ფოტოგრაფირება რაც ერთვის ოქმს . იხ ს. ფ . 130. ტ-2
2018 წლის 28 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძვეზე ქ. ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა N2-ში მდებარე კლინიკური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღის საათებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.02.2018 წლის N3/18წ. განჩინების საფუძველზე სამედიცინო ნემსის გამოყენებით სპეციალისტის დ. კოტამბას მიერ ბრალდებულ რ----–ან ბ----ევისაგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში. ნიმუშის აღებას ესწრებოდა ბრალდებულ რ----–ან ბ----ევის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–-----–-ძე. ნიმუშები შეიფუთა და დაილუქა.
2018 წლის 28 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძვეზე ქ. ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა N11-ში მდებარე საქართველოს შ.ს.ს. აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, N108 კაბინეტში, დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.02.2018 წლის N3/18წ. განჩინების საფუძველზე, ექსპერტ ბ--------------ის მიერ, ბრალდებულ რ----–ა ბ----ევისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. ნიმუშის აღება მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ხმის ნიმუშის აღებას ესწრებოდა ბრალდებულ რ----–ან ბ----ევის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–-----–-ძე. საპროცესო მოქმედების დაწყებამდე საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირები გაეცვნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.02.2018 წლის N3/18 წ. განჩინებას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა.
2018 წლის 28 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძვეზე ქ. ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა N2-ში მდებარე კლინიკური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღის საათებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.2018 წლის N4/18წ. განჩინების საფუძველზე სამედიცინო ნემსის გამოყენებით სპეციალისტის დ. კოტამბას მიერ ბრალდებულ ნ--- ბ-----ძისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში. ნიმუშის აღებას ესწრებოდა ბრალდებულ ნ--- ბ-----ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–-----–-ძე. ნიმუშები შეიფუთა და დაილუქა.
2018 წლის 28 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძვეზე ქ. ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა N11-ში მდებარე საქართველოს შ.ს.ს. აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, N108 კაბინეტში, დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.2018 წლის N4/18წ. განჩინების საფუძველზე, ექსპერტ ბ--------------ის მიერ, ბრალდებულ ნ--- ბ-----ძისგან (დაბ. 26.11.1997 წელს) აღებული იქნა ნერწყვი ნიმუში. ნიმუშის აღება მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ნიმუშის აღებას ესწრებოდა ბრალდებულ ნ--- ბ-----ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–-----–-ძე. საპროცესო მოქმედების დაწყებამდე საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირები გაეცვნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.2018 წლის N4/18 წ. განჩინებას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე. ნიმუში შეიფუთა და დაილუქა.
მოპოვებულ ნივთმტკიცებებზე დაინიშნა და ჩატარდა კომპლექსური ბიოლოგიური, ქიმიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინდა;
ბიოლოგიური ექსპერტიზის N 005677517 დასკვნის დადგენილია, რომ ობიექტი N 64 ( ჩანთა) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და ზ---დ ს--–-----–-–--ლის გენეტიკური პროფილი იდენტურია.
შორტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობიეტი N 77,78) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, N 78 ობიექტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ------- ხ--------იძის გენეტიკური პროფილი იდენტურია.
მომწვანო ფერის ქსოვილზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობიეტი N 80) გენეტიკური პროფილი შერეულია, ობიექტი N 80-ის პროფილის ერთი წილი გ------- ხ--------იძის ხოლო მეორე ზ---დ ს--–-----–-–--ლის გენეტიკური პროფილი იდენტურია.
მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული იატაკიდან, მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული საწოლის უკანა კედლიდან, მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული ტუმბოდან, გვერდით იატაკიდან და საწოლის უკანა მხარეს, მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული იატაკიდან, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.N90-93) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ N90-91-ის გენეტიკური პროფილი და ზ---დ ს--–-----–-–--ლის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N92-ის პროფილი და გ------- ხ--------იძის გენეტიკური პროფილი იდენტურია.
ბიოლოგიური ექსპერტიზის N 005677517 დასკვნის მიხედვით მოხდა იდენტიფიცირება ერთის მხრივ შემთხვევის ადგილიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე არსებული გენეტიკური პროფილის და მეორეს მხრივ მოკლულების გ------- ხ--------იძის და ზ---დ ს--–-----–-–--ლის და ბრალდებულების რ----–ან ბ----ევის ასევე ნ--- ბ-----ძის გენეტიკური პროფილისა. აღნიშნულმა ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ ასევე იხელმძღვანელე სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის N 005677517 დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით. საბოლოოდ ექსპერტიზით დადგინდა შემდეგი: (შედეგები იხ 8/9 გ.ვ. გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზი) ბინის მისაღებ ოთახში არსებულ ხის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტ ,,KENT”-ის კოლოფი, მასში მოთავსებული სიგარეტის ნამწვებით (პაკეტი N19), რომელთაგან მოთეთრო ფერის ფილტრიანი სიგარეტის - წარწერით ,,Winston”, დეფორმირებული ნამწვზე, 06.10.2017 წლის N005677517 და 02.05.2018 წლის N002747518 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი (პაკეტი N8, ობიექტი N11), რ----–ან ბ----ევის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე კოლოფში მოთავსებულ მოთეთრო ფერის ფილტრიანი სიგარეტის - წარწერით ,,MORRIS BLUE”, დეფორმირებული ნამწვზე, 06.10.2017 წლის N005677517 და 02.05.2018 წლის N002747518 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი (პაკეტი N8, ობიექტი N29), ნ--- ბ-----ძის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე კოლოფის თავსახურის ვიწრო კიდეებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია (პაკეტი N8, ობიექტი N10), რომლის ერთი წილი გ------- ხ--------იძის, ხოლო მეორე წილი ნ--- ბ-----ძის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
(იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0066.JPG - DSC_0070.JPG; DSC_0096.JPG - DSC_0099.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3315.JPG, DSC_3316.JPG, DSC_3318.JPG, DSC_3364.JPG, DSC_3365.JPG)
ბინის მისაღებ ოთახში არსებულ ხის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა თუნუქის ქილა, წარწერით ,,BOOM” ნამწვით და სითხით (პაკეტი N20). 06.10.2017 წლის N005677517 და 02.05.2018 წლის N002747518 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ქილის ზედა კიდეებზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი (პაკეტი N10, ობიექტი N34), რ----–ან ბ----ევის გენეტიკური პროფილის იდენტურია. (იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0066.JPG - DSC_0070.JPG; DSC_0096.JPG - DSC_0099.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3315.JPG, DSC_3316.JPG, DSC_3318.JPG, DSC_3364.JPG, DSC_3365.JPG)
ბინის მისაღებ ოთახის იატაკიდან ამოღებული იქნა სიგარეტ ,,FHILIP MORIS”-ის კოლოფი, რომელიც 2017 წლის 08 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას თავდაპირველად იდო მისაღებ ოთახში არსებულ მართკუთხედი ფორმის ხის საწერ მაგიდაზე და მისი ადგილის ცვლილება განაპირობა გვამების პროზექტურაში გადასასვენებლად ადგილის გათავისუფლებამ. სიგარეტ ,,FHILIP MORIS”-ის კოლოფში არსებული სიგარეტის ნამწვებით და მოთეთრო მონაცრისფრო რეზინოვანი მასით, სავარაუდოდ საღეჭი რეზინით (პაკეტი N29). 06.10.2017 წლის N005677517 და 02.05.2018 წლის N002747518 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მოთეთრო ფერის ფილტრიანი სიგარეტის - წარწერით ,,Winston”, დეფორმირებული ნამწვზე, მოთეთრო ფერის ფილტრიანი სიგარეტის ნამწვზე ვერცხლისფერი წარწერით და მოთეთრო მონაცრისფრო რეზინოვან მასაზე, სავარაუდოდ საღეჭ რეზინაზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი (პაკეტი N14, ობიექტი N38, 39, 40), ნ--- ბ-----ძის გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო აღნიშნული სიგარეტის კოლოფის თავსახურზე და ვიწრო კიდეებზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი (პაკეტი N14, ობიექტი N41) რ----–ან ბ----ევის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
(იხ. 08.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_0051.JPG; იხ. 09.08.2017 - შ.ა. დათვალიერების ფოტოცხრილი - სურათი DSC_3432.JPG - DSC_3436.JPG)
ბინის N3 საძინებელ ოთახში, სადაც აღმოჩენილი იქნა ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამი, განთავსებულ უჯრებიან და სარკიან კომოდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 8 ცალი სიგარეტის ნამწვი (პაკეტი N9). 06.10.2017 წლის N005677517 და 02.05.2018 წლის N002747518 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მოთეთრო ფერის ფილტრიანი სიგარეტის - წარწერით ,,FHILIP MORIS”, დეფორმირებულ ნამწვზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი (პაკეტი N20, ობიექტი N84), რ----–ან ბ----ევის გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო მოთეთრო ფერის ფილტრიანი სიგარეტის - წარწერით ,,Winston”, დეფორმირებულ ნამწვზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი (პაკეტი N20, ობიექტი N87) ნ--- ბ-----ძის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე ოთახში, საწოლის გვერდით იატაკიდან და საწოლის უკანა მხარეს, კედლის ზედაპირიდან მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები (პაკეტი N15 და პაკეტი N16).რომლებიც 06.10.2017 წლის N005677517 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით (პაკეტი N21 და პაკეტი N22; ობიქტი N90 და ობიექტი N91) შეიცავს ადამიანის სისხლს და მისი გენეტიკური პროფილი ზ---დ ს--–-----–-–--ლის გენეტიკური პროფილის იდენტურია;
ბინის N1 საძინებელ ოთახში, სადაც აღმოჩენილი იქნა გ------- ხ--------იძის გვამი, ოთახში ერთმანეთზე დადგმული ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები (პაკეტი N35, ობიექტი N92), 06.10.2017 წლის N005677517 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით წარმოადგენს ადამიანის სისხლის, რომლის გენეტიკური პროფილი გ------- ხ--------იძის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ფანჯრის მხარეს, საწოლის გვერდით, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები (პაკეტი N36 ობიექტი N93), იდენტიფიკაციისათვის საკმ----სი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; საწოლის მეორე მხარეს, იატაკიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ზეწარი მოწითალო ფერის ანაწმენდებით (პაკეტი N37 ობიექტი 129, 131) - 06.10.2017 წლის N005677517 ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით წარმოადგენს ადამიანის სისხლის, რომლის გენეტიკური პროფილი გ------- ხ--------იძის გენეტიკური პროფილის იდენტურია;
ექსპერტიზის მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შ-----------–--------------------–----------
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ბინაში განლაგებულ სხვადასხვა საგნებზე აღმოჩენილი იქნა თითის კვლები, აღნიშნულ თითის კვლებისა და ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ საგნებზე თითის კვლების აღმოსაჩენად დაინიშნა ჩატარდა საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა რომლის N დ/106 დასკვნის მიხედვით აღნიშნული ხელის კვლების ნიმუშები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
2018 წლის 28 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძვეზე ქ. ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა N11-ში მდებარე საქართველოს შ.ს.ს. აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, N108 კაბინეტში, დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.2018 წლის N5/18წ. განჩინების საფუძველზე, ექსპერტ ბ--------------ის მიერ, ბრალდებულ რ----–ან ზიადხანის ძე ბ----ევისაგან (დაბ. 26.08.1998 წელს, პ/N33001072443), აღებული იქნა ხელის კვლების ნიმუში დაქტილო ბარათზე. ნიმუშის აღება მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ხმის ნიმუშის აღებას ესწრებოდა ბრალდებულ რ----–ან ბ----ევის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–-----–-ძე. საპროცესო მოქმედების დაწყებამდე საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირები გაეცვნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.2018 წლის N5/18 წ. განჩინებას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე. ხელის კვლების ნიმუშები შეიფუთა და დაილუქა სპეციალური პოლიეთილენის პარკში ლუქით N 1578882.
2018 წლის 28 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძვეზე ქ. ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა N11-ში მდებარე საქართველოს შ.ს.ს. აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, N108 კაბინეტში, დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.2018 წლის N4/18წ. განჩინების საფუძველზე, ექსპერტ ბ--------------ის მიერ, ბრალდებულ ნ--- ბ-----ძისგან (დაბ. 26.11.1997 წელს) აღებული იქნა ხელის კვლების ნიმუში დაქტილო ბარათზე. ნიმუშის აღება მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ხმის ნიმუშის აღებას ესწრებოდა ბრალდებულ ნ--- ბ-----ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–-----–-ძე. საპროცესო მოქმედების დაწყებამდე საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირები გაეცვნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.02.2018 წლის N4/18 წ. განჩინებას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე. ხელის კვლების ნიმუშები შეიფუთა და დაილუქა სპეციალური პოლიეთილენის პარკში ლუქით N 1578883.
აღნიშნული ხელის კვლების ნიმუშების შედარდა მოხდა ბრალდებულების რ----–ან ბ----ევის და ნ--- ბ-----ძის ხელის კვლების ნიმუშებთან. ამ საკითხის გადასაწყვეტად დაინიშნა და ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომლის N დ/51 დასკვნის მიხედვით რ----–ან ბ----ევის და ნ--- ბ-----ძის სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე გამოსახული ხელის ანაბეჭდის იდენტური ანაბეჭდის ნიმუშები და ხელის კვლების დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
2017 წლის 30 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ზ----აბ ლ------------იძის მიერ გამოთხოვილი იქნა ქ. ბათუმში შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N 15ა-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ორბისითაუერის ,,A“ ბლოკის შენობაზე განთავსებული მიმდებარე ტერიტორიაზე გარე პერიმეტრების ვიდეო ჩანაწერები, რომელიც შენახული იყო ინფორმაციის სახით კომპიუტერულ სისტემაში. გამოთხოვაში მონაწილეობდა შენობის დაცვის სამსახურის უფროს ირაკლი ლ------------იძე. ვიდეო ჩანაწერები გადატანილ იქნა 08 დისკზე, შეიფუთა და დაილუქა.
2017 წლის 30 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ზ----აბ ლ------------იძის მიერ გამოთხოვილი იქნა ქ. ბათუმში რუსთაველის ქუჩა N 40-ში მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორან ასკანელის შენობაზე განთავსებული შიდა და გარე პერიმეტრების ვიდეო ჩანაწერები, რომელიც შენახული იყოო ინფორმაციის სახით კომპიუტერულ სისტემაში. გამოთხოვაში მონაწილეობდა რესტორნის დირექტორი ზ---დ ხავლოხაშვილი. ვიდეო ჩანაწერები გადატანილ იქნა 06 დისკზე, შეიფუთა და დაილუქა.
გამოძიების მიერ ასევე მოპოვებულია ქ. ბათუმში ზღვისპირა პარკში დისკო კლუბ სოჰოს შესასვლელსა და ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.
აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია მკვლელობის ჩადენამდე ბრალდებულებისა და გარდაცვლილების ერთად მათ მიერ დროებით ნაქირავებ ბინაში შესვლა.
ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში, მელიქიშვილის ქუჩის მოპირდაპირედ განთავსებულ დისკო კლუბ ,,SOHO”-ს შესასვლელთან დამონტაჟებული ქ. ბათუმის მერიის კუთვნილი ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეოკადრები, დათარიღებული 2017 წლის 04 აგვისტოს 21:00 საათიდან 2017 წლის 05 აგვისტოს 03:00 საათამდე დროის პერიოდში; ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N15ა-ში მდებარე ორბისითაუერის ,,A“ ბლოკის შენობის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა შენობის გარე სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები, დათარიღებული - 2017 წლის 05 აგვისტოთი. ქ.ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N40-ში მდებარე შ.პ.ს. ,,გრიინ ინვესტის“ რესტორან ,,askaneli”-ს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა შიდა პერიმეტრის ვიდეოჩანაწერები, დათარიღებული 2017 წლის 04 აგვისტოს 22:00 საათიდან, 2017 წლის 05 აგვისტოს 03:00 საათამდე დროის პერიოდში.
ქ. ბათუმის მერიის კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია შემდეგი ვიდეოკადრები: 2017 წლის 04 აგვისტოს, 22:49 საათზე ქ. ბათუმის ზღვისპირა პარკში, დისკო კლუბ ,,SOHO“-ს შესასვლელთან მიდიან გ------- ხ--------იძე, ზ---დ ს--–-----–-–--ლი, რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე.
2017 წლის 04 აგვისტოს, 22:51 საათისათვის გ------- ხ--------იძე, ზ---დ ს--–-----–-–--ლი, რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე სხდებიან იქვე შორიახლოს განთავსებულ სკამზე.
2017 წლის 04 აგვისტოს 23:21 საათისათვის გ------- ხ--------იძე გამოდის დისკო კლუბ ,,SOHO“-ს შესასვლელთან ხვდება გიგა გელხვიიძეს და ო---------–----ლიძეს. 23:21 საათისზე მათთან მიდის ზ---დ ს--–-----–-–--ლიც. შემდეგ გიგა გელხვიიძე შედის დისკო კლუბ ,,SOHO”-ში, საიდანაც 23:23 საათზე უკან გამოვიდა და ესაუბრება გ------- ხ--------იძეს, ზ---დ ს--–-----–-–--ლს და ო---------–----ლიძეს. 23:24 საათზე მათთან მიდიან რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე და მალევე გიგა გელხვიიძე გაემართა დისკო კლუბ ,,სექტორ“ისაკენ, ხოლო ო---------–----ლიძე, გ------- ხ--------იძე, ზ---დ ს--–-----–-–--ლი, ნ--- ბ-----ძე და რ----–ან ბ----ევი დარჩნენ დისკო კლუბ ,,SOHO”-ს შესასვლელთან და საუბრობენ. 23:25 საათისათვის, რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე გაემართნენ დისკო კლუბ ,,SOHO”-ს შესასვლელისგან მარჯვენა მხარეს და გავიდნენ ვიდეოკამერის თვალთვალის არედან, ხოლო 23:28 საათზე გ------- ხ--------იძე, ზ---დ ს--–-----–-–--ლი, მათთან დაბრუნებული გიგა გელხვიიძე და ო---------–----ლიძე გაემართნენ ზღვისპირა პარკისაკენ.
ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N15ა-ში მდებარე ორბისითაუერის ,,A“ ბლოკის შენობის გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულია შემდეგი ვიდეოკადრები: 2017 წლის 05 აგვისტოს 13:31 საათზე შ.ხიმშიაშვილის ქუჩა N17 კორპუსის მხრიდან შ.ხიმშიაშვილის ქუჩისაკენ მიემართება ზ---დ ს--–-----–-–--ლი, რომელმაც ორბისითაუერის კორპუსის გვერდით მდებარე კორპუსში განთავსებულ კვების ობიექტიდან 13:36 საათისათვის გაემართა შ.ხიმშიაშვილის ქუჩა N17 კორპუსისაკენ.
2017 წლის 05 აგვისტოს 14:57 საათზე ქ.ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქუჩა N17 კორპუსის ეზოდან შ.ხიმშიაშვილის ქუჩისაკენ გამოდიან გ------- ხ--------იძე, ზ---დ სახლთხუციშვილი, რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე, რომელსაც აცვია თეთრ, წითელ და ლურჯ ზოლებიანი მოკლე შარვალი.
2017 წლის 05 აგვისტოს, 15:44 საათზე გ------- ხ--------იძე, ზ---დ სახლთხუციშვილი, რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე ბრუნდებიან სასტუმრო კოლიზეუმის მხრიდან და მიემართებიან შ.ხიმშიაშვილის ქუჩა N17 კორპუსისაკენ. ვიდეოჩანაწერების მიხედვით რ----–ან ბ----ევს და ნ--- ბ-----ძეს მაისურები გახდილი აქვთ და რ----–ან ბეიდევს სხეულზე აღენიშნება სვირინგები - ტატუირებები.
ორბისითაუერის A ბლოკის შენობის მარცხენა მხარეს დამონტაჟებულ ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულია 15:46 საათზე გ------- ხ--------იძე, ზ---დ სახლთხუციშვილი, რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე. მათგან გ------- ხ--------იძე და ზ---დ ს--–-----–-–--ლი შედიან ორბისითაუერის გვერდით კორპუსის I სართულზე განთავსებულ მაღაზიაში, ხოლო რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე ელოდებიან მის გამოსვლას. 15:52 საათზე გ------- ხ--------იძე და ზ---დ სახლთხუციშვილი უკან დაბრუნდნენ ხელში პოლიეთილენის პარკებით და ოთხივე გაემართა შ.ხიმშიაშვილის ქუჩა N17 კორპუსისაკენ.
(იხ. ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N15-ა A ბლოკის ვიდეოჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმები ტომი VII საქმის ფურცელი 1-30; ტომი IX საქმის ფურცელი 227-231, 236-240, 248-252)
ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ჩადენილი მკვლელობის შემდგომ 2018 წლის 05 აგვისტოს - 17:39 საათზე რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე გამოვიდნენ შ. ხიმშიაშვილის ქ N17 კორპუსის ეზოდან ისინი გამოვიდნენ შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17-ში მდებარე კორპუსის ეზოდან, ხელში უჭირავთ შავი ფერის მოზრდილი ხელჩანთა და სწრაფი ნაბიჯებით მიემართებიან შ. ხიმშიაშვილის ქუჩისაკენ. ისინი შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე ჩასხდნენ 17:40 საათზე მათ მიერ შეჩერებულ ქუჩაში მოძრავ ტოიოტა პრიუსის მარკის ტაქსში, სახ. ნომრით VH927HV და გაემართნენ იუსტიციის სახლის მიმართულებით.
აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები გამოკვლეული იქნა სასამართლოში.
ხსენებული ვიდეო ჩანაწერებით ნათლად დასტურდება ის ფაქტი, რომ გ------- ხ--------იძე, ზ---დ ს--–-----–-–--ლი, ნ--- ბ-----ძე და რ----–ან ბ----ევი მკვლელობის დღეს 2017 წლის 05 აგვისტოს, 14:00 საათიდან 17:40 საათამდე იმყოფებოდნენ ერთად, მათ მიერ დროებით ნაქირავებ ბინაში მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N17, ბინა N26.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.08.2017 წლის N11/დ-172 განჩინების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ,, სარფის “ კომპიუტერული სისტემიდან, გამოთხოვილი იქნა სასაზღვრო გამშვები პუნქტის ,, სარფის “ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები, დათარიღებული 2017 წლის 07 აგვისტოს 20 საათიდან 21:30 საათამდე დროის პერიოდში 3 ცალ დისკზე. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ასახულია, თუ როგორ ტოვებენ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს და გადადიან თურქეთში ბრალდებულები რ----–ან ბ----ევი და ნ--- ბ-----ძე, 2017 წლის 07 აგვისტოს, 20:46 საათიდან 20:56 საათამდე დროის მონაკვეთში.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გ------- ხ--------იძისა და ზ---დ ს--–-----–-–--ლის სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია გვამის მკვეთრად გამოხატული ლპობითი ცვლილებების გამო. გ------- ხ--------იძის გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია 24 საათზე მეტი დრო. გ------- ხ--------იძის გვამზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღინიშნება. “
ესპერტმა მ----------------ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ექსპერტმა დაკითხვისას არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ გ------- ხ--------იძის და ზ---დ ს--–-----–-–--ლის გარდაცვალების მიზეზი ყოფილიყო ასფიქსია - სასუნთქი გზების მექანიკური გადაკეტვა, ასევე არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ გვამს შესაძლებელია ჰქონოდა დაზიანებები, რაც თავდაპირველად საწყის ეტაპზე ხილვადი ყოფილიყო, თუმცა ობიექტურად მის წინაშე წარდგენილ ზ---დ ს--–-----–-–--ლის და გ------- ხ--------იძის გვამს აღენიშნებოდა შორს წასული ლპობითი ცვლილებები, რამაც შეუძლებელი გახადა გარდაცვალების მიზეზის დადგენა და სხეულზე არსებული დაზიანებების გამოკვეთა (კანის ეპიდერმისის აშრევება).
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გ------- ხ--------იძის და ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბენზოდიაზეპინისა და ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ქლორ-და ფოსფორორგანული პესტიციდები; შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მ----ლები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, დარიშხანი, სინდიყი. სისხლში არ აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 1003137418 დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- ბ-----ძეს აღენიშნებოდა სწორნაპირებიანი ნაწიბური მარცხენა მხრის არეში. აღნიშნული ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით. ნაწიბურის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში და შესამოწმებლის მიერ მითითებულ დროს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ექსპერტიზა სხეულზე არსებულ დაზიანების ხანდაზმულობისას ხელმძღვანელობდა თარიღით -2017 წლის 05 აგვისტო. თარიღი რომელიც არის დანაშაულის ჩადენის დრო.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------------ლმა.
უნდა აღინიშნოს რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 1003137418 მიერ დადგენილი გარემოება ნ--- ბ-----ძის ხლეზე არსებული დაზიანების შესახებ ზუსტად თანხვედრაშია უდავო მტკიცებულებას - ლ------–-–---ძის ჩვენებას, რომლის მიხედვით 2017 წლის 07 აგვისტოს (მკვლელობის შემდგომი დრო) ნ--- ბ-----ძეს აღნიშნულ დროს დაზიანებული ჰქონდა ხელი და იტკიებდა.
სასამართლო ხაზს უსვამს მოწმე მ----ნა ჩ---ძის ჩვენებას და განმარტავს, რომ ამგვარ ჩვენებას სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო თვლის, რომ მოწმე მ----ნე ჩ---ძემ სასამართლოს თავისი ჩვენებიდან სრულად მიაწოდა მხოლოდ ნაწილი, სწორედ ისეთი ინფორმაცია, რომლის გადამოწმებაც ადვილად შესაძლებელი იყო. კერძოდ; მან ვერ უარყო კავშირი ვ-–- ც-–--–--–-ილთან და დაადასტურა ამგვარი კავშირი. მან ვერ უარყო გასვლა საქართველოდან თურქეთში და ისევ შემოსვლა საქართველოში და დაადასტურა საქართველოს საზღვრის კვეთა ნ--- ბ-----ძის დედასთან ერთად თურქეთის მიმართულებით. მან ვერ უარყო ის ფაქტი, რომ წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას მის გამოკითხვის დროს გამომძიებელს ჯ---ლ ც-–--–აძის მისცა ჩვენება ადვოკატის მონაწილეობით თუმცა სასამართლო პროცესზე აღარ დაეთანხმა გამოკითხვის ოქმის შინაარსს.
მოწმე მ----ნე ჩ---ძის ჩვენების ანალიზით სასამართლო რწმუნდება, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და მოწმე ბოლომდე გულწრფელი არ არის სამართლოს წინაშე.
უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოში არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც მიანიშნებდა, რომ გამომძიებელმა მ----ნა ჩ---ძის გამოკითხვის დროს გამოიჩინა, მიკერძოება ან თუნდაც არაპროფესიონალიზმი და გამოკითხვის ოქმი შეადგინა არა მ----ნე ჩ---ძის ნაკარნახევით სიტყვებით არამედ სხვა სიტყვებით ისე, როგორც თვითონ გამომძიებელს სურდა. გამოკითხვის ოქმზე უშუალოდ მ----ნე ჩ---ძის ხელითაა დაწერილი ჩვენების ბოლოს ხელმოწერამდე შესრულებული ფრაზა- „ოქმი ამობეჭდილი სახით წავიკითხე დაწერილია ჩემი კარნახით სწორია და ვაწერ ხელს “. აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმ უცილობელ ფაქტსაც, რომ გამოკითხვის ოქმის შედგენას ესწრებოდა მოწმის ადვოკატი კ. ჯაბუა, რომელიც ასევ აწერს ხელს ოქმს და ადასტურებს ოქმის სისწორეს. (იხ ტ 1 სფ 378-380).
სასამართლო ყურადღება გაამახვილებს მ----ნე ჩ---ძის ჩვენებაში არსებულ სხვა არადამაჯერებელ ასპექტებზეც. კერძოდ: მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ მან არ იცოდა დანაშაულის შესახებ არაფერი და მისი საქართველოდან თურქეთში გამგზავრების მისია იყო დაელაპარეკიბინა თურქეთიდან ნ--- ბ-----ძე ვ-–- ც-–--–--–-ილთან. გაუგებარია, თუკი მხოლოდ ტელეფონით უნდა მომხდარიყო დაკავშირება ნ--- ბ-----ძის და ვ-–- ც-–--–--–-ილს, მაშინ, რატომ იყო ასეთი აქტიური ძალისხმევა საჭირო მოწმე ჩ---ძის მხრიდან. ამ საკითხის მოგვარება მ----ნე ჩ---ძის შეეძლო თურქეთში წაუსვლელადაც. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მ----ნე ჩ---ძე ადასტურებს, რომ საუბარში, რომელიც შედგა ნ--- ბ-----ძის და ვ-–- ც-–--–--–-ილის შორის არ ჩარეულა და საერთოდ ვ-–- ც-–--–--–-ილთან ტელეფონზე საუბრისას ნ--- ბ-----ძე და რ----–ან ბ----ევი მისგან მოშორებით იმყოფებოდნენ. თუ მ----ნე ჩ---ძე საუბარშიც არ ჩარეულა, არც კი ესწრებოდა სატელეფონო საუბარს და საუბარი მხოლოდ ნ--- ბ-----ძის დასაქმებას შეეხებოდა მაშინ გაუგებარია რა გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენდა მ----ნე ჩ---ძის გამგზავრება თბილისიდან სტამბულში, ნ--- ბ-----ძესთან შეხვედრა, ნ---სთვის ხელიდან ხელში ტელეფონის გადაცემა, სტამბულიდან თბილისში დასაქმების თაობაზედ ტელეფონზე საუბარი ც-–--–--–-ილთან და იმავე დღეს თბილისში უკან დაბრუნება. თან ისე, რომ საუბარში თვითონ მ----ნე ჩ---ძე არ ჩარეულა და არც იცის რაზე ისაუბრეს. ამ „კეთილშობილური“ მიზნის მიღწევა მ----ნე ჩ---ძეს თავის საცხოვრებელი სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლო, ელემენტალურად ეკარნახა ბ-----ძისათვის ან ც-–--–--–-ილისთვის მობილური ტელეფონის ნომრები და ისინი თვითონ დაუკავშირდებოდნენ ერთამნეთს. მოწმის მხრიდან, დამცველთა მხრიდან ან თუნდაც ბრალდებულების მხრიდან ამისი გონივრული ახსნა და განმარტება სასამართლოში არ მომხდარა. ამიტომ სასამართლო თვლის, რომ მ----ნე ჩ---ძე არარის გულწრფელი სასამართლოს წინაშე.
ამ აზრს აძლიერებს კიდევ სხვა გარემოებაც, კერძოდ მოწმის ვ-–- ც-–--–--–-ილის ჩვენება, რომლის შინაარსიც წინააღმდეგობაში მოდის თვით მ----ნა ჩ---ძის ჩვენებასთან. ც-–--–--–-ილმა სასამართლოს განუმარტა, რომ სწორედ მ----ნა ჩ---ძისგან გაიგო, რომ ბათუმში მომხდარი იყო მკვლელობა და მკვლელობა ჩადენილი იყო ნ--- ბ-----ძის მიერ და სთხოვა დახმარებოდა ნ--- ბ-----ძეს პოლიციასთან მიმართებაში. მ----ნე ჩ---ძე თბილისიდან თურქეთში არა ნ--- ბ-----ძისათვის სამუშაოს მოძებნის მიზნით გაფრინდა, არამედ ჩადენილი დანაშაულთან დაკავშირებით და ნ--- ბ-----ძის პასუხისმგებლობისგან თავიდან აცილების მიზნით საჭირო მოლაპარაკებისათვის.
სასამართლომ გამოიკვლია ასევე მოწმე ვ-–- ც-–--–--–-ილის და რ----–ან ბ----ევის შორის შემდგარი საუბარი, რომელიც სწორედ მკვლელობა ეხება და საერთო არაფერი აქვს ნ--- ბ-----ძის დასაქმებასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოწმე მ----ნე ჩ---ძეს ჩვენება არაა თანამიმდევრული, არ შეეფერება ბოლომდე სიმართლეს და არ არის დამაჯერებელი, რის გამოც მისი ჩვენების ის ნაწილი სადაც იგი მიუთითებს, რომ მკვლელობის შესახებ არაფერი არ იცის არ არის გასაზიარებელი.
შემაჯამებელი გადაწყვეტილებისათვის სასამართლოსთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზ----აბ ბ------–--ლის მიერ აუდიო ჩანაწერის მოპოვებისას წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს და მისი უშუალო ინტერესის სფერო იყო ჩადენილი და მოსალოდნელი დანაშაულებრივი ქმედებები, მიმართული, როგორც ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ, ისე საქართველოს ინტერესებისათვის წინააღმდეგ. თუმცა, აუდიო ჩანაწერის მოპოვებისას, ის არ ასრულებდა განსახილველ საქმეზე პროცესის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომლის ფუნქციებს, რომელიც კანონით დადგენილი წესით ჩაატარებდა ღია თუ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ან ოპერატიულ ღონისძიებებს. გარდა ამისა, ის არც საგამოძიებო ორგანოს ინიციატივით ყოფილა ჩართული აღნიშნულ მოქმედებაში, რაც დასტურდება იმით, რომ მოპოვებული ინფორმაცია დაახლოებით 5 (ხუთი) თვის შემდეგ წარადგინა საგამოძიებო ორგანოში და ამ ხნის განმავლობაში საგამოძიებო ორგანო არც კი ფლობდა ინფორმაციას აღნიშნული მტკიცებულების არსებობის შესახებ.
მოცემულ ვითარებაში, მას არ ჰქონდა არც უფლებამოსილება და არც დრო და საშუალება იმისა, რომ იმწუთიერად მიმდინარე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებული საუბარი დაეფიქსირებინა რაიმე სხვა ხერხითა თუ საშუალებით, მოქცეულიყო გარკვეულ საპროცესო-სამართლებრივ ჩარჩოებში. როგორც აღინიშნა, ის ამ დროს პროცესის მონაწილის ფუნქციას არ ასრულებდა და არ მოქმედებდა საპროცესო კანონმდებლობით პროცესის სუბიექტებისათვის მინიჭებული უფლების - მტკიცებულების მოპოვების ფარგლებში. მან მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დააფიქსირა იმ მომენტისათვის მის ხელთ არსებული საშუალებით. ამასთანავე, საუბარი ჩაწერილ იქნა კომუნ---ციის ერთი მხარის ინფორმირებული და წინასწარი ნებართვით.
სასამართლო თვლის, რომ ბ------–--ლის ქმედება დანაშაულს არ წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით, რომლითაც კრიმინალიზებულია კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კერძო კომუნ---ციის ჩანაწერის უკანონო შენახვა. ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც მოპოვებული და შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი ან მოსალოდნელი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც პირი უნებართვოდ იწერს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მოსალოდნელ ან უკვე ჩადენილ დანაშაულს შეეხება და შემდეგ ამ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოს გადასცემს და ამ გზით აწვდის ამ დანაშაულზე ინფორმაციას, მას კანონმდებელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზ----აბ ბ------–--ლის ლეგიტიმური მიზანი და მოტივი.
სსკ-ის 158-ე მუხლის ზემოაღნიშნულ შენიშვნაში არ არის მითითება, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისათვის აუცილებელია პირმა ინფორმაცია სწორედ საგამოძიებო ორგანოსათვის წარდგენის მიზნით შეინახოს. გადამწყვეტი ფაქტორი ამ ინფორმაციის საგამოძიებო ორგანოსთვის წარდგენაა. კანონმდებელი ამ შემთხვევაში ათავისუფლებს პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მოცემულ შემთხვევაში კი ზ----აბ ბ------–--ლს სხვისი პირადი საუბრის ხელშეუხებლობის დარღვევის მიზანი არ ჰქონია, რაც არაერთი მტკიცებულებითა არის დადასტურებული. სისხლისსამართლებრივი ნორმები უნდა განიმარტოს სისტემურად და ერთმანეთთან ურთიერთკავშირში. ზემოთაღნიშნული ნორმა წამახალისებელია და ინფორმაციის მომპოვებელი და საგამოძიებო ორგანოში წარმდგენი პასუხისმგებლობისგან სრულად თავისუფლდება. ამასთან, ნორმა საგამოძიებო ორგანოებს საშუალებას აძლევს მიიღოს და გამოიყენოს ასეთი ფორმით მოპოვებული ინფორმაცია, როგორც მტკიცებულება.
სასამართლომ განმარტავს, რომ: საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია, საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნ---ციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე მაღლა დგას. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად არსებობდა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნ---ციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე მაღლა დგას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამართლებდა ამ ფორმით ამ ძირითად უფლებაში ჩარევას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო N1/3/407 გადაწყვეტილებაში განმარტავს: სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში დაცულია, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ურთიერთობა ტელეფონის, ფაქსის, ინტერნეტის, ელექტრონული და ჩვეულებრივი ფოსტის, პეიჯერისა და ნებისმიერი სხვა ტექნიკური საშუალებით.
კონსტიტუციის მიზანი, ამ შემთხვევაში, არის დაიცვას პირებს შორის ნებისმიერი საშუალებით საუბრისა და მიმოწერის შესაძლებლობა. ამ უფლების უზრუნველყოფის ფარგლებში სახელმწიფოს ზოგადად ეკრძალება, გაეცნოს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით წარმოებული საუბრებისა და შეტყობინებების შინაარსს, აგრეთვე, დააწესოს კონტროლი, ვისთან და რა ინტენსივობით შედგა ასეთი ურთიერთობები.
იმავდროულად, ეს უფლება არ არის აბსოლუტური.. «თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა, ხელისუფლებისა და ადამიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა. ეს, პირველ რიგში, გამოხატულებას პოვებს ყოველი კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების ადეკვატურ საკანონმდებლო განსაზღვრაში» (2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – დ----- ჯ--–ელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
არაერთი ძირითადი უფლების მსგავსად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვაც თავად კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ამასთან კონკრეტულადაა დადგენილი სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში ჩარევის დასაშვები ფარგლები. ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ადამიანთა უფლებების ეფექტურ დაცვას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ზუსტად ამ საჯარო ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება დასახელებული უფლების შეზღუდვა.
ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულებაა, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა აღიკვეთოს სერიოზული საფრთხეები, რომლებმაც შეიძლება დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამიტომ ამ საფრთხეებთან ბრძოლისთვის, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, მათ შორის იმის შესაძლებლობაც, რომ განახორციელოს ფარული კონტროლი, თვალთვალი პირებზე (პირთა ჯგუფზე) რომელთაგანაც ეს საფრთხეები მომდინარეობს. ასეთ დროს, ზუსტად უფლებაში ჩარევის ფარული ხასიათი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესის დაცვის ეფექტურობას. ბუნებრივია, რომ კონსტიტუციით ვერ იქნება უზრუნველყოფილი იმ პირთა კონკრეტული უფლების ხელშეუხებლობა, რომლებიც ხელყოფენ ან საფრთხეს უქმნიან ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას, სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.
კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებას ემსახურება უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით დადგენილი ფარგლები. კერძოდ, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, «აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას».
ამ თვალსაზრისით, საჯარო ინტერესის ფარგლები დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლითაც, რომლის თანახმად, უფლებაში ჩარევა დასაშვებია, როდესაც ეს აუცილებელია: დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ რომელიც მოცემული საქმის ანალოგიურ ვითარებას შეეხება. საქმე ეხებოდა განმცხადებელ ვ-ს. რომელმაც მის მიერ შეკვეთილი მკვლელობის გარემოებებზე ისაუბრა იმ პირთან, ვისაც აღნიშნულის ჩადენა დაავალა, რაც მისგან ფარულად იქნა ჩაწერილი ამ პირის მიერ.
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისთვის მსჯავრის დადება ეფუძნებოდა უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს, დუმილის უფლებისა და საკუთარი თავის მხილების საწინააღმდეგო პრივილეგიის დარღვევით. ის ამტკიცებდა, რომ ვ-სთან მისი საუბარი ფაქტობრივად ფარულ დაკითხვას წარმოადგენდა, რომელსაც თან არ ახლდა რაიმე საპროცესო გარანტია. ის უარყოფდა, რომ მისი საუბრის ჩანაწერს მტკიცებულებითი ღირებულება ჰქონდა და ითხოვდა, რომ ისინი მტკიცებულებების სახით არ დაეშვათ სასამართლო პროცესზე.
გადაწყვეტილება შეეხება სწორედ იმ საკითხს, ამ ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენება რამდენად არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით განმტკიცებულ, სამართლიანი სასამართლოს უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ განმცხადებლის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება და მათი გამოყენება არ არღვევდა მისი დუმილის უფლებას, რადგან ადგილი არ ჰქონია ზეწოლას, ან მისი ნების უპატივცემულობას. ჩანაწერის გაკეთების დროისათვის განმცხადებელი არ იყო დაპატიმრებული. ვ-სთან საუბრისას ის თავისუფლად მოქმედებდა და თანაბარ მდგო----ეობაში იყო თავის თანამოსაუბრესთან, რომელსაც მდგო----ეობიდან გამომდინარე, არ ჰქონდა მასზე ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობა. ფარული ოპერაციის გზით მოპოვებული მტკიცებულებები სრულიად საიმედო იყო და არ არსებობდა ჩანაწერის ან სხვა დაკავშირებული მტკიცებულების დაუშვებლობის საფუძველი.
ეს საქმე განსხვავდება „ალენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ საქმისაგან (N48539/99, ECHR, 2002-IX), სადაც ფარული ოპერაცია ჩატარდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმ დროს, როდესაც განმცხადებელი განსაკუთრებით მოწყვლადი იყო და სასამართლომ აღნიშნული დაახასიათა როგორც „შემზღუდავი“.
როდესაც მე-6 მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, ის არ აყალიბებს მტკიცებულების რაიმე წესს დასაშვებობის შესახებ, რომელიც ძირითადად ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანს წარმოადგენს (იხ. შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ, 1988 წლის 12 ივლისი, § 45, სერია N 140; ტექსეირა დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ, 1998 წლის 9 ივნისი § 34, ანგარიშები 1998-IV და ჯალოჰი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 54810/00, §§ 94-96, ECHR, 2006-IX).
სასამართლომ, მსგავსი განცხადებები ჰეგლასის (ჰეგლასი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ 5935/02) საქმეშიც განიხილა. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი აღიარებდა ძარცვაში მის მონაწილეობას იმ პირთან საუბრისას, რომელსაც ტანსაცმლის ქვეშ მოსასმენი მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია განმცხადებლის საჩ---რი კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან მიმართებით, რომელიც შეეხებოდა ჩანაწერის გამოყენებას. დაადგინა, რომ მას ჰქონდა შეჯიბრებითობის ეტაპით სარგებლობის შესაძლებლობა. გამოყენებული ზომა მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი დანაშაულის გამოვლენას და ამგვარად ემსახურებოდა საჯარო ინტერესს. ჩანაწერის განხორციელებამდე განმცხადებელი ოფიციალურად არ დაუკითხავთ ან დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი არ წაუყენებიათ.
ჰეგლასის საქმეში ჩატარებული ფარული ოპერაციის გარემოებები არსებითად განსხვავდებოდა ალენის საქმის გარემოებებისგან, სადაც მე-6 მუხლის დარღვევა დადგინდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში განმცხადებელი წინასწარ პატიმრობაში იყო და გამომძიებლის მიერ დაკითხვისას აშკარად გამოხატავდა მის სურვილს, გამოეყენებინა დუმილის უფლება. მიუხედავად ამისა, პოლიციამ განმცხადებლის თანამესაკნეს მისცა მითითებები, ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ გამოეყენებინა განმცხადებლის მოწყვლადი და მგრძნობიარე მდგო----ეობა. ამ გარემოებების ერთობლიობაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელისუფლებო ორგანოების ქმედება მოიცავდა იძულებასა და შეზღუდვას და დაადგინა, რომ ინფორმაცია მოპოვებულ იქნა განმცხადებლის ნების უპატივცემულობის გზით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბიკოვის საქმეში განმცხადებელზე არ განხორციელებულა ზეწოლა იმ მიზნით, რომ მას კონკრეტულ პირთან ესაუბრა ან გაეკეთებინა რაიმე კომენტარი ვ-ს მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. ალენის საქმეში მითითებული განმცხადებლისგან განსხვავებით, განმცხადებელი არ დაუკავებიათ, არამედ თავისუფალი იყო და თავის კარ-მიდამოში იმყოფებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განმცხადებელს თავისუფლად შეეძლო, ენახა ვ. და ესაუბრა მასთან ან უარი ეთქვა ამგვარი მოქმედებების განხორციელებაზე. ირკვევა, რომ მას სურდა გაეგრძელებინა ვ-ს მიერ წამოწყებული საუბარი, რადგანაც ეს თემა მის პირად ინტერესს წარმოადგენდა. ამგვარად, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მტკიცებულებების მოპოვება შეიცავდა იძულების ან შეზღუდვის იმ ელემენტს, რომელიც სასამართლოს დადგენილებით ალენის შემთხვევაში არღვევდა განმცხადებლის დუმილის უფლებას.
მოცემულ ვითარებაში ბრალდებულის დაინტერესების ხარისხი უფრო ინტენსიური იყო ვიდრე ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებაშია მითითებული. მისი ინტერესის საგანს წარმოადგენდა მართლმსაჯულებისაგან თავის დაღწევა და სწორედ ამ მიზნით ჰყვებოდა თანამოსაუბრესთან მკვლელობის გარემოებებზე. მას შეეძლო ეს არ გაეკეთებინა, ის არ იყო დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, არ ჰქონდა წარდგენილი ბრალდება.
სწორედ ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სასამართლომ წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
მოცემულ ვითარებაში, მოწმე ვაჯა ც-–--–--–-ილსა და რ----–ან ბ----ევს შორის შემდგარი საუბარი არ იყო წინასწარ დაგეგმილი იმ მიზნით, რომ დამნაშავეთა წინააღმდეგ მტკიცებულებები შეკრებილიყო. ბ----ევი და ბ-----ძე არ იყვნენ დაკავებულები, არ ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობა ემოქმედათ საკუთარი ნების შესაბამისად. მათი ნების უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია. იმ გარემოებებზე საუბარი, რაც ჩანაწერშია მითითებული, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდებულის ინტერესის საგანს წარმოადგენდა, რადგან ცდილობდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაეღწია თავი მართლმსაჯულების განხორციელებისაგან. ამასთან, პირი, რომელმაც ინფორმაცია მოიპოვა არ ასრულებდა განსახილველ საქმეზე პროცესის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომლის ფუნქციებს და არ მოქმედებდა საპროცესო კანონმდებლობით პროცესის სუბიექტებისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. თანამოსაუბრესთან იყო თანაბარ ვითარებაში და იმწუთიერად მიმდინარე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებული საუბარი მის ხელთ არსებული ხერხითა და საშუალებით დააფიქსირა. შესაბამისად, ეჭვგარეშეა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით ეს ვერ ჩაითვლება ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში გაუმართლებელ და ისეთი ინტენსივობის ჩარევად, რამაც მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა უნდა გამოიწვიოს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც მოწმე ბ------–--ლი და არც მოწმე ვ-–- ც-–--–--–-ილი რ----–ან ბ----ევთან ურთიერთობისას არ წარმოადგენდნენ აქტიურ მხარეს საუბრის დაწყების და ამგვარი სურვილს თვით რ----–ან ბ----ევი გამოხატავდა. არც მოწმე ვაჯა ც-–--–--–-ილისგან არც მოწმე ბ------–--ლისგან, რაიმე პროვოცირებას ადგილი არ ქონია და არც მსგავსი სურვილის არსებობა გამოუვლენია სასამართლოს ხსენებული მოწმეების მოქმედებების მოტივების გაანალიზებისას.
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანობის ზოგადი მოთხოვნები მიესადაგება ყველა კატეგორიის სისხლის სამართალწარმოებას, განურჩევლად დანაშაულის სახისა. თუმცა, იმის განსაზღვრისას, რამდენად სამართლიანი იყო მთლიანად სამართალწარმოება გასათვალისწინებელია, საზოგადოებრივი ინტერესის მნიშვნელობა კონკრეტული დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავის დასჯაში და შეიძლება წონადი გახდეს ინდივიდის ინტერესთან შედარებით – კანონიერად შეგროვდეს მტკიცებულებები მის მიმართ. თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესების საკითხებს არ შეუძლიათ გაამართლონ ისეთი ზომების გამოყენება, რომლებიც ჩრდილავენ განმცხადებლის დაცვის უფლების სიღრმისეულ არსს, კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიის ჩათვლით (იხ.: mutatis mutandis, Heaney and McGuinness v. Ireland, no. 34720/97, პარ. 57-58, ECHR 2000-XII). N3 marTlmsajulebadakanoni 8 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ იმის განსასაზღვრად, მთლიანობაში რამდენად სამართლიანი იყო სამართალწარმოება და ხომ არ გამოიწვია კონკრეტული მტკიცებულების ბრალდებულის წინააღმდეგ გამოყენებამ კონვენციის დარღვევა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: 1. მტკიცებულების მოსაპოვებლად განხორციელებული იძულების ბუნება და ხარისხი; 2.რამდენად იქნა უზრუნველყოფილი დაცვის უფლებები – შეეძლო თუ არა ბრალდებულს, ედავა მტკიცებულების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე, მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები, სხვადასხვა ეტაპზე ესარგებლა წარმომადგენლით/ადვოკატით; 3. მტკიცებულების მტკიცებულებითი ძალა – რამდენად ხარისხიანია მტკიცებულება, რამდენად სანდო და ზუსტია მისი მოპოვების გარემოებები, რაც ეჭვს გააჩენდა მის ავთენტურობასა და სანდოობაზე, რამდენად ძირითადი და გადამწყვეტია მტკიცებულება, არსებობს თუ არა სხვა მტკიცებულებები; 4. კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის საჯარო ინტერესი.
სასამართლო თვლი, რომ რ----–ან ბ----ევმა ვ-–- ც-–--–--–-ილთან საუბრისას მოახდინა მკვლელობის სურათის აღწერა, (საკუთარი ნებით მოახდინა თვით ინკრიმინალიზაცია) რა დროსაც არ დარღვეულა მის უფლება, რადგან ადგილი არ ჰქონია მტკიცებულების მოპოვების დროს იძულებას ან სხვა რაიმე ზეწოლის ფაქტებს. რ----–ან ბ----ევი ნ--- ბ-----ძესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ვ-–- ც-–--–--–-ილთან საუბრობდა. ორივე პირი რ----–ან ბ----ევიც და ნ--- ბ-----ძეც კი იმყოფებოდა საქართველოს საზღვრების მიღმა, მათზე წვდომა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს არ ქონდა და ვერც ექნებოდა, რადგან იმდროისათვის გამოძიებისათვის არ იყო ცნობილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი. ჩანაწერზე არსებული ხმა ზუსტად ემთხვევა და წარმოადგენს ერთის მხრივ მოწმე ვ-–- ც-–--–--–-ილის ხმას, მეორეს მხრივ რ----–ან ბ----ევის ხმას. ჩანაწერზე ჩატარებულია ექსპერტიზების მიხედვით მტკიცებულება რელევანტურია, მისი შემქმნელი სასამართლოს მიერ დადგენილია და ავთენტურობა დადასტურებულია, მტკიცებულება სანდოა რადგან მას ადასტურებენ მოწმეები და ექსპერტი მათუშევსკაია, რომლის ჩვენებით რ----–ან ბ----ევი საუბრისას საუბრობდა თავისუფლად, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა.
სასამართლო თვლი რომ მოპოვებული აუდიო ჩანაწერი, არის მტკიცებულება, რომელიც უტყუარია, მისი მოპოვებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ დარღვეულა და იგი ადასტურებს რ----–ან ბ----ევის და ნ--- ბ-----ძის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
რაც შეეხება ხმის ნიმუშის მოპოვების სამართლებრივ შეფასებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ხმის ნიმუში არ შეიცავს საკუთარი თავის დადანაშაულების ელემენტებს და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს თვითინკრიმინაციის აკრძალვად.
თვითინკრიმინაციის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ „თითოეულს აქვს უფლება, მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, როგორც მინიმუმ მიიღოს შემდეგი გარანტიები სრული თანასწორობის საფუძვეზე: ..არავინ არ აიძულოს, რომ ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან თავი დამნაშავედ აღიაროს“. (საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-14 მუხლის მე-3 ნაწილი). ამასთან, არ უნდა დაირღვეს ბრალდებულის უფლება, რომლის თანახმად, იგი არ არის ვალდებული, მოახდინოს საკუთარი თავის თვითინკრიმინაცია (nemo tentur), რომელიც ასევე ეფუძნება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ევროპული მიდგომით, დაირღვა თუ არა ეს პრინციპი, დამოკიდებულია მტკიცებულების მოპოვების დროს გამოყენებულ იძულების სახესა და სიმძიმეზე, საჯარო ინტერესის წონასა და პროცესულურ გარანტიებზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცდენტული სამართლის თანახმად, დუმილის უფლება და თვითინკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული უფლების არსი მოიცავს არასათანადო იძულებისაგან დაცვის გარანტიებს ბრალდებულისათვის. ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში, კონკრეტულად არ არის მოხენიებული თვითინკრიმინაციის საწინააღმდეგო გარანტიები, თუმცა ეს უფლებები ზოგადად აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებია, ამ სტანდარტის არსი ისაა, რომ ბრალდების მხარემ ფაქტების დამტკიცება უნდა შეძლოს იძულების ან ზეწოლის მეთოდების გარეშე, კერძოდ, უფლება არ მოახდინოს თვითინკრიმინაცია. ეს მჭიდროდ უკავშირდება უდანაშაულობის პრეზუმფციას, იგი გულისხმობს ბრალდებულის სურვილის პატივისცემას - შეინარჩუნოს დუმილი და არა სავალდებულო ძალის გამოყენებას ნამდვილი მტკიცებულების მოსაპოვებლად, როგორიცაა: დოკუმენტები, ამონასუნთქი, სისხლის და შარდის ნიმუშები და სხეულის ქსოვილის დნმ-ის ანალიზი.
აქედან გამომდინარე სასამართლო თვის რომ საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩატარდა 2108 წლის 28 თებერვალს და ბარლდებულისგან აღებული იქნა ხმის ნიმუშია ჩატარებულია სსს კოდექსის სრული დაცვით.
რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის N002747518 დასკვნის იმ დეტალს, რომ მხოლოდ დასკვნის კვლევით ნაწილში, გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზის გრაფაში არის მითითებული ის გარემოება, რომ რ----–ან ბ----ევის და ნ--- ბ-----ძის გენეტიკური პროფილები იდენტურია შემთხვევის ადგილას ამოღებულ ნივთებზე არსებულ გენეტიკური პროფილების და ეს გარემოება არ არის ასახული დასკვნით ნაწილში, არ გულისხმობს, რომ ექსპერტიზით არ არის დადასტურებული ეს ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (სისხლის სამართლის N117აპ-18, 2018 წლის 20 ივლისი.) რომელშიც საკასაციო პალატა განმარტავს: „16. საკასაციო პალატის აზრით, ასეთი დასკვნების გამოტანისას, როგორც ჩანს, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ორი მნიშვნელოვანი გარემოება. პირველი მათგანი მდგო----ეობს შემდეგში: ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა.“ ამდენად, აღნიშნული დასკვნის შეფასებისას ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ექსპერტიზის დასკვნის ყველა რეკვიზიტი - როგორც კვლევითი, დასკვნითი და ფოტოცხრილი კუმულაციურად.
სასამართლო დადასტურებულად მიჩნევს, რომ ადგილი ქონდა დაზარალებულების მიმართ ძალადობას, აქტიური და უხეში ძალის გამოყენებას და მათზე ძლიერი ფიზიკურ ზემოქმედებას.
ამ გარემოების ადასტურებს არა მარტო რ----–ან ბ----ევის მიერ აღწერილი მკვლელობის ჩადენის თანამიმდევრობა, არამედ ამ სხვა მტკიცებულებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია რ----–ან ბ----ევის საუბარში აღწერილს გარემოებებთან.
კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ გ------- ხ--------იძის გვამი აღმოჩენილია ერთ საძინებელში, ხოლო ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამი მეორე საძინებელში. თავისთავად ცალკე აღებული ეს ვითარება არაფერს არ ამტკიცებს, რომ არა ერთი გარემოება. როგორც, გ------- ხ--------იძის გვამის აღმოჩენის ადგილზე ისე ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამის აღმოჩენის ადგილზე აღმოჩენილია ასევე ადამიანის სისხლის კვლები, რომელიც ერთი ეკუთვნის სწორედ გ------- ხ--------იძეს და მეორე ზ---დ ს--–-----–-–--ლს. ანუ იქ სადაც გ------- ხ--------იძის გვამი იყო დაღვრილია გ------- ხ--------იძის სისხლის, ხოლო იქ სადაც ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამი იყო იქ დაღვრილია ზ---დ ს--–-----–-–--ლის სისხლი.
სასამართლო თვლის, რომ გვამების განლაგება ოთახების მიხედვით, შემდეგ სისხლის კვლების არსებობა, ამის შემდეგ სისხლის კვლების განლაგება გვამებთან და ასევე ადგილმდებარეობასთან მიმართებაში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს, რაღაც ჩვეულებრივი მოვლენად და იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ მკვლელობები ჩადენილია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ცხად სურათს ქმნის, რომ მკვლელობების თანამიმდევრობა სწორედ ისე წარიმართა, როგოც ბ----ევმა აღწერა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე სასამართლოს თვლის, რომ ორივე პირის მიმართ მათ სიცოცხლეში და რაც მთავარია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ადგილი ქონდა მათზე აქტიურ და უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებას, რამაც გამოიწვია (პირდაპირი მნიშვნელობით) სხეულიდან სისხლის დაღვრა. აქვე აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ბინა, რომელიც შედგება ორი საძინებლისგან, მისაღები ოთახისგან, სამზარეულოსგან, სველი წერტილებისგან სისხლი დაღვრილია სწორედ იქ სადაც გვამები იქნა ნანახი -საძინებელ ოთახებში და არა სხვა ადგილებში. ეს მოცემულობა ზუსტად თანხვედრაში და ბოლომდე ავსებს რ----–ან ბ----ევს მკვლელობის აღწერის თანამიმდევრობას, რომელმაც ც-–--–--–-ილს განუცხადა, რომ ჯერ გ------- ხ--------იძეზე განხორციელდა ძალადობა საძინებელში და იქვე მოკლა ხ--------იძე, ხოლო მერე გადაინაცვლეს მეორე საძინებელში სადაც განხორციელდა ს--–-----–-–--ლზე ძალადობა და იქვე მოკლა ბ-----ძემ ს--–-----–-–--ლი.
კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ხელის კვლების ნიმუშების არ არსებობა. უთუოდ დადგენილია, რომ ნ--- ბ-----ძე და რ----–ან ბ----ევი იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. ეს ფაქტი დადგენილია, როგორც თვითმხილველების ჩვენებებით ასევე, ბიოლოგიური ექპერტიზის დასკვნებით. რომლის მიხედვით ბრალდებულების დნმ კვლები მრავლადაა აღმოჩენილი შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიხედვით ცხადად არის აღდგენილი ნათელი სურათია, რომ მკვლელობის დღეს ბრალდებულებიც და დაზარალებულებიც სუფრასთან იჯდნენ და სადილობდნენ. მიუხედავად ამისა დათვალიერებისას ვერ იქნა ნანახი ბრალდებულების თითის ანაბეჭდები. მაშ როგორ შეიძლება, რომ ოთხი ადამიანის თითის კვლებიდან ორი ადამიანის კერძოდ გარდაცვლილების თითის კვლები დატოვებული იყოს ნივთებზე, ხოლო ორი ადამიანის კერძოდ ბრალდებულების თითის კვლები, რომელიც ასევე სუფრასთან იჯდნენ არცერთის თითის კვალი არ იყოს დატოვებული ნივთებზე. ამ ერთი შეხედვით აუხსნელი გარემოება, ახსნილია თვით რ----–ან ბ----ევის საუბარში, რომელიც მტკიცებულებად წარმოადგინა ბრალდების მხარემ. ამ მტკიცებულებით კიდევ ერთხელ დაარწმუნა სასამართლო ც-–--–--–-ილისა და ბ----ევის საუბრის შინაარსის დამაჯერებლობაში. კერძოდ ციცლოშვილთან საუბრისას ბ----ევმა განმარტა, რომ მკვლელობის შემდეგ თითის ანაბეჭდები წაშალეს.
ამონარიდი საუბრიდან: „ნიკუშამ წაუჭირა ყელში ხელი ანუ გუდავდა და მეც იმასაც დავარტყი და ნ---მ ისიც გაგუდა და ისიც, ორივე მოკვდა.
- ვ-–- ც-–--–--–-ილი: აჰა. და დატოვეთ ეგრე რა წამოხვედით.
- რ----–ან ბ----ევი: ხო, ანუ ვერ, ხო ანუ დავტოვეთ ეგრე. რაღაცაზე ნიკუშამ ანუ იმათ ლუდი გადაასხა, მერე რაღაცეები, რაზეც კი რაც კი გაგვახსენდა იმ მომენტში ხელი რაზეც გვქონდა მოკიდებული ყველაფერი გავწმინდეთ აქეთ-იქით, ყველაფერი მეთქი და ჩავკეტეთ კარები გარედან და წამოვედით.
ვ-–- ც-–--–--–-ილი: აჰა. გასაგებია ძმა ყველაფერი.
გარდა აღნიშნული მტკიცებულებისა სასამართლომ გამოიკვლია სხვა მტკიცებულებებიც რომლებიც ავსებს ერთმანეთს და ადასტურებს ჩადენილ დანაშაულს; კერძოდ
შემთხვევის ადგილზე არსებული სურათი - ფაქტობრივი გარემოებები, სრულ თანხვედრაშია და ავთენტურია ბრალდებულ რ----–ან ბ----ევის მიერ გამხელილი დანაშულის ფაქტობრივ გარემოებებთან:
„ავედით ჩოულებრივად, ანუ ვითომც არა, მერე დაგვხვდა იქ ვიღაცა, ცხოვრებაში არ გვყავდა ნანახი, ერთი ვიღაცა ქ., ქალის ფორმაში ჩაცმული გრძელი თმებით, რაღაცა კაბით. ვიღაცა ბიჭი იყო რა, რო შე., მიხვდებოდი ეგრევე ბიჭი იყო. ნუ ეხლა არაფერი, ანუ ჩემი დაქალიაო ამ გ-------მ და ეხლა ნუ არაფერი, ეხა რადგან ასულები ვიყავით, არაფერი აღარ ვუთხარი - რ----–ან ბ----ევის მიერ მითითებული პირის აღწერილობა იდენტურია შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ზ---დ ს--–-----–-–--ლის აღწერილობისა.
იქ მერე ხინკალი მოხარშეს, რაღაცა, ლუდი - შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მოხარშული და მოსახარში ხინკალი.
და მერე დაუძახა ნ---ს ერთ წამს შემოდიო, რო შევიდა ნ--- ეს იყო. ანუ ნ---, ის იყო შიშველი რა მთლიანათ, ის გ------- - შემთხვევის ადგილზე, გ------- ხ--------იძის გვამი აღმოჩენილია სრულიად შიშველ მდგო----ეობაში;
გვერდზე, ხელზე, გაჭრილი და რაღაცა ისე მოხდა მე უკნიდან მოვექციე და კისერში მოვკიდე ხელი ამან ადგა და ურტყა და ურტყა სახეში რა ძაან მაგრად და ... - სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N003623518 დასკვნის თანახმად დადასტურებულია, რომ ნ--- ბ-----ძეს დაზიანებული აქვს მარცხენა მხარი და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 05 აგვოსტოს, ასევე უდავო მტკიცებულება - ლ------–-–---ძის ჩვენებით დასტურდება, რომ ნ--- ბ-----ძეს აღნიშნულ დროს დაზიანებული ჰქონდა ხელი და იტკიებდა.
ხოდა ამაზე მერე ნ---მ თქვა, რო ის მეორე იქით, იქით ოთახშია, მესიჯ., იქით საძინებელში, ისიც უნდა ის ვქნათო. გავაგოროთო რა ყველა ვარიანტში, იმიტო რო ეს ჩაგვიშვებსო რა, რაღაც აფექტში ვიყავით, რაღაცა და შევარდა ნიკუშა ეგრევე იმაში, რა ქვია, ოთახში. ნიკუშამ წაუჭირა ყელში ხელი ანუ გუდავდა და მეც იმასაც დავარტყი და ნ---მ ისიც გაგუდა და ისიც, ორივე მოკვდა - შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარებით, ოთახები არის იზოლირებული და ერთმანეთისგან გამიჯნული, გ------- ხ--------იძის გვამი აღმოჩენილია N1 საძინებელ ოთახში, ხოლო ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამი აღმოჩენილია N3 საძინებელ ოთახში, აღნიშნული ოთახები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ოთხითა და ჰოლით. ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამი აღმოჩენილ იქნა N3 საძინებელ ოთახში, რომელთანაც ეგდო „აიფონ 5“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, „facebook live”-ის ვიდეო, რაც მიუთითებს, რომ გ------- ხ--------იძის მკვლელობისას ზ---დ ს--–-----–-–--ლი ნამდვილად იმყოფებოდა იზოლირებულ საძინებელში და მესიჯობდა მუსიკის თანხლებით, რომლის დასრულების შემდეგ მოხდა მისი მკვლელობა. ასევე. ზ---დ ს--–-----–-–--ლი, რომელიც N3 საძინებელ ოთახში იყო და იმყოფებოდა „facebook live”-ში ვერ გაიგებდა N1 საძინებელ ოთახში განვითარებულ მოვლენებს. თავად ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამი არაბუნებრივ მდგო----ეობაშია აღმოჩენილი, კერძოდ მოთავსებულია ლოგინის შუა ნაწილში პირაღმა, თავი გადაგდებული აქვს კედელზე მიდგმული ხის კარადის მხარეს ხოლო ფეხები მიმართული აქვს ოთახში არსებული ფანჯრისაკენ. ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამის თავთან, მარჯვენა მხარეს დევს წითელი ფერის ბენდენა, რომლის წინაც დევს წრიული ფორმის რგოლში ჩასმული ჯვარი (ბოლნისური ჯვარი), რომლის ძეწკვიც კისერზე შეწყვეტილი აქვს ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამს, რაც მოვლენების სწორედ ისეთ ლოგიკურ განვითარებაზე მიუთითებს, რაც აუდიო ჩანაწერში ფიქსირდება - ძალადობა, კისერში ხელის მოჭერა, რაც გამოიწვევდა ძეწკვის ყელზე შეწყვეტას და ბენდენის მოხსნას. სწორედ ეს ბენდენა და ჯვარი თავისი ძეწკვით ზ---დ ს--–-----–-–--ლს მკვლელობამდე, რამდენიმე წუთით ადრე, 2017 წლის 05 აგვისტოს, 17:06 საათზე „facebook live”-ის დროს უკეთია მას.
რაღაცაზე ნიკუშამ ანუ იმათ ლუდი გადაასხა, მერე რაღაცეები, რაზეც კი რაც კი გაგვახსენდა იმ მომენტში ხელი რაზეც გვქონდა მოკიდებული ყველაფერი გავწმინდეთ აქეთ-იქით, ყველაფერი მეთქი და ჩავკეთეთ კარები გარედან და წამოვედით - მისაღებ ოთახში ოთკუთხა მაგიდაზე და განთავსებულ ნივთებზე შეინიშნება გადასხმული სითხის კვლები.
შემთხვევის ადგილთან, ასევე ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან სრულ თანხვედრაშია ზ---დ ს--–-----–-–--ლის უკანასკნელი კომუნ---ცია გარესამყაროსთან, რაც დღემდე ხელმისაწვდომი და საჯაროა მის facebook გვერდზე (Zvio Saltkhutsishvili), კერძოდ, „facebook live” ვიდეო. სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის 19 და 21 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.03.2018 წლის N11/დ-89/18 განჩინების საფუძველზე, ნ---- სალთხიციშვილის და გიგა გელხვიიძის კუთვნილ HUAWEI-ის მოდელის მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი იქნა მათში შენახული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და მათ შორის ზ---დ ს--–-----–-–--ლის სოციალურ ქსელ ,,facebook live“ - ვიდეოს ჩანაწერი, რომელიც თარიღდება 2017 წლის 05 აგვისტოს, 17:06 საათით. ვიდეოს ხანგძლივობაა 08 წუთი და 42 წამი. რის შემდეგაც ზ---დ ს--–-----–-–--ლს აღნიშნული სოციალური ქსელით აღარ უსარგებლია. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, ზ---დ ს--–-----–-–--ლს თავზე შემოხვეული აქვს წითელი ფერის ,,ბენდენა“, ყელზე უკეთია ძეწკვი, წრიული ფორმის რგოლში ჩასმული ჯვრით (ბოლნისური ჯვარი), ზ---დ სალთხუცშვილს წელს ზემოთ აცვია მოთეთრო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომელზეც, მკერდის დონეზე გამოსახულია სათვალიანი ქალის გამოსახულება. ზ---დ ს--–-----–-–--ლს ვიდეოს მსვლელობის დროს უჩანს შიშველი მუხლები, რომლებზეც მიფარებული აქვს ვარდისფერი ფერის გადასაფარებელი, ხოლო მარცხენა მკლავზე უკეთია მწვანე ფერის, სამაჯური. ჩანაწერის მიხედვით, ზ---დ ს--–-----–-–--ლი სოციალურ ქსელ,,facebook”-ში შესულია ნოუთბუქის მეშვეობით, რადგან კადრებში მოჩანს მის ხელთ და ასევე მუხლებთან დადებული მობილური ტელეფონი, რომელშიც ვიდეოს მსვლელობის დროს ჩართული აქვს მუსიკა, ასევე კადრების მსვლელობის დროს ისმის კომპიუტერის კლავიატურაზე ბეჭდვის ხმა და ვიდეოჩანაწერში მოჩანს ასევე ზღვის და ქ.ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,ყირამალას“ ხედი. აღნიშნული მტკიცებულებები, შემთხვევის ადგილზე ზ---დ ს--–-----–-–--ლის გვამის აღმოჩენისას არსებული ვითარება, ნივთების განლაგება (მობილური, ბენდენა, ძეწკვი, ჯვარი, ვარდისფერი გადასაფარებელი), იგივე ტანისამოსი ცალსახად ადასტურებს, რომ ზ---დ ს--–-----–-–--ლის მკვლელობა განხორციელდა ,,facebook live“ - ვიდეო ჩანაწერის დასრულებისთანავე.
გამოკვლეული ვიდეო მასალით ჩანს რომ მკვლელობამდე კორპუსში შესვლისას არც ნ--- ბ-----ძეს და არც რ----–ან ბ----ევს, არც ზ---დ ს--–-----–-–--ლს და არც გ------- ხაჭაპუირიძეს ხელში რაიმე ჩანთა არ უჭირავთ. ხოლო მკვლელობის შემდეგ როდესაც ნ--- ბ-----ძე და რ----–ან ბ----ები გამოდიან კორპუსიდან ორივეს მოაქვს ჩანთა ერთდროულად. იმავდროულად ჩვენებებით დადგენილია, რომ გამოძიებამ ბინაში ვერ აღმოაჩინა ვერც გ------- ხ--------იძის და ვერც ზ---დ ს--–-----–-–--ლის ტელეფონი და ნოუთბუკები.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა, ემ------------–-------------------–---–----------------------–------------------------------–-----–--------------------------------------------------–-------------------------–-–---–-------------------------–-----------–-----------------–-------------------------–---–----–-------------აძემ დაადასტურეს იმ დოკუმენტების სისწორე შინაარსი და შედეგები რომლებზედაც მათი ხელმოწერებია აღნიშნული.
პოლიციის გამომძიებლებმა, ჯ---ლ ც-–--–აძემ, ბ----------------–------------------------–----------------–-------–---–-------–----------------------------–---------------------------–--------------------–---–მა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით შედგენილი ოქმებზე არსებული ხელმოწერების სისწორე და ავთენტურობა. ასევე განმარტეს, რომ დოკუმენტებში აღწერილი შინაარსი სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას და შედეგებს.
უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარეს არც წინა სასამართლო ეტაპზე და არც არსებითი განხილვისას არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც მიანიშნებდა სასამართლოს ბრალდებულ ბრალდებულების სრულად უდანაშაულობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა სასამართლოს უნდა ქონდეს საშუალება არგუმენტირებულად გაიზიაროს ბრალდებულის ჩვენება ან დაცვის მოსაზრება და უარყოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლო სრულად ვერ დააკმაყოფილებს დაცვი მხარის შუამდგომლობას, რადგან თვლის რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმ----სია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
თუმცა სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც საკმ----სი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის რ----–ან ბ----ევის მიმართ ზ---დ ს--–-----–-–--ლის განზრახ მკვლელობის ნაწილში და რ----–ან ბ----ევის მიერ ნ--- ბ-----ძესთან ერთად გ------- ხ--------იძის ჯგუფურად მკვლელობის ნაწილში, რის გამოც რ----–ან ბ----ევი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც საკმ----სი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ნ--- ბ-----ძის მიმართ გ------- ხ--------იძის განზრახ მკვლელობის ნაწილში და ნ--- ბ-----ძის მიერ რ----–ან ბ----ევთან ერთად ზ---დ სალთხუცისშვილის ჯგუფურად მკვლელობის ნაწილში, რის გამოც ნ--- ბ-----ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–ან ბ----ევმა განზრახ მოკლა გ------- ხ--------იძე და მის მიერ განხორციელებული ქმედებით - განზრახ მკვლელობით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით;
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- ბ-----ძემ განზრახ მოკლა ზ---დ ს--–-----–-–--ლი და მის მიერ განხორციელებული ქმედებით - განზრახ მკვლელობით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----–ან ბ----ევს და ნ--- ბ-----ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
რ----–ან ბ----ევის და ნ--- ბ-----ძეს მიმართ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრებია გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
რ----–ან ბ----ევის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლზე.
რ----–ან ბ----ევი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ბრალდებული რ----–ან ბ----ევი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ რ----–ან ბ----ევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 15 თებერვლიდან.
რ----–ან ბ----ევის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნ--- ბ-----ძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლზე.
ნ--- ბ-----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ზ---დ ს--–-----–-–--ლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ბრალდებული ნ--- ბ-----ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ ნ--- ბ-----ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 17 თებერვლიდან.
ნ--- ბ-----ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი