განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100113186021
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - პაატა ცეცხლაძე
ბრალდებული - და---------------ძე
ადვოკატი - რა--------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: და---------------ძე
მამის სახელი: შალვა
დაბადებული: 26.11.1996 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 3----------
მისამართი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი შრ---ა 47-ე, მე-4 ჩიხი N1
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
179-ე მუხლის 1 ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2012 წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. N3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან და---------------ძე თავს დაესხა თა-------------ას და მის ხელთ არსებული დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით ცდილობდა ამ უკანასკნელის მატერიალური სიკეთის დაუფლებას.
სასამართლომ დაადგინა:
2. და---------------ძეს თა-------------ას მიმართ 2012 წლის 14 დეკემბერს ყაჩაღური თავდასხმა არ განუხორციელებია.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება:
3. ფრ-----------–---ძის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, 2012 წლის 14 დეკემბერს მან მეწყვილე გო----–-----ასთან ერთად დააკავა და---------------ძე, რ---ელიც ყაჩაღურად თავს დაესხა თა-------------ას. ფრ-----------–---ძის ჩვენების თანახმად დაკავებამდე დაინახა, როგორ შევიდა თა-------------ა სადარბაზოში, სადაც მას შეყვა და---------------ძე, რ---ელმაც ქალის ყვირილის ხმაზე სირბილით დატოვა სადარბაზო და გო----–-----ასთან ერთად დაედევნა და მოგვიანებით დააკავეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რ--- ღამე იყო და დევნა რამოდენიმე წუთი გაგრძელდა ფრ-----------–---ძემ განმარტა, რ--- და---------------ძე თვალთახედვიდან არ დაუკარგავს.
4. პოლიციელმა გო----–-----ამ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტარა ფრ-----------–---ძის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
5. სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა თა-------------ამ დაადასტურა მის მიმართ 2012 წლის 14 დეკემბერს ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხა და---------------ძის მხრიდან აღნიშნული, რადგან ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რ--- ბრალდებული ნანახი არასოდეს ჰყავდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რ--- პოლიციელებმა დაკავებული შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს და მან იგი ამოიცნო როგორც თავდამსხმელი.
6. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად პოლიციელიებმა ფრ-----------–---ძემ და გო----–-----ამ ქ. ბათუმში, შავშეთის ქუჩა 29-ში დააკავეს და---------------ძე, ხოლო პირადი ჩხრეკისას რაიმე ნივთი არ ამოღებულა. ხსენებულ ოქმში რაიმე მითითება დაზარალებულის განმარტებებზე არ არის დაფიქსირებული.
7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად 2012 წლის 14 დეკემბერს ამოღებული იქნა დანა.
8. 2012 წლის 14 დეკემბრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის Nც.ი./51 დასკვნის თანახმად ამოღებული დანა ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გო-------------------------–-–--–---------------------------------------–-–---------------------------–---------–----------------------------–---–------------------------------–--–---–-------------------–-------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------–--------ას ჩვენებები რაიმე ფაქტობრივ გარემოებას, რაც შესაძლოა ბრალდებულის გამამატყუნებელი ან/და გამამართლებელი განაჩენისთვის გამოყენებული ყოფილიყო არ შეიცავს.
10. მოწმის სახით დაკითხვისას და---------------ძემ უარყო ყაჩაღობაში მონაწილეობის ფაქტი და აღნიშნა, რ--- დაკავებისას იგი იმყოფებოდა ქ. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე გაჩერებულ მიკროავტობუსში, რადგან ელოდა სხვა მუშებს, ვისთანაც ერთად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა დაეცალა თბილისიდან ჩამოსული სატვირთო ავტომანქანა.
11. თა------------ძის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, მან 2012 წლის 14 დეკემბერს სატვირთო ავტომანქანით ჩამოიტანა თბილისიდან ბათუმში პროდუქცია, რ---ლის დაცლისას გაიგო, რ--- ერთ-ერთი მუშა დააკავეს პოლიციელებმა.
სამართლებრივი შეფასება:
12. ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმამდე უარი თქვა და---------------ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაზე და ამ ნაწილში შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა.
13. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის დისპოზიციით ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
სასამართლო განმარტავს, რ--- თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დამნაშავის აგრესიული, უეცარი მოქმედება, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან, შესაბამისად ყაჩაღობის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა.
სასამართლო ასევე განმარტავს, რ--- თავდასხმა დაზარალებულის წინააღმდეგობის გადასალახავად გამოყენებული ქონების დაუფლების საშუალებას წარმოადგენს.
14. პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რ--- გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (მე–40 მუხლის მე–3 ნაწილი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82–ე მუხლის პირველი ნაწილი). თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რ---ელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რ---ელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და, საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.
15. სასამართლო მიუთითებს, რ--- და---------------ძის მხრიდან ყაჩაღობის შესაძლო ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა მხოლოდ პოლიციელების - გო----–-----ას და ფრ-----------–---ძის ჩვენებები, რ---ლებიც დამოუკიდებლად, დაზარალებულ თა-------------ას ჩვენების გარეშე ვერ ქმნის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. ამ უკანასკნელმა კი სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას (1517 -1557 საათი) მხარეთა შეკითხვებისას 62 ჯერ უპასუხა "არ მახსოვს", ამასთან ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა და---------------ძის მხრიდან მის მიმართ ყაჩაღობის ჩადენა, რაც თავისთავად საფუძველს აცლის ბრალდების დასაბუთებულობას.
16. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რ--- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რ--- მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რ---ელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რ---ლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რ--- სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]
18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რ---ლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
19. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას, რ---ელიც ობიექტიურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოსთვის, როგორც ობიექტური დამკვირვებლისთვის, არ არის სარწმუნო ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე და---------------ძის მსჯავრდება, რადგან ეს მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
20. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რ---ელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რ--- ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რ---ელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
21. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რ--- სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და---------------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული და---------------ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ერთი ცალი CD დისკი, რ---ელიც ერთვის საქმეს, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ცივი იარაღი დანა, რ---ელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განიმარტოს, რ--- გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი